აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტიური მართვის სტრატეგიის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მმართველის უნარებზე, გამოცდილებასა და საბაზრო ტენდენციების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობაზე. აქტიური მმართველები, როგორც წესი, ყურადღებით ადევნებენ თვალს ბაზრის დინამიკას, ვაჭრობის განხორციელებისთვის ყველაზე ოპტიმალური დროის განსაზღვრის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით. თუმცა, შედეგი არასდროს არის გარანტირებული და გამოცდილმა მმართველებმაც კი შესაძლოა ვერ შეძლონ სასურველი მოგების მიღება.
აქტიური მართვა, როგორც წესი, მოიცავს უფრო ხშირ ვაჭრობას, მაღალ საოპერაციო ხარჯებსა და მეტ რისკს, შესაბამისად, პასიურ სტრატეგიებთან დაკავშირებული მართვის საკომისიოებიც შედარებით მაღალია. ისტორიულად, ხანგრძლივი საინვესტიციო პროცესების ფარგლებში, შესაბამისი საკომისიოების გათვალისწინების შემდეგ, თითქმის არ ხდებოდა ბენჩმარკის ინდექსებზე მაღალი მაჩვენებლების მიღწევა აქტიური ფონდების უმეტესობის მიერ. სწორედ ეს გახდა ბოლო წლებში დაბალი ხარჯების შემცველი პასიური სტრატეგიებისადმი ინტერესის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუმცა აქტიური მართვა მაინც ინარჩუნებს პოპულარობას და მიიჩნევა ეფექტურ სტრატეგიად მათთვის, ვისაც სურს ნიშურ ბაზრებთან დაკავშირებული თუ სხვა, კონკრეტული შესაძლებლობების მეშვეობით სარგებლის გენერირება.
ბაზრის ფასების მოძრაობის დადებითი ტენდენცია. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება როგორც კრიპტოვალუტის სივრცეში, ი...
დაცული აქტივების ფონდი მომხმარებლებისთვის არის Binance-ის მიერ 2018 წელს შექმნილი საგანგებო სადაზღვევო ფონდი.
ბაზრის ფასების მოძრაობის უარყოფითი ტენდენცია. ეს ტერმინი ფართოდ გამოიყენება როგორც კრიპტოვალუტის სივრცეში, ...