მთავარი დეტალები
Bitcoin Rainbow Chart გახლავთ დიაგრამის შედგენის ინსტრუმენტი, რომელიც გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა არის თუ არა Bitcoin-ის (BTC) ფასი რეალურზე მაღალი, რეალურზე დაბალი თუ რეალური ფასის ტოლი, მისი ისტორიული ფასების ანალიზის საფუძველზე.
ის შედგება ფერადი ზოლებისგან, რომლებიც აღნიშნავს სხვადასხვა ფასის დიაპაზონს. ფერად ზოლებზე ფასის მონიშვნა გვაწვდის ინფორმაციას ბაზრის განწყობის და პოტენციური გრძელვადიანი ცვლილებების შესახებ.
BTC Rainbow Chart მიმის სახით შეიქმნა 2014 წელს, როდესაც მოხდა ფერების დამატება ლოგარითმულ სკალაზე. ფორმულა შეიცვალა 2019 წელს, რაც საფუძვლად დაედო Bitcoin Rainbow Chart-ის მე-2 ვერსიის შექმნას.
Bitcoin Rainbow Chart-ის სიზუსტე დღემდე განხილვის საგნად რჩება, ვინაიდან ის დიდწილად დამოკიდებულია ისტორიულ მონაცემებზე და სუბიექტურ პარამეტრებზე.
რა არის BTC Rainbow Chart?
Bitcoin Rainbow Chart გახლავთ ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება bitcoin-ის (BTC) დინამიკის მონიტორინგის მიზნით. Rainbow Chart შედგება ფერადი ზოლებისგან, რომლებიც მიუთითებენ ბაზრის განწყობის სხვადასხვა ფაზაზე და გვაწვდიან ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა არის თუ არა Bitcoin-ის (BTC) ფასი რეალურზე მაღალი, რეალურზე დაბალი თუ რეალური ფასის შესაბამისი.
როგორ შეიქმნა Bitcoin Rainbow Chart?
პირველი Bitcoin Rainbow Chart შეიქმნა 2014 წელს, Reddit-ის მომხმარებლის „azop-ის“ მიერ, რომელმაც ის Bitcoin-ის ფასის ისტორიის სახალისო გზით აღწერის მიზნით შექმნა. ამ პერიოდში, BTC Rainbow Chart-ს არ ჰქონდა რკალის ფორმა. ის შედგებოდა მხოლოდ ლოგარითმულ სკალაზე დატანილი სწორი, ფერადი ზოლებისგან.
2019 წელს, Bitcoin-ის მომხმარებელმა Rohmeo-მ შექმნა ფორმულა, რომელიც საფუძვლად დაედო Bitcoin Rainbow Chart-ის მეორე ვერსიას, რომელსაც აქვს რკალის ფორმა და იყენებს ფასების მოდელირების სამეცნიერო მეთოდს. ახალ ფორმულას საფუძვლად დაედო ლოგარითმული რეგრესიის დიაგრამა, რომელიც შეიქმნა BitcoinTalk-ის მომხმარებლის „trolololo-ს“ მიერ, 2014 წელს.
როგორ გამოვიყენოთ Bitcoin Rainbow Chart
BTC Rainbow Chart-ის 1-ელი და მე-2 ვერსიები ხელმისაწვდომია Rohmeo-ს ვებ-საიტზე, BlockchainCenter. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს დიაგრამის მიერ წარმატების მიღწევის გარანტია გრძელვადიან პერსპექტივაში, მაინც ღირს მისი გამოყენების პრინციპის შესწავლა.
1. მიმდინარე ფასის ზოლის იდენტიფიცირება.
დაიწყეთ იმ ზოლის იდენტიფიცირებით, რომელიც მიუთითებს BTC-ის ფასზე. ამის გაკეთებას შეძლებთ ფასის მოძრაობის უახლეს მონაცემებზე დაზუმებით და კურსორის ფასის ზოლთან მიტანით.
2. ზოლის ფერის ინტერპრეტირება.
მიმდინარე ფასის ზოლის იდენტიფიცირების შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ შემოთავაზებული ფერების სქემა მისი მნიშვნელობის ინტერპრეტირების მიზნით.
მოდელის მიხედვით, ქვედა ფერები მიუთითებს ზედმეტი რაოდენობით გაყიდვაზე, ხოლო ზედა ფერები ზედმეტი რაოდენობით ყიდვაზე. ზემოდან ქვემოთ:
მუქი ლურჯი („ამოყიდვა“): რეალურზე მეტისმეტად დაბალი ფასი.
მომწვანო-მოცისფრო („ყიდვა!“): რეალურზე მკვეთრად მაღალი ფასი.
მწვანე („დაგროვება“): რეალურზე დაბალი ფასი.
ღია მწვანე („იაფი“): რეალურზე გარკვეულწილად დაბალი ფასი.
ყვითელი („HODL!“): რეალური ფასი.
ნარინჯისფერი („ეს ბუშტია?“): შესაძლოა იყოს რეალურზე მაღალი ფასი.
ღია წითელი („FOMO ძლიერდება“): დიდი ალბათობით რეალურზე მაღალი ფასი.
წითელი („აუცილებელია გაყიდვა!“): რეალურზე ბევრად მაღალი ფასი.
მუქი წითელი („მაქსიმალური ბუშტების თეორია“): რეალურზე მაქსიმალურად მაღალი ფასი.
3. გაითვალისწინეთ ისტორიული კონტექსტი.
გადაავლეთ თვალი ისტორიული ფასის ცვლილებებს სხვადასხვა ფერის ზოლზე. დააკვირდით თავისებურებებს და ტენდენციებს, რომლებიც თავს იჩენდა წარსულში დაფიქსირებულ ისეთ შემთხვევებში, სადაც Bitcoin-ის ფასი ამავე ზოლზე იყო მონიშნული. მაგალითად, რა მოყვა მოვლენას წარსულში, როდესაც BTC-ის ფასმა გადაინაცვლა „მუქ ლურჯ“ ზოლზე? ფასი მალევე გაიზარდა, თუ დაფიქსირდა ფასის ჰორიზონტალური მოძრაობა?
4. სხვა ინდიკატორებთან კომბინაცია.
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin Rainbow Chart ბაზრის განწყობის ანალიზისთვის გამოსაყენებელი საინტერესო ინსტრუმენტია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია მისი გამოყენება სხვა სტრატეგიებთან და ინდიკატორებთან ერთად, რისკების თავიდან აცილების მიზნით. გთავაზობთ დამატებით ინსტრუმენტებს, რომლებთან ერთადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ის:
ვაჭრობის მოცულობა: გადაავლეთ თვალი Bitcoin-ის ვაჭრობის მოცულობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას საბაზრო აქტივობის ანალიზის მიზნით. მაგალითად, ვაჭრობის მაღალი მოცულობა ხშირად მიუთითებს ბაზარზე დაინტერესების მაღალ დონეზე.
ტექნიკური ანალიზის ინდიკატორები: ტენდენციების და შებრუნების პოტენციური წერტილების ამოსაცნობად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკური ანალიზის სხვა ინსტრუმენტებიც, როგორიცაა მოძრავი საშუალოები, შეფარდებითი სიძლიერის ინდექსი (RSI) და მოძრავი საშუალოების დაახლოება/დაშორება (MACD).
მაკროეკონომიკა: ნებისმიერ ფინანსურ რისკთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებამდე, შეაფასეთ მიმდინარე მაკროეკონომიკური სიტუაცია. რამდენად მაღალი ან დაბალია საპროცენტო განაკვეთები? როგორია ინფლაციის და გლობალური ლიკვიდურობის მაჩვენებლები? ამ კითხვებზე პასუხების მოძიება დაგეხმარებათ ზოგადი სურათის უკეთ აღქმაში და იმის გაანალიზებაში, რამდენად მისაღები თუ მიუღებელია ინვესტორებისთვის რისკების ესა თუ ის დონე.
არის თუ არა Bitcoin Rainbow Chart ეფექტური?
Bitcoin Rainbow Chart-ის სიზუსტე ჯერ კიდევ განხილვის საგანს წარმოადგენს ინვესტორებსა და ანალიტიკოსებს შორის. მისი სიზუსტის შეფასებისას რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის:
ისტორიული საფუძველი
Bitcoin Rainbow Chart იყენებს ისტორიულ მონაცემებს, ფასის ცვლილებებს წარსულში და ქმნის ბაზრის განწყობის ვიზუალურ მოდელს. ეს გვაწვდის მნიშვნელოვან კონტექსტს და ანალიზს Bitcoin-ის ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით. თუმცა, ის, რომ ეს მექანიზმი ეფუძნება ისტორიულ მონაცემებს, ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა დიაგრამა არ იყოს სრულად ადაპტირებული კრიპტოვალუტების ბაზრის სივრცის სიახლეებთან და ინოვაციებთან.
ლოგარითმული რეგრესია
Rainbow Chart იყენებს ლოგარითმულ რეგრესიას Bitcoin-ის მერყეობის დონის დასაბალანსებლად და უფრო სტაბილური ტრენდის ხაზის შესაქმნელად. ეს გვეხმარება გრძელვადიანი ტენდენციების და ფასის პოტენციური დიაპაზონების ილუსტრირებაში, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არ არის უტყუარი. პროგნოზირების ეფექტურობაზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს რეგრესიის ხაზის შექმნისას წარმოქმნილმა ვარაუდებმა.
ზოლების ფერების სუბიექტურობა
Bitcoin Rainbow Chart-ის ზოლების ფერები სუბიექტური მეთოდით არის განსაზღვრული. ტერმინების „რეალურ ფასზე ნაკლები“, „რეალური ფასის შესაბამისი“ ან „რეალურ ფასზე მეტი“ განმარტებები არ არის ფიქსირებული და შესაძლოა განსხვავდებოდეს თითოეული ზოლის ზომის და იმის მიხედვით, თუ ვის მიერ ხდება დიაგრამის ინტერპრეტირება.
აღსანიშნავია, რომ იისფერი ზოლი BTC Rainbow Chart-ის 1-ელ ვერსიას მოგვიანებით დაემატა, რადგან წინა მოდელმა კრახი განიცადა, როდესაც BTC-ის ფასი ყველაზე ქვემოთ მდებარე ზოლს ჩამოსცდა.
Bitcoin Rainbow Chart-ის უპირატესობები
Bitcoin Rainbow Chart არაერთ უპირატესობას სთავაზობს კრიპტოვალუტების ტრეიდერებს, რომელთაც სურთ საკუთარი სავაჭრო სტრატეგიების ოპტიმიზაცია:
ის გვაწვდის მარტივად ისტორიული ფასების ცვლილებების და ბაზრის განწყობის მარტივად აღსაქმელ ვიზუალურ მოდელს.
გარდა ამისა, ის ინვესტორებს ეხმარება Bitcoin-ის ფასის ცვლილებების ანალიზში გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში.
ფერადი ზოლები ეხმარება ტრეიდერებს ყიდვის, შენახვის და გაყიდვის შესაძლებლობებთან დაკავშირებით გარკვეული მითითებების მიღებაში.
Bitcoin Rainbow Chart-ის უარყოფითი მხარეები
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin Rainbow Chart ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გვეხმარება ბაზრის გრძელვადიანი ტენდენციების ვიზუალიზაციაში, მას გარვეული შეზღუდვებიც გააჩნია, რომლებიც ტრეიდერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ:
ის მეტწილად დაფუძნებულია ისტორიულ მონაცემებზე და არ ითვალისწინებს უახლეს მოვლენებსა თუ სიახლეებს კრიპტოვალუტების ბაზარზე.
ზოლების რაოდენობა, ფერები და სხვა პარამეტრები სუბიექტურადაა განსაზღვრული და არსებობს ალბათობა, რაც აჩენს სხვა შედეგების და დასკვნების მიღების ალბათობას.
არსებობს თუ არა სხვა კრიპტო Rainbow Chart?
მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin Rainbow Chart დღესდღეობით ყველაზე ცნობილი Rainbow Chart-ია, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონცეფციის ინტეგრირება მოხდა Ethereum-ზეც. Bitcoin Rainbow Chart-ის მსგავსად, Ethereum Rainbow Chart-იც იყენებს ფერად ზოლებს Ethereum-ის ფასის ცვლილებების ვიზუალიზაციის მიზნით.
შეჯამება
Bitcoin Rainbow Chart გახლავთ ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება Bitcoin-ის ფასის ისტორიული ცვლილებების და ბაზრის განწყობის ვიზუალიზაციაში. ინვესტორებს Bitcoin Rainbow Chart-ის გამოყენება შეუძლიათ ყიდვის, შენახვის ან გაყიდვის შესაძლებლობების იდენტიფიკაციის მიზნით. თუმცა, აუცილებელია მისი სხვა ინდიკატორებთან ერთად გამოყენება, რისკების შემცირების და წარმატების მიღწევის შანსების გაზრდის მიზნით.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.