ცენტრალიზებული ბირჟა

განახლებული Aug 28, 2026

მთავარი დეტალები

  • ცენტრალიზებული ბირჟა (CEX) არის პლატფორმა, რომელიც იმართება ცენტრალური კომპანიის მიერ და მომხმარებელს სთავაზობს კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვის და გადაცვლის შესაძლებლობას. ოპერატორი მართავს მომხმარებლის აქტივებს და ტრანზაქციების აღსრულების პროცესებს.
  • როგორც წესი, CEX-ებისთვის დამახასიათებელია მაღალი ლიკვიდურობა, შეკვეთების სწრაფი აღსრულება და სავაჭრო პროდუქტების ფართო ასორტიმენტი, რაც მოიცავს სპოტ, მარჟის და ფიუჩერსების ბაზრებს. ეს ბირჟები განკუთვნილია როგორც ახალბედა, ასევე გამოცდილი ტრეიდერებისთვის.
  • CEX-ები მომხმარებლის აქტივებს კასტოდიალური მოდელის მეშვეობით განკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები საკუთარ პირად გასაღებებს თავად არ აკონტროლებენ. ეს წარმოშობს შემხვედრ მხარესთან დაკავშირებულ რისკს, თუმცა მაღალი რეპუტაციის პლატფორმები ამ რისკის შემცირებისთვის იყენებენ უსაფრთხოების მეთოდებს და რეგულარულად აქვეყნებენ რეზერვების მტკიცებულებას.
  • ჩვეულებრივ, CEX-ებზე რეგისტრაციისას საჭიროა ვინაობის ვერიფიკაცია (KYC), რაც ფინანსური რეგულაციების მოთხოვნას წარმოადგენს, რითაც ისინი განსხვავდება დეცენტრალიზებული ბირჟებისგან (DEX-ებისგან), სადაც, ხშირ შემთხვევაში, არ არის საჭირო ანგარიშის რეგისტრაცია.

რა არის ცენტრალიზებული ბირჟა?

ცენტრალიზებული ბირჟა (CEX) არის კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმა, რომელიც იმართება ცენტრალური კომპანიის ან ორგანიზაციის მიერ. ის წარმოადგენს შუამავალს მყიდველსა და გამყოიდველს შორის და მომხმარებლებს სთავაზობს ციფრული აქტივებით ვაჭრობის ინფრასტრუქტურას.

CEX ასრულებს კასტოდიალური სერვისის პროვაიდერის ფუნქციას: ის განკარგავს მომხმარებლის აქტივებს და მართავს ვაჭრობისთვის, თანხის გატანისთვის და ანგარიშის მართვისთვის საჭირო ტექნიკურ სისტემებს. 2025 წლის მონაცემებით, გლობალური კრიპტო ვაჭრობის მოცულობის დიდი ნაწილი CEX-ებზე მოდის: წლის განმავლობაში ტოპ პლატფორმებზე სპოტ და დერვივატივების ბაზრების ვაჭრობის მოცულობამ 80 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბაზრის ანალიზის თანახმად, 2026 წელს მთლიან კრიპტო ბაზარზე CEX-ების წილი 88%-ს მიაღწევს.

როგორ მუშაობს CEX

როდესაც მომხმარებელი თანხას განათავსებს CEX-ზე, ეს თანხა ბირჟის განკარგულებაში გადადის. პლატფორმა აწარმოებს შიდა ლეჯერს, სადაც აღირიცხება თითოეული მომხმარებლის ბალანსი. ის ასევე მართავს პირად გასაღებებს, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამისი ბლოკჩეინების საფულეებთან. ამას ეწოდება კასტოდიალური მოდელი: გასაღებებს აკონტროლებს სავაჭრო ბირჟა და არა ინდივიდუალური მომხმარებელი.
CEX-ზე თანმხვედრი ვაჭრობების მოძიებისთვის გამოიყენება ცენტრალური შეკვეთების წიგნი, რომელშიც ჩაწერილია ყიდვის და გაყიდვის ყველა ღია შეკვეთა და თანმხვედრი შეკვეთების მოძებნა ხდება ფასის და დროის პრიორიტეტების გათვალისწინებით. ამით ის განსხვავდება დეცენტრალიზებული ბირჟებისგან, სადაც თანმხვედრი შეკვეთების პოვნისთვის გამოიყენება ავტომატური მარკეტ-მეიკერები (AMM-ები) და ბლოკჩეინის ლიკვიდურობის პულები.

მაღალი რეპუტაციის CEX-ები რეგულარულად აქვეყნებენ რეზერვების მტკიცებულების ანგარიშებს, სადაც კრიპტოგრაფიული ვერიფიკაციის მეთოდის მეშვეობით დასტურდება, რომ მომხმარებლის დეპოზიტები უზრუნველყოფილია ბლოკჩეინზე არსებული აქტივებით. 2022 წლის FTX-ის კოლაფსის შემდეგ ეს პრაქტიკა ჩამოყალიბდა გამჭვირვალობის სტანდარტად.

ძირითადი მახასიათებლები და უპირატესობები

  • ლიკვიდურობა: ჩვეულებრივ, CEX-ები გვთავაზობს ღრმა ლიკვიდურობას, რაც ნიშნავს, რომ დიდი ზომის შეკვეთების აღსრულება ფასზე მინიმალურ ზეგავლენას ახდენს. ამის წყალობით, ის იდეალურია მაღალი მოცულობით ვაჭრობისთვის.
  • მარტივად გამოსაყენებელი: CEX-ების უმეტესობა გვთავაზობს ინტუიციურ ინტერფეისებს და მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც მორგებულია ახალბედა მომხმარებლებზე, ასევე ანგარიშის აღდგენის შესაძლებლობებს,. რაც არ არის ხელმისაწვდომი არაკასტოდიალურ სისტემებში.
  • ფიატ-ვალუტის გამოყენების შესაძლებლობა: CEX-ებზე შესაძლებელია ფიატ-ვალუტების (როგორიცაა USD, EUR ან GBP) დეპონირება და მათი კონვერტაცია კრიპტოში, რაც ახალბედა მომხმარებელს უმარტივებს ვაჭრობის დაწყებას.
  • მაღალი დონის სავაჭრო პროდუქტები: მსხვილი CEX-ები მომხმარებელს სთავაზობს როგორც სპოტ ვაჭრობას, ასევე მარჟით ვაჭრობას, ფიუჩერსების კონტრაქტებს, სტეიკინგს და დანაზოგის პროდუქტებს.
  • მომხმარებელთა მხარდაჭერა: როგორც წესი, CEX-ები გვთავაზობს მომხმარებელთა მხარდაჭერის არხებს, რაც არ არის ხელმისაწვდომი უშუალოდ DeFi პროტოკოლებთან ურთიერთქმედების დროს.

რისკები და შეზღუდვები

  • კასტოდიალური რისკი: რადგან მომხმარებლის აქტივებს ბირჟა განკარგავს, არსებობს შემხვედრ მხარესთან დაკავშირებული რისკი. პლატფორმაზე ჰაკერული თავდასხმის განხორციელების, პლატფორმის გადახდისუუნაროდ გამოცხადების ან თანხების არასწორად მართვის შემთხვევაში, მომხმარებელმა შეიძლება დაკარგოს საკუთარი თანხები. პრინციპი „თუ გასაღებს ვერ აკონტროლებ, თანხებსაც ვერ აკონტროლებ“, იდეალურად ასახავს ამ რისკის გათვალისწინების მნიშვნელობას.
  • უსაფრთხოების ხარვეზები: აქტივების ცენტრალურ პლატფორმაზე კონცენტრირების გამო, CEX-ები კიბერთაღლითებისთვის მიმზიდველ სამიზნეებს წარმოადგენს. ამ საფრთხეების შემცირების მიზნით, კარგი რეპუტაციის მქონე ბირჟები დიდ ინვესტიციებს დებენ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში, ცივი შენახვის სისტემებში და დაზღვევის სერვისებში.
  • იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები: , როგორც წესი, CEX-ებზე რეგისტრაციისთვის მომხმარებელს მოეთხოვება KYC (Know Your Customer) ვერიფიკაციის გავლა ადგილობრივი ფინანსური რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად, რაც, ამცირებს ანონიმურობის დონეს, განსხვავებით დეცენტრალიზებული ალტერნატივებისგან.
  • ოპერაციებთან დაკავშირებული რისკი: მაღალი არასტაბილურობის პერიოდებში პლატფორმა შეიძლება გაითიშოს და მომხმარებელმა ვეღარ შეძლოს ვაჭრობების აღსრულება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს CEX კრიპტოში?

CEX ნიშნავს ცენტრალიზებულ ბირჟას. ის წარმოადგენს კრიპტოვალუტით ვაჭრობის პლატფორმას, რომელიც იმართება ცენტრალური კომპანიის მიერ. ეს კომპანია აკონტროლებს მომხმარებლის ანგარიშებს, განკარგავს მის აქტივებს და უზრუნველყოფს აქტივების ყიდვის, გაყიდვის და გადაცვლის პროცესების მხარდაჭერას. ამ პლატფორმების მაგალითებია Binance, Coinbase, OKX და Bybit. CEX-ისგან განსხვავებით, დეცენტრალიზებული ბირჟების (DEX-ების) მართვა ხდება სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, ცენტრალური ოპერატორის საჭიროების გარეშე.

რა განსხვავებაა CEX-სა და DEX-ს შორის?

CEX (ცენტრალიზებული ბირჟა) იმართება კომპანიის მიერ, რომელიც განკარგავს მომხმარებლის აქტივებს და აკონტროლებს ყველა ტრანზაქციას ცენტრალური სისტემის მეშვეობით. DEX (დეცენტრალიზებული ბირჟა) მუშაობს ბლოკჩეინზე გაშვებული სმარტ კონტრაქტების მეშვეობით და მომხმარებელს სთავაზობს peer-to-peer ვაჭრობის შესაძლებლობას ცენტრალიზებული შუამავლის საჭიროების გარეშე. ჩვეულებრივ, CEX-ები გვთავაზობს უფრო მაღალ ლიკვიდურობას, ფიატ-ვალუტის გამოყენების შესაძლებლობას და მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს, DEX-ები კი გვთავაზობს კონფიდენციალურობის უფრო მაღალ დონეს. გარდა ამისა, მომხმარებელი თავად აკონტროლებს საკუთარ პირად გასაღებებს. 

შეჯამება

ცენტრალიზებული ბირჟები კრიპტო ბაზარზე წვდომის მთავარ საშუალებად რჩება, რადგან ისინი გვთავაზობს ხელმისაწვდომობას, ლიკვიდურობას და სავაჭრო ინსტრუმენტების ფართო არჩევანს. ბევრი მომხმარებლისთვის, განსაკუთრებით კი ახალბედებისთვის, CEX წარმოადგენს ციფრული აქტივების ყიდვის, გაყიდვის და მართვის მარტივ გზას, თუმცა კასტოდიალური მოდელი ასევე იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს უწევს პლატფორმას ანდოს საკუთარი აქტივების უსაფრთხოება. ამ ფაქტორის გათვალისწინებას დიდი მნიშვნელობა აქვს: CEX-ებზე ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა ის ასევე დაკავშირებულია რისკებთან, რომლებიც არ არის დამახასიათებელი არაკასტოდიალური ან სრულად დეცენტრალიზებული პლატფორმებისთვის. 

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.