ჰეშრეიტი

განახლებული Jun 2, 2026

მთავარი დეტალები

  • ჰეშრეიტი აღნიშნავს, თუ წამში რამდენი კრიპტოგრაფიული გამოთვლის ჩატარება შეუძლია მაინერს ან ქსელს. ეს წარმოადგენს კრიპტოვალუტის მაინინგის ეფექტურობის ძირითად ინდიკატორს.
  • რაც უფრო მაღალია Bitcoin-ის ჰეშრეიტი, მით უფრო დიდია ბლოკის შექმნის და ბლოკის ჯილდოს გამომუშავების ალბათობა.
  • 2011 წელს Bitcoin-ის ჰეშრეიტი იყო 1 TH/s, ხოლო 2026 დასაწყისში ამ მაჩვენებელმა 970 EH/s-ს მიაღწია, ხოლო რეკორდული მაჩვენებელი - 1441,84 EH/s დაფიქსირდა 2025 წლის სექტემბერში.

  • ჰეშრეიტის ზრდის პარალელურად ხდება მაინინგის სირთულის ზრდა, რაც უზრუნველყოფს ბლოკის შექმნის დროის 10-წუთიანი ინტერვალების შენარჩუნებას.

რა არის ჰეშრეიტი?

ჰეშრეიტი აღნიშნავს კომპიუტერის მიერ ჰეშირების ოპერაციების განხორციელების სიჩქარეს. Bitcoin-ის და სხვა კრიპტოვალუტების კონტექსტში, Bitcoin-ის ჰეშრეიტი აღნიშნავს მაინინგის აპარატურის ან მთლიანი ქსელის ეფექტურობას და წარმადობას. ის აღნიშნავს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია აპარატს ბლოკის ვალიდური ჰეშის მოძებნა.

მაინინის პროცესი მოიცავს მონაცემების რეგულარულ დამუშავებას ჰეშ ფუნქციის მეშვეობით. ამ დროს მაინერები ცდილობენ მოძებნონ ჰეში, რომელიც იწყება განსაზღვრული რაოდენობის ნულით. ეს რაოდენობა დამოკიდებულია ქსელის სირთულის დონეზე. რაც მეტი გამოთვლის ჩატარება შეუძლია მაინერის კომპიუტერს წამში, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ის პირველი შეძლებს ვალიდური ჰეშის პოვნას და ბლოკის ჯილდოს გამომუშავებას.

ჰეშრეიტის ერთეულები

ჰეშრეიტის საზომი ერთეულია ჰეში წამში (h/s), რომელსაც დართული აქვს SI სისტემის პრეფიქსი. ქვემოთ მოცემულია ყველაზე ხშირად გამოყენებული ერთეულები:

  • კილოჰეში (Kh/s): ათასობით ჰეში წამში

  • მეგაჰეში (MH/s): მილიონები

  • გიგაჰეში (GH/s): მილიარდები

  • ტერაჰეში (TH/s): ტრილიონები

  • პეტაჰეში (PH/s): კვადრილიონები

  • ექსაჰეში (EH/s): კვინტილიონები

  • ზეტაჰეში (ZH/s): სექსტილიონები

მაგალითად, თუ ქსელს შეუძლია წამში ერთი ტრილიონი ჰეშის გენერირება, მისი ჰეშრეიტია 1 TH/s. 2026 წლის აპრილის მონაცემებით, Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტი დაახლოებით 1 მილიარდ TH/s-ს, ანუ 1000 EH/s-ს აღწევს (30 დღის საშუალო მაჩვენებელი).

ჰეშრეიტი და მაინინგის სირთულე

ჰეშრეიტი მჭიდრო კავშირშია მაინინგის სირთულესთან. როდესაც იზრდება ქსელში მაინერების რაოდენობა და შესაბამისად, Bitcoin-ის საერთო ჰეშრეიტი, Bitcoin-ის პროტოკოლი ავტომატურად აკორექტირებს სირთულის დონეს, რათა შენარჩუნებულ იქნას ბლოკის შექმნის დროის ათწუთიანი ინტერვალები. ავტომატური კორექტირების მექანიზმი აუმჯობესებს ქსელის უსაფრთხოების დონეს, თუმცა ეს ასევე იმას ნიშნავს, რომ მაინერის მიერ ბლოკის ჯილდოს გამომუშავების ალბათობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მისი აპარატურის სიჩქარეზე, არამედ ასევე მის წილზე ქსელის საერთო ჰეშრეიტში.
Bitcoin-ის ეპოქის ადრეულ ეტაპზე, მომხმარებლებს შეეძლოთ მაინინგისთვის პერსონალური კომპიუტერები და GPU-ები გამოეყენებინათ. ASIC მაინერების (სპეციალურად Bitcoin-ის SHA-256 ალგორითმისთვის შექმნილი აპარატურის) გამოჩენამ მკვეთრად გაზარდა ჰეშრეიტი, რამაც GPU-ებით მაინინგი ეკონომიკურად არარენტაბელური გახადა.

Bitcoin-ის ჰეშრეიტის ცვლილების მნიშვნელოვანი ეტაპები

  • 1 TH/s: 2011

  • 1 PH/s (1000 TH/s): 2013

  • 1 EH/s (1 000 000 TH/s): 2016

  • 10 EH/s: 2017

  • ~67 EH/s: 2019 წლის ივლისი

  • ~970 EH/s: 2026 წლის დასაწყისი (30-დღიანი საშუალო მაჩვენებელი)

  • 1441,84 EH/s: 2025 წლის 20 სექტემბერი (ისტორიული მაქსიმუმი)

შენიშვნა: ინდივიდუალური მაინინგ პულების ჰეშრეიტები წარმოადგენს ქსელის საერთო მაჩვენებლის ნაწილს. ჰეშრეიტის ცვლილება დამოკიდებულია ენერგიის ხარჯებზე, მაინინგის მომგებიანობის პირობებზე და სეზონურ ფაქტორებზე.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს ჰეშრეიტი კრიპტოში?

ჰეშრეიტი აღნიშნავს, თუ წამში რამდენი კრიპტოგრაფიული გამოთვლის ჩატარება შეუძლია მაინერს ან ქსელს. კრიპტოვალუტის მაინინგის დროს, რაც უფრო მაღალია მაინერის ჰეშრეიტი, წამში მით მეტი ოპერაციის განხორციელება შეუძლია მას, რაც ზრდის ბლოკის ჯილდოს გამომუშავების ალბათობას.

რა ერთეულებით იზომება Bitcoin-ის ჰეშრეიტი?

ამჟამად Bitcoin-ის ქსელის ჰეშრეიტის გასაზომად გამოიყენება ექსაჰეში წამში (EH/s). Bitcoin-ის ისტორიის საწყის ეტაპზე გამოიყენებოდა მეგაჰეშები (MH/s), გიგაჰეშები (GH/s) და ტერაჰეშები (TH/s). 2026 დასაწყისში ამ მაჩვენებელმა 970 EH/s-ს მიაღწია (30 დღის საშუალო მაჩვენებელი).

როგორ მოქმედებს ჰეშრეიტი მაინინგის სირთულეზე?

ყოველი 2016 ბლოკის შექმნის შემდეგ (დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ), Bitcoin ავტომატურად არეგულირებს მაინინგის სირთულეს, რათა შეინარჩუნოს ბლოკებს შორის 10-წუთიანი ინტერვალი. ქსელის საერთო ჰეშრეიტის ზრდის პარალელურად იზრდება ქსელის სირთულე, რათა მოხდეს ბლოკების შექმნის პერიოდის ერთ დონეზე შენარჩუნება ქსელის გამომთვლელი სიმძლავრის ცვლილების მიუხედავად.

რატომ აღარ შემიძლია Bitcoin-ის მაინინგი უბრალო კომპიუტერით?

ASIC მაინერების (კონკრეტული დანიშნულების ინტეგრალური მიკროსქემები, რომლებიც შექმნილია სპეციალურად Bitcoin-ის მაინინგისთვის) გაჩენამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქსელის ჰეშრეიტი. სტანდარტული CPU-ების და GPU-ების მეშვეობით შეუძლებელია ASIC-ის დონის ეფექტურობის მიღწევა, ამიტომ Bitcoin-ის მაინინგში მათი გამოყენება ეკონომიურად არარენტაბელურად ითვლება.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.