რა არის Movement (MOVE)?
მთავარი
სტატიები
რა არის Movement (MOVE)?

რა არის Movement (MOVE)?

განახლებული Dec 11, 2024
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • Movement პროექტი შეიქმნა Ethereum-ზე, ტრანზაქციების სისწრაფის და ეფექტურობის და უსაფრთხოების დონის გაუმჯობესების მიზნით, რისთვისაც გამოიყენება MoveVM და Move პროგრამირების ენა.

  • დეველოპერებს Move როლაფების გამოყენება სხვადასხვა სფეროსთვის მაგალითად, DeFi-სთვის, გეიმინგზე და მიწოდების ჯაჭვზე მორგებული მე-2 დონის ტექნოლოგიების შექმნის მიზნით შეუძლიათ.

  • MOVE ტოკენი სხვადასხვა გზით გამოიყენება, რაც მოიცავს სტეიკინგს, მართვის პროცესებს და კროს-ჩეინ ლიკვიდურობას.

  • 2024 წლის დეკემბერში ვიხილეთ Binance-ის შეთავაზება ექსკლუზიურ MOVE ტოკენის airdrop-თან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის ნაწილს.

move cta ბანერი

რა არის Movement პროექტი?

Movement გახლავთ ბლოკჩეინის პლატფორმა, რომელიც შექმნილია Ethereum-ის საფუძველზე და აღჭურვილია სხვადასხვა ინოვაციით. ის გახლავთ მე-2 დონის (L2) ტექნოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის Ethereum-ს ეხმარება ტრანზაქციების უფრო სწრაფად და ეფექტურად დამუშავებაში.

Movement პროექტის მიზანია მასშტაბირებადობასთან, ტრანზაქციების სისწრაფესთან, ურთიერთთავსებადობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა. Move პროგრამირების ენა Meta-ს (ყოფილი Facebook-ის) მიერ შეიქმნა, საკუთარი Diem/Libra ბლოკჩეინ-პროექტისთვის. 

Move ცნობილია საკუთარი რესურსებზე ორიენტირებული პროგრამირების მეთოდებით, რაც ხელს უწყობს უსაფრთხოების და ეფექტურობის დონის გაუმჯობესებას ბლოკჩეინ-აპლიკაციების შექმნის პროცესების ფარგლებში.

Movement პროექტის ძირითადი მახასიათებლები

ურთიერთთავსებადობა

Movement ერთმანეთთან აკავშირებს MoveVM და Ethereum ეკოსისტემებს, რაც დეველოპერებს სხვადასხვა ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე DApp-ების შექმნის საშუალებას აძლევს. ეს კომბინირებადობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბლოკჩეინ-დეველოპერებისთვის.

უსაფრთხოება

Move-ის შემთხვევაში მთავარ პრიორიტეტს უსაფრთხოება წარმოადგენს. ის იყენებს ფორმალური ვერიფიკაციის მოდელს, რომელიც გახლავთ მაღალი სიზუსტის მათემატიკური პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება სმარტ კონტრაქტების სათანადოდ ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ მიდგომის მეშვეობით ხდება ყველაზე ხშირი ხარვეზების აღმოფხვრა, როგორიცაა ხელმეორედ შეღწევის თავდასხმები ან ტოკენების შემთხვევითი დუბლირება.

სისწრაფე და სისრულე

დღესდღეობით, ბლოკჩეინებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ წერტილს ტრანზაქციების საბოლოო დამუშავებისთვის მოლოდინის აუცილებლობა წარმოადგენს. Movement-ის სწრაფი საბოლოო დამუშავების სისტემის მეშვეობით ხდება ტრანზაქციების სულ რამდენიმე წამში დამუშავება. ეს გახლავთ უდიდესი უპირატესობა ტრადიციულ სისტემებთან შედარებით, სადაც მომხმარებლების მოლოდინის დრო რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე მერყეობს, გამოყენებული როლაფის ტიპიდან გამომდინარე.

როგორ მუშაობს Movement პროექტი

Movement პროექტს საფუძვლად უდევს რამდენიმე ძირითადი კომპონენტი:

  1. MoveVM: ვირტუალური კომპიუტერი, რომელსაც გააჩნია როგორც Move, ისე Ethereum-თან თავსებადი კოდის მხარდაჭერა.

  2. Decentralized Shared Sequencer (DSS): უზრუნველყოფს სამართლიანობას და ცენზურის მიმართ მედეგობას ტრანზაქციების დამუშავების დროს.

  3. Move როლაფები: აპლიკაციაზე მორგებული L2 ტექნოლოგიები, რომელიც დეველოპერებს ტრანზაქციების ანგარიშსწორების, მონაცემთა ხელმისაწვდომობის და სხვა პროცესების კონფიგურირების საშუალებას აძლევს.

MoveVM: აღსრულების ძირითადი სისტემა

Movement პროექტის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს MoveVM, ვირტუალური კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების აღსრულების პროცესების წარმართვა. ბევრი ბლოკჩეინ სისტემისგან განსხვავებით, რომლებიც იყენებს აპლიკაციების ან პროგრამირების ერთი ტიპის გარემოს, MoveVM-ს გააჩნია ორი კომპონენტის მხარდაჭერა. ის თავსებადია შემდეგ კომპონენტებთან:

  • Move Bytecode: იმ დეველოპერებისთვის, რომელთაც სურთ Move პროგრამირების ენის უახლესი ფუნქციების გამოყენება.

  • Ethereum-ის ვირტუალური კომპიუტერის (EVM) Bytecode: უზრუნველყოფს არსებული Ethereum-ზე დაფუძნებული აპლიკაციების Movement ეკოსისტემაში მარტივად გადატანის შესაძლებლობას.

ეს იმას ნიშნავს, რომ დეველოპერებს არ უწევთ არჩევნის გაკეთება Move-სა და Ethereum-ს შორის. შესაძლებელია ორივე მათგანის ერთდროულად გამოყენება და ისეთი აპლიკაციების შექმნა, რომლებიც მოიცავს როგორც Ethereum-ის ფართო ეკოსისტემის უპირატესობებს, ისე Move პროგრამირების ენის მეშვეობით უზრუნველყოფილ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მახასიათებლებს.

Decentralized Shared Sequencer (DSS)

DSS აკონტროლებს Movement ეკოსისტემის ტრაფიკს. ის უზრუნველყოფს ტრანზაქციების სამართლიანად, სწრაფად და ყოველგვარი ცენზურის გარეშე დამუშავების შესაძლებლობას. მისი ძირითადი უპირატესობებია:

  • ცენზურისგან დაცულობა: არ არსებობს კონკრეტული სუბიექტი, რომელსაც შეუძლია ტრანზაქციების დაბლოკვა ან პრიორიტეტულობის განსაზღვრა.

  • სამართლიანობა: იცავს მომხმარებლებს წინმსწრები შეკვეთების განთავსების გზით განხორციელებული თავდასხმებისგან, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული მომხმარებლები არღვევენ ტრანზაქციების თანმიმდევრობას უპირატესობის არასამართლიანი გზით მოპოვების მიზნით.

  • ურთიერთთავსებადობა: უზრუნველყოფს კროს-ჩეინ ოპერაციების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას Movement ეკოსისტემის ფარგლებში.

DSS მნიშვნელოვან როლს თამაშობს Move-ზე და Ethereum-ზე დაფუძნებული ქსელების გაერთიანების პროცესებში და ქმნის ლიკვიდურობისა და აქტივების სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის გადატანის შესაძლებლობას.

Move როლაფები: მორგებული L2 ბლოკჩეინები

Movement-ს გააჩნია მოქნილი არქიტექტურა, რომელსაც Move როლაფები ეწოდება. ეს გახლავთ L2 ტექნოლოგიები, რომლებიც მორგებულია კონკრეტულ სფეროებზე, მაგალითად DeFi, გეიმინგი და მომარაგების ჯაჭვები. მაგალითად:

  • დეველოპერებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სხვადასხვა ანგარიშსწორების მექანიზმს შორის, როგორიცაა ოპტიმისტური როლაფები, ZK-როლაფები ან Movement-ის სწრაფი საბოლოო დამუშავების სისტემა.

  • მათ შეუძლიათ აირჩიონ სასურველი მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სერვისები, მაგალითად Celestia ან Ethereum-ის EIP-4844 blob-ები საკუთარი ბლოკჩეინების ეფექტურად ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით.

ამ მოდულური მიდგომის ფარგლებში, DeFi აპლიკაციის, ბლოკჩეინ თამაშის თუ მომარაგების ჯაჭვის ტექნოლოგიის შექმნისას, შეგიძლიათ ბლოკჩეინის პარამეტრები თქვენს საჭიროებებს მოარგოთ.

MOVE ტოკენის გამოყენების გზები

  • Staking: MOVE ტოკენების გამოყენება შესაძლებელია სტეიკინგში, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და ტრანზაქციების დეცენტრალიზებული მეთოდით დამუშავების ხელშეწყობის მიზნით, Decentralized Shared Sequencer-ის (DSS) მეშვეობით.

  • ტრანზაქციების საკომისიოები: MOVE ტოკენების გამოყენება შესაძლებელია ტრანზაქციების და სმარტ კონტრაქტების აღსრულების საკომისიოების გადახდის მიზნით Movement ეკოსისტემის ფარგლებში.

  • მართვის პროცესები: MOVE ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ პროტოკოლის განახლებებთან, ოპერატიულ ცვლილებებთან და საზოგადოების წევრებზე ფინანსების განაწილების საკითხებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის მიღება.

  • კროს-ჩეინ ლიკვიდურობა: უზრუნველყოფს აქტივების მარტივად გადატანის შესაძლებლობას Move-ზე და Ethereum-ზე დაფუძნებულ ბლოკჩეინებს შორის, რაც აუმჯობესებს ურთიერთთავსებადობის დონეს.

  • Move Arena-ში მონაწილეობა: MOVE-ის გამოყენება შესაძლებელია სტეიკინგის განხორციელების და ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მიზნით Move Arena-ის ფარგლებში, რომელსაც გააჩნია აპლიკაციებზე მორგებული ბლოკჩეინების მხარდაჭერა.

  • წახალისებები და ჯილდოები: ჯილდოს სახით გადაეცემა დეველოპერებსა და მომხმარებლებს ისეთი პროგრამების ფარგლებში, როგორიცაა Binance-ის HODLer Airdrop-ები.

  • ეკონომიკური უსაფრთხოება: MOVE, სხვა ტოკენების მსგავსად, გამოიყენება მრავალი აქტივის მხარდაჭერის მქონე სტეიკინგის მოდელის ფარგლებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

MOVE Airdrop Binance-ზე

MOVE ტოკენი წარმოადგენს Movemen პროექტის და ეკოსისტემის ცენტრალურ კომპონენტს. 2024 წლის დეკემბერში Binance-მა გააკეთა განცხადება ექსკლუზიური MOVE airdrop-ის შესახებ BNB HODLer-ებისთვის. Airdrop განხორციელდა Binance-ის Airdrop პორტალის მეშვეობით Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის ფარგლებში.

  1. მონაწილეობის უფლება: Binance-ის მომხმარებლებს ევალებოდათ საკუთარი BNB-ების სტეიკინგის განხორციელება Simple Earn პროდუქტებთან მიმართებაში. ჯილდოების გაანგარიშება ხდებოდა ბალანსების ისტორიის snapshot-ების საფუძველზე.

  2. ჯილდოები: BNB-ის მფლობელებმა მიიღეს უფასო MOVE ტოკენები, რომელთა განაწილებაც მოხდა პირდაპირ მათ Spot საფულეებში.

  3. სავაჭროდ გაშვება: MOVE-ის ლისტინგი Binance-ზე განხორციელდა 2024 წლის 9 დეკემბერს, მოხდა სიაში რამდენიმე სავაჭრო წყვილის დამატება, როგორიცაა MOVE/USDT, MOVE/BTC და MOVE/BNB.

შეჯამება

Movement პროექტის მეშვეობით ხდება ბლოკჩეინის მუშაობის სისწრაფის, უსაფრთხოების დონის და გამოყენების სიმარტივის გაუმჯობესება. ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა Move პროგრამირების ენა, MoveVM და დეცენტრალიზებული სეკვენსერი, ის ერთმანეთთან აკავშირებს Ethereum და Move ეკოსისტემებს, რაც უზრუნველყოფს ეფექტური აპლიკაციების შექმნის მრავალ შესაძლებლობას დეველოპერებისთვის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.