Beta (კოეფიციენტი)
Beta კოეფიციენტი არის აქტივის
მერყეობის და ფასის მოძრაობის საზომი მთლიან ბაზართან ან არჩეულ
ბენჩმარკთან შედარებით.
ფინანსების სფეროში Beta გამოიყენება იმის შესაფასებლად, თუ რა დონეზე შეიძლება გაზარდოს ინვესტიციამ პორტფოლიოს რისკი და არა იმის განსაზღვრისთვის, თუ რა დონის რისკია კონკრეტულად ამ აქტივთან დაკავშირებული. ბენჩმარკი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ზოგადი საბაზრო
ინდექსი, ასევე კონკრეტული პორტფოლიო.
თუ მთლიან ბაზარს საკუთარ თავთან შეადარებთ, Beta-ს მნიშვნელობა ზუსტად 1 იქნება. როდესაც ხდება ცალკეული აქტივის შედარება ბაზართან, როგორ წესი, მისი Beta 1-ზე ნაკლებია ან მეტიამაღალი ან დაბალია. თითოეული დიაპაზონი მიუთითებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოიქცეს აქტივი და როგორი შეიძლება იყოს მისი
ინვესტიციიდან მოგების სავარაუდო მაჩვენებელი.
თუ Beta 1-ზე მეტია: აქტივი, როგორც წესი, უფრო მერყევია, ვიდრე ბაზარი და მისი ფასი ბაზრის ფასის სიახლოვეს მოძრაობს. იზი ზარალი ან მოგება შესაძლოა უფრო მაღალი იყოს ბენჩმარკთან შედარებით.
თუ Beta 1-ის ტოლია: აქტივის ფასი, როგორც წესი, ბაზრის ფასის დონეზე მოძრაობს.
თუ Beta 1-ზე ნაკლებია (ან უარყოფითია): აქტივი შეიძლება ბაზარზე ნაკლებად მერყევი იყოს, ან მისი ფასის მოძრაობა შეიძლება ბაზრის ფასის მოძრაობასთან სრულ თანხვედრაში არ იყოს.
პორტფოლიოს მენეჯერებს შეუძლიათ გამოითვალონ აქტივის Beta, რათა განსაზღვრონ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ აქტივმა მათ მფლობელობაში არსებული აქტივების საერთო რისკის პროფილზე, რაც დაეხმარება მათ
აქტივების განაწილების ოპტიმიზაციაში.
აღსანიშნავია, რომ Beta ეფუძნება ფასების ისტორიულ მონაცემებს, ამიტომ ის აღწერს, თუ როგორ მოძრაობდა აქტივი წარსულში, და არა იმას, თუ როგორ იმოძრავებს ის მომავალში.
ეს კონცეფცია ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს კრიპტოვალუტის ბაზრებზე. ამ შემთხვევაში ბენჩმარკად ხშირად
Bitcoin გამოიყენება, შესაბამისად, ტრეიდერს შეუძლია გამოითვალოს სხვა
ალტკოინების Beta მათი შედარებით Bitcoin-ის ფასთან და მერყეობასთან.
ასევე შეიძლება შეფასდეს Bitcoin-ის მერყეობა მისი ფასის ოქროსთან ან ტრადიციულ
საფონდო ბირჟის ინდექსებთან შედარების მეშვეობით. მიღებული Beta შეგვიძლია გამოვიყენოთ იმის განსაზღვრისთვის, მოძრაობს თუ არა Bitcoin-ის ფასი ამ ბაზრების ფასების დონის სიახლოვეს, თუმცა წარსულში დაფიქსირებული კორელაციები არ იძლევა მომავალი ქცევის ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას.