ელასტიურობა გახლავთ კონცეფცია ეკონომიკის სფეროში, რომლითაც იზომება ერთი ცვლადის რეაგირება მეორე ცვლადის ცვლილებაზე. ის ხშირად გამოიყენება მოთხოვნასა და მიწოდებას შორის კავშირის განსასაზღვრად და მრავალი სხვა ეკონომიკური მოვლენის განმარტებისთვის. არსებობს სხვადასხვა ტიპის ელასტიურობა, მათ შორის მოთხოვნის ფასის ელასტიურობა, მიწოდების ფასის ელასტიურობა, შემოსავლის ელასტიურობა და ჯვარედინი ელასტიურობა.
გავიგოთ, როგორ მუშაობს ელასტიურობის კონცეფცია მოთხოვნის ფასის ელასტიურობის გამოყენებით. როდესაც ელასტიურობის მაჩვენებელი 1.0-ზე მეტია, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად რეაგირებს ფასის ცვლილებებზე, რაც საქონელს, ან სერვისს ელასტიურს ხდის. ამის საპირისპიროდ, თუ ელასტიურობის მაჩვენებელი 1.0-ზე ნაკლებია, ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნის მაჩვენებელი ნაკლებად რეაგირებს ფასის ცვლილებაზე, რაც მიუთითებს არაელასტიურობაზე. თუ ელასტიურობის მაჩვენებელი 1.0-ის ტოლია, მოთხოვნის პროცენტული ცვლილება ფასის ცვლილების პროცენტული მაჩვენებლის პირდაპირპროპორციულია.
არაელასტიური პროდუქტის მაგალითია ბენზინი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანების დიდი ჯგუფისთვის ბენზინი აუცილებელია ყოველდღიურად გადასაადგილებლად, შესაბამისა, ნაკლებ სავარაუდოა მოხმარების და მოთხოვნის მაჩვენებლების შეცვლა ფასის ცვლილების შემთხვევაში. მოთხოვნის მაჩვენებელი ნაკლებად რეაგირებს ფასის ცვლილებაზე, რაც მიუთითებს არაელასტიურობაზე.
ელასტიური პროდუქტების მაგალითებია ფუფუნების საგნები. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ადამიანების უმეტესობისთვის ფუფუნების საგნების შეძენა აუცილებლობას საერთოდ არ წარმოადგენს. ფუფუნების საგნების ფასის ზრდისას, მომხმარებლები უფრო ხშირად ირჩევენ ალტერნატიული, ნაკლებად ძვირი ნივთის შეძენას, ან ფუფუნების საგნებზე გახარჯული თანხის რაოდენობის შემცირებას. მოთხოვნის მაჩვენებელი მეტად რეაგირებს ფასის ცვლილებაზე, რაც ელასტიურობაზე მიუთითებს.
ელასტიურობის კონცეფციის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში. მაგალითად, მასალების ელასტიურობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ინჟინერიისა და მშენებლობის სფეროში. ინჟინრებმა უნდა განსაზღვრონ, თუ რამდენად გამძლეა ესა თუ ის მასალა ზეწოლისა და დაწოლის მიმართ და ამით უზრუნველყონ ნაგებობების უსაფრთხოება და გამძლეობა.
გარდა ამისა, ელასტიურობის კონცეფცია გამოიყენება ჯანდაცვის და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სფეროშიც. მაგალითად, ადამიანის კანის ელასტიურობის დონის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ეფექტური სამკურნალო ღონისძიებების გასატარებლად. გარემოსდაცვითი მეცნიერებების კონტექსტში, ეკოსისტემების ელასტიურობის განსაზღვრა მკვლევარებს ეხმარება იმის დადგენაში, თუ როგორ იმოქმედებს მათზე სხვადასხვა ცვლილება გარემოში, მაგალითად კლიმატის ცვლილება, ან საარსებო გარემოს განადგურება.
ელასტიურობის კონცეფციის მეშვეობით შესაძლებელია იმის განსაზღვრა, თუ როგორ მოქმედებს ერთი ფაქტორის ცვლილება მეორე ფაქტორზე. ეს კონცეფცია გამოიყენება როგორც ვაჭრობისას, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანებს უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
აქტივების ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ბაზარზე, აქტივის ფასებს შორის სხვაობით სარგებლის მიღების მიზნით.
კონკრეტული მონეტის მთლიანი სავაჭრო მოცულობა - რომელიც გამოითვლება მონეტების მარაგის გამრავლებით მიმდინარე ფ...
ლიკვიდურობის პროვაიდერები (LP-ები) არიან ორგანიზაციები ან ინდივიდუალური პირები, რომლებიც ფინანსურ ბაზრებზე ...