საბაზრო შეკვეთა არის მომენტალურად, საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთა. მისი აღსრულება ხდება ლიმიტ-შეკვეთების საფუძველზე, რომლებიც უკვე განთავსებულია შეკვეთების წიგნში, რაც ნიშნავს, რომ საბაზრო შეკვეთების აღსრულება დამოკიდებულია ბაზრის ლიკვიდურობაზე.
საბაზრო შეკვეთის მყისიერად აღსრულებისთვის მოხდება შეკვეთების წიგნში არსებული მისი თანმხვედრი საუკეთესო ხელმისაწვდომი ლიმიტ-შეკვეთის მოძებნა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ ქმნით ყიდვის საბაზრო შეკვეთას, შეკვეთების წიგნში მოძებნილი იქნება მისი თანმხვედრი გაყიდვის საუკეთესო ლიმიტ-შეკვეთა მიმდინარე ფასით. თუმცა, თუ საუკეთესო ფასის მქონე გაყიდვის ლიმიტ-შეკვეთების მოცულობა არ არის საკმარისი თქვენი საბაზრო შეკვეთის მთლიანად შევსებისთვის, მოძებნილი იქნება მომდევნო საუკეთესო ფასის შეკვეთა და ასე გაგრძელდება, სანამ თქვენი შეკვეთა სრულად არ იქნება შევსებული. ამ პროცესს ეწოდება ფასის ცურვა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საბაზრო შეკვეთების აღსრულებისას იხდით უფრო მეტ ფასს და მაღალ საკომისიოებს ლიმიტ-შეკვეთებთან შედარებით.
საბაზრო შეკვეთები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც შეკვეთის სწრაფად შევსება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი კონკრეტულ ფასად აღსრულება. ეს იმას ნიშნავს, რომ საბაზრო შეკვეთები მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც ჩქარობთ მათ აღსრულებას და ამისათვის თანახმა ხართ გადაიხადოთ უფრო მაღალი ფასი და საკომისიოები (რომელთა ზრდა გამოწვეულია ფასის ცურვით). სხვა სიტყვებით, საბაზრო შეკვეთები უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გსურთ რაც შეიძლება სწრაფად იყიდოთ ან გაყიდოთ აქტივები, მიუხედავად მათი ფასისა და საკომისიოებისა.
დეცენტრალიზებული ციფრული ლეჯერი, რომელშიც ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ჩაწერილი კრიპტოვალუტის ტრანზაქციები...
აქტივების ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ბაზარზე, აქტივის ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღების მიზნით.