TL;DR
Flare არის განაწილებული ქსელი, რომელსაც რამდენიმე უნიკალური მახასიათებელი გააჩნია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას ქსელების, მაგალითად Ethereum-ის და XRP ლეჯერის დამაკავშირებელი ორმიმართულებიანი ხიდის შესაქმნელად. ეს იძლევა XRP ტოკენის სმარტ კონტრაქტებით გამოყენების საშუალებას.
Spark ტოკენი წარმოადგენს Flare-ის ადგილობრივ ტოკენს. მისი მარაგის ნაწილი airdrop-ის მეშვეობით გაიცემა XRP-ის მფლობელებზე – მათ შორის არიან Binance-ის მომხმარებლები. airdrop-ით განაწილებული ტოკენების მისაღებად საჭიროა მხოლოდ XRP ტოკენების ქონა Binance-ის ანგარიშის ბალანსზე.
შესავალი
როგორც იცით, Ripple-ის XRP ლეჯერი (XRPL) გლობალური გადახდების და სავალუტო ბირჟის ქსელს წარმოადგენს. ის ოპტიმიზებულია ამ დანიშნულებით გამოყენებისთვის, ხოლო მისი სხვა ფუნქციების შესაძლებლობები შეზღუდულია.
სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავდა მიზნად Flare Network ქსელის შექმნა, რომელიც XRP ტოკენისთვის სმარტ კონტრაქტების გამოყენების შესაძლებლობას გვთავაზობს. Spark ამ ქსელის ადგილობრივი ტოკენია, მისი მარაგის ნაწილი კი airdrop-ის მეშვეობით გადაეცემა XRP-ის მფლობელებს. როგორ შეგვიძლია მისი მიღება? მოდით განვაგრძოთ კითხვა.
რა არის Flare Network?
Flare Network წარმოადგენს განაწილებულ ქსელს, რომელიც იყენებს Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერს(EVM). ფაქტობრივად, EVM სმარტ კონტრაქტებს გარდაქმნის კომპიუტერის მიერ წაკითხვად ინსტრუქციებად – ეს ქსელს ტურინგის სისრულის სმარტ კონტრაქტების გაშვების შესაძლებლობას აძლევს. ტურინგის სისრულე ნიშნავს, რომ საკმარისი მეხსიერების არსებობის შემთხვევაში, სმარტ კონტრაქტს შეუძლია ნებისმიერი გამოთვლის განხორციელება.
ამის წყალობით, ქსელი იძენს დეცენტრალიზებული აპლიკაციის ეკოსისტემის შექმნისთვის საჭირო მძლავრ შესაძლებლობებს. მოკლედ რომ ვთქვათ, Flare-ის მიზანია სმარტ კონტრაქტების ქსელების მასშტაბირების გზების შემოთავაზება.
Flare იყენებს კონსენსუსის პროტოკოლს, რომელსაც ეწოდება Avalanche და რომელიც ადაპტირებულია Federated Byzantine Agreement-თან (FBA) თავსებადობისთვის. FBA არის კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება ისეთ ქსელებში, როგორებიცაა XRPL და Stellar. ჩვენ არ ვაპირებთ ჩავუღრმავდეთ ტექნიკურ დეტალებს, თუმცა მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, Flare-ის კონსენსუსის ალგორითმი არ იყენებს Proof of Stake-ის (PoS) მსგავს ეკონომიკურ მექანიზმებს.
გაინტერესებთ რას წარმოადგენს ეკონომიკური მექანიზმები? ეს საკითხი განვიხილოთ ether-ის (ETH) მაგალითზე, რომელიც Ethereum-ის ქსელის ტოკენს წარმოადგენს. Ethereum 2.0-ის გაშვების და ამ ქსელის Proof of Stake (PoS) კონსენსუსზე სრულად გადასვლის შემდეგ, მისი უსაფრთხოება მთლიანად ვალიდატორებზე იქნება დამოკიდებული, რომელთაც საკუთარი ტოკენები სტეიკინგზე აქვთ განთავსებული. ეს იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ტოკენი (და სტეიკინგში გამოყენებული მისი რაოდენობა). Flare-ის კონსენსუსის პროტოკოლი ამას არ საჭიროებს.
მაინც რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ მისი წყალობით შესაძლებელი ხდება ამ ქსელის ტოკენის სხვა დანიშნულებით გამოყენება – მათ შორის ისეთი დანიშნულებით, რომელიც სახიფათო იქნებოდა იმ ქსელებისთვის, რომელთა უსაფრთხოებაც ტოკენზეა დამოკიდებული. Flare-ის შემქმნელების განცხადებით, არჩეული დიზაინი იძლევა ტოკენის უფრო მრავალმხრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას უსაფრთხოების დონის შემცირების გარეშე.
რა არის Spark ტოკენი (FLR)?
Spark არის Flare Network-ის ადგილობრივი ტოკენი. მისი ძირითადი დანიშნულება სხვა ადგილობრივი ტოკენების დანიშნულების ანალოგიურია – სპამ-შეტევების თავიდან აცილება. ტრანზაქციები უფასო რომ იყოს, ასევე უფასო იქნებოდა სპამინგი და ქსელის უსარგებლო ტრანზაქციებით გადატვირთვა.
გარდა ამისა, Spark ტოკენი შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი დანიშნულებით:
უზრუნველყოფის სახით დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში (DApps)
on-chain oracle-ისთვის მონაცემების მიწოდებისთვის
პროტოკოლის მართვაში მონაწილეობისთვის
ამ სამი კომპონენტის მიზანია Spark-ზე დაფუძნებული აპლიკაციების ეკოსისტემის შექმნა, რომელთაც უწოდებენ Spark-ზე დამოკიდებულ აპლიკაციებს (SDA). SDA-ები ნდობის საჭიროების არმქონე ტოკენების სხვა ქსელებზე გაშვების შესაძლებლობას იძლევა – იმ ქსელებზეც კი, რომელთაც არ გააჩნია სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა. ცხადია თუ არა მოწოდებული ინფორმაცია? დიახ, სწორედ ამ მომენტში შემოდის ასპარეზზე XRP.
რა არის FXRP ტოკენი?
FXRP წარმოადგენს ნდობის საჭიროების არმქონე XRP ტოკენს, რომელიც გაშვებულია Flare Network-ზე. მათი შექმნა და გატანა XRP-ის მფლობელებს შეუძლიათ სმარტ კონტრაქტების გამოყენებით.
ეს სისტემა დამოკიდებულია მონაწილეებზე, რომლებიც Spark ტოკენებს იყენებენ უზრუნველყოფის სახით და გამოიმუშავებენ საკომისიოებს FXRP-ის შექმნის და გატანის დროს. ეს სისტემა, არბიტრაჟის პოტენციურ შესაძლებლობებთან ერთად, უზრუნველყოფს XRP და FXRP ტოკენების ფასებს შორის 1:1 თანაფარდობის შენარჩუნებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, Flare იძლევა სმარტ კონტრაქტების გამოყენების შესაძლებლობას ქსელებზე, რომელთაც არ გააჩნია სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა. სწორედ ამისათვის არის საჭირო FXRP. ის საშუალებას იძლევა, რომ XRP გამოყენებულ იქნას სმარტ კონტრაქტებით ცენტრალური რგოლის მიერ შეფუთული ტოკენების გამოშვების საჭიროების გარეშე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნდობის საჭიროების გარეშე.
➟ კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყებას აპირებთ? იყიდეთ XRP Binance-ზე!
როგორ უნდა მიიღონ XRP-ის მფლობელებმა airdrop-ით გაცემული Spark ტოკენი Binance-ზე
XRP-ის მფლობელებისთვის airdrop-ით გაცემულია 45 მილიარდი Spark ტოკენი. ამ ტოკენების მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საკუთარი საფულე, ან შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ airdrop-ებში Binance-ის პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ არ დაგჭირდებათ ტექნიკური დეტალების ცოდნა, საჭიროა მხოლოდ სნეპშოტის პერიოდში თქვენს Binance-ის ანგარიშზე XRP-ის ქონა.
რა არის საჭირო Spark-ის airdrop-ის მისაღებად?
სნეპშოტის პერიოდში თქვენს Binance-ის ანგარიშზე XRP-ის ქონა.
რა არის სნეპშოტი?
სნეპშოტის გადაღება მოხდება 2020 წლის 12 დეკემბერს 00:00 საათზე (UTC). ტექნიკურად, მისი გადაღება მოხდება XRP ლეჯერის პირველ ვალიდირებულ ნომერზე, რომლის დროის ნიშნული მეტია ან ტოლია 2020 წლის 12 დეკემბრის 00:00 საათისა (UTC).
როდის მიიღებთ airdrop-ით გაცემულ ტოკენებს?
airdrop-ით ტოკენების გაიცემის თარიღი მოგვიანებით განისაზღვრება.
Binance-ზე Spark ტოკენის airdrop-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ამ გვერდზე.
შეჯამება
Flare Network გთავაზობთ იმ ქსელების მასშტაბირების ახალ გზას, რომელთაც არ გააჩნია სმარტ კონტრაქტების მხარდაჭერა. Flare იძლევა XRP-ის სმარტ კონტრაქტებით გამოყენების შესაძლებლობას, ნდობის საჭიროების გარეშე. Spark-ის მარაგის ნაწილი airdrop-ის მეშვეობით გაიცემა XRP-ის მფლობელებზე, რომელთა შორი არიან Binance-ის მომხმარებლები.