რა არის Data Network (DATA)?

რა არის Data Network (DATA)?

განახლებული Jul 21, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • Data Network (ყოფილი Story) წარმოადგენს ბლოკჩეინ ქსელს, რომელიც შექმნილია ინტელექტუალური საკუთრებისა და ვერიფიცირებული მონაცემების პროგრამირებადი ბაზრის უზრუნველყოფის მიზნით; აღნიშნულ ქსელზე ლიცენზირებისა და ჰონორარის გადახდების ავტომატიზაციის მიზნით სმარტ კონტრაქტები გამოიყენება.

  • მისი მრავალბირთვიანი არქიტექტურა მოიცავს ინტელექტუალური საკუთრებისთვის (IP) განკუთვნილ აღსრულების შრეს, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი და ინტელექტუალური აქტივების რეგისტრაციის, მფლობელობისა და ეკონომიკური ურთიერთობების მართვას. ქსელის ადგილობრივი ტოკენი DATA (ყოფილი IP) გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების, სტეიკინგისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ოპერაციების განსახორციელებლად.

  • 2026 წლის ივლისში პროექტმა განახორციელა რებრენდინგი Story Protocol-იდან DATA Foundation-ზე, რის შედეგადაც ყურადღებამ ძირითადად ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის განკუთვნილ ვერიფიცირებულ მონაცემებზე გადაინაცვლა.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

Data Network თავდაპირველად Story-ს სახელწოდებით შეიქმნა, ხოლო მისი მიზანი ინტელექტუალური საკუთრების (IP) უფლებების მართვის გამარტივება და IP-ისთვის ღია, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება იყო. 2026 წლის ივლისში განხორციელდა Story-ს რებრენდინგი და მას Data Network ეწოდა, რისი მიზეზიც მსხვილი ტრადიციული ბრენდების მხრიდან წინააღმდეგობა გახდა, რომლებიც მკაცრად იცავდნენ საკუთარ IP უფლებებს და ეწინააღმდეგებოდნენ ღია ლიცენზირების პრინციპებს. ამჟამად Data Network ორიენტირებულია ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის განკუთვნილ მონაცემებზე, რადგან AI მოდელების სწავლებისთვის გამოყენებულ მონაცემთა ბაზებზე, სადაც ყველა შესაბამისი უფლება დაცულია, მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.

რა არის Data Network?

Data Network წარმოადგენს ბლოკჩეინ ქსელს, რომელიც შექმნილია ინტელექტუალური საკუთრებისა და ვერიფიცირებული მონაცემებისთვის. იგი უზრუნველყოფს უნივერსალურ, ღია ლეჯერს, სადაც შემოქმედებითი ნამუშევრები, სამეცნიერო მონაცემები, მანქანური სწავლების მოდელები და სხვა ინტელექტუალური აქტივები შეიძლება დარეგისტრირდეს, როგორც ადგილობრივი ციფრული აქტივები.

მფლობელობისა და ლიცენზიის ხელშეკრულებების აღრიცხვის მიზნით ცენტრალიზებულ ორგანოზე დაყრდნობის ნაცვლად, Data Network შემოქმედებსა და ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, დააწესონ პროგრამირებადი წესები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მათი IP-ის გამოყენება, გაზიარება ან მონეტიზაცია. შედეგად, მესამე მხარეებს შეუძლიათ აღნიშნულ აქტივებზე წვდომის მოპოვება ავტომატიზებული პირობებით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების გარეშე.

როგორ მუშაობს Data Network?

მრავალბირთვიანი არქიტექტურა

Data Network იყენებს მრავალბირთვიან აღსრულების მექანიზმს. მთავარი ბირთვი თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM), რაც დეველოპერებს ქსელზე მათთვის ნაცნობი პრინციპით მომუშავე დეცენტრალიზებული აპლიკაციების გაშვების საშუალებას აძლევს. ინტელექტუალური საკუთრების (IP) ცალკეული ბირთვი აკონტროლებს IP-აქტივების on-chain რეგისტრაციის, ლიცენზირებასა და მფლობელობასთან დაკავშირებულ პროცესებს.

IP-ბირთვი ახორციელებს აქტივების რთული გრაფების ტრეკინგს, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ შეიქმნა ან უკავშირდება ერთი IP-აქტივი მეორეს. აღნიშნული მიდგომა ქსელზე ჰონორარების ავტომატურად და მაქსიმალურად გამჭირვალე პრინციპით დაანგარიშებისა და ავტორებსა და მონაწილეებს შორის განაწილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

Proof of Creativity პროტოკოლი

Proof of Creativity (PoC) პროტოკოლი დაფუძნებულია IP-ბირთვზე. იგი მოქმედებს, როგორც ღია რეპოზიტორია, რომელიც აღრიცხავს თითოეული IP-აქტივის სრულ ისტორიას, მისი შექმნის, ნებისმიერი სახის ცვლილების, გაფართოებისა თუ კომერციული გამოყენების ჩათვლით.

PoC უზრუნველყოფს ლიცენზირების პროგრამირებად მოდულებს, რომლებიც IP-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს, გამოყენების კონკრეტული პირობები პირდაპირ კოდში ჩაწერონ. მაგალითად, ავტორს შეუძლია დაუშვას უფასო გამოყენება არაკომერციული პროექტების ფარგლებში, ხოლო კომერციული გამოყენებისთვის დააწესოს ჰონორარი. შემოსავლის განაწილების წესების აღსრულება ხორციელდება ავტომატურად, სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, ყოველგვარი შუამავლის საჭიროების გარეშე.

DATA ტოკენი

ადგილობრივი ტოკენი DATA (ყოფილი IP) წარმოადგენს გაცვლის საშუალებას Data Network-ის ქსელზე. იგი გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადასახდელად, სტეიკინგის მეშვეობით ვალიდატორების წასახალისებლად და IP-ის გამოყენებასთან დაკავშირებული ეკონომიკური ნაკადების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა ჰონორარების და ლიცენზირების საფასურის გადახდა.

DATA ტოკენი ასევე უზრუნველყოფს ქსელში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ტრანზაქციების განხორციელებას. ავტონომიურ AI აგენტებს შეუძლიათ გამოიყენონ იგი ლიცენზიების პირობების შეთანხმებისა და მომხმარებლების სახელით მონაცემთა ბაზებსა თუ მოდელებზე წვდომის საფასურის გადახდის მიზნით.

კროს-ჩეინ და off-chain ინტეგრაციები

Data Network უზრუნველყოფს კროს-ჩეინ კომუნიკაციას, რისი წყალობითაც IP-აქტივების გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ბლოკჩეინსა და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე ისე, რომ მფლობელმა არ დაკარგოს კონტროლი მათზე. იგი ასევე ახდენს oracle-ებისა და off-chain სერვისების ინტეგრაციას, რომელთა მეშვეობითაც ხდება IP-ის ავთენტურობის დადასტურება, საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებების ვალიდაცია და სამართლებრივი დავების გადაჭრა.

რებრენდინგი: Story-დან Data Network-მდე

2026 წლის ივლისში Story Protocol-მა განახორციელა რებრენდინგი DATA Foundation-ზე, ხოლო Story Network-ს Data Network ეწოდა. პროექტის ტოკენი, რომელიც მანამდე IP-ის სახელწოდებით იყო ცნობილი, DATA ტოკენად გარდაიქმნა 1:1 თანაფარდობით მიგრაციის გზით. რებრენდინგი დაკავშირებული იყო სტრატეგიულ ცვლილებებთან: Story Protocol ძირითადად ორიენტირებული იყო ინტელექტუალური საკუთრების პროგრამირებადობის უზრუნველყოფაზე, სათამაშო და გასართობ სივრცეში გამოყენების მიზნით, ხოლო DATA Foundation მთლიანად ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის განკუთვნილ ვერიფიცირებულ მონაცემებზეა ორიენტირებული.

ფონდის განმარტების თანახმად, რომ ღირებული მუსიკის, თამაშებისა და ბრენდების მფლობელი კომპანიები ეწინააღმდეგებოდნენ ღია ლიცენზირების მეთოდებს, რამაც შეზღუდა საწყისი, IP-ზე ორიენტირებული მოდელის დანერგვა. ამის საპირისპიროდ, ხელოვნური ინტელექტის სწავლებისთვის განკუთვნილ მონაცემებზე მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა.

რებრენდინგმა საფუძველი ჩაუყარა პარტნიორულ ურთიერთობას Kled-თან, რომელიც წარმოადგენს ნებაყოფლობითი თანხმობის პრინციპზე დაფუძნებულ ადამიანური მონაცემების უმსხვილეს პლატფორმას. აღნიშნული სიახლის შედეგად ქსელზე 1,5 მილიარდზე მეტი გამოსახულება, ვიდეო და ფაილი დაემატა. Kled-ის დამფუძნებელი ავი პატელი DATA Foundation-ს მონაცემთა მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა.

რებრენდინგის განხორციელებამდე არსებული მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია რა არის Story (IP)?, სადაც განხილულია პროექტის თავდაპირველი არქიტექტურა და ტოკენი.

გამოყენების გზები და დანიშნულება

Data Network-ი შექმნილია IP-სა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გამოყენების შემთხვევების ფართო სპექტრის მხარდასაჭერად.

  • უნივერსალური IP სავაჭრო ბირჟა: Data Network უზრუნველყოფს IP-ის მეშვეობით პირდაპირი, პროგრამირებადი peer-to-peer ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას, რაც მოიცავს ლიცენზირების, შემოსავლის განაწილებისა და წილის მფლობელობის შემთხვევებს. აღნიშნული მახასიათებელი განსაკუთრებით აქტუალურია შემოქმედებითი, მუსიკალური, ლიტერატურული ნამუშევრებისა და ხელოვნების ნიმუშებისთვის, რადგან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი სულ უფრო პოპულარული ხდება.

  • AI მოდელებისა და მონაცემთა ნაკრებების ბაზრები: ორგანიზაციებს შეუძლიათ Data Network-ზე დაარეგისტრირონ AI სწავლების მონაცემთა ნაკრებები, საბაზისო მოდელები და გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი სხვა ინსტრუმენტები, რაც მათ ლიცენზირებად აქტივებად გარდაქმნის. დეველოპერებს, რომლებიც ამ აქტივებს იყენებენ, ჰონორარების გადახდა ავტომატურ რეჟიმში შეუძლიათ. ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის საერთო მახასიათებლების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის კავშირი.

  • აგენტებზე დაფუძნებული კომერციული საქმიანობა: დამოუკიდებელ AI აგენტებს შეუძლიათ აწარმოონ მოლაპარაკებები, გასცენ ლიცენზიები და გადაიხადონ IP-აქტივების საფასური მომხმარებლების სახელით, ნდობის საჭიროების არმქონე პრინციპით. აღნიშნული მიდგომა აღმოფხვრის ხელშეკრულებების ხელით შედგენის საჭიროებას, AI აგენტების მასშტაბური ურთიერთქმედების ფონზე.

  • სამართლებრივი შესაბამისობა: პროგრამირებადი ლიცენზიებისა და off-chain დამოწმებების მეშვეობით, Data Network უზრუნველყოფს აღსრულებად შეთანხმებებსა და დავების გადაჭრას. მმართველობის შრე ასევე შეიძლება ფუნქციონირებდეს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მსგავსად, პროტოკოლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.

ხშირად დასმული შეკითხვები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული რა ტიპის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს Data Network?

ინტელექტუალური საკუთრების ტრადიციული სისტემები დაფუძნებულია ცენტრალიზებულ რეესტრებსა და იურიდიულ პროცესებზე, რომლებიც შესაძლოა ნელი და ძვირადღირებული აღმოჩნდეს. Data Network უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მართვის პროცესების on-chain სივრცეში გადატანას, რაც შემქმნელებს აქტივების რეგისტრაციის, ლიცენზირების პირობების კოდში ჩაწერის და ჰონორარის ავტომატურად მიღების საშუალებას აძლევს. აღნიშნული მიდგომა ამცირებს შუამავლების რისკს და IP ბაზრებს უფრო ხელმისაწვდომს ხდის.

რისთვის გამოიყენება DATA ტოკენი?

DATA წარმოადგენს Data Network-ის ადგილობრივ ტოკენს. იგი გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადახდის, ქსელის ვალიდატორების მხარდაჭერის მიზნით სტეიკინგზე განთავსების და ეკონიმიკური ტრანზაქციების განხორციელების მიზნით, რაც გულისხმობს ლიცენზირების საკომისიოებისა და ჰონორარების გადახდას. გარდა ამისა, ქსელის ფარგლებში ტოკენი AI აგენტების მიერ ტრანზაქციების მომხმარებლების ნაცვლად განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. DATA ტოკენმა ჩაანაცვლა ყოფილი IP ტოკენი 1:1 თანაფარდობით მიგრაციის გზით.

რა არის Proof of Creativity პროტოკოლი?

Proof of Creativity (PoC) წარმოადგენს Data Network-ის ინტელექტუალური საკუთრების (IP) ღია რეპოზიტორიას. მისი მეშვეობით ხდება აქტივის სრული ისტორიის ასახვა, შექმნის, დერივატიული პროცესებისა და კომერციული გამოყენების ჩათვლით. გარდა ამისა, აღნიშნული პროტოკოლი უზრუნველყოფს პროგრამირებადი ლიცენზიების აღსრულების შესაძლებლობას, ჰონორარების ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე განაწილების მიზნით.

როგორ უჭერს მხარს Data Network-ი ხელოვნურ ინტელექტს და მანქანურ სწავლებას?

Data Network უზრუნველყოფს AI სწავლების მონაცემთა ბაზებისა და მოდელების ლიცენზირებადი IP-აქტივების სახით დარეგისტრირების შესაძლებლობას. ხელოვნური ინტელექტის მოდელის სწავლების მიზნით მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული მონაცემთა ნაკრების გამოყენებისას, ლიცენზიის კოდში ჩაწერილი ჰონორართან დაკავშირებული წესების მეშვეობით ხდება მონაცემთა შემქმნელებისთვის განკუთვნილი ავტომატური გადახდების გააქტიურება. გარდა ამისა, AI აგენტებს DATA ტოკენების გამოყენება ლიცენზიებთან დაკავშირებული დამოუკიდებელი მოლაპარაკებების წარმოებისა და გადახდების განხორციელების მიზნით შეუძლიათ.

რა შეიცვალა IP ტოკენთან დაკავშირებით რებრენდინგის შემდეგ?

2026 წლის რებდენდინგის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც Story Protocol-ს DATA Foundation ეწოდა, განხორციელდა IP ტოკენის DATA-ზე კონვერტაცია 1:1 თანაფარდობით. ინტეგრაციები და ვალიდატორები შეუფერხებლად განაგრძობდნენ ფუნქციონირებას.

არის თუ არა Data Network თავსებადი სხვა ბლოკჩეინებთან?

დიახ. Data Network-ს გააჩნია კროს-ჩეინ კომუნიკაციის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ Data Network-ზე დარეგისტრირებული IP-აქტივების გამოყენება შესაძლებელია სხვა ბლოკჩეინ-ქსელებსა და DeFi პლატფორმებზე. აღნიშნული ურთიერთთავსებადობის მიზანია ქსელის საკუთარი ეკოსისტემის ფარგლებს გარეთ გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.

შეჯამება

Data Network-ის სტრატეგიული გადასვლა გასართობი სექტორის IP-დან AI სწავლებისთვის განკუთვნილ ვერიფიცირებულ მონაცემებზე, ხაზს უსვამს მის მიზანს - უპასუხოს იმ მზარდ მოთხოვნას, რომლის სრულფასოვნად ათვისებაც საწყისმა მოდელმა ვერ შეძლო. აღნიშნული ცვლილების შემდგომი ეფექტურობა დამოკიდებულია დეველოპერების მიერ ტექნოლოგიის ათვისებაზე, Kled-ის მსგავს მონაცემთა კომპანიებთან პარტნიორობის ხარისხსა და ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის კონვერგენციის ზოგად ტრაექტორიაზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.

პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.