რა არის Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა როგორ ავიცილოთ თავიდან?
მთავარი
სტატიები
რა არის Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა როგორ ავიცილოთ თავიდან?

რა არის Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა როგორ ავიცილოთ თავიდან?

გამოქვეყნებული Apr 23, 2024განახლებული Jul 8, 2024
6m

მთავარი დეტალები

  • კრიპტო სივრცეში, airdrop არის ზოგადი მარკეტინგული სტრატეგია, რომელსაც იყენებენ პროექტები მომხმარებლებისთვის უფასო ტოკენების დასარიგებლად. ეს ზოგადად წარმოადგენს პროექტის ცნობადობის გაზრდისა და კრიპტოვალუტის დანერგვის წახალისების საშუალებას.

  • Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობები არის კრიპტო სივრცეში გავრცელებული თაღლითური სქემები, რომლითაც ხდება მომხმარებლების მოტყუება უფასო ტოკენების ან მონეტების დაპირებით, თუმცა მათი ძირითადი მიზანია მომხმარებლების კრიპტო ჰოლდინგების მოპარვა.

  • ამ სტატიაში განხილულია Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობების არსი, მათი მოქმედების ზოგადი მეთოდები და თუ როგორ შეგიძლიათ საკუთარი თავის და აქტივების დაცვა თაღლითებისგან.

შესავალი

ბოლო წლებში airdrop გახდა კრიპტოვალუტების პროექტების მიერ ფართოდ გამოყენებადი მარკეტინგული სტრატეგია და ის გამოიყენება მათი ტოკენების განაწილებისთვის პოტენციურ მომხმარებლებსა და ინვესტორებზე. თუმცა, airdrop-ის პოპულარობის ზრდასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობის შემთხვევების რაოდენობა. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა, როგორ მოქმედებს ის, როგორ შეიძლება მისი ამოცნობა და რაც ყველაზე მთავარია, როგორ შეგიძლიათ თქვენი და კრიპტო აქტივების დაცვა ამ ტიპის თაღლითობისგან.

რა არის Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა?

Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა ეხება კრიპტოვალუტის მომხმარებლების მოტყუების მიზნით შექმნილ სქემებს, რომლის ფარგლებშიც მათ სთავაზობენ ყალბ airdrop-ებს – რაც წარმოადგენს ტოკენების ან მონეტების პოტენციურ გაჩუქებას. თაღლითები იყენებენ უფასო ტოკენების მიმზიდველობის პრინციპს, რათა მოატყუონ დამწყები და გაუთვიცნობიერებელი მომხმარებლები, რათა მათ თავიანთი კრიპტო საფულეები დააკავშირონ მავნე ვებსაიტებთან, გადაურიცხონ აქტივები თაღლითებს ან გაამჟღავნონ სენსიტიური ინფორმაცია.

როგორ მუშაობს Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობა

Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობების უმეტესობა მოიცავს რაიმე სახის ფიშინგის მეთოდს, რომელიც მომხმარებლებს იტყუებს მავნე ვებსაიტებზე. მოდით განვიხილოთ რამდენიმე გავრცელებული მეთოდი.

airdrop-ის ყალბი პრომოაქცია

თაღლითები ქმნიან ლეგიტიმური airdrop-ის მსგავს ფიშინგის ვებსაიტებს და აკეთებენ მის რეკლამირებას სხვადასხვა არხებით, მათ შორის სოციალური მედიის, ელექტრონული ფოსტისა და მესიჯების გაგზავნის პლატფორმების საშუალებით. მათი მიზანია მომხმარებლებს მოტყუებით გაამჟღავნებინონ სენსიტიური ინფორმაცია ან ყალბ საიტებთან დააკავშირებინონ თავიანთი კრიპტო საფულეები. 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი იტყუებენ მომხმარებლებს უფასო ტოკენების დაპირებით airdrop-ში მონაწილეობის სანაცვლოდ. როგორც კი მომხმარებლები გამოიჩენენ ინტერესს, თაღლითებს შეუძლიათ მოითხოვონ მათი პერსონალური ინფორმაცია, საფულის მისამართები ან თუნდაც პირადი გასაღებები airdrop-ის მიღების მიზნით. თუმცა, ტოკენების მიღების ნაცვლად, მსხვერპლმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მისი საფულე ცარიელი ან გატეხილია.

იმიტაცია

თაღლითები თავს ასაღებენ ცნობილ კრიპტოვალუტის ბირჟების წარმომადგენლებად ან ინფლუენსერებად, რათა მოიპოვონ ნდობა და მოატყუონ მსხვერპლი თაღლითურ airdrops-ში ჩათრევის მიზნით. თაღლითებს ასევე შეუძლიათ ლეგიტიმური ანგარიშები გატეხვა, რათა გამოიყენონ ამ ანგარიშების ფოლოვერები საკუთარი მიზნისთვის.

კრიპტოს ან NFT-ების (არაჩანაცვლებადი ტოკენების) მიღება მოთხოვნის გარეშე

ფრთხილად იყავით, თუ თქვენს საფულეში აღმოაჩენთ აქტივებს, რომლებიც არასოდეს გიყიდიათ ან არ მოგითხოვიათ. თაღლითებმა შეიძლება გადარიცხონ კრიპტო ან NFT-ები მომხმარებლების საფულეებში მავნე ვებსაიტების პოპულარიზაციის მცდელობის მიზნით. როგორც წესი, მომხმარებლებს შეუძლიათ თაღლითური ვებსაიტის მოძებნა ბლოკ ექსპლორერზე საკუთარი საფულის შემოწმებით ან ის შეიძლება იყოს NFT სურათის ნაწილი, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მათ საფულეში.

გაითვალისწინეთ, რომ მსხვერპლმა შეიძლება ასევე დაკარგოს აქტივები თაღლითებისგან მიღებული ტოკენების გაყიდვის ან გადარიცხვის მცდელობისას. თუ თქვენ მიიღებთ საეჭვო ტოკენებს, ნუ ეცდებით მათ გაყიდვას ან მათ რაიმე სახით გამოყენებას.

Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობის გამოვლენა

აქ მოცემულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება პოტენციური airdrop-ების შეფასების დროს:

1. არარეალური დაპირებები: უფრთხილდით airdrop-ებს, რომლებიც გვპირდებიან საეჭვოდ დიდი ოდენობით ჯილდოს ან მოგების მიღებას თქვენი მხრიდან ყოველგვარი ძალისხმევისა და ინვესტიციის გარეშე.

2. საეჭვო მოთხოვნები: გამოიჩინეთ სიფრთხილე, თუ airdrop თქვენგან მოითხოვს საფულის ვებსაიტთან დაკავშირებას ან ისეთი სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნებას, როგორიცაა პირადი გასაღებები, აღდგენის ფრაზები ან პერსონალური მონაცემები.

3. გამჭვირვალობის ნაკლებობა: დეტალურად შეისწავლეთ airdrop-ის პროექტები, რომელთაც არ აქვთ საკმარისი დოკუმენტაცია, whitepaper-ები ან კარგი რეპუტაციის მქონე გუნდის წევრები.

4. ფიშინგის მცდელობები: გამოიჩინეთ ყურადღება ფიშინგის ტაქტიკების მიმართ, მათ შორის ყალბი ვებსაიტების, ელ. ფოსტისა და სოციალური მედიის ანგარიშების მიმართ, რომლებიც თავს ასაღებენ ლეგიტიმურ პროექტებად ან ინფლუენსერებად.

airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობის მაგალითები

ქვემოთ მოყვანილ მაგალითში მსხვერპლი იღებს NFT-ს და ტოკენის დასახელებაში ჩასმულია თაღლითის ვებსაიტი.

ქვემოთ მოცემულია თაღლითური NFT-ების მაგალითები, რომლებიც დაურიგდათ Solana-ს მომხმარებლებს და რითიც მოხდა მათი მოწვევა ყალბ airdrop-ებში მონაწილეობის მისაღებად. ეს მოხდა ზუსტად Jupiter-ის ლეგიტიმური airdrop-ის შემდეგ.

როგორ ავიცილოთ თავიდან Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობები

გამოიყენეთ Burner საფულეები

Burner საფულე არის კრიპტო საფულე, რომელსაც თქვენ ქმნით ერთჯერადი გამოყენებისთვის, რისი წყალობითაც შეგიძლიათ სარისკო ოპერაციების განხორციელება. ის განკუთვნილია მხოლოდ მცირე რაოდენობის კრიპტოვალუტის გამოყენებისთვის, რაც შეამცირებს თქვენს ზარალს რაიმე პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.

ჩაატარეთ საფუძვლიანი მოკვლევა

Airdrop-ში მონაწილეობას მიღებამდე, ჩაატარეთ პროექტის, მისი გუნდის წევრებისა და მისი მიზნების საფუძვლიანი მოკვლევა. გადაამოწმეთ airdrop-ის ლეგიტიმურობა ოფიციალური წყაროების შემოწმებით, როგორიცაა პროექტის ვებსაიტი, სოციალური მედიის არხები და კარგი რეპუტაციის მქონე კრიპტოვალუტის ფორუმები.

სიფრთხილით მოეპყარით პირად ინფორმაციას

არასოდეს გაუმჟღავნოთ თქვენი პირადი გასაღებები, აღდგენის ფრაზები ან სხვა სენსიტიური ინფორმაცია უცნობ ან არასანდო პირებს. ლეგიტიმური airdrop-ებში მონაწილეობისთვის მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა არ ხდება. თუ ვინმე მოგთხოვთ პერსონალურ ინფორმაციას, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან ეს შეიძლება იყოს თაღლითების მიერ განხორციელებული ფიშინგის მცდელობა.

გადაამოწმეთ ავთენტურობა

ყურადღებით გადაამოწმეთ airdrop-ის განცხადებებისა და პრომოაქციების ავთენტურობა ოფიციალური არხებით. ყურადღება მიაქციეთ ლეგიტიმურობის ნიშნებს, როგორიცაა ოფიციალური ბრენდინგი, მკაფიო საკომუნიკაციო არხები და მხარდაჭერა კარგი რეპუტაციის მქონე კრიპტოვალუტის საზოგადოების მიერ.

იყავით ინფორმირებული და ყურადღებით

იყავით ინფორმირებული airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობების გავრცელებული ტაქტიკების შესახებ და გამოიჩინეთ ყურადღება პოტენციური საფრთხეების მიმართ. იყავით ინფორმირებული კრიპტოვალუტის სივრცეში უახლესი მოვლენების შესახებ და შეიტყვეთ თქვენი აქტივების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

შეტყობინების გაგზავნა და მოქმედება

დაუყოვნებლივ გააგზავნეთ შეტყობინება ნებისმიერ საეჭვო აქტივობის შესახებ

საეჭვო airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობის ან სხვა თაღლითური აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში, შეატყობინეთ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, როგორიცაა კრიპტოვალუტის ბირჟები, მარეგულირებელი ორგანოები ან სამართალდამცავი უწყებები. თაღლითობის შესახებ დაუყონებლივ შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ საკუთარი თავი და საზოგადოების სხვა წევრები შემდგომი ზიანისგან.

დაიცავით თქვენი აქტივები

საეჭვო ან სახიფათო აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში:

  • მიიღეთ სასწრაფო ზომები თქვენი აქტივების დასაცავად.

  • გადაიტანეთ თქვენი აქტივები უსაფრთხო საფულეში ან მაღალი დონის უსაფრთხოების მქონე სავაჭრო პლატფორმაზე.

  • თქვენი ანგარიშების არაავტორიზებული წვდომისგან დასაცავად იფიქრეთ უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციების გააქტიურებაზე, როგორიცაა ორფაქტორიანი ავტორიზაცია (2FA).

დასკვნა

Airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კრიპტოვალუტის მომხმარებლებს, მაგრამ ინფორმირებულობის, სიფხიზლისა და პროაქტიული ზომების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათგან გამოწვეული ზიანის ეფექტურად შემცირება. თაღლითების მიერ გამოყენებული ტაქტიკის გაგებით, მნიშვნელოვანი ფაქტორების იდენტიფიცირებით და თქვენი აქტივების დასაცავად საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით, თქვენ შეძლებთ კრიპტოვალუტის სფეროში მოქმედებას თავდაჯერებულობითა და სიმშვიდით. დაიმახსოვრეთ, airdrop-თან დაკავშირებული თაღლითობების თავიდან აცილების გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ იყოთ ინფორმირებული, გამოიჩინოთ სიფრთხილე და ენდოთ მხოლოდ კარგი რეპუტაციის მქონე წყაროებს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.