მთავარი
ლექსიკონი
უსაფრთხო აქტივების ფონდი მომხმარებლებისთვის (SAFU)

უსაფრთხო აქტივების ფონდი მომხმარებლებისთვის (SAFU)

SAFU

უსაფრთხო აქტივების ფონდი მომხმარებლებისთვის (SAFU) წარმოადგენს საგანგებო სადაზღვევო ფონდს, რომელიც დაარსებულ იქნა Binance-ის მიერ 2018 წლის ივლისში და მისი დანიშნულებაა მომხმარებლის აქტივების დაცვა. ფონდის დაარსების დროს, Binance-მა გამოყო პროცენტული წილი სავაჭრო საკომისიოებიდან, რათა გაეზარდა მისი აქტივები სათანადო დონემდე, მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

უსაფრთხო აქტივების ფონდის ღირებულება 2022 წლის 29 იანვრისთვის შეადგენდა 1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც საწყის ფასზე იყო დაფუძნებული. ფონდის ღირებულება ცვალებადია და დამოკიდებულია ბაზარზე. SAFU ფონდის საფულეები შეიცავს შემდეგ ვალუტებს: BNB, BTC, USDT და TUSD.

SAFU საფულეების მისამართები:

SAFU-ს ისტორია

არაგეგმური ტექნიკური მომსახურების დროს, ჩანპენგ ჟაომ (CZ), Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, Tweeter-ზე გამოაქვეყნა შემდეგი შეტყობინება:

აქტივები უსაფრთხოდაა

ამის შემდეგ, CZ რეგულარულად იყენებდა ფრაზას „აქტივები უსაფრთხოდაა“, რითაც მომხმარებლებს არწმუნებდა მათი სახსრების უსაფრთხოებაში.

2018 წელს, კონტენტ-კრეატორმა Bizonacci-მ, YouTube-ზე ატვირთა ვიდეო, სახელწოდებით „Funds Are Safu“. ვიდეო სწრაფად გახდა პოპულარული და ვირუსულ მიმად იქცა. მას შემდეგ, საზოგადოებაში დამკვიდრდა ფრაზა „Funds are SAFU“.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.