მთავარი
ლექსიკონი
ფიბონაჩის ხაზები

ფიბონაჩის ხაზები

რა არის ფიბონაჩის ხაზები?

ფიბონაჩის ხაზები გახლავთ ტექნიკური ანალიზის (TA) პოპულარული ინსტრუმენტის კომპონენტი, რომელიც გამოიყენება ტრეიდერების მიერ მხარდაჭერის და რეზისტენტობის პოტენციური დონეების განსაზღვრის მიზნით ფინანსურ ბაზრებზე. 

ინსტრუმენტს საფუძვლად უდევს ფიბონაჩის რიცხვითი მიმდევრობა, სადაც ყოველი მომდევნო რიცხვი წარმოადგენს წინა ორი რიცხვის ჯამს. ტრეიდერები იყენებენ ამ რიცხვითი მიმდევრობით მიღებულ კონკრეტულ კოეფიციენტებს (23,6%, 38,2%, 50%, 61,8% და 100%), რომლითაც ხდება ფასების შესაძლო შებრუნების ან კონსოლიდაციის დონეების განსაზღვრა ტენდენციის ფარგლებში.

რა არის ფიბონაჩის ხაზები?

ფიბონაჩის რიცხვითი მიმდევრობა იწყება 0-ით და 1-ით, ხოლო ყოველი მომდევნო რიცხვი წარმოადგენს წინა ორი რიცხვის ჯამს. მაგალითად:

 0, 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34 და ა.შ.

ვაჭრობისას არ ხდება რიცხვითი მიმდევრობის პირდაპირ გამოყენება; ნაცვლად ამისა, ხდება ძირითადი კოეფიციენტების (23,6%, 38,2%, 50% და 61,8%) მიღება რიცხვითი მიმდევრობის შემადგენელ კომპონენტებს შორის არსებული მათემატიკური კავშირების საფუძველზე. კოეფიციენტი 61,8%, რომელსაც ხშირად „ოქროს კოეფიციენტს“ უწოდებენ, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობის მატარებელია ფინანსურ ბაზრებზე.

როგორ გამოიყენება ფიბონაჩის ხაზები ვაჭრობისას?

ფიბონაჩის ხაზები წარმოადგენს ფასების დიაგრამაზე დატანილ ჰორიზონტალურ ხაზებს, რომლითაც მონიშნულია მხარდაჭერის (სადაც მოსალოდნელია ფასების ვარდნის შეწყვეტა) ან რეზისტენტობის (სადაც მოსალოდნელია ფასების ზრდის შეწყვეტა) შესაძლო დონეები. 

ტრეიდერები ამ დონეების მეშვეობით განსაზღვრავენ ფასების შესაძლო ცვლილებებს ტენდენციის ფარგლებში. აი როგორ მუშაობს ეს მექანიზმი:

  1. მოახდინეთ ფასების დიაგრამაზე მნიშვნელოვნად დაბალი და მაღალი მაჩვენებლების იდენტიფიკაცია.

  2. მიმართეთ ფიბონაჩის ხაზების ინტრუმენტი მაღალიდან დაბალი მაჩვენებლისკენ (დაღმავალი ტენდენციის შემთხვევაში) ან დაბალიდან მაღალი მაჩვენებლისკენ (აღმავალი ტენდენციის შემთხვევაში).

  3. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით მოხდება დიაგრამაზე არსებული ფიბონაჩის ძირითადი დონეების ავტომატურად მონიშვნა.

ამ მაგალითში ფასი იზრდება უდაბლესი მაჩვენებლიდან (471,30$) 793,86$-მდე. ფიბონაჩის ხაზების ინსტრუმენტის მეშვეობით ხდება ხაზის დონეების გამოთვლა არჩეული დიაპაზონის ფარგლებში (დაბალიდან მაღალი მაჩვენებლისკენ, აღმავალი ტენდენციის შემთხვევაში). ანალიზის მიხედვით, წყვეტილი ხაზები შესაძლოა ასახავდეს სამომავლო მხარდაჭერის ან რეზისტენტობის დონეს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოხდეს ყველა დონის გათვალისწინება, ტრეიდერები ყველაზე დიდ მნიშვნელობას ოქროს კოეფიციენტს ანიჭებენ (0,618). ამ შემთხვევაში, ოქროს კოეფიციენტი მიუთითებს იმაზე, რომ 594,52$ არის ძირითადი დონე, რომელიც სავარაუდოდ შეითავსებს მხარდაჭერის ან რეზისტენტობის მაჩვენებლის ფუნქციას.

რატომ იყენებენ ტრეიდერები ფიბონაჩის ხაზების ინსტრუმენტს?

ფიბონაჩის ხაზების მეშვეობით ტრეიდერებს ეძლევათ შესვლის და გამოსვლის შესაძლო წერტილების ამოცნობის შესაძლებლობა კრიპტოვალუტის ბაზრის მერყეობის პირობებში. ეს ინსტრუმენტი განსაკუთრებით ეფექტურია შემდეგი მიზნებით გამოყენებისას:

  • ფასის ვარდნის პროგნოზირება: ფასის კორექტირების დროს ხაზის დონეები მიუთითებს შებრუნების პოტენციურ წერტილებზე.
  • Stop loss-ების განსაზღვრა: ტრეიდერებმა შესაძლოა ეს დონეები stop-loss შეკვეთების მხარდაჭერის ძირითად დონეებთან მაქსიმალურად მიახლოებულ პოზიციებზე განსათავსებლად გამოიყენონ.
  • Take-profit ზონებთან დაკავშირებული გეგმების შემუშავება: ისეთი დონეები, როგორიცაა 38,2% და 61,8% ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება სამიზნე მოგების განსაზღვრის მიზნით.

ფიბონაჩი და სხვა ინდიკატორები

მიუხედავად იმისა, რომ ფიბონაჩის ხაზების ინსტრუმენტი გამოირჩევა ეფექტურობით, ის არ იძლევა უტყუარ ინფორმაციას. ბევრი ტრეიდერი მას სხვა ტექნიკურ ინსტრუმენტთან ერთად იყენებს, როგორიცაა მოძრავი საშუალო, RSI, ტენდენციის ხაზები და მოცულობის ანალიზი, რაც უფრო ზუსტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ ფიბონაჩის ხაზის დონე ემთხვევა მოძრავ საშუალოს ან ტენდენციის ძირითად ხაზს, მაღალია ფასის მოცემულ დონეზე ფასის რეაგირების ალბათობა.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.