რა არის OpenEden (EDEN)?

რა არის OpenEden (EDEN)?

განახლებული Sep 30, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • OpenEden არის პლატფორმა, რომელიც ახდენს რეალური სამყაროს აქტივების, ძირითადად აშშ-ის ხაზინის ფასიანი ქაღალდების ტოკენიზაციას, რაც მათ ხელმისაწვდომს ხდის პროფესიონალი და ორგანიზაციული ინვესტორებისთვის.

  • TBILL ტოკენები უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებზე, ხოლო USDO არის სტეიბლკოინი, რომელიც უზრუნველყოფილია რამდენიმე ფონდის ტოკენიზებული აქტივებით.

  • პლატფორმა ორიენტირებულია გამჭვირვალობაზე, რეგულაციებთან შესაბამისობაზე და პროფესიონალი ინვესტორებისთვის კრიპტო აქტივების მართვის უსაფრთხო, ეფექტური სერვისების შეთავაზებაზე.

  • EDEN არის OpenEden ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი. ის მფლობელებს აძლევს წვდომას სპეციალურ ფასდაკლებებზე და ანაზღაურებებზე, ასევე განვითარების კამპანიებზე, მმართველობის პროცესზე და სტეიკინგზე.

openeden cta ბანერი

შესავალი

ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება იმ ინვესტორების რიცხვიც, რომლებიც ცდილობენ ტრადიციული ფინანსური აქტივების ბლოკჩეინზე გამოყენების მარტივი გზის მოძებნას. ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, OpenEden სახაზინო ფასიან ქაღალდებს გარდაქმნის ტოკენებად, რომელთა გამოყენებაც კრიპტო საფულის მფლობელ ნებისმიერ პირს შეუძლია. ეს ამარტივებს ინვესტორებისთვის Web3 სივრცეში სანდო, დაბალი რისკის მქონე საინვესტიციო პროდუქტებზე და, ამავდროულად, ბლოკჩეინის უპირატესობებზე წვდომას, როგორიცაა სწრაფი ტრანზაქციები და გამჭვირვალობა.

2025 წლის სექტემბრის მონაცემებით OpenEden გვთავაზობს ორ მთავარ პროდუქტს: TBILL-ს და USDO-ს. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს პროდუქტები.

TBILL საცავი და ტოკენი

OpenEden-ის TBILL საცავი ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ on-chain წვდომა მოკლევადიან აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებზე TBILL ტოკენების დამზადების მეშვეობით, რომელთაგან თითოეული უზრუნველყოფილია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით 1:1-ზე თანაფარდობით. ფონდი რეგულირდება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების კანონმდებლობით და აქვს Moody-ის „A-bf“ რეიტინგი, ხოლო მისი პორტფოლიო BNY Mellon-ის მიერ იმართება.

ინვესტორებს შეუძლიათ USDC-ის შეტანა TBILL ტოკენების მისაღებად, რომლებსაც თეთრი სიის საფულეებიდან აკონტროლებენ. TBILL ტოკენები უზრუნველყოფს უსაფრთხო, ლიკვიდურ და დაბალი რისკის შემცველ მოგებას მომენტალური, 24/7 რეჟიმში ანგარიშსწორებით.

სანდო სახაზინო აქტივების ბლოკჩეინის ტექნოლოგიასთან და ინსტიტუციური დონის პარტნიორებთან გაერთიანებით, TBILL საცავი კრიპტოს ინვესტორებს სთავაზობს გამჭვირვალე, ეფექტურ წვდომას სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სარგებლის გენერირების პროდუქტებზე.

TBILL-ის რისკები

როგორც ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაში, არსებობს გარკვეული რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ OpenEden-ის TBILL-ის გამოყენებამდე:

  • საპროცენტო განაკვეთის რისკი: საპროცენტო განაკვეთის ცვლილებებმა შესაძლოა საგრძნობლად შეცვალოს TBILL ტოკენების ღირებულება.

  • ლიკვიდურობის რისკი: თანხების დიდი მოცულობით ან მოულოდნელად გატანამ შეიძლება გაართულოს სახაზინო ვალდებულებების სწრაფად, ღირებულების დაკარგვის გარეშე გაყიდვა.

  • კრედიტის რისკი: ინვესტიცია დამოკიდებულია აშშ-ის მთავრობის მიერ სესხების დაფარვის შესაძლებლობაზე.

  • ბაზრის რისკი: პოლიტიკურმა მოვლენებმა, ეკონომიკურმა ცვლილებებმა ან სხვა გლობალურმა პრობლემებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ინვესტიციის ღირებულებაზე.

  • სმარტ კონტრაქტების რისკი: მიუხედავად იმისა, რომ სმარტ კონტრაქტების აუდიტი რეგულარულად ტარდება, ტექნიკური ხარვეზების არსებობის ალბათობა მაინც არსებობს.

  • ტრანზაქციის რისკი: დეპონირების ან გატანის დროებს და ზომებს ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს ინვესტიციის ეფექტურობაზე.

USDO სტეიბლკოინი

OpenEden ასევე გთავაზობთ სტაბილკოინს, სახელწოდებით USDO, რომელიც წარმოდგენილია, როგორც რებაზირებული სარგებლის გენერირების ტოკენი. მარტივად რომ ვთქვათ, USDO შექმნილია ყოველდღიური სარგებლის გენერირებისთვის და ამავდროულად ის მიბმულია აშშ-ის დოლარზე 1:1 თანაფარდობით. მისი რებაზირების მექანიზმი ყოველდღიურად აკორექტირებს მიბმას, რათა შეინარჩუნოს სტაბილური ღირებულება და ამავდროულად დააგენერიროს სარგებელი ტოკენების მფლობელებისთვის. ეს სარგებელი ძირითადად ტოკენიზირებული სახაზინო ფასიანი ქაღალდებისა და სხვა დაბალი რისკის აქტივების რეზერვებიდან მოდის.

cUSDO

ასევე არსებობს ტოკენის ვერსია, სახელწოდებით Compounding USDO (cUSDO), რომელიც USDO-ს შეფუთულ ვერსიას წარმოადგენს და გამოიყენება ისეთ პლატფორმებზე, რომლებიც არ უჭერენ მხარს რებაზირებულ ტოკენებს, როგორიცაა USDO. ორ ვერსიას შორის განსხვავება მხოლოდ ოპერაციის მექანიზმშია. სანამ USDO-ს აქვს სტაბილური ფასი და ყოველდღიური რებაზირების მექანიზმის საშუალებით სარგებლის გამომუშავება შეუძლია, cUSDO-ს სარგებლის აკუმულირება ტოკენში ხდება, რაც ნიშნავს, რომ მისი ღირებულება დროთა განმავლობაში იზრდება „დაგროვილი“ სარგებლის პროპორციულად.

დარიცხული პროცენტი იგივეა USDO-სა და cUSDO-სთვის, ამიტომ მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად დააკონვერტირონ ისინი ერთმანეთში cUSDO-ს სმარტ კონტრაქტის მეშვეობით.

USDO-ს რისკები

USDO-ს და cUSDO-ს გამოყენება გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული:

  • რეზერვების რისკი: USDO-ს რეზერვები უზრუნველყოფილია ტოკენიზებული თანხებით, რომელიც დაკავშირებულია მოკლევადიან აშშ-ის სახაზინო ფასიან ქაღალდებთან, ხოლო მათ შესაძლოა დაკარგონ ღირებულება ბაზრის ცვლილებების, შემხვედრი მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან საპროცენტო განაკვეთების რყევების გამო.

  • სმარტ კონტრაქტის რისკი: შესაძლო ბაგები ან ჰაკერული თავდასხმის რისკები.

  • ბირჟის და ვაჭრობის რისკი: ლიკვიდურობამ, ბაზრის რყევებმა, ლისტინგის სტატუსმა ან სავაჭრო ბირჟის პრობლემებმა შეიძლება იმოქმედოს USDO-ს ღირებულებაზე ან ხელმისაწვდომობაზე.

  • ბანკინგის რისკი: ბანკებთან ურთიერთობების ან წესების ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს USDO-სთან დაკავშირებული ფიატ-ვალუტის შეტანა/გამოტანაზე.

  • არ არის დეპოზიტის დაზღვევა: აქტივები არ არის დაზღვეული დაკარგვისგან.

  • შავ სიაში მოხვედრის რისკი: ანგარიშები, რომლებიც დაკავშირებულია უკანონო საქმიანობასთან, შესაძლოა დაიბლოკოს.

  • ტრანზაქციის რისკი: შეცდომებმა ან არასწორმა ტრანზაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დანაკარგები.

რატომ OpenEden?

მარტივი წვდომა დაბალი რისკის შემცველ აქტივებზე

ბევრი DeFi პროტოკოლის ისტორია დაკავშირებულია არასტაბილურობასა და სარგებლის შემცირებასთან, რამაც ინვესტორები აიძულა გადასულიყვნენ უფრო უსაფრთხო საინვესტიციო პროდუქტებზე. აშშ-ის სახაზინო ვალდებულებები დიდი ხანია ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი მათი სუვერენული მხარდაჭერისა და მაღალი ლიკვიდურობის გამო. OpenEden-ის მიზანია ამ კლასის აქტივებზე მარტივი on-chain წვდომის შემოთავაზება.

სწრაფი და გამჭვირვალე

სახაზინო ფასიანი ქაღალდებით ტრადიციული გზით ვაჭრობა შედარებით ნელია და ზოგჯერ რამდენიმე დღე ესაჭიროება. OpenEden იყენებს ბლოკჩეინზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებს, რაც გვაძლევს TBILL ტოკენების მომენტალურად, 24/7 რეჟიმში ყიდვის და გაყიდვის შესაძლებლობას. ინვესტორები ასევე იღებენ რეგულარულ, გადამოწმებულ ანგარიშებს აქტივის ღირებულების შესახებ.

შესაბამისობა

მათ დოკუმენტაციის მიხედვით, OpenEden ოპერირებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებისა და ბერმუდის ხელისუფლებების მიერ განსაზღვრული მკაფიო მარეგულირებელი წესების ფარგლებში. ის თანამშრომლობს სანდო ბანკებთან, აუდიტორებთან და სამართლებრივ ექსპერტებთან, რათა უზრუნველყოს ინვესტორების თანხების დაცვა და პროცესის გამჭვირვალობა.

შექმნილია პროფესიონალი ინვესტორებისთვის

OpenEden-ის გამოსაყენებლად, ინვესტორებმა უნდა გაიარონ ვინაობის შემოწმებები და უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პროფესიონალი ან აკრედიტებული ინვესტორის მოთხოვნებს. ეს საჭიროა პლატფორმის კანონიერად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებისთვის.

როგორ დავიწყოთ OpenEden-თან მუშაობა

  1. შექმენით ანგარიში და გაიარეთ ვერიფიკაცია: ინვესტორები გადიან KYC (Know Your Customer) ვერიფიკაციის პროცესს, რათა დაადასტურონ ვინაობა და საკუთარი საფულე დაამატონ თეთრ სიაში.

  2. შეიტანეთ USDC, რათა მიიღოთ ტოკენები: ვერიფიკაციის შემდეგ, ინვესტორებს შეაქვთ USDC, რათა დაამზადონ TBILL ტოკენები ან USDO სტეიბლკოინები.

  3. შენახვა თუ ვაჭრობა: ინვესტორები აკონტროლებენ თავიანთ ტოკენებს და ამავდროულად იღებენ სარგებელს. მათ შეუძლიათ ივაჭრონ ან გადაცვალონ ის საჭიროებისამებრ.

  4. ტოკენების კონვერტირება USDC-ში: სურვილისამებრ, ტოკენები შეიძლება უკან USDC-ზე გადაიცვალოს პლატფორმის პირობების შესაბამისად.

EDEN ტოკენი

EDEN ტოკენი OpenEden ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • სტეიკინგის ჯილდოები: მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ჯილდოები EDEN ტოკენების სტეიკინგით (დაბლოკვით).

  • მმართველობა: EDEN-ის მფლობელებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის ხმის მიცემა, როგორებიცაა გამოსაშვები ტოკენების რაოდენობა ან ახალი ფუნქციების ან პროდუქტების დამატება.

  • ზრდა: EDEN ტოკენების გარკვეული რაოდენობა გამოყოფილია სამომავლო კამპანიებისთვის, რომელთა დანიშნულებაა ახალი პროდუქტების პოპულარიზაციის მხარდაჭერა.

  • ფასდაკლებები საკომისიოებზე: თუ თქვენ EDEN ტოკენებს ფლობთ, შესაძლოა მიიღოთ ფასდაკლებები საკომისიოებზე OpenEden-ის სერვისების გამოყენებისას.

OpenEden (EDEN) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 26 სექტემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ EDEN იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 47-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 23-დან 25 სექტემბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს EDEN-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი EDEN, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა EDEN-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

OpenEden კრიპტოს მომხმარებლებს და ორგანიზაციებს სთავაზობს უსაფრთხო ინვესტირების ახალ გზებს და მაღალი ხარისხის სახელმწიფო ვალდებულებებზე ბლოკჩეინის მეშვეობით წვდომის შესაძლებლობას. ტრადიციული ფინანსური აქტივების და დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის კომბინირებით, OpenEden წარმოგვიდგენს კრიპტო სამყაროში სარგებლის გამომუშავების და თანხების მართვის მარტივ, გამჭვირვალე და უსაფრთხო გზას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.