BNSOL

რა არის BNSOL?

Binance Staked SOL (BNSOL) გახლავთ სავაჭრო ტოკენი რომელიც წარმოადგენს თქვენს სტეიკინგში გამოყენებულ SOL-ს. ეს არის ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი, რომელსაც Binance სთავაზობს მომხმარებლებს, რომლებიც ახორციელებენ Solana-ს (SOL) სტეიკინგს პლატფორმაზე. 
ტრადიციული სტეიკინგისგან განსხვავებით, სადაც ხდება ტოკენების დაბლოკვა, BNSOL საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შეინარჩუნონ ლიკვიდურობა და ამავდროულად მოიპოვონ სტეიკინგის ჯილდოები. BNSOL შექმნილია მოქნილობისა და სარგებლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ტოკენი სხვადასხვა DeFi აქტივობის ფარგლებში, როგორიცაა ვაჭრობა, სესხები ან ლიკვიდურობის უზრუნველყოფა, მათი აქტივების დაბლოკვის გარეშე.

როგორ მუშაობს BNSOL

  1. SOL-ის სტეიკინგი Binance-ზე: მომხმარებლები Binance-ზე SOL-ის სტეიკინგის განხორციელების სანაცვლოდ იღებენ BNSOL ტოკენებს.
  2. სტეიკინგის ჯილდოების მოპოვება: სტეიკინგის ჯილდოები დროთა განმავლობაში ავტომატურად იზრდება.
  3. გატაანის მოქნილი მეთოდი: მომხმარებლებს შეუძლიათ BNSOL-ის კვლავ SOL-ზე გადაცვლა განახლებული კონვერტაციის კოეფიციენტის საფუძველზე, რომლის განახლებაც, როგორც წესი, ყოველ ორ დღეში ერთხელ ხდება. გაითვალისწინეთ, რომ გატანას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს.

BNSOL-ის ძირითადი უპირატესობები

  • ლიკვიდურობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა: ტრადიციული სტეიკინგისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არ ხდება BNSOL ტოკენების დაბლოკვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ლიკვიდურობა და ამავდროულად მოიპოვონ სტეიკინგის ჯილდოები.
  • კაპიტალის ეფექტურობა: BNSOL-ის გამოყენება შესაძლებელია ვაჭრობებისთვის, თანხების გასესხებისთვის, სესხებისთვის და სხვა DeFi აქტივობებისთვის Solana-ს ქსელზე.
  • გამოყენების სიმარტივე: Binance-ზე განხორციელებული პროცესები მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლებზე, შესაბამისად სტეიკინგის პროცესიც გამოირჩევა სიმარტივით.

რატომ უნდა გამოვიყენოთ BNSOL?

BNSOL უზრუნველყოფს SOL-ის ეფექტურად გამოყენების და პარალელურად სტეიკინგის ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობას. მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა DeFi აპლიკაციის ფარგლებშიც, რაც მას ხელსაყრელ ვარიანტად აქცევს იმ სუბიექტებისთვის, რომელთაც სურთ სარგებლის მიღება და ამავდროულად საკუთარ ფინანსებზე წვდომის შენარჩუნება.