მავნე პროგრამა

განახლებული Sep 18, 2026

რა არის მავნე პროგრამა?

მავნე პროგრამა წარმოადგენს ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას თუ კოდს, რომელიც სპეციალურად კომპიუტერულ სისტემებსა და ქსელებში შეღწევის, მათი დაზიანების ან მათზე უნებართვო წვდომის მოპოვების მიზნით იქმნება.

მავნე პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს სისტემაზე უნებართვო და, როგორც წესი, მომხმარებლისგან ფარული წვდომა წარმოადგენს. მავნე პროგრამის გამოყენება მრავალი სხვადასხვა მიზნითაა შესაძლებელი, მათ შორისაა მონაცემების მოპარვა, გამოძალვა, ჯაშუშობა, სისტემის მუშაობის შეფერხება, დისტანციური მართვა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება.

მავნე პროგრამების ტიპები

მავნე პროგრამა უნივერსალური ტერმინია, რომელიც სხვადასხვა ტიპის საზიანო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მიმართებაში გამოიყენება. ამის გავრცელებული მაგალითებია:

  • გამომძალველი პროგრამები: აღწევს სისტემაში და ახორციელებს ფაილების ან მყარი დისკის დაშიფვრას, რის შემდეგაც ფიზიკურ პირებს თუ ორგანიზაციებს მონაცემებსა და სისტემებთან წვდომის აღდგენის შესაძლებლობა მხოლოდ გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ ეძლევათ.
  • Keylogger-ები: თვალყურს ადევნებენ და აგზავნიან კლავიატურაზე აკრეფილ მონაცემებს, როგორც წესი, ისეთი სენსიტიური ინფორმაციის მოპოვების მიზნით, როგორიცაა პაროლები, მომხმარებლის სახელები და ფინანსური მონაცემები.
  • ტროიანები: სასარგებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან მაქსიმალურად მიმსგავსებული მავნე პროგრამები, რაც მომხმარებლებს მათი ჩამოტვირთვისკენ უბიძგებს. დაინსტალების შემდეგ, ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვა მავნე პროგრამების ჩატვირთვის ან სენსიტიური მონაცემების მოპოვების მიზნით.
  • Spyware: აკვირდება და აგროვებს თაღლითობის მსხვერპლის აქტივობის მონაცემებს, რის შემდეგაც ამ ინფორმაციას, მომხმარებლის ცოდნისა და თანხმობის გარეშე, მესამე პირს გადასცემს.
  • Worm-ები: მავნე პროგრამები, რომლებიც ავტომატურად მრავლდება, ვრცელდება ქსელში და მოიხმარს სისტემურ რესურსებს. ვირუსული პროგრამებისგან განსხვავებით, Worm-ები არ არის მიმაგრებული კონკრეტულ ფაილებზე და სისტემებს შორის გადაადგილება ადამიანის ჩარევის გარეშეც შეუძლია.
  • მავნე სარეკლამო პროგრამები: იწვევს კომპიუტერზე გადაჭარბებული ოდენობით სარეკლამო კონტექსტური ფანჯრების გახსნას, როგორც წესი, შემოსავლის გენერირების მიზნით. ის ხშირად სხვა პროგრამებთან ერთად ფარულად იტვირთება და სისტემას დამატებითი მავნე პროგრამების მიმართ უფრო დაუცველს ხდის.
  • ბოტნეტები: ვირუსების შემცველი კომპიუტერების ქსელები, რომელთაც თავდამსხმელი აკონტროლებს ისეთი საერთო მავნებლური მიზნების შესაბამისად გამოყენებისთვის, როგორიცაა სერვისზე წვდომის შეზღუდვის შეტევის განხორციელება ან სპამის გაგზავნა.
  • რუტკიტები: უზრუნველყოფს სისტემის ადმინისტრატორის უფლებების მითვისებას მავნე პროგრამების დამალვის მიზნით, რაც საგრძნობლად ართულებს მათ ამოცნობასა და წაშლას.
  • Wiper-ები: უზრუნველყოფს შესაბამის კომპიუტერსა თუ ქსელში შენახული ყველა მონაცემის წაშლას. მათ ძირითადად დივერსიის ან მონაცემების მოპარვის შემდეგ კვალის არევის მიზნით იყენებენ.
  • კრიპტოჯეკინგი: კრიპტოვალუტების მაინინგის მავნე პროგრამა, რომელიც კომპიუტერის რესურსებს კრიპტოვალუტების მაინინგის მფლობელის ნებართვის გარეშე განხორციელების მიზნით იყენებს.

რატომ არის მავნე პროგრამების შესახებ ინფორმაციის ფლობა მნიშვნელოვანი კრიპტოვალუტების სივრცეში

კრიპტოვალუტის მომხმარებლები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყვნენ მავნე პროგრამების გარკვეული ტიპების მიმართ. უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი ეფექტური პრაქტიკის შემუშავებამ, როგორიცაა საიმედო ანტივირუსული პროგრამის გამოყენება და საეჭვო ბმულების თავიდან აცილება, შესაძლოა შეამციროს მავნე პროგრამებით ინფიცირების რისკი.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.