OCO შეკვეთები საშუალებას აძლევს ტრეიდერებს წინასწარ განსაზღვრონ როგორც სამიზნე მოგება, ისე მაქსიმალური დასაშვები ზარალი სავაჭრო პოზიციისთვის, რაც ამცირებს ბაზრების მუდმივ მონიტორინგის საჭიროებას.
OCO შეკვეთის ფარგლებში ერთი ტიპის შეკვეთის ხელით გაუქმების შემთხვევაში, მეორე ტიპის შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება.
კიდევ ერთი მსგავსი ტიპის შეკვეთაა OTOCO (ერთი ააქტიურებს, ხოლო ერთი აუქმებს მეორეს) შეკვეთა, რომელიც Binance-ზე 2024 წლის ივნისში გაეშვა. აღნიშნული ტიპის შეკვეთის ფარგლებში ხდება აქტივაციის შეკვეთის განთავსება, რომელიც შევსების შემთხვევაში ააქტიურებს სავაჭრო პოზიციის დახურვაზე პასუხისმგებელ OCO წყვილს. მოვლენათა ეს ერთიანობა სავაჭრო პროცესის ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
OCO (ერთი აუქმებს მეორეს) შეკვეთა საშუალებას გაძლევთ ერთდროულად განათავსოთ ორი ტიპის პირობითი შეკვეთა: ლიმიტ-შეკვეთა, რომლითაც ხდება სამიზნე მოგების დონის განსაზღვრა და სტოპ-ლიმიტ შეკვეთა, რომელიც უზრუნველყოფს ზარალის თავ იდან აცილებას. ამ ორი შეკვეთიდან ერთ-ერთის სრულად ან ნაწილობრივ შევსების შემთხვევაში (რადგან ორივე შეკვეთის აღსრულება არ ხდება) პლატფორმა ავტომატურად გააუქმებს მეორე შეკვეთას. გარდა ამისა, რომელიმე შეკვეთის ხელით გაუქმების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება მეორე შეკვეთაც.
OCO შეკვეთების ფარგლებში საჭიროა ფასის ორი სხვადასხვა დონის განსაზღვრა თქვენი მიმდინარე სავაჭრო პოზიციისთვის:
მაგალითად, დავუშვათ, რომ განახორციელეთ ბაზრის ანალიზი და აღნიშნული ანალიზის საფუძველზე შეიძინეთ 0.1 BTC 90 000 აშშ დოლარად. თქვენ გსურთ მოგების მიღება თუ ფასი გაიზრდება 100 000 აშშ დოლარამდე, თუმცა ზარალის შემცირების მიზნით პოზიციის დახურვისთვის განსაზღვრული მინიმალური ფასი 85 000 აშშ დოლარია. აღნიშნულ შემთხვევაში, შეგიძლიათ განათავსოთ OCO შეკვეთა, რომლის ფარგლებშიც, გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთის ფასი იქნება 100 000 აშშ დოლარი, სტოპ-ლიმიტ შეკვეთის აქტივაციის ფასი 87 000 აშშ დოლარი, ხოლო ლიმიტ ფასი - 85 000 აშშ დოლარი. თუ BTC-ის ღირებულება მიაღწევს 100 000 აშშ დოლარს, აღსრულდება ლიმიტ-შეკვეთა, ხოლო სტოპ-ლიმიტ შეკვეთა გაუქმდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ BTC-ის ფასი აქტივაციის ფასის დონემდე დაეცემა, გააქტიურდება სტოპ-ლიმიტ შეკვეთა, ხოლო ლიმიტ-შეკვეთა გაუქმდება.
გაითვალისწინეთ, რომ OCO შეკვეთების გამოყენებისთვის აუცილებელია ფლობდეთ საფუძვლიან ინფორმაციას ლიმიტ-შეკვეთებისა და სტოპ-ლიმიტ შეკვეთების მუშაობის პრინციპების, სტოპ-ფასისა და ლიმიტ-ფასის მითითების და stop-loss მხარეს მოქმედების წესების შესახებ.
კიდევ ერთი მსგავსი, თუმცა უფრო გაუმჯობესებული შეკვეთის ტიპია OTOCO (ერთი ააქტიურებს, ხოლო ერთი აუქმებს მეორეს) შეკვეთა, რომელიც Binance-ზე 2024 წლის ივნისში გაეშვა. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული ტიპის შეკვეთებს შორის არსებული ძირითადი განსხვავებები:
ტრეიდერების უმეტესობისთვის, რომელთა მიზანსაც არსებული სავაჭრო პოზიციის მართვა წარმოადგენს, სასურველი მიზნის მისაღწევად OCO შეკვეთა სრულიად საკმარისია. OTOCO შეკვეთები უფრო ხშირად გამოიყენება თუ საბოლოო მიზანს როგორც პოზიციის გახსნის, ისე დახურვის პროცესების ერთი შეკვეთის მეშვეობით ავტომატიზაცია წარმოადგენს.
OCO (ერთი აუქმებს მეორეს) შეკვეთა აერთიანებს ერთი სავაჭრო პოზიციისთვის განთავსებულ ლიმიტ და სტოპ-ლიმიტ შეკვეთებს. ამ ორი შეკვეთიდან აღსრულდება მხოლოდ ერთი, ხოლო მეორე ავტომატურად გაუქმდება პლატფორმის მიერ. გარდა ამისა, მეორე შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება ერთი შეკვეთის ხელით გაუქმების შემთხვევაშიც. OCO შეკვეთების განთავსება შესაძლებელია Binance-ზე და სხვა მსხვილ სავაჭრო ბირჟებზე, სპოტ ვაჭრობის ფარგლებში.
სტოპ-ლიმიტ კომპონენტისთვის ხდება ფასის ორი დონის განსაზღვრა. როდესაც ბაზარი მიაღწევს სტოპ-ფასს, მოხდება გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთის განთავსება შესაბამისი ლიმიტ-ფასით. სტოპ-ფასი, როგორც წესი, დაფიქსირებულია ლიმიტ-ფასის დონის მაღლა, ბაზრების სწრაფ ცვლილებებზე შესაბამისი რეაგირების მიზნით. ბაზრის პირობების მეტისმეტად სწრაფად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა არ მოხდეს ლიმიტ-შეკვეთის აღსრულება, თუ ფასი დაეცემა ლიმიტ-ფასის დონის დაბლა შესაბამისი მყიდველის პოვნამდე. აღნიშნული დეტალი მეტად მნიშვნელოვანია კონსერვატიული stop-loss დონეების განსაზღვრისას.
OCO შეკვეთის განთავსება ხდება არსებული სავაჭრო პოზიციისთვის: ერთდროულად აქტიურდება სავაჭრო პოზიციის დახურვის ორი შეკვეთა (take-profit ლიმიტ და stop-loss სტოპ-ლიმიტ შეკვეთები), თუმცა ამ ორი შეკვეთიდან მხოლოდ ერთი აღსრულდება, ხოლო მეორე გაუქმდება. OTOCO (ერთი ააქტიურებს, ხოლო ერთი აუქმებს მეორეს) შეკვეთის შემთხვევაში, აღნიშნულ ორი ტიპის შეკვეთასთან ერთად ხდება დამატებითი, სავაჭრო პოზიციაზე შესვლის შეკვეთის განთავსება და მხოლოდ ამ შეკვეთის შევსების შემდეგ აქტიურდება სავაჭრო პოზიციიდან გასვლის OCO წყვილი. OTOCO მთელი სავაჭრო პროცესის (პოზიციის გახსნა, take-profit და stop-loss) ერთ შეკვეთაში მოქცევის საშუალებას გაძლევთ. Binance-მა OTOCO შეკვეთების მხარდაჭერა 2024 წლის ივნისში მოიპოვა.
OCO შეკვეთის გამოყენება უმჯობესია ისეთ შემთხვევებში, როდესაც გსურთ ერთდროულად განსაზღვროთ როგორც სამიზნე მოგება, ისე მაქსიმალური ზარალი აქტიური სავაჭრო პოზიციისთვის. სტანდარტული ლიმიტ ან სტოპ-შეკვეთის შემთხვევაში აღნიშნული შედეგებიდან მხოლოდ ერთ-ერთის მიღწევაა შესაძლებელი. ლიმიტ და სტოპ-ლიმიტ შეკვეთების ცალ-ცალკე განთავსების შემთხვევაში, ერთი მათგანი აღსრულდება, ხოლო მეორე დარჩება ღია, რაც შექმნის ორმაგი სავაჭრო პოზიციის არსებობის ან სხვადასხვა პროცესების უარყოფითი ზემოქმედების რისკებს. OCO შეკვეთების შემთხვევაში, ზემოხსენებული ორი ტიპის შეკვეთა ერთ შეკვეთაში ერთიანდება, ერთის შევსების შემთხვევაში მეორე ავტომატურად უქმდება და სწორედ ამ პროცესების ერთიანობით ხდება აღნიშნული რისკების მაქსიმალურად შემცირება. ამ ტიპის შეკვეთები განსაკუთრებით ეფექტურად მუშაობს იმ ტრეიდერებისთვის, რომელთაც არ აქვს საკუთარი სავაჭრო პოზიციის რეალურ დროში მონიტორინგის შესაძლებლობა.
OCO შეკვეთები რისკების მართვისა და სავაჭრო პოზიციების დახურვის პირობების განსაზღვრის ეფექტური ინსტრუმენტებია, რომელთა გამოყენების შემთხვევაშიც, თითქმის აღარ არსებობს პროცესების უშუალო მონიტორინგის საჭიროება. OCO შეკვეთაში შემავალი ორი კომპონენტის მუშაობის პრინციპის საფუძვლიანად შესწავლა დაგეხმარებათ მის ეფექტურად გამოყენებაში. OTOCO შეკვეთა წარმოადგენს OCO შეკვეთის მსგავს, თუმცა უფრო დახვეწილ მოდელს, რომელიც აღნიშნული ორი ტიპის შეკვეთასთან ერთად დამატებით, პოზიციის ავტომატურად გახსნის შეკვეთასაც მოიცავს.
როდესაც taker ირჩევს კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ შემოთავაზებას ან მოთხოვნას შეკვეთების წიგნში არსე...