რა არის Banana Gun (BANANA)?
მთავარი
სტატიები
რა არის Banana Gun (BANANA)?

რა არის Banana Gun (BANANA)?

გამოქვეყნებული Jul 23, 2024განახლებული Aug 21, 2024
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • Banana Gun არის Ethereum-ისა და Solana-ს ქსელებზე კრიპტო ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი Telegram-ის ბოტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს მომავალში გასაშვებ ტოკენებზე სწრაფი წვდომის და უკვე გაშვებული ტოკენების ყიდვის შესაძლებლობას.

  • Banana Gun-ის (BANANA) გაშვება მოხდა Binance HODLer Airdrop-ის ფარგლებში. BANANA airdrop-ში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მომხმარებლებს, რომლებმაც 2024 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის 5 ივლისამდე საკუთარი BNB-ის გამოყენებით გამოიწერეს Binance Simple Earn-ის პროდუქტები.

შესავალი

ტრეიდერები იყენებენ სავაჭრო ბოტებს წარმატების მიღწევის შანსის გაზრდის მიზნით. Banana Gun არის კრიპტო ბაზრებზე ვაჭრობის გაუმჯობესების მიზნით შექმნილი ბოტი. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რა არის Banana Gun, გავეცნობით მისი მუშაობის პრინციპს, ტოკენომიკას და დამატებით ინფორმაციას Binance HODLer Airdrop-ის ფარგლებში გაშვებული Banana Gun-ის შესახებ.

რა არის Banana Gun?

Banana Gun არის Telegram-ის ბოტი , რომელიც ხელს უწყობს ავტომატურ და ხელით ვაჭრობას Ethereum-ის ქსელში და მომხმარებლებს აძლევს Solana-ს ქსელზე გაშვებული ტოკენების ხელით ყიდვით და გაყიდვის შესაძლებლობას. ამ ინსტრუმენტის მიზანია მომხმარებლებს მიანიჭოს სწრაფი წვდომა მომავალში გასაშვებ ტოკენებზე და მისცეს მათ უკვე გაშვებული ტოკენების უსაფრთხოდ ყიდვის შესაძლებლობა.

როგორ მუშაობს Banana Gun?

ანგარიშის შექმნა

Banana Gun-ის გამოყენების დასაწყებად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:

  1. დარეგისტრირდით Telegram-ზე: შეუერთდით Banana Gun-ის ბოტის არხს და დაარეგისტრირეთ თქვენი ანგარიში.

  2. შექმენით საფულე ან გააკეთეთ მისი იმპორტი: მიჰყევით ინსტრუქციას, რათა შექმნათ ახალი კრიპტო საფულე ან განახორციელოთ არსებული საფულის იმპორტი.

  3. შეიტანეთ თანხა საფულეში: თქვენს საფულეში უნდა იყოს სულ მცირე 0,1 ETH ან სხვა მხარდაჭერილი კრიპტოვალუტების ექვივალენტური რაოდენობა.

  4. ვერიფიკაცია: გაიარეთ საფულის ვერიფიკაცია გაყიდვის ბოტის მეშვეობით.

ავტომატიზებული ვაჭრობა

ახალი ტოკენის გაშვების მომენტში ვაჭრობების ავტომატურად აღსასრულებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ავტომატური სნაიპერის ფუნქცია. აი როგორ მუშაობს ეს:

  1. სნაიპერის ფუნქციის პარამეტრების განსაზღვრა: აირჩიეთ ავტომატური სნაიპერის ფუნქციის პარამეტრები, მათ შორის ტოკენის მისამართი. სნაიპერის ტიპი, ინვესტიციის მაქსიმალური თანხა თითო საფულისთვის და სნაიპერისთვის გამოსაყენებელი საფულეების რაოდენობა.

  1. მონიტორინგი და აღსრულება: ბოტი ახორციელებს ბლოკჩეინის მუდმივ მონიტორინგს კონკრეტული ტოკენის გაშვების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. შესაბამისი პროცესის აღმოჩენისთანავე, ის ავტომატურად აღასრულებს ვაჭრობას.

ხელით ვაჭრობა

გარდა სნაიპერის ფუნქციის მეშვეობით განხორციელებული ავტომატური ვაჭრობისა, შესაძლებელია ტოკენების ხელით ყიდვა და გაყიდვაც. აი როგორ უნდა დაიწყოთ:

  1. აირჩიეთ ვაჭრობის პარამეტრები: მიუთითეთ, რომელი ტოკენით გსურთ ვაჭრობა და რა რაოდენობის ყიდვა ან გაყიდვა გსურთ.

  1. აღასრულეთ ვაჭრობა: გამოიყენეთ Telegram-ის ბოტი ვაჭრობის განსახორციელებლად. ის გთავაზობთ უკუკავშირს რეალურ დროში და უზრუნველყოფს ვაჭრობის დროულად აღსრულებას არჩეული პარამეტრების საფუძველზე.

უსაფრთხოების ფუნქციები

Banana Gun-ის დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის მიხედვით, გამოყენებულია სულ მცირე სამი ძირითადი უსაფრთხოების ფუნქცია:

  1. MEV-ისგან დაცვა. Banana Gun გვთავაზობს MEV-ისგან დაცული სვოპების განხორციელების შესაძლებლობას, რაც მომხმარებლებს სხვადასხვა საფრთხისგან იცავს, როგორიცაა სენდვიჩ თავდასხმები და წინსმწრები ტრანზაქციები.

  2. Reorg თავდასხმებისგან დაცვა. Banana Gun უზრუნველყოფს დაცვას ბლოკების რეორგანიზაციის (reorg) თავდასხმებისგან, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ბლოკჩეინის ტრაზნაქციების ისტორიაზე ზემოქმედებისას.

  3. Honeypot-ისგან დაცვა. Banana Gun მოიცავს ინტეგრირებულ სიმულაციებს, რომლებიც მომხმარებლებს იცავს თაღლითური ტოკენებისგან. ტრანზაქცია არ აღსრულდება, თუ შეუძლებელია წარმატებული ვაჭრობის სიმულაცია.

რა არის BANANA ტოკენი?

გამოყენების გზები

BANANA წარმოადგენს Banana Gun-ის ეკოსისტემის ტოკენს, რომელიც გამოიყენება შემდეგი დანიშნულებით: 

  • შემოთავაზებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა. 

  • BANANA-ს დაწვა ბოტის დამატებითი ფუნქციებით სარგებლობისთვის.

  • BANANA-ს ფლობა მფლობელების ჩატზე წვდომის მოსაპოვებლად.

  • BANANA-ს ფლობა სავაჭრო ბოტის მიერ გენერირებული რეალური სარგებლის მისაღებად.

ძირითადი მახასიათებლები (2024 წლის 18 ივლისის მონაცემებით)

  • ტოკენის სახელი: BANANA

  • ტოკენის სტანდარტი: ERC-20

  • საწყისი ცირკულირებადი მარაგი Binance-ის სიაში დამატებისას: 3 220 000 (მთლიანი მარაგის 36%) 

  • მთლიანი მარაგი: 8 900 000

  • მაქსიმალური მარაგი: 10 000 000

  • მიმდინარე ცირკულირებადი მარაგი: 2 420 000 (მთლიანი მარაგის 27%) 

  • HODLer airdrop-ის განაწილება: 800 000 (მთლიანი მარაგის 9%).

ტოკენების განაწილება

  • დამწვარი: მაქსიმალური მთლიანი მარაგის 11%. 

  • Binance HODLer Airdrop: 

    • ტოკენის მაქსიმალური მარაგის 8%. 

    • ტოკენის ჯამური მარაგის 9%. 

  • მფლობელები: ტოკენის მაქსიმალური მარაგის 24%. 

  • დაბლოკილი ლიკვიდურობა: ტოკენის მაქსიმალური მარაგის 1%. 

  • სახაზინო და აკოსისტემა: ტოკენის მაქსიმალური მარაგის 46%. 

  • გუნდი: ტოკენის მაქსიმალური მარაგის 10%.

Banana Gun Binance HODLer Airdrop-ებში

Binance HODLer Airdrop-ები გახლავთ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც BNB-ების მფლობელები ჯილდოვდებიან ტოკენების airdrop-ებით, მათი BNB ბალანსების snapshot-ების ისტორიის საფუძველზე. BNB-ის Simple Earn-ზე გამოწერით, მომხმარებლები ავტომატურად მოიპოვებენ HODLer Airdrop-ებში მონაწილეობის (ასევე Launchpool-ის და Megadrop-ის ჯილდოების მიღების) უფლებას.

Banana Gun (BANANA) წარმოადგენს Binance HODLer Airdrop-ების პირველ პროექტს. BANANA airdrop-ში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ მომხმარებლებს, რომლებმაც 2024 წლის 23 ივნისიდან 2024 წლის 5 ივლისამდე საკუთარი BNB-ის გამოყენებით გამოიწერეს Binance Simple Earn-ის პროდუქტები.

Airdrop-ის მეშვეობით BANANA ტოკენების განაწილება ხდებოდა შესაბამისი მომხმარებლების სპოტ საფულეებზე, 2024 წლის 20 ივლისს Binance-ის ოფიციალურ სიაში დამატებამდე. თავდაპირველი ხელმისაწვდომი სავაჭრო წყვილები გახლდათ: BANANA/BTC, BANANA/USDT, BANANA/BNB, BANANA/FDUSD და BANANA/TRY. BANANA სიაში დაემატა seed იარლიყით.

შეჯამება

Banana Gun არის Telegram-ის ბოტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს მომავალში გასაშვებ ტოკენებზე სწრაფი წვდომის და უკვე გამოშვებული ტოკენების ყიდვის შესაძლებლობას. ის გვთავაზობს ავტომატური და ხელით ვაჭრობის შესაძლებლობებს და ამავდროულად უზრუნველყოფს მომხმარებელთა უსაფრთხოებას anti-rug სისტემისა და MEV-ისგან დაცული სვოპების მეშვეობით. Banana Gun-ის Binance HODLer Airdrop-ების პროგრამაში ინტეგრირებამ BNB-ის მფლობელებს მისცა Airdrop-ის მეშვეობით განაწილებული BANANA ტოკენების მიღების შესაძლებლობა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.