მთავარი
ლექსიკონი
ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM)

ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM)

მარკეტ-მეიკერები მყიდველებს და გამყიდველებს შესაძლებლობას აძლევს ოპტიმალურ ფასად ივაჭრონ სხვადასხვა აქტივებით, როგორიცაა აქციები, ვალუტები და საქონელი. მათი დანიშნულებაა მყიდველის ფუნქციის შესრულება, რომლებიც ყიდულობენ აქტივებს მიმდინარე საბაზრო ფასად.

ავტომატური მარკეტ-მეიკერი (AMM) ანაცვლებს ტრადიციულ მარკეტ-მეიკერებს, რისთვისაც იყენებს პროტოკოლების ნაკრებს. AMM-ები წარმოადგენს დეცენტრალიზებული ბირჟის (DEX) პროტოკოლების ქვეჯგუფს. ისინი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ ციფრული აქტივებით შუამავლის საჭიროების გარეშე. აქტივების სავაჭრო ფასების განსაზღვრისთვის, ტრადიციული მარკეტ-მეიკერების მეთოდების ნაცვლად, AMM იყენებს ალგორითმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს peer-to-peer ვაჭრობის განხორციელება შეუძლიათ მესამე მხარის შუამავლის გარეშე, რაც ამარტივებს პროცესს და გამორიცხავს ნდობის საჭიროებას.

AMM-ების პოპულარობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომელთა შორისაა მათი სიმარტივე, დაბალი საკომისიოები და მომხმარებელზე მორგებული ფუნქციები. AMM-ის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი მისი ფასების განსაზღვრის ფორმულაა. მისი საშუალებით ხდება აქტივის ფასის კორექტირება პულში შემხვედრი მხარისთვის მისი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით. 

აი როგორ მუშაობს AMM. დავუშვათ გვაქვს ლიკვიდურობის პული, რომელშიც განთავსებულია DAI და ETH. თუ DAI-ზე მოთხოვნა გაიზრდება, მომხმარებლები დაიწყებენ პულში ETH-ის შეტანას და DAI-ს გატანას, რის გამოც დაირღვევა ბალანსი მონეტებს შორის. შედეგად პულში დაგროვდება ETH-ის ჭარბი რაოდენობა, რაც მისი ფასის დაცემას გამოიწვევს.

ბაზრის ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მისაღებად, AMM-ები ხშირად იყენებენ ფასის oracle-ებს, რომელთა მეშვეობით ხდება ცენტრალიზებული ბირჟებიდან აქტივების მიმდინარე ფასების შესახებ მონაცემების მიღება. თუ AMM-ის მიერ წარმოდგენილი ციფრული აქტივის ფასი განსხვავდება ცენტრალიზებულ პლატფორმაზე დაფიქსირებული საბაზრო ფასისგან, ეს იძლევა არბიტრაჟის განხორციელების შესაძლებლობას. 

AMM-ებსა და შეკვეთების წიგნის მოდელს შორის ძირითადი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ AMM არის ლიკვიდურობის პული, რომელიც ავტომატურად აწესებს ფასებს პულში ხელმისაწვდომი ლიკვიდურობის საფუძველზე. მეორე მხრივ, შეკვეთების წიგნის მოდელის შემთხვევაში, ფასების განსაზღვრა ეფუძნება გამყიდველების და მყიდველების მიერ საკუთარი ფასების შემოთავაზებას.
პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.