რა არის Zilliqa (ZIL)?

რა არის Zilliqa (ZIL)?

განახლებული Apr 8, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • Zilliqa არის 1-ელი დონის საჯარო ბლოკჩეინი, რომელმაც პირველმა დანერგა შარდინგი პრაქტიკაში და ამით შესაძლებელი გახადა ტრანზაქციების პარალელურ რეჟიმში დამუშავება, რომლის მასშტაბირებადობაც ქსელის ზომასთან ერთად იზრდება.

  • Zilliqa 2.0 ქსელის მნიშვნელოვან განახლებას წარმოადგენს, რომელმაც თავდაპირველი კონსენსუსის Proof of Work ჰიბრიდული მოდელი Proof of Stake-ზე გადაიყვანა და მოახდინა ეკოსისტემის ფოკუსირება გეიმინგზე და Web3 გასართობ პროგრამებზე.

  • ZIL არის Zilliqa ქსელის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგისთვის და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედებისთვის.

Zilliqa არის საჯარო 1-ელი დონის ბლოკჩეინი რომელიც 2017 წელს დაარსდა და ეფუძნება სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევას. ეს იყო პირველი საჯარო ბლოკჩეინი, რომელმაც დანერგა შარდინგი როგორც მასშტაბირებადობის მექანიზმი, რაც ქსელს საშუალებას აძლევს ტრანზაქციები პარალელურ რეჟიმში ნოდების ჯგუფებში დაამუშაოს და არა მიყოლებით მთლიან ქსელის მასშტაბით. პროექტი მას შემდეგ საგრძნობლად განვითარდა მნიშვნელოვანი Zilliqa 2.0-ს სახელით ცნობილი განახლების ხარჯზე, რომელმაც ქსელის კონსენსუსის მექანიზმი და სტრატეგია შეცვალა.

როგორ მუშაობს Zilliqa?

შარდინგი და ტრანზაქციების დამუშავება

Zilliqa თავის ქსელს ყოფს ნოდების მცირე ჯგუფებად, რომლებსაც შარდები ეწოდება. თითოეული შარდი (shard) ამუშავებს ტრანზაქციების ქვეჯგუფს დამოუკიდებლად და პარალელურ რეჟიმში. ეს გულისხმობს ქსელის ზოგადი გამტარუნარიანობის გაზრდას ნოდების დამატების ხარჯზე. სწორედ ეს წარმოადგენს Zilliqa-ს ძირითად განსხვავებას არაშარდირებული ბლოკჩეინებისგან, სადაც ყველა ნოდმა თითოეული ტრანზაქცია უნდა დაამუშაოს, რაც გამტარუნარიანობის ფიქსირებულ ზღვარს ბადებს ქსელის ზომის მიუხედავად.

რადგანაც შარდინგი დამუშავების დატვირთვას ანაწილებს, ქსელს შეუძლია შეინარჩუნოს დაბალი ტრანზაქციის საკომისიოები აქტივობის გაზრდის შემთხვევაშიც კი. Zilliqa-ზე საზოგადოების მმართველობის მიერ დაწესებული სტანდარტული ტრანზაქციის საკომისიო საშუალოდ იქნება 0,1 ZIL. შეგროვებული საკომისიოები ქსელის ჯილდოებად გამოიყენება, რაც ეკონომიკური წახალისების როლს თამაშობს ვალიდატორებისთვის შეინარჩუნონ ქსელის წარმადობა.

ასევე Zilliqa-ზე ტრანზაქციის საბოლოო აღსრულება დამატებითი დადასტურების საფეხურების საჭიროების გარეშე ხდება ბლოკის ვალიდაციის შემდეგ. ეს ქსელს შესაძლებლობას აძლევს მხარი დაუჭიროს მაღალი სიხშირის და ნაკლები ღირებულების ტრანზაქციებს, როგორიცაა მაგალითად მიკრო-გადახდები.

კონსენსუსის მექანიზმი

თავდაპირველად Zilliqa ქსელი ჰიბრიდული მოდელით მუშაობდა და Proof of Work (PoW) მოდელს ნოდის იდენტობის ვერიფიცირებისთვის იყენებდა, ხოლო Practical Byzantine Fault Tolerance-ს (pBFT) ბლოკის საბოლოო დადასტურებისთვის. Zilliqa 2.0-თან ერთად ქსელი გადავიდა Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მოდელზე, სადაც ვალიდატორები ასტეიკებენ ZIL ტოკენებს ბლოკის ვალიდაციაში მონაწილეობისთვის და ჯილდოების მისაღებად. ამ ცვლილებამ PoW-ზე დაფუძნებულ მიდგომასთან შედარებით შეამცირა ქსელისთვის საჭირო ენერგორესურსების რაოდენობა.

რით არის Zilliqa უნიკალური?

Scilla - სმარტ-კონტრაქტების ენა

Zilliqa-მ შეიმუშავა თავისი სმარტ კონტრაქტების ენა სახელწოდებით Scilla, რაც ნიშნავს Smart Contract Intermediate-Level Language-ს შემოკლებით. Scilla შექმნილია ფორმალური ვერიფიკაციის ფოკუსით, რაც ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტების გამოყენებამდე შეიძლება მათი შემოწმება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოტენციურ სისუსტეებზე. ამ მიდგომის მიზანია შეამციროს ბაგების რისკი ციფრულ აქტივებზე პასუხისმგებელ სმარტ კონტრაქტებში, ვინაიდან ისტორიულად სწორედ ეს იყო მნიშვნელოვანი ზარალის მიზეზი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში.

დეველოპერებისთვის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ Scilla მნიშვნელოვნად განსხვავდება Solidity-სგან - ენისგან, რომელიც გამოიყენება Ethereum-ზე და EVM-თან თავსებად ბლოკჩეინების უმეტესობაზე. დეველოპერებმა რომლებმაც იციან Solidity უნდა ისწავლონ ახალი ენა, რათა შეძლონ Zilliqa-ზე პროგრამების შექმნა. EVM-თან თავსებადი ქსელებისგან განსხვავებით ეს ყოველივე ამცირებს იმ დეველოპერების რიცხვს, რომლებსაც ქსელზე პირდაპირ გადმოსვლა შეუძლიათ.

ZRC ტოკენის სტანდარტები და NFT-ები

Zilliqa მხარს უჭერს ტოკენების მრავალ სტანდარტს. ZRC-2 არის ჩანაცვლებადი ტოკენის სტანდარტი, რომელიც დანიშნულების მხრივ შეგვიძლია Ethereum-ზე არსებულ ERC-20 ტოკენს შევადაროთ და რომელიც გამოიყენება ტოკენებისთვის, სტეიბლკოინებისთვის და სხვა ჩანაცვლებადი აქტივებისთვის ეკოსისტემაში. ZRC-6 კი NFT ტოკენის სტანდარტს წარმოადგენს Zilliqa-ზე, რომელიც მხარს უჭერს ჰონორარებს, ჯგუფურ დამზადებას და დამატებით ფუნქციებს შემქმნელებისთვის და დეველოპერებისთვის. ეს სტანდარტები გაძლევთ შესაძლებლობას გაუშვათ და ივაჭროთ ციფრული აქტივების დიდი სპექტრით Zilliqa-ზე მომუშავე აპლიკაციებსა და ბაზრებზე.

ZilSwap და DeFi Zilliqa-ზე

ZilSwap არის Zilliqa ეკოსისტემის დეცენტრალიზებული ბირჟა (DEX), სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ივაჭრონ ZRC-2 ტოკენებით და მონაწილეობა მიიღონ ლიკვიდურობის პულებში. ZilBridge კი მომხმარებლებს უფლებას აძლევს გადარიცხონ მხარდაჭერილი აქტივები Zilliqa-ს და Ethereum-ის ქსელებს შორის. ეს ინსტრუმენტები ქსელზე ხელმისაწვდომი უფრო ფართო DeFi ინფრასტრუქტურის ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ქსელმა განიცადა გარკვეული ცვლილებები აქტივობის დონის მხრივ მისი 2.0 ვერსიაზე გადასვლის გამო.

Zilliqa 2.0

Zilliqa 2.0 არის ქსელის მასშტაბური განახლება, რომელიც პროექტის მიმართულებაში მნიშვნელოვან ცვლილებას განაპირობებს. ძირითადი ტექნიკური ცვლილება თავდაპირველი Proof of Work-ის ჰიბრიდული კონსენსუსის მოდელიდან Proof of Stake მოდელზე გადასვლას და ამით ენერგორესურსების მოხმარების შემცირება და ვალიდატორების მიერ ქსელში მონაწილეობის ტიპის შეცვლას წარმოადგენს. განახლებამ აგრეთვე ეკოსისტემის სტრატეგიული მიმართულების შეცვლა განაპირობა გეიმინგსა და Web3 გასართობ პროგრამებზე ფოკუსირებით აპლიკაციების შექმნისა და ეკოსისტემის გაზრდის მიზნით.

Zilliqa 2.0-ის გეგმა ასევე მოიცავს EVM-თან თავსებადობის შემუშავებას, რაც დეველოპერებს შესაძლებლობას მისცემს გამოიყენონ Solidity-ზე დაფუძნებული სმარტ კონტრაქტები Zilliqa ქსელზე Scilla-ზე წერის საჭიროების გარეშე. ამის უზრუნველყოფის შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის იმ დეველოპერების რაოდენობას, რომლებსაც პროგრამების პირდაპირ ბლოკჩეინზე გაშვება შეეძლებათ. შარდინგი რჩება Zilliqa-ს არქიტექტურის ძირითად ნაწილად 2.0 ვერსიის განახლების შემდეგ და აგრძელებს მასშტაბირებადობის მთავარი მექანიზმის როლის მორგებას.

რა არის ZIL?

ZIL არის Zilliqa ბლოკჩეინის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება ქსელში ტრანზაქციების საკომისიოების გადასახდელად, ვალიდატორ ნოდებთან ერთად სტეიკინგში ჯილდოების მისაღებად და Zilliqa-ზე გაშვებულ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედებისთვის. ZIL-ით ვაჭრობა შესაძლებელია როგორც მსხვილ ცენტრალიზებულ ბირჟებზე Binance-ის ჩათვლით, ისე დეცენტრალიზებულ ბირჟებზე Zilliqa-ს ეკოსისტემის ფარგლებში, როგორიცაა მაგალითად ZilSwap.

ZIL-ის სტეიკინგი

ZIL-ის მფლობელებს შეუძლიათ დაასტეიკონ თავიანთი ტოკენები ვალიდატორი ნოდების დახმარებით ქსელის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანად და სტეიკინგის ჯილდოების მისაღებად, რომლებიც ZIL-ში გაიცემა. ჯილდოების წილი დამოკიდებულია დასტეიკებული ZIL-ის მთლიან რაოდენობაზე ნებისმიერ დროს და უფრო მეტად ცვალებადია, ვიდრე ფიქსირებული. როგოც ნებისმიერი სტეიკინგის აქტივობისას ჯილდოები გარანტირებული არაა და მათი ოდენობა შესაძლოა შეიცვალოს ქსელის მდგომარეობიდან და პროტოკოლის პარამეტრებიდან გამომდინარე.

როგორ ვიყიდოთ ZIL Binance-ზე

  1. შედით თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით განყოფილებაში [ვაჭრობა] შემდეგ აირჩიეთ [სპოტი].

  2. ძიების ველში ჩაწერეთ „ZIL“ ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი წყვილების სანახავად. მაგალითისთვის ავიღოთ ZIL/USDT წყვილი.

  1. გადადით [სპოტზე], შეიყვანეთ შესაძენად სასურველი ZIL-ის რაოდენობა, აირჩიეთ შეკვეთის ტიპი და დაადასტურეთ შეკვეთა. შეძენილი ZIL დაჯდება თქვენს სპოტ საფულეში.

სპოტ საბაზრო შეკვეთის განთავსება

Zilliqa და Ethereum

Zilliqa-ც და Ethereum-იც ორივე 1-ელი დონის ბლოკჩეინებს წარმოადგენს, რომლებიც მხარს უჭერს სმარტ კონტრაქტებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს, თუმცა ისინი განსხვავდება სტრუქტურულად და დიზაინის კუთხით. Zilliqa შარდინგს იყენებს ტრანზაქციების პარალელურ რეჟიმში დამუშავებისთვის, ხოლო Ethereum ერთ ბლოკჩეინს და მასშტაბირებადობას მე-2 დონის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს. Zilliqa ასევე იყენებს სმარტ კონტრაქტის საკუთარ ენას Scilla-ს და არა Solidity-ს. 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის მიდგომების უფრო დეტალურად შდარებისთვის იხილეთ სტატია ბლოკჩეინის 1-ელი და მე-2 დონის მასშტაბირებადობის ტექნოლოგიები.

შეჯამება

Zilliqa არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი რომელიც ნერგავს შარდინგს ტრანზაქციების გამტარუნარიანობის გასაზრდელად. ის Zilliqa 2.0 განახლების შედეგად გადავიდა Proof of Stake მექანიზმზე, ხოლო მისი ადგილობრივი ტოკენი - ZIL გამოიყენება ტრანზაქციების საკომისიოების გადახდისთვის, სტეიკინგისთვის და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედებისთვის. ქსელის მიერ მხარდაჭერილია სმარტ კონტრაქტების უნიკალური ენა, ტოკენის სტანდარტების დიდი სპექტრი და მუდმივად განვითარებადი DeFi ეკოსისტემა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.