განმეორებითი სტეიკინგი

განახლებული Sep 18, 2026

რა არის განმეორებითი სტეიკინგი?

განმეორებითი სტეიკინგი გულისხმობს სტეიკინგზე განთავსებული კრიპტოაქტივების – უმეტესწილად ETH-ის – ხელახლა გამოყენებას დამატებითი სერვისებისა თუ ქსელების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამის სანაცვლოდ, განმეორებითი სტეიკინგისთვის გამოყენებული აქტივების მეშვეობით, სტანდარტულ სარგებელთან ერთად, შესაძლებელი ხდება დამატებითი ჯილდოების მიღებაც, თუმცა ამ ყველაფერს შესაბამისი რისკებიც ახლავს თან.

აღნიშნული კონცეფციის ფართოდ გავრცელება Ethereum-ის პროტოკოლთან, EigenLayer-თან ასოცირდება. თუმცა, განმეორებითი სტეიკინგის მსგავსი მიდგომები დღეს უკვე სხვა პროტოკოლებსა და ქსელებშიც აქტიურად გამოიყენება, მათ შორის ETH-ის გარდა სხვა აქტივებისთვისაც.

სტეიკინგზე განთავსებული აქტივით მხოლოდ ძირითადი ქსელის დაცვის ნაცვლად, განმეორებითი სტეიკინგი ამავე აქტივის მეშვეობით სხვა სისტემების მხარდაჭერის შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს, რასაც აქტიური ვალიდაციის სერვისები (AVS-ები) ეწოდება. ეს შეიძლება მოიცავდეს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მონაცემთა ხელმისაწვდომობის შრეები, oracle-ები და ბლოკჩეინ ხიდები, რომლებიც საკუთარ ეკონომიკურ უსაფრთხოებას საჭიროებს.

როგორ მუშაობს განმეორებითი სტეიკინგი

ზოგადი თვალსაზრისით, ხდება მომხმარებლის ან პროტოკოლის მიერ სტეიკინგზე განთავსებული აქტივების განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლში, მაგალითად, EigenLayer-ში დამატება და მათი ერთ ან რამდენიმე AVS-ში ჩართვა. ამის შემდეგ ოპერატორები აღნიშნულ სტეიკინგის აქტივებს ზემოაღნიშნული სერვისების ფუნქციონირების ხელშეწყობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იყენებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ სტეიკინგის ერთი და იმავე აქტივი ახლა უკვე რამდენიმე სისტემას უჭერს მხარს, შესაძლებელი ხდება ჯილდოების სხვადასხვა გზით მიღება. აღნიშნული პროცესი ხშირად მოიხსენიება, როგორც უსაფრთხოების საერთო არქიტექტურა, რადგან ახლად შექმნილ სერვისებს შეუძლიათ ნდობის არსებული საბაზისო მოდელით ისარგებლონ, სრულიად ახალი მოდელის შექმნის საჭიროების გარეშე.

ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ტოკენები (LRT-ები)

ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ტოკენი, ანუ LRT, არის ტოკენი, რომელსაც იღებთ მაშინ, როდესაც პროტოკოლი თქვენს ნაცვლად ახორციელებს აქტივების განმეორებით სტეიკინგს და ამავდროულად უზრუნველყოფს მათი ლიკვიდურობის შენარჩუნებას. აღნიშნული მოდელი მეორე შრის დამატებით აფართოებს ლიკვიდურობის სტეიკინგის კონცეფციას. თქვენ მიერ ETH-ის ან ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენის დეპოზიტზე განთავსების შემდეგ, პროტოკოლი ახორციელებს მათ განმეორებით სტეიკინგს, თქვენ კი სანაცვლოდ იღებთ LRT-ს, რომელიც ადასტურებს თქვენს უფლებებს ძირითად პოზიციასა და შესაბამის ჯილდოებთან დაკავშირებით.

რადგან LRT ტოკენი მხარდაჭერილია სასურველი მიმართულებით გადატანის შესაძლებლობით, მისი გამოყენება შესაძლებელია ვაჭრობისთვის, ასევე სესხის ან უზრუნველყოფის სახით დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სხვა აპლიკაციებში, ძირითადი სტეიკინგის აქტივის მუშაობის პარალელურად. სწორედ ეს წარმოადგენს აღნიშნული მოდელის მთავარ უპირატესობას – განმეორებითი სტეიკინგის ჯილდოებზე წვდომა აქტივების სრული დაბლოკვის საჭიროების გარეშე.

გასათვალისწინებელი რისკები

განმეორებითი სტეიკინგი უზრუნველყოფს დამატებითი ჯილდოების მიღების შესაძლებლობას, თუმცა, ამავდროულად, ზრდის პოტენციური რისკების ალბათობასაც. აღნიშნულ რისკებს შორისაა სლეშინგი: ოპერატორის ან სერვისის მიერ მოქმედი წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს განმეორებით სტეიკინგზე განთავსებული აქტივის ღირებულების წილის ჩამოჭრა ჯარიმის სახით. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სმარტ კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკებიც, გამომდინარე იქიდან, რომ განმეორებითი სტეიკინგი ხორციელდება კონტრაქტის რამდენიმე შრის მეშვეობით, სადაც ბაგები შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალის გამომწვევ მიზეზად იქცეს.

ამასთან, LRT-ები დაკავშირებულია ლიკვიდურობის და მიბმის გაუქმების რისკებთანაც, ბაზრის მაღალი დატვირთვის პირობებში საბაზისო აქტივზე დაბალი ღირებულებით ვაჭრობა და LRT-ის უზრუნველყოფის სახით გამოყენება ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დამატებითი რისკების გამომწვევ მიზეზად შესაძლოა იქცეს. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული რისკები, მიმდინარე პროცესებზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ერთობლივად მოქმედებს, მოსალოდნელი შედეგებიც შესაძლოა საკმაოდ ცვალებადი იყოს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.