მოგესალმებით კრიპტოზე

ჩვენი მისიაა ხალხს გავაცნოთ კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გარდამტეხი პოტენციალი. ამ ვებსაიტზე თქვენ ნახავთ 323-ზე მეტ სტატიას, რაც მოიცავს ყველაფერს, დაწყებული კომპიუტერული უსაფრთხოებით და დამთავრებული ეკონომიკით. ეს ყველაფერი არის 17 სხვადასხვა ენაზე.

გვესმის, რომ ახალბედებისთვის ეს შეიძლება ცოტა დამღლელი იყოს. ამ გზამკვლევის მიზანია ეტაპობრივად გაგაცნოთ ზოგიერთი ძირითადი კონცეფცია, რაც დაგჭირდებათ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის სამყაროში მოგზაურობის დასაწყებად.

დროს ნუ დავკარგავთ და გადავეშვათ კურდღლის სოროში.

რა არის კრიპტოვალუტა?

კრიპტოვალუტა უბრალოდ ნაღდი ფულის ციფრული ფორმაა. თქვენ შეგიძლიათ მისი გამოყენება ანგარიშის გასასტუმრებლად ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, წინდების შესაძენად, რომელსაც თვალი დაადგით👀, ან თვითმფრინავის ბილეთის ✈️ და სასტუმროს დასაჯავშნად 🏨 თქვენი მომავალი შვებულების დაგეგმვის დროს. რადგან კრიპტოვალუტა ციფრულია, მისი გაგზავნა მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლიათ.

PayPal-ს ან საბანკო გადარიცხვას გავს, არა?
საქმე ასე მარტივად არაა. ის გაცილებით საინტერესოა!

ტრადიციული ონლაინ გადახდების გეითვეიები ორგანიზაციების საკუთრებაა. ისინი ინახავენ თქვენს ფულს და როდესაც მისი დახარჯვა გსურთ, მათ უნდა სთხოვონ თქვენი სახელით გადარიცხვის გაკეთება.

კრიპტოვალუტების შემთხვევაში, არანაირი ორგანიზაცია არ არსებობს. თქვენ, თქვენი მეგობრები და ათასობით სხვა ადამიანი თქვენი საკუთარი ბანკების ფუნქციას ასრულებთ, რისთვისაც იყენებთ უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას. თქვენი კომპიუტერი დაკავშირებულია სხვების კომპიუტერებთან, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ პირდაპირ ეკონტაქტოთ მათ – ყველანაირი შუამავლის გარეშე!

კრიპტოვალუტის გამოყენებისთვის, თქვენ არ გჭირდებათ ვებსაიტზე ავტორიზაცია ელ. ფოსტის მისამართის და პაროლის მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ თქვენს სმარტფონში უამრავი აპლიკაციიდან ერთ-ერთი და დაიწყოთ თანხის გაგზავნა და მიღება, რასაც სულ რაღაც წუთები დასჭირდება.

რატომ უწოდებენ მას კრიპტოვალუტას?

სახელწოდება კრიპტოვალუტა წარმოადგენს კრიპტოგრაფიის და ვალუტის კომბინაციას. კრიპტოგრაფიისთვის ჩვენ ვიყენებთ უმაღლეს მათემატიკას, რათა დავიცვათ ჩვენი სახსრები და არავის მივცეთ მათზე წვდომის შესაძლებლობა.

არ არის საჭირო, რომ ეს ყველაფერი გესმოდეთ – აპლიკაციები, რომლებსაც თქვენ იყენებთ, თქვენს ნაცვლად ასრულებენ შავ სამუშაოს. თქვენ შეიძლება არც კი იცოდეთ რა ხდება კადრს მიღმა.

თუმცა, თუ მსგავსი რამით დაინტერესებული ხართ, ჩვენ გვაქვს სტატიები თქვენთვის:

ასე რომ, ეს მაგიური ინტერნეტ ფული არავის საკუთრებას არ წარმოადგენს და სისტემის უსაფრთხოებისთვის იყენებს კრიპტოგრაფიას, თუმცა თქვენ უკვე გაქვთ აპლიკაციები, რომლებსაც იყენებთ გადახდებისთვის – რა საჭიროა ახალი?

მას

ნებართვა არ სჭირდება icon
ნებართვა არ სჭირდება icon

ნებართვა არ სჭირდება

ვერავინ დაგიშლით კრიპტოვალუტის გამოყენებას. მეორე მხრივ, ცენტრალური გადახდის სერვისებს შეუძლიათ გაყინონ თქვენი ანგარიშები ან შეაჩერონ ტრანზაქციების განხორციელება.

არ ექვემდებარება ცენზურას icon
არ ექვემდებარება ცენზურას icon

არ ექვემდებარება ცენზურას

ქსელის სტრუქტურიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია მისი გათიშვა ჰაკერების ან სხვა პირების მიერ.

იაფი და სწრაფი გადახდის მეთოდი icon
იაფი და სწრაფი გადახდის მეთოდი icon

იაფი და სწრაფი გადახდის მეთოდი

როდესაც თქვენ თანხას ურიცხავთ დედამიწის მეორე მხარეს მყოფ ადამიანს, ის მას წამებში მიიღებს – საერთაშორისო საბანკო გადარიცხვის ღირებულებასთან შედარებით, ამისთვის უმნიშვნელო თანხის გადახდა დაგჭირდებათ.

რას ნიშნავს Bitcoin-ი, რაზეც თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები ამდენს ლაპარაკობენ? ეს არის პირველი, და დღეისათვის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა.

ვინ გამოიგონა Bitcoin-ი?

უცნაურია, მაგრამ არავინ იცის ვინ გამოიგონა Bitcoin-ი. ცნობილია მხოლოდ მისი ფსევდონიმი - სატოში ნაკამოტო. სატოში შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, პროგრამისტების ჯგუფი, ან თუ უცნაური თეორიები გიტაცებთ, დროში მოგზაური უცხოპლანეტელი ან მთავრობის საიდუმლო აგენტების გუნდი.
2008 წელს სატოშიმ გამოაქვეყნა 9-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც დეტალურად იყო აღწერილი Bitcoin-ის სისტემის მუშაობის პრინციპი. რამდენიმე თვის შემდეგ, 2009 წელს უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფა გავრცელდა.

Bitcoin-მა მრავალ სხვა კრიპტოვალუტას დაუდო საფუძველი. ზოგიერთი მათგანი იგივე პროგრამულ უზრუნველყოფაზე იყო დაფუძნებული, სხვებისთვის კი გამოყენებული იყო სრულიად განსხვავებული მიდგომა. მაინც რით განსხვავდება კრიპტოვალუტები ერთმანეთისგან?

ყველა კრიპტოვალუტის უბრალოდ ჩამოთვლისთვისაც კი რამდენიმე კვირა დაგვჭირდება. ზოგიერთი სხვებზე სწრაფია, ზოგი უფრო კონფიდენციალურია, ზოგი უფრო დაცულია, ზოგი კი უფრო პროგრამირებადია.

კრიპტოვალუტის სამყაროში არსებობს ერთი გავრცელებული გამოთქმა: მოკვლევა თავად ჩაატარეთ (ანუ DYOR). ან სიტყვებს უხეშობად ნუ ჩაგვითვლით. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არ უნდა ენდოთ მხოლოდ ცალკეული წყაროდან მიღებულ ინფორმაციას.

სანამ კონკრეტულ პროექტში დააბანდებთ ფულს, დარწმუნდით, რომ საფუძვლიანად შეისწავლეთ ეს სფერო.

ყველა კრიპტოვალუტა ერთნაირი არ არის!

თუ გსურთ შეიტყოთ მეტი ზოგიერთი მონეტის და ტოკენის შესახებ, გაეცანით სახელმძღვანელოების სიას, რომლებიც თქვენთვის მოვამზადეთ Binance Academy-ზე:

მომდევნო განყოფილებაში ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ ტექნოლოგიაზე, რომელზეც არის დაფუძნებული ციფრული ვალუტების უმეტესობა და რომელიც ცნობილია ბლოკჩეინის სახელწოდებით.
რა არის ბლოკჩეინი?

რა არის ბლოკჩეინი?

ნუ შეგაშინებთ ტექნიკური ტერმინოლოგია, რომელსაც უმეტესობა იყენებს „ბლოკჩეინის“ აღწერის დროს. ბლოკჩეინი უბრალოდ მონაცემთა ბაზაა და არც თუ ისე რთული - მისი შექმნა მარტივად შეგიძლიათ ცხრილების სახით.

თუმცა ამ მონაცემთა ბაზებს გარკვეული თავისებურებები გააჩნია. პირველი თავისებურება ისაა, რომ ბლოკჩეინებს აქვთ მხოლოდ დამატების ფუნქცია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დაამატოთ ინფორმაცია - უბრალოდ უჯრაზე დაწკაპუნებით რაიმეს წაშლას ან შეცვლას ვერ შეძლებთ.
მეორე თავისებურებაა ის, რომ მონაცემთა ბაზის ყოველი ახალი ჩანაწერი (რომელსაც ბლოკს უწოდებენ) კრიპტოგრაფიულად ებმება ბოლო ჩანაწერს. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეული ახალი ჩანაწერი უნდა შეიცავდეს წინა ჩანაწერის გარკვეული სახის ციფრულ თითის ანაბეჭდს (ჰეშს).

ეს არის სულ! რადგან ყოველი თითის ანაბეჭდი შეიცავს წინა ბლოკის შესახებ მონაცემებს, ვიღებთ ბლოკების ჯაჭვს, ანუ როგორც მაგარი ტიპები უწოდებენ - ბლოკჩეინს.

ბლოკჩეინის შეცვლა შეუძლებელია: თუ შეცვლით ბლოკს, შეიცვლება თითის ანაბეჭდიც, ხოლო რადგან ამ თითის ანაბეჭდს მომდევნო ბლოკიც შეიცავს, ეს მომდევნო ბლოკიც შეიცვლება. შესაბამისად რადგან ამ ბლოკის თითის ანაბეჭდი... მოკლედ მიხვდით, რასაც ვგულისხმობ. ეს გამოიწვევს დომინოს ეფექტს და ნებისმიერი ცვლილება შესამჩნევი გახდება. თქვენ ვერ შეცვლით რაიმეს ისე, რომ ვერავინ შეიტყოს.

სულ ეს არის?

ვერ აღფრთოვანდით? მესმის თქვენი. ეს ინოვაცია არ წარმოადგენს Google Sheets-ის შთამბეჭდავ ალტერნატივას. ნებისმიერს შეუძლია ჩამოტვირთოს სხვების მიერ გამოგზავნილი ბლოკები და შექმნას ბლოკჩეინის იდენტური ასლები საკუთარ კომპიუტერში. სწორედ ამას აკეთებს პროგრამა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

დავუშვათ თქვენ და თქვენი მეგობრები ელისი, ბობი, კეროლი და დენი იყენებთ ამ პროგრამას. თქვენ ამბობთ: „მე მინდა ბობს გავუგზავნო ხუთი მონეტა“ და უგზავნით ამ ინსტრუქციას დანარჩენებს, თუმცა მონეტები ბობთან მომენტალურად არ იგზავნება.

კეროლმა ამ დროს შეიძლება გადაწყვიტოს ელისისთვის ხუთი მონეტის გაგზავნა. ის ასევე აგზავნის ამ ინსტრუქციას ქსელში. დროის გარკვეულ მომენტში ყოველ მონაწილეს შეუძლია შეკრიბოს ეს დასამუშავებელი ინსტრუქციები და შექმნას ბლოკი.

თუ ნებისმიერ შეუძლია ბლოკის შექმნა, რა შეუშლის მათ ხელს თაღლითობაში?

ალბათ ძალიან მიმზიდველად გეჩვენებათ აზრი, რომ შექმნათ ბლოკი, სადაც წერია: „ბობმა გამომიგზავნა მილიონი მონეტა“, ან კეროლისგან შეიძინოთ ლამბორგინები და ბეწვის ქურქები იმ თანხების გადარიცხვით, რომელსაც არ ფლობთ.

არა, ეს ასე არ მუშაობს. კრიპტოგრაფიის, თამაშების თეორიის და ეგრეთწოდებული კონსენსუსის ალგორითმის წყალობით, სისტემა არ მოგცემთ საშუალებას დახარჯოთ თანხები, რომლებიც თქვენ არ გეკუთვნით.

ეს ყველაფერი უკვე იცით და გინდათ შეისწავლოთ ვაჭრობა და ინვესტირება? მაშინ შევუდგეთ საქმეს.

Trading

ვაჭრობა

ალბათ გსმენიათ, რომ ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები უკვე გამოიყენება ბევრ სხვადასხვა სფეროში. ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე ფართოდ ის ვაჭრობაში გამოიყენება.

ზოგადად ვაჭრობა გულისხმობს მოკლევადიან პერიოდში მოგების მიღების შესაძლებლობას. ტრეიდერები უწყვეტად ხსნიან და ხურავენ პოზიციებს, თუმცა როგორ ხვდებიან, როდის უნდა დაიწყონ და დაასრულონ გარიგებები?

კრიპტოვალუტის ბაზარზე გამოყენებულ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს ტექნიკური ანალიზი (TA). ტექნიკური ანალიტიკოსები ეცნობიან ფასების ისტორიას, დიაგრამებს და სხვა ტიპის საბაზრო მონაცემებს, რათა განსაზღვრონ, თუ რა სახის გარიგება იძლევა მოგების მიღების ყველაზე მეტ შანსს.

ალბათ ერთი სული გაქვთ დაიწყოთ ვაჭრობა. ტექნიკურად ამის გაკეთება უკვე შეგიძლიათ. ეს ძალიან მარტივია! თუმცა როგორც ყველა შემოსავლიანი საქმიანობა, ვაჭრობაც მძიმე შრომას მოითხოვს! ყველა საჭირო ცოდნის მისაღებად დიდი დრო დაგჭირდებათ.

დაეუფლეთ დიაგრამების კითხვის ოსტატობას!

დასაწყისისთვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე სტატია თქვენთვის:

გაგიმართლათ, რომ ჩვენ ასევე მოვამზადეთ ვრცელი სახელმძღვანელო ახალბედა კრიპტო ტრეიდერებისთვის! მასში ყველაფერია (და ალბათ მეტიც), რაც უნდა იცოდეთ კრიპტოთი ვაჭრობის შესახებ:

როდესაც დილის ხუთ საათზე გაღვიძებული შეძლებთ ამ სტატიიდან ციტატის გახსენებას, შეგიძლიათ შემდეგ თემაზე გადახვიდეთ:

Investing

ინვესტიცია

ინვესტორები ცდილობენ განახორციელონ გრძელვადიანი კაპიტალდაბანდებები ინვესტიციის საფუძვლების გათვალისწინებით. მაგალითად იკვლევენ, თუ რა მოგებას იღებს კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტები ახალი და უნიკალური ტიპის აქტივებია, მსგავსი პრინციპების გამოყენება მათთან მიმართებაშიც შეიძლება.

Bitcoin-ის ბევრი ინვესტორი „HODL-ის“ ფილოსოფიის ერთგულია. ეს ნიშნავს, რომ მათ ისე ღრმად სწამთ Bitcoin-ის წარმატების, რომ არ აპირებენ მის გაყიდვას გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა ბრმად ნუ ენდობით მათ, წაიკითხეთ ჩვენი ვრცელი გზამკვლები Bitcoin-ის შესახებ და თქვენით მიიღეთ გადაწყვეტილება.
ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება Bitcoin HODL-ერად გახდომა გადაწყვიტოთ. ამის გაკეთება რამდენიმე წუთის საქმეა. უბრალოდ გადადით კრიპტოს ყიდვის გვერდზე და მიჰყევით ინსტრუქციებს.

რეგისტრაციის პროცესი მარტივი და სწრაფია. თქვენ ასევე არ დაგჭირდებათ დიდი თანხების შეტანა. ვაჭრობის დაწყებისთვის სულ რაღაც 15 დოლარიც საკმარისია! კიდევ რა მასალის წაკითხვა შეგიძლიათ კრიპტოში ინვესტირებასთან დაკავშირებით?

კრიპტოში ინვესტირება 101

თუ გსურთ კრიპტოვალუტაში ინვესტირება, დასაწყისისთვის ეს სტატიები დაგეხმარებათ:

Passive Income

პასიური შემოსავალი

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ვაჭრობასა და ინვესტირებაზე. ეს მეთოდები ჩვეულებრივ საჭიროებს დიდ დროს, რაც ყველას არ გვაქვს. თუ თქვენ ერთ-ერთი ხართ ამ საქმიანი, მაგრამ პროდუქტიული ადამიანებიდან, ჩვენ სხვა ვარიანტებს გთავაზობთ.

როგორ უორენ ბაფეტმა, ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ინვესტორმა აღნიშნა: „თუ ვერ მონახავთ ფულის ძილში გამომუშავების გზას, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა მოგიწევთ“.

კარგი ამბები გვაქვს: კრიპტოვალუტის სამყარო გთავაზობთ უამრავ შესაძლებლობას მიიღოს პასიური შემოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი კრიპტო უფრო მეტი კრიპტოს გამომუშავებისთვის!

მაშინ ამას ყველა რატომ არ აკეთებს? ალბათ არ იციან ამის შესახებ, თქვენ კი იცით!

პასიური შემოსავლის მიღების ერთ-ერთ გზას წარმოადგენს თქვენი ჰოლდინგების გასესხება სხვა პირებზე. თქვენგან სესხად მიღებული თანხებით სარგებლობის სანაცვლოდ, ისინი პროცენტებს გადაგიხდიან.

გარდა ამისა, თქვენ ალბათ გსმენიათ Bitcoin-ის მაინინგის შესახებ. ეს დაკავშირებულია ხმაურიან და ძვირადღირებულ მანქანებთან, რომლებიც მუშაობით წელს იწყვეტენ Bitcoin-ის ჯილდოების გამოსამუშავებლად. თუმცა არსებობს კრიპტოვალუტის ქსელის მხარდაჭერის სხვა გზებიც. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს პროცესი, რომელსაც ეწოდება სტეიკინგი. და ყურადღება, სპოილერი: მას შემწვარ სტეიკთან არანაირი კავშირი არ აქვს.

რა არის სტეიკინგი?

მარტივად რომ ვთქვათ, სტეიკინგი ნიშნავს საკუთარი მონეტების ბლოკირების მეშვეობით ჯილდოების მიღებას. ასე, რომ თუ თქვენ ინვესტიციას განახორციელებთ მონეტებში, რომლებიც გამოყენებული იქნება სტეიკინგის მხარდასაჭერად, დროთა განმავლობაში თქვენ შეძლებთ უფრო მეტი მონეტა დააგროვოთ. მეტი ინფორმაციისთვის, გაეცანით ამ სტატიებს:

Privacy and Security

კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება

ჩვენ წარმოვადგენთ კრიპტოვალუტის ვებსაიტს, თუმცა ჩვენ ასევე ❤️ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების თემები – და ალბათ თქვენც!

ციფრულმა ეპოქამ მრავალი სერიოზული ინოვაცია შემოგვთავაზა. თუ მაცივრის კარის დახურვა დაგავიწყდებათ, თქვენი მაცივარი შეტყობინებას გამოგიგზავნით, შეგიძლიათ თქვენი ავტომობილი გამოიძახოთ სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით და როგორც ჩანს, მალე შეძლებთ ამანათების დრონებით მიღებას.

სამწუხაროდ, ინოვაცია შეეხო თქვენი სენსიტიური ინფორმაციის მოპარვის მეთოდებსაც – ჩვენ ხშირად გაუცნობიერებლად ხელს ვუწყობთ ამას. იცით რა არის ransomware-თან გამკლავების საუკეთესო გზა? ან რა საფეხურებია საჭირო, რათა ვებსაიტს არ მისცეთ თქვენი ადგილსამყოფელის დადგენის საშალება?
up to speed

ამ დროისათვის სულ ეს იყო!

იმედია ეს გზამკვლევი დაგეხმარათ კრიპტოვალუტის და მისი მუშაობის პრინციპის უკეთ გაგებაში. Binance Academy-ზე, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ უამრავ სტატიას, დაწყებული გზამკვლევებით ახალბედებისთვის და დამთავრებული პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თემების განხილვებით.

რაიმე კითხვა ხომ არ გაგიჩნდათ? გადადით Ask Academy-ს გვერდზე, სადაც საზოგადოების წევრები გასცემენ პასუხს თქვენს კითხვებს.