მთავარი
ლექსიკონი
გარე მფლობელის ანგარიში (EOA)

გარე მფლობელის ანგარიში (EOA)

რა არის გარე მფლობელის ანგარიში (EOA)?

გარე მფლობელის ანგარიში (OEA) არის Ethereum-ის ქსელზე არსებული ანგარიშის ტიპი, რომელიც იმართება მომხმარებლის პირადი გასაღების მეშვეობით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ანგარიში, რომელიც გამოიყენება გაგზავნის ტრანზაქციების განსახორციელებლად ან ether-ის (ETH) მართვის და კონტროლის მიზნით. იმ ანგარიშებისგან განსხვავებით, რომლებზეც გამოიყენება სმარტ კონტრაქტები და რომლებიც იმართება მხოლოდ კოდის მეშვეობით, EOA-ებს პირდაპირ კონკრეტული პირები მართავენ.

Ethereum-ზე არსებული ანგარიშების ტიპები

Ethereum-ზე ორი ძირითადი ტიპის ანგარიშები არსებობს:

  1. გარე მფლობელის ანგარიშები (EOA-ები) – რომელთაც მართავენ მომხმარებლები პირადი გასაღებების მეშვეობით.
  2. კონტრაქტის ანგარიშები (CA-ები) – იმართება კოდის ან სმარტ კონტრაქტების მეშვეობით. მუშაობს პირადი გასაღების გარეშე.

ETH-ის შენახვა და გადარიცხვა შესაძლებელია როგორც OEA-ების, ისე კონტრაქტის ანგარიშების მეშვეობით. თუმცა, ტრანზაქციების წამოწყება მხოლოდ OEA-ების მეშვეობითაა შესაძლებელი. კონტრაქტების ანგარიშების მეშვეობით არც ერთი ქმედების განხორციელება არ არის შესაძლებელი მანამ, სანამ ამ ქმედებების წამოწყება არ მოხდება OEA-ს ან სხვა სმარტ კონტრაქტების მიერ.

როგორ მუშაობს OEA-ები

ყოველი OEA მიბმულია ორ კრიპტოგრაფიულ გასაღებთან: პირად გასაღებთან და საჯარო გასაღებთან. თქვენი პირადი გასაღები წარმოადგენს თქვენი ანგარიშის მართვის ინსტრუმენტს—ის გამოიყენება ტრანზაქციებზე ხელის მოსაწერად და იმის დასამტკიცებლად, რომ ავტორიზაცია ხორციელდება თქვენ მიერ. საჯარო გასაღები გამოიყენება თქვენი Ethereum-ის მისამართის გენერირებისთვის, რომლის გაზიარებაც შეგიძლიათ სხვებისთვის, რათა მათ შეძლონ თქვენთვის ETH-ის გამოგზავნა.

მოკლედ განვიხილოთ, თუ რისი გაკეთებააა შესაძლებელი OEA-ების მეშვეობით:

  1. ტრანზაქციები: OEA-ების მეშვეობით შესაძლებელია ტოკენების გაგზავნა სხვა ანგარიშებზე, სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება, ან ბლოკჩეინის კონკრეტული ფუნქციების გააქტიურება.
  2. გაზის საკომისიოები: თითოეული ტრანზაქციის განხორციელებისთვის საჭიროა გაზი, რომლის ღირებულების გადახდაც ხდება ETH-ის მეშვეობით. ეს გაზი გადაეცემათ მაინერებს, ან ვალიდატორებს, რომელთა მიერაც ხდება ტრანზაქციების დამუშავება.
  3. უსაფრთხოება: EOA-ს უსაფრთხოება მთლიანად თქვენს პირად გასაღებზეა დამოკიდებული. ის, ვინც შეძლებს მასზე წვდომის მოპოვებას, მოიპოვებს თქვენი ანგარიშის კონტროლის შესაძლებლობასაც.

OEA-ები და კონტრაქტების ანგარიშები

მიუხედავად იმისა, რომ ტოკენების და მონაცემების შენახვა შესაძლებელია როგორც OEA-ებზე, ისე კონტრაქტის ანგარიშებზე, მათ შორის არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები:

  • OEA-ები: იმართება პირადი გასაღებებით და კონტროლდება კონკრეტული პირების მიერ. OEA-ების მეშვეობით შესაძლებელია გაგზავნის ტრანზაქციების განხორციელება, თუმცა არ არის შესაძლებელი კოდის ავტომატურად ამუშავება.
  • კონტრაქტის ანგარიშები (CA-ები): იმართება კოდის (სმარტ კონტრაქტის) მეშვეობით და არ გაააჩნიათ პირადი გასაღებები. CA-ების მეშვეობით ტრანზაქციების დამოუკიდებლად გაგზავნა არ არის შესაძლებელი—საჭიროა, რომ OEA-მ ან სხვა კონტრაქტმა წამოიწყოს პროცესი. თუმცა, გააქტიურების შემდეგ შესაძლებელი ხდება მათ მიერ კონკრეტული მითითებების, ან წესების შესრულება.
დავუშვათ გსურთ ETH-ის გადაცვლა დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) სხვა ტოკენზე. თქვენი OEA პირდაპირ დაუკავშირდება DEX-ს (რომელიც გახლავთ კონტრაქტის ანგარიში) და მოხდება სვოპის განხორციელდება. DEX ვერ შეძლებს დამოუკიდებლად რაიმე პროცესის წამოწყებას თქვენ მიერ მის გააქტიურებამდე (თქვენი OEA-ს მეშვეობით).

რატომ არის OEA-ები მნიშვნელოვანი

OEA-ები წარმოადგენს Ethereum-ის მნიშვნელოვან კომპონენტს, რადგან სწორედ მათი მეშვეობით ურთიერთქმედებენ მომხმარებლები ქსელთან. Ethereum-ზე ყოველი მოქმედების წამოწყება ხდება OEA-ს მეშვეობით. OEA-ების გარეშე სმარტ კონტრაქტები ვერანაირი ქმედების განხორციელებას ვერ შეძლებდნენ—მათ დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ შეუძლიათ. შესაბამისად, სწორედ OEA-ების მეშვეობით ხდება პროცესების გააქტიურება, იქნება ეს ETH-ის გაგზავნა, DApp-ებთან ურთიერთქმედება, თუ სმარტ კონტრაქტის ამუშავება.

EOA-ების უსაფრთხოება

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაითვალისწინოთ OEA-ებთან მიმართებაში, არის ის, რომ აუცილებელია თქვენი პირადი გასაღებების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. პირადი გასაღების დაკარგვის შემთხვევაში, თქვენ სამუდამოდ დაკარგავთ წვდომას თქვენს ანგარიშზე და თანხებზე. სხვა პირის მიერ თქვენი გასაღების მოპარვის შემთხვევაში, ის შეძლებს თქვენს ანგარიშზე წვდომის მოპოვებას და ფინანსების მითვისებას.

დასკვნა

გარე მფლობელის ანგარიში (OEA) გახლავთ მომხმარებლის მიერ მართული ანგარიში Ethereum-ზე. მისი მეშვეობით შესაძლებელია ETH-ის გაგზავნა, სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება და მრავალი სხვა ქმედების განხორციელება ქსელზე. OEA-ები კონტრაქტების ანგარიშებიდან განსხვავდება იმით, რომ იმართება კოდის მეშვეობით და საჭიროა მათი გააქტიურება OEA-ს მეშვეობით. თუმცა ორივე მათგანი Ethereum-ის ფუნქციონირებისთვის საჭირო უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.