მთავარი დეტალები
Ethereum-ის Fusaka განახლების mainnet-ზე გაშვება იგეგმება 2025 წლის 3 დეკემბერს.
Fusaka ზრდის ბლოკის გაზის ლიმიტს 45 მილიონიდან 150 მილიონამდე და შემოაქვს მონაცემთა მართვის ახალ მეთოდები, როგორებიცაა PeerDAS და Verkle Trees.
განახლების მიზანია გაზარდოს Ethereum-ის შესაძლებლობები და ამავდროულად შეინარჩუნოს ქსელის დეცენტრალიზაცია და უსაფრთხოება.
Mainnet-ზე გაშვებამდე, ის რამდენიმე testnet-ის ფაზას (Holesky, Sepolia, Hoodi) გაივლის.
გაშვების წინ იგეგმება ბაგების აღმოჩენის ორთხკვირიანი პროგრამა, სადაც ჯილდოების რაოდენობა $2 მილიონამდე იქნება.
შესავალი
Ethereum მუდმივად მუშაობს გაუმჯობესებებზე, რათა გახდეს უფრო სწრაფი და მარტივად გამოსაყენებელი. Fusaka განახლება არის ერთ-ერთი დაგეგმილი განახლება, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს ქსელს მეტი ტრანზაქციის განხორციელებაში და უზრუნველყოს უფრო ეფექტური მუშაობა.
Fusaka, რომლის გაშვებაც დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის, გაზის ლიმიტის გაზრდასთან ერთად, მონაცემების მართვის უფრო ჭკვიანურ გზებს შემოგვთავაზებს. მოდით განვიხილოთ, თუ რა არის Ethereum-ის Fusaka განახლება, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რა შედეგს უნდა მისგან.
რა არის Ethereum-ის Fusaka განახლება?
Fusaka განახლება არის ქსელის მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც მიზნად ისახავს Ethereum-ის ტრანზაქციების მასშტაბირებას ბლოკის გაზის ლიმიტის 45 მილიონიდან 150 მილიონამდე გაზრდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ქსელს ექნება უფრო მეტი ტრანზაქციის, სმარტ კონტრაქტების და სხვა ოპერაციების დამუშავების შესაძლებლობა ყოველი ახალი ბლოკის დამატებისას.
Fusaka მხოლოდ მაჩვენებლების გაზრდას არ გვთავაზობს. ის მოიცავს შემდეგ ორ მნიშვნელოვან ტექნიკურ გაუმჯობესებას:
Peer Data Availability Sampling (PeerDAS): მთლიანი მონაცემთა blob-ების გადმოწერის ნაცვლად, ვალიდატორებს ახლა შესაძლებლობა ექნებათ შეამოწმონ მონაცემების სხვადასხვა წყაროდან მოწოდებული მცირე ნაწილები. ეს ასევე ცვლის მონაცემთა ხელმისაწვდომობის და ვალიდურობის დადასტურების გზებს.
Verkle Trees: არის ბლოკჩეინის მონაცემების ორგანიზების განსკუთრებული ხერხი. Verkle Tree-ები კუმშავს მონაცემების მტკიცებულებებს უფრო პატარა ნაწილებად, რომელთა შემოწმებაც უფრო სწრაფი და მარტივია.
ამ ცვლილებების ერთობლიობა Ethereum-ის ქსელს უფრო მასშტაბირებადს ხდის, ნოდის ოპერატორების ზედმეტი დატვირთვის გარეშე.
რატომ არის მნიშვნელოვანი Fusaka განახლება
წლების განმავლობაში Ethereum მნიშვნელონად გაიზარდა, მისი მომხმარებლების რაოდენობა მილიონებს აღწევს, რომლებიც ურთიერთქმედებენ DeFi პროტოკოლებთან, NFT-ებთან, დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან და მე-2 დონის ქსელებთან. აქტიურ პერიოდებში შესაძლოა მოხდეს ქსელის გადატვირთვა, რასაც ტრანზაქციების დადასტურების დროის გაზრდისკენ და მაღალი საკომისიოებისკენ მივყავართ.
Fusaka მიზნად ისახავს ამ პრობლემების შემცირებას შემდეგი გზებით:
ის თითოეულ ბლოკს საშუალებას აძლევს შეასრულოს უფრო მეტი ტრანზაქცია და რთული ოპერაციები (ბლოკის ზომის გაზრდა);
მონაცემების გაზიარების და შემოწმების გზების გაუმჯობესება, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა მე-2 დონის პლატფორმებისთვის, რომლებიც იყენებენ blob-ებს - მონაცემების ფორმატს, რომელიც გამოიყენება ტრანზაქციების ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად.
ქსელის დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნება, რათა ის დარჩეს ყველასთვის ღია და სამართლიანი.
შესაბამისად, ბლოკის ზომის გაზრდა ნიშნავს, რომ ნოდებს უფრო მეტი მონაცემის დამუშავება უწევთ, რაც შესაძლოა ზოგი ოპერატორისთვის რთული იყოს. ზემოხსენებული PeerDAS და Verkle Trees ტექნოლოგიები სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად არის შექმნილი.
გეგმა და აქტივაციის გრაფიკი
Fusaka ეტაპობრივად გაეშვება, მთავარ ქსელში გაშვებამდე, ის შემდეგ testnet-ებზე დაიტესტება:
Holesky testnet: აქტივაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს
Sepolia testnet: აქტივაცია დაგეგმილია 2025 წლის 14 ოქტომბერს
Hoodi testnet: აქტივაცია დაგეგმილია 2025 წლის 28 ოქტომბერს
Mainnet-ზე გაშვების თარიღი: 2025 წლის 3 დეკემბერი (თარიღები შესაძლოა შეიცვალოს testnet-ის შედეგებიდან გამომდინარე)
ეს testnet-ების დეველოპერებს დაეხმარება წარმადობის და სტაბილურობის შემოწმებაში და პრობლემების აღმოფხვრაში განახლების mainnet-ზე გაშვებამდე. ზუსტი თარიღები შესაძლოა შეიცვალოს ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე.
რას შეეხება ეს ცვლილები?
Peer Data Availability Sampling (PeerDAS)
ჩვეულებრივ, ტრანზაქციების დასადასტურებლად და ბლოკჩეინის მუშაობის მხარდასაჭერად, ვალიდატორებს უწევთ მონაცემების დიდი blob-ების ჩამოტვირთვა და შენახვა.
PeerDAS ამას ცვლის, რადგან ვალიდატორებს საშუალებას აძლევს შემთხვევითობის პრონციპით შეამოწმონ სხვადასხვა მონაწილის მიერ მოწოდებული blob-ების მცირე ზომის ნაწილები. წარმოიდგინეთ, რომ მთლიანი წიგნის წაკითხვის ნაცვლად, თქვენ ეცნობით მხოლოდ ინფორმაციის მცირე ნაწილებს. ამრიგად, ვალიდატორები მონაცემების ხელმისაწვდომობასა და სიზუსტეს ამოწმებენ მათი მთლიანად ჩამოტვირთვის გარეშე.
Verkle Trees
Verkle Trees ანაცვლებენ მონაცემების შენახვის ამჟამინდელ მეთოდებს უფრო კომპაქტური და ეფექტური სტრუქტურით, რათა დაადასტურონ ბლოკჩეინის მდგომარეობის ნაწილები. ამის შედეგია უფრო სწრაფი ვერიფიკაცია და მეხსიერების სივრცის საჭიროების შემცირება, რაც ეხმარება Ethereum-ს შეინარჩუნოს მასშტაბირებადობა ბლოკჩეინის პოპულარობის ზრდასთან ერთად.
გაზის ლიმიტის გაზრდა
გაზის ლიმიტის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ Ethereum-ს შეეძლება თითოეულ ბლოკში მეტი ტრანზაქციის ჩაწერა და უფრო რთული ოპერაციების განხორციელება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქსელის ზრდის პარალელურად, უფრო მეტ მომხმარებელს სურს DeFi პროექტებთან, NFT-ებთან და სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება.
თუმცა, დიდი ბლოკების დამუშავება ნოდებისგან მეტ მეხსიერებას და გამტარუნარიანობას მოითხოვს. Fusaka-ს Verkle Trees-ის და PeerDAS-ის მიზანია ნოდების სამუშაოს შემსუბუქება, თუმცა ნოდების ოპერატორებმა თვალყური უნდა ადევნონ მათი სისტემების პარამეტრების ცვლილებებს.
რა ნიშნავს Fusaka მომხმარებლებისთვის, დეველოპერებისთვის და ვალიდატორებისთვის
მომხმარებლები: თქვენი ტრანზაქციების დადასტურების სისწრაფე მოიმატებს გადატვირთულ პერიოდებში, რადგან ქსელს მეტი აქტივობის დამუშავება შეეძლება. გაზის გადასახადები შესაძლოა უფრო პროგნოზირებადი გახდეს, თუმცა ისინი მაინც ცვალებადი დარჩება.
დეველოპერები: blob-ის უფრო დიდი მოცულობა და PeerDAS გააუმჯობესებს როლაფების (მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიების) მიერ მონაცემების Ethereum-ზე გაგზავნას, რაც მათ უფრო სანდოს და ეფექტურს გახდის.
ვალიდატორები და ნოდის ოპერატორები: მონაცემების შემოწმების სისტემის წყალობით, ვალიდატორებს აღარ მოუწევთ მონაცემების მთლიანი blob-ის ჩამოტვირთვა, რაც ამცირებს ტრაფიკს. თუმცა, ცვლილებების მხარდასაჭერად, ქსელის გარკვეული კონფიგურაცია და განახლებები იქნება საჭირო.
უსაფრთხოება და ბაგების აღმოჩენა
Ethereum-ის განახლების უსაფრთხოდ გაშვების მნიშვნელობის გათვალისწინებით, Fusaka-ს გაშვების წინ, Ethereum Foundation გეგმავს ბაგების აღმოჩენის ოთხკვირიანი პროგრამის განხორციელებას. კრიტიკული სისუსტეების იდენტიფიცირებისთვის დაწესებულია ჯილდოები, რომელთა ოდენობა 2 მილიონ აშშ დოლარამდე აღწევს. ეს საზოგადოებას აძლევს მოტივაციას უფრო საფუძვლიანად შეამოწმონ კოდის უსაფრთხოება.
შეჯამება
Fusaka განახლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რაც დაეხმარება Ethereum-ს ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარის გაზრდასა და მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებაში. გაზის ლიმიტის გაზრდის და ისეთ მონაცემთა ვრიფიკაციის ჭკვიანი ტექნოლოგიების დანერგვის მეშვეობით, როგორიცაა PeerDAS და Verkle Trees, ეს განახლება მხარს დაუჭერს Ethereum-ის სამომავლო ზრდას ქსელის დეცენტრალიზაციისა და უსაფრთხოების დონის შენარჩუნებით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.