რა არის Bio პროტოკოლი (BIO)?
მთავარი
სტატიები
რა არის Bio პროტოკოლი (BIO)?

რა არის Bio პროტოკოლი (BIO)?

განახლებული Dec 24, 2024
5m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • BIO არის კურირების და ლიკვიდურობის პროტოკოლი, რომელიც მიზნად ისახავს ბლოკჩეინის გამოყენებით დეცენტრალიზებული მეცნიერების (DeSci) განვითარების ხელშეწყობას. 

  • მისი მიზანია ბიოტექნოლოგიის განვითარების ხელშეწყობა და პაციენტებს, მეცნიერებს და ბიოტექნოლოგიის სპეციალისტებს აძლევს ტოკენიზებული ბიოტექნოლოგიური პროექტების და ინტელექტუალური საკუთრების (IP) ერთობლივი დაფინანსების, შემუშავების და ფლობის შესაძლებლობას.

  • BIO ტოკენი ასრულებს როგორც utility ტოკენის, ასევე governance ტოკენის ფუნქციას, რაც მის მფლობელებს აძლევს DAO-ების მხარდაჭერის, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის და ქსელის ზრდის მხარდაჭერის შესაძლებლობას. ტოკენის მფლობელებს ასევე შეუძლიათ მიიღონ წვდომა ჯილდოებზე, დაფინანსების ადრეულ ეტაპებზე და ახალ პროდუქტებზე.

რა არის BIO?

BIO არის კურირების და ლიკვიდურობის პროტოკოლი, რომელიც მიზნად ისახავს ბლოკჩეინის გამოყენებით დეცენტრალიზებული მეცნიერების (DeSci) განვითარების ხელშეწყობას. მისი მიზანია ბიოტექნოლოგიის განვითარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყნის პაციენტებს, მეცნიერებს და ბიოტექნოლოგიის სპეციალისტებს აძლევს ტოკენიზებული ბიოტექნოლოგიური პროექტების და ინტელექტუალური საკუთრების (IP) ერთობლივი დაფინანსების, შემუშავების და ფლობის შესაძლებლობას.

BIO გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული Molecule-ის და VitaDAO-ს შექმნაში. Molecule წარმოადგენს ბიოსამედიცინო პროექტების ტოკენიზაციის პლატფორმას, ხოლო VitaDAO არის დეცენტრალიზებულიი საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია სიცოცხლის გახანგრძლივების მეცნიერებაზე.

რა პრობლემების გადაჭრას ცდილობს BIO?

ტრადიციული ბიოტექნოლოგიური კვლევები ხშირად არის დაკავშირებული ისეთ გამოწვევებთან, როგორიცაა მაღალი ფასები, ფინანსების მოზიდვის დროში გაწელილი პროცესები და ნაკლებად მსხვილი მონაწილეებისთვის ინტელექტუალურ საკუთრებაზე შეზღუდული წვდომა. BIO-ს მიდგომა გულისხმობს ამ ბარიერების რღვევას ბლოკჩეინის გამოყენებით. 

ბიოკონომიკა

მათი ხედვა, სახელწოდებით „ბიოკონომიკა“, გულისხმობს საზოგადოების მიერ მართული ეკოსისტემის შექმნას, სადაც ინოვაციების განვითარებას ხელს ვერ შეუშლის მოძველებული სისტემები.

ბიოტექნოლოგიური პროექტების დაფინანსების და განვითრების პროცესების დეცენტრალიზაციით, BIO-ს სურს ახალი იდეების გავრცელების გამარტივების ხელშეწყობა. მისი მიზანია, რომ პროექტები არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ რამდენიმე მსხვილ მოთამაშეზე და გლობალურ ქსელში ჩართულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცეთ გააერთიანონ რესურსები, ხმა მისცენ პერსპექტიულ პროექტებს და ერთობლივად ფლობდნენ ამ პროექტებით მიღებულ შედეგებს.

BIO პროტოკოლი

BIO პროექტებს საფუძვლად უდევს BIO პროტოკოლი, რომელიც წარმოადგენს ბიოტექნოლოგიის დეცენტრალიზებული განვითარების სტრუქტურის საფუძველს. ქვემოთ მოცემულია მისი რამდენიმე ძირითადი კომპონენტი:

  • BioDAO-ები: ესენი წარმოადგენს დეცენტრალიზებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებულია ბიოტექნოლოგიის კონკრეტულ სფეროებზე. ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სპეციალიზებული საზოგადოებები, რომლებიც მუშაობენ ისეთ პროექტებზე, როგორიცაა გენომის რედაქტირება, კიბოს კვლევა და ვაქცინის შემუშავება. BioDAO-ს წევრები აერთიანებენ საკუთარ რესურსებს, კოლექტიურად იღებენ გადაწყვეტილებებს და ერთობლივად ფლობენ პროექტის შედეგებს.

  • კურირება: უამრავ პროექტს შორის პრიორიტეტულის არჩევა ყოველთვის მარტივი არ არის. სწორედ ამ პროცესში გვეხმარება BIO-ს კურირების მექანიზმი. საზოგადოების წევრები ხმის მიცემის მეშვეობით ირჩევენ, თუ რომელ პროექტებს აქვს მეტი პოტენციალი, რაც უზრუნველყოფს რესურსების გონივრულ განაწილებას.

  • Bio/Acc ჯილდოები: საზოგადოების აქტიურობის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, BIO გასცემს ჯილდოებს Bio/Acc ჯილდოების პროგრამის ფარგლებში. საექსპერტო ცოდნის, ფინანსების ან იდეების შემოთავაზებით, თქვენ შეძლებთ გამოიმუშაოთ მონეტები თქვენ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისად.

  • IP ტოკენები: BIO-ს ერთ-ერთ გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების ტოკენიზაცია. მისი მეშვეობით ინტელექტუალური საკუთრება გარდაიქმნება ციფრულ ტოკენებად, რაც თავიდან აგვაცილებს ბიოტექნოლოგიური კვლევების მიღწევების კორპორატიულ არქივებში გამოკეტვა. ეს ტოკენები იძლევა საზიარო ფლობის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს ექნება სამეცნიერო მიღწევებში თანხის ინვესტირების და მათგან სარგებლის მიღების საშუალება.

ეკოსისტემა და მართვა

BIO ეხმარება ბიოტექნოლოგიის პროექტებში მონაწილეებს (მკვლევარებს, ინვესტორებს, პაციენტებს) ერთმანეთთან დაკავშირებაში და ქმნის სივრცეს, სადაც ყველას აქვს ხმის უფლება. მართვა დეცენტრალიზებულია და ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროექტის მიმართულების განსაზღვრაში. ეს მოდელი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და გადაწყვეტილების მიღების პროცესის საზოგადოების ინტერესების შესაბამისად წარმართვას.

BIO ტოკენი

BIO ეკოსისტემაში BIO ტოკენი ასრულებს როგორც utility ტოკენის, ასევე governance ტოკენის ფუნქციას. მაგალითად, BIO-ს მფლობელებს შეიძლიათ დააფიქსირონ კონკრეტული bioDAO-ს მხარდაჭერა, ხმა მისცენ ახალი BIO ტოკენების გამოშვებასთან ან განაწილებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ხელი შეუწყონ ქსელის ზრდის და გაუმჯობესების პროგრამების დაფინანსებას. 

BIO-ს მფლობელებს ასევე შეუძლიათ მიიღონ წვდომა მართვის უფლებებზე, დაფინანსების ადრეულ ეტაპებზე, ჯანმრთელობის მონაცემების მიწოდებისთვის და კლინიკურ კვლევებში მონაწილეობისთვის გაცემულ ფინანსურ ჯილდოებზე და bioDAO-ების მერ დაფინანსებულ ახალ პროდუქტებზე.

BIO Launchpad

BIO Launchpad წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც შექმნილია ახალი ბიოტექნოლოგიური პროექტების ინიცირების და დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით. ის პროექტის გუნდებს სთავაზობს საკუთარი ინიციატივების BIO ეკოსისტემაში გაშვებისთვის საჭირო ინსტრუმენტებს და რესურსებს, აკავშირებს მათ მხარდამჭერების და პოტენციური პარტნიორების საზოგადოებასთან.

BioDAO ინკუბატორი

ახალი BioDAO-ების შექმნის მხარდაჭერის მიზნით, BIO წარმოადგენს ინკუბატორის პროგრამას, რაც მოიცავს დეცენტრალიზებული ორგანიზაციების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუქციებს, რესურსებს და სტრუქტურულ ჩარჩოს. მისი მიზანია ინოვაციების ხელშეწყობა და BioDAO-ების წარმატებით გაშვება და განვითარება BIO ეკოსისტემაში.

შეჯამება

BIO პროექტი გვთავაზობს ბიოტექნოლოგიური კვლევების ღიად და ერთობლივად ჩატარების შესაძლებლობას. ტრადიციული სტრუქტურების ნაცვლად, სადაც პროცესებს მხოლოდ რამდენიმე მსხვილი მოთამაშე აკონტროლებს, BIO გვთავაზობს მრავალფეროვანი საზოგადოების გაერთიანების შესაძლებლობას პროგრესის ხელშეწყობის მიზნით.

ინტელექტუალური საკუთრების ტოკენიზაციით და დეცენტრალიზებული მართვის გამოყენებით, BIO წარმოგვიდგენს ინოვაციების წახალისების და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის შესაძლებლობებს. მკვლევარებისთვის ეს არის დაფინანსების სწრაფად და სამართლიანად მიღების შანსი. პაციენტებისთვის და ინვესტორებისთვის ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი კვლევების პირდაპირი მხარდაჭერის შესაძლებლობა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.