BNB

BNB წარმოადგენს კრიპტოვალუტას (ტოკენს), რომელიც შეიქმნა Binance-ის მიერ 2017 წელს. პირველად მისი წარდგენა და გაშვება მოხდა მონეტის პირველადი შემოთავაზების (ICO) ქრაუდფანდინგ-ღონისძიების დროს, რომელიც ჩატარდა 26 ივნისიდან 3 ივლისამდე. 

ტოკენის გაყიდვის შეთავაზებისას წარმოდგენილი იქნა 100,000,000 ერთეული BNB (მთლიანი მარაგის 50%). საწყისი ფასი იყო 1 ETH - 2,700 BNB-თვის 1 BTC - 20,000 BNB - (იმდროინდელი კურსით დაახლოებით 0.11 USD).

BNB თავიდან გამოშვებული იქნა ERC-20 ტოკენის სახით (Ethereum პლატფორმაზე), თუმცა მოგვიანებით გადატანილი იქნა მთავარ BNB Chain-ზე. BNB-ის საწყის მთლიან რაოდენობად განსაზღვრული იყო 200,000,000 მონეტა, თუმცა მონეტების წვის რეგულარული ღონისძიებების შედეგად, ეს მარაგი თანდათან მცირდება. BNB მონეტის წვის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, უყურეთ ამ ვიდეოს Binance Academy-ზე.
BNB მრავალი დანიშნულებით გამოიყენება, თუმცა Binance Exchange ეკოსისტემის ფარგლებში, ის წარმოადგენს utility ტოკენს, რომელიც მომხმარებელს ვაჭრობის საკომისიოების გადახდის დროს ფასდაკლების მიღების საშუალებას აძლევს. ფასდაკლებების გრაფიკის სანახავად, გაეცანით ამ სტატიას. უფრო მეტი, საკომისიოების სტრუქტურა ცვალებადია და განისაზღვრება ვაჭრობის მოცულობის (30 დღის) და ანგარიშის დონის მიხედვით (დეტალები იხილეთ ამ გვერდზე).
გარდა ტრეიდერების მიერ ვაჭრობის საკომისიოებზე ფასდაკლებების მისაღებად გამოყენებისა, BNB-ები ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მოგზაურობის ხარჯების დასაფარად (მაგალითად სასტუმროების და ფრენების დასაჯავშნად), ვირტუალური საჩუქრების საყიდლად, საკრედიტო ბარათის გამოყენებით ვაჭრობისას და მრავალი სხვა დანიშნულებით
ასევე თქვენ შეგიძლიათ მისი გაცემა შემოწირულებების სახით Binance Charity Foundation (BCF) პროექტის დახმარებით. BNB ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ BNB Chain-ზე და Binance-ის დეცენტრალიზებულ ბირჟაზე (DEX) გაზის საკომისიოების გადასახდელად. თუ არ იცით, თუ პირდაპირ როგორ შეიძინოთ BNB, გადადით Binance ბირჟაზე.
პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.