რა არის YieldBasis (YB)?

რა არის YieldBasis (YB)?

განახლებული Oct 16, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • YieldBasis არის კრიპტოვალუტის პროტოკოლი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ BTC-ის ლიკვიდურობა ავტომატური მარკეტ-მეიკერის (AMM) პულში დროებითი ზარალის (IL) რისკის გარეშე.

  • პლატფორმა იყენებს 2x ლევერიჯიან BTC/crvUSD ლიკვიდურობის პულს (LP), რომელიც მუდმივი ლევერიჯის შესანარჩუნებლად და დროებითი ზარალის თავიდან ასაცილებლად სესხულობს crvUSD-ის.

  • მომხმარებლებს შეუძლიათ BTC-ის დეპონირება ybBTC ტოკენების მისაღებად, რომლებიც წარმოადგენს მათ LP პოზიციას, ასევე მათი სტეიკინგი დამატებითი YB ტოკენის ჯილდოების მისაღებად.

  • ავტომატური რებალანსირების მექანიზმი შექმნილია LP-ის შესანარჩუნებლად სამიზნე 50%-იანი ვალის უზრუნველყოფის კოეფიციენტით; შესაბამისად, პოზიციები მიჰყვება BTC-ის ფასს 1:1 თანაფადრობით.

  • YieldBasis მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაონ ვაჭრობის საკომისიოები და ამვდროულად თავიდან აიცილონ ტრადიციულ AMM ლიკვიდურობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ზარალი.

YieldBasis CTA ბანერი

შესავალი

კრიპტოვალუტის AMM-ებში ლიკვიდურობის მიწოდება ხშირად ქმნის მომხმარებლებისთვის დროებითი ზარალის (IL) საფრთხეს - სიტუაციას, სადაც ტოკენების ლიკვიდურობის პულში განთავსებული აქტივებით მიღებული მოგება უფრო ნაკლებია, ვიდრე საბაზისო აქტივების უბრალოდ შენახვის შემთხვევაში იქნებოდა.

YieldBasis (YB) BTC-ის ლიკვიდურობის პროვაიდერებს სთავაზობს ახალ გადაწყვეტას და მიზნად ისახავს დროებითი ზარალის თავიდან აცილებას ვაჭრობის საკომისიოების გამომუშავებისას. ლევერიჯიანი ლიკვიდურობის მოდელის გამოყენებით, YieldBasis ინარჩუნებს პოზიციას 2x ლევერიჯით, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით მიჰყვება BTC-ის ფასს, რათა გამორიცხოს დროებითი ზარალი და გაზარდოს ლიკვიდურობის პროვაიდერების მიერ გამომუშავებული მოგება.

როგორ მუშაობს YieldBasis?

YieldBasis ქმნის ლევერიჯებული ლიკვიდურობის პოზიციას Curve BTC/crvUSD პულში. ეს პროცესი მოიცავს:

  • BTC დეპონირება და ტოკენის მიღება: მომხმარებლები ახდენენ BTC-ის დეპონირებას YieldBasis-ში და სანაცვლოდ იღებენ ybBTC ტოკენებს, რომლებიც წარმოადგენს 2x ლევერიჯიან BTC/crvUSD ლიკვიდურობის პულის პოზიციას.

  • ლევერიჯებული დაწყვილება crvUSD-თან: პროტოკოლი სესხულობს crvUSD-ის (სტეიბლკოინი) ეკვივალენტურ USD ღირებულებას ლიკვიდურობის პულის პოზიციის წინააღმდეგ, რაც უზრუნველყოფს მუდმივ 2x დაგროვებით ლევერიჯს, რაც ნიშნავს 50%-იან ვალის უზრუნველყოფის კოეფიციენტს.

  • უზრუნველყოფილი ვალი: BTC-ის და crvUSD-ის დეპონირებით მიღებული Curve LP ტოკენი ასრულებს უზრუნველყოფის როლს ნასესხები crvUSD-ის ვალისათვის.

  • ავტომატური რებალანსირება: რებალანსირების ინტეგრირებული მექანიზმი საარბიტრაჟო ტრეიდერებს სტიმულს აძლევს შეინარჩუნონ 2x ლევერიჯიანი თანაფარდობა ისეთი ოპერაციების შესრულების ხარჯზე, რომლებიც აკორექტირებს სესხს და LP ჰოლდინგებს BTC-ის ფასის ცვლილების შესაბამისად.

  • საკომისიოების მიღების და სტეიკინგის შესაძლებლობები: სტეიკინგში გამოყენების ნაცვლად, მომხმარებლებს შეუძლიათ შეინახონ ybBTC და გამოიმუშაონ ვაჭრობის საკომისიოები BTC-ში ან დაასტეიკონ ybBTC, რათა მიიღონ YB ტოკენის ემისიები. YB ტოკენები ასევე შეიძლება დაიბლოკოს მმართველობის უფლებების და BTC საკომისიოების წილის სანაცვლოდ.

დროებითი ზარალის პრობლემა

ტრადიციულ AMM-ებში დროებითი ზარალის მიზეზია პულის აქტივების თანაფარდობის რეგულარულად რებალანსირება ფასების მოძრაობების შესაბამისად. ეს ხშირად იწვევს ლიკვიდურობის პროვაიდერებს პოზიციის ღირებულების უფრო ნელა ზრდას, ვიდრე უბრალოდ BTC-ის ჰოლდინგის შემთხვევაში მოხდებოდა.

მაგალითად, თუ BTC-ის ფასი გაორმაგდება, AMM პოზიცია, რომელიც რებალანსირებულია BTC-სა და სტეიბლკოინებს შორის, შესაძლოა დაახლოებით 5,7%-ით ნაკლები ღირდეს, ვიდრე უბრალოდ BTC-ის შენახვა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პროტოკოლი პოტენციური დანაკარგების კომპენსირებას ახდენს ტოკენების გაცემით, ამ სუბსიდიებს არ შეუძლია დროებითი ზარალის პრობლემის აღმოფხვრა. საწყის ეტაპზე, YieldBasis უმკლავდება დროებითი ზარალის ლევერეჯიანი (LP) პოზიციების ისე სტრუქტურირებით, რომ ისინი ზუსტად შეესაბამებოდნენ BTC-ის ფასს, რაც წარმოადგენს დროებითი ზარალის თავიდან აცილების ეფექტურ გზას.

ლევერიჯებული ლიკვიდურობა: YieldBasis-ის გადაწყვეტა

დეპონირებული BTC-ის crvUSD-ის სესხთან დაკავშირებით და 2x ლევერიჯიანი პოზიციის შენარჩუნებით, YieldBasis უზრუნველყოფს LP-ის ღირებულების BTC-ის ფასთან 1:1 თანხვედრას. როგორ ხდება ეს:

  • პროტოკოლი იყენებს სპეციალურად შექმნილ უზრუნველყოფილი ვალის პოზიციას (CDP), რათა ისესხოს crvUSD, რომელიც შეესაბამება BTC დეპოზიტის ღირებულებას USD-ში.

  • ორივე აქტივი ერთად ემატება Curve BTC/crvUSD ლიკვიდურობის პულს.

  • შედეგად მიღებული LP ტოკენი წარმოადგენს crvUSD-ის ვალის უზრუნველყოფას.

  • სისტემა ავტომატურად ახდენს რებალანსირებას, რათა ვალი დარჩეს მთლიანი LP ღირებულების 50%.

  • რებალანსირება ხდება ატომურად საარბიტრაჟო ტრეიდერების წყალობით, რომლებიც ურთიერთქმედებენ რებალანსირების AMM-თან და VirtualPool-თან. ეს საშუალებას აძლევს კონტრაქტს დაამზადოს ან დაწვას LP ტოკენები და ვალი, რათა აღადგინოს სწორი ლევერიჯი BTC-ის ფასის ცვლილების შემდეგ.

ეს სტრუქტურა იყენებს Curve-ის პულის მათემატიკურ თვისებებს და დაგროვებით ლევერჯს, რათა აღმოფხვრას რეგულარული AMM-ების დროს არსებული ღირებულების ვარდნის გავლენა, რაც გამორიცხავს დროებით ზარალს და ლიკვიდურობის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს სრულად ისარგებლონ BTC ფასების ცვლილებებით და ამავდროულად დააგროვონ ვაჭრობის საკომისიოები.

პოტენციური რისკები

მიუხედავად იმისა, რომ YieldBasis უზრუნველყოფს დროებითი ზარალის პრობლემის გადაჭრას, არსებობს რამდენიმე რისკი, რომლებიც უნდა გაითვალსიწინოთ:

  • სმარტ კონტრაქტების რისკი: როგორც ნებისმიერი DeFi პლატფორმის შემთხვევაში, სმარტ კონტრაქტებში არსებულმა შეცდომებმა ან სისუსტეებმა შესაძლოა გამოიწვიოს თანხების დაკარგვა.

  • არიბიტრაჟი და რებალანსირებაზე დამოკიდებულება: YieldBasis დამოკიდებულია არიბიტრაჟორებზე, რათა შეინარჩუნოს ლევერიჯის თანაფარდობის სტაბილურობა; თუ ეს მექანიზმები ვერ მუშაობს ან ხდება არაეფექტური, პოზიცია შეიძლება გადაიხაროს სამიზნე ლევერიჯიდან.

  • ბაზრის რისკები: ფასის მოულოდნელმა და დიდი დიაპაზონით რყევამ ან დაბალმა ლიკვიდურობამ ძირითად პულებში შეიძლება გავლენა მოახდინოს პოზიციის სტაბილურობასა და საკომისიოს გენერაციაზე.

  • პროტოკოლის და სესხის აღების რისკები: crvUSD სტეიბლკოინს პლატფორმა სესხულობს; სტეიბლკოინის სტაბილურობასთან ან სესხის აღების მექანიზმთან დაკავშირებულმა რისკებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს პოზიციის საერთო ეფექტურობაზე.

YieldBasis (YB) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 14 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა, რომ YB იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 53-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 9-დან 11 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს YB-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 10 მილიონი YB, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა YB-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

YieldBasis წარმოადგენს ინოვაციურ მიდგომას BTC ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ამცირებს დროებითი ზარალის რისკს ლევერიჯიანი ლიკვიდურობის გამოყენებით და იყენებს რებალანსირების ავტომატურ მექანიზმს. ეს ლიკვიდურობის პროვაიდერებს საშუალებას აძლევს შეინარჩუნონ BTC-ის ფასის სრული ექსპოზიცია და მოიპოვონ სავაჭრო საკომისიოები ტრადიციული AMM პულებისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების გარეშე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.