ლიმიტ-შეკვეთა წარმოადგენს მითითებას აქტივის კონკრეტულ ან უკეთეს ფასად გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც ტრეიდერების მიერ აღსრულების ფასის კონტროლის შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
ლიმიტ-შეკვეთის განთავსებისას, ტრეიდერი მიუთითებს ყიდვის ან გაყიდვის კონკრეტულ, მისთვის სასურველ ფასს. ყიდვის ლიმიტ-შეკვეთის შემთხვევაში, ტრეიდერის მიერ მითითებული ფასი არის მიმდინარე საბაზრო ფასის ტოლი ან ნაკლები. შეკვეთის აღსრულება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ფასი მითითებულ ან უფრო დაბალ დონეზე დაეცემა. გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთის შემთხვევაში, ტრეიდერის მიერ მითითებული ფასი არის მიმდინარე საბაზრო ფასის ტოლი ან მეტი. შეკვეთის აღსრულება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ფასი მიაღწევს ან გადააჭარბებს მითითებულ დონეს.
ბაზარზე ფასის კონკრეტული დონის მიღწევის შემდეგ, შეკვეთა აქტიურდება და ხდება მისი აღსრულება მითითებულ ან უკეთეს ფასად. მიუხედავად ამისა, არ არსებობს შეკვეთის შევსების გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ბაზარზე ფასის მითითებული მაჩვენებლის მიღწევა, შეკვეთა რჩება ღია მის გაუქმებამდე ან ვადის ამოწურვამდე.
როდესაც მარკეტ-ტეიკერი ირჩევს კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ შემოთავაზებას ან მოთხოვნას შეკვეთების წი...
OCO შეკვეთაში გაერთიანებულია ლიმიტ-შეკვეთა და სტოპ-ლიმიტ შეკვეთა, თუმცა მათ შორის მხოლოდ ერთის აღსრულება ხდ...
როცა ვაჭრობის ანგარიშსწორება ხდება საწყის ეტაპზე მოთხოვნილი ან განსაზღვრული ფასისგან განსხვავებული ფასით, რ...