რა არის BounceBit (BB)?
მთავარი
სტატიები
რა არის BounceBit (BB)?

რა არის BounceBit (BB)?

განახლებული Feb 12, 2025
6m

მთავარი დეტალები

BounceBit არის ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც აერთიანებს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანსების საუკეთესო მახასიათებლებს. ეს გახლავთ CeDeFi (ცენტრალიზებული-დეცენტრალიზებული ფინანსების) პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს რამდენიმე სტრატეგიისა და აქტივის მხარდაჭერის მქონე ეკოსისტემას, რომლის მთავარ მიზანსაც Bitcoin-ის გამოყენების გზების მრავალფეროვნების გაუმჯობესება, მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობების დემოკრატიზაცია და მომხმარებლებისთვის შემოსავლის მიღებისა და აქტივობებში ჩართვის ინოვაციური მეთოდების შეთავაზება წარმოადგენს. საკუთარი ადგილობრივი ტოკენის, BB ტოკენის მეშვეობით, BounceBit ერთმანეთთან აკავშირებს ინსტიტუციური დონის ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საცალო მოვაჭრეებს.

შესავალი

CeDeFi-ს დანერგვამ მკვეთრად შეცვალა მომხმარებლის მიერ ფინანსური სისტემების გამოყენების და მათი მეშვეობით სარგებლის მიღების პრინციპები. BounceBit-ს შემოაქვს სიახლეები ბლოკჩეინ-სივრცეში ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მექანიზმების გაერთიანების გზით. არ აქვს მნიშვნელობა გამოცდილი ტრეიდერი ხართ, მონაწილეობთ შემოსავლის ფარმინგში, ან უბრალოდ ცდილობთ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის შესწავლას, BounceBit შესაფერისი ვარიანტია ნებისმიერი სიტუაციისთვის.

რა არის BounceBit?

BounceBit გახლავთ CeDeFi პლატფორმა, რომელიც შექმნილია Bitcoin-ის გამოყენების გზების მრავალფეროვნების მაქსიმალურად გაუმჯობესების და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობებზე წვდომის დემოკრატიზაციის მიზნით. ის ფუნქციონირებს, როგორც რამდენიმე სტრატეგიის მხარდაჭერის მქონე აქტივების მართვის პლატფორმა, რომელიც თავის თავში აერთიანებს როგორც ცენტრალიზებული ფინანსების (CeFi), ისე დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ელემენტებს.

პლატფორმის ძირითად ელემენტებს შორისაა მისი ადგილობრივი ბლოკჩეინი, ორმაგი ტოკენების Proof-of-Stake (PoS) მექანიზმი და მაღალი სარგებლის მიღების პროდუქტების ფართო ასორტიმენტი. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ინსტიტუციური დონის ინსტრუმენტები და ამავდროულად ისარგებლონ ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისთვის დამახასიათებელი გამჭვირვალობითა და მოქნილობით.

2024 წლის თებერვლის ბოლოს BounceBit-მა შეძლო 6 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საწყისი კაპიტალის მოზიდვა. პროცესები განხორციელდა Blockchain Capital-ისა და Breyer Capital-ის ხელმძღვანელობით, აპრილში მათ შეუერთდა YZi Labs-იც (ყოფილი Binance Labs). საწყისი კაპიტალის მოზიდვითა და 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის TVL-ის მქონე სამუშაო პროდუქტის ფლობით, BounceBit იქცა პირველ პროექტად, რომელმაც მიაღწია TGE-ს Binance-ზე Megadrop-ის მეშვეობით, 2024 წლის მაისში.

BounceBit სერვისების უმეტესობა გადანაწილებულია BounceBit Portal-სა და BounceBit Chain-ს შორის. BounceBit Portal გახლავთ საცალო ვაჭრობაზე ორიენტირებული პლატფორმა, სადაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია ფინანსირების განაკვეთის არბიტრაჟის სტრატეგიები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სარგებლის მიღების პროდუქტებში. BounceBit Chain არის ორმაგი ტოკენების მხარდაჭერის მქონე PoS 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც მხარდაჭერილია BTC-ითა და BB-ით. ეს ბლოკჩეინი იყენებს Bitcoin-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს და სრულად თავსებადია EVM-თან. მისი უნივერსალური ეკოსისტემა, BounceClub გახლავთ AI-ით მხარდაჭერილი აგრეგატორი DeFi-სთვის, meme მონეტებისთვის და GameFi-სთვის.

როგორ მუშაობს BounceBit Portal?

BounceBit-ის ეკოსისტემაში სარგებლის გენერირება ხდება CeFi სტრუქტურის მეშვეობით, რომელიც ინტეგრირებულია პლატფორმის არქიტექტურაში. მომხმარებელთა მიერ TVL-ში აქტივების დამატების პროცესები იმართება რეგულირებული კასტოდიალური სერვისების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს შესაბამისობასა და უსაფრთხოებას. ამის შემდეგ, ხდება ამ აქტივების ასახვა Ceffu-ს MirrorX სერვისის მეშვეობით, რომელიც გახლავთ BounceBit-ის მიერ ინტეგრირებული ერთ-ერთი უმთავრესი სერვისი. მისი მეშვეობით ხდება ამ აქტივების onchain ხილვადობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

ძირითადი ფუნქციები

  1. შემოსავლის მიღების სტრატეგიები: პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ შესაძლებლობებს, იქნება ეს ავტომატიზებული საცავები თუ ხელით მართვადი სტრატეგიები.

  2. CeDeFi მაინინგი: „In and Out“ ფუნქციის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ BB ტოკენების მაინინგი, რისთვისაც საჭიროა ვაჭრობა ისეთ ცენტრალიზებულ ბირჟებზე, როგორიცაა Binance.

  3. კროს-ჩეინ თავსებადობა: LayerZero-ს ინტეგრირების გზით, BounceBit უზრუნველყოფს ურთიერთთავსებადობას, რაც მომხმარებლებს აძლევს აქტივების ერთდროულად რამდენიმე ბლოკჩეინზე მართვის საშუალებას.

  4. დელტა-ნეიტრალური სტრატეგიები: BounceBit მუშაობს გამოცდილ, პროფესიონალ რაოდენობრივი ანალიზის გუნდებთან, რომლებიც ახორციელებენ დელტა-ნეიტრალური ფინანსირების განაკვეთის არბიტრაჟის სტრატეგიების ინტეგრირებას მომხმარებელთათვის სარგებლის გენერირების მიზნით.

როგორ მუშაობს BounceBit Chain?

BounceBit Chain გახლავთ BounceBit CeDeFi ინფრასტრუქტურის ანგარიშსწორების შრე, რომელშიც გაერთიანებულია Bitcoin-ის უსაფრთხოების უმაღლესი დონე და Ethereum-ის მოქნილობა და პროგრამირებადობის შესაძლებლობები. აი როგორ მუშაობს ის:

1. ორმაგი ტოკენების Proof-of-Stake მექანიზმი

ბლოკჩეინი იყენებს ორმაგი ტოკენების PoS მოდელს, რომლის ფარგლებშიც ვალიდატორები ახორციელებენ Bitcoin-ის (BTC) და BounceBit-ის ადგილობრივი ტოკენის (BB) სტეიკინგს, ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ამ უნიკალურ სტრუქტურაში გამოყენებულია Bitcoin-ისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების უკონკურენტო დონე და ამასთან ერთად ხდება BounceBit ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებში ჩართულობის წახალისება.

2. სრული თავსებადობა EVM-სთან

დეველოპერებს აქვთ BounceBit Chain-ზე Ethereum-თან თავსებადი სმარტ კონტრაქტების განთავსების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მარტივ ინტეგრაციას არსებულ DeFi აპლიკაციებთან და ინსტრუმენტებთან. ეს თავსებადობა უზრუნველყოფს პროექტების BounceBit-ზე მარტივად გადმოტანის ან შექმნის შესაძლებლობებს.

3. გამტარუნარიანობისა და მასშტაბირებადობის მაღალი დონე

ბლოკჩეინი გამოირჩევა ტრანზაქციების გამტარუნარიანობის მაღალი დონით, სმარტ კონტრაქტების უსწრაფესად აღსრულების შესაძლებლობითა და ტრანზაქციების დაბალი საკომისიოებით. მასშტაბირებადობის ეს შესაძლებლობები უზრუნველყოფს მუშაობის მაღალ ეფექტურობას ისეთი მაღალი დონის პროდუქტებისთვის, როგორიცაა სტრუქტურირებული შემოსავლის მიღების სტრატეგიები და გეიმინგ აპლიკაციები.

4. კროს-ჩეინ ურთიერთთავსებადობა

LayerZero-სა და სხვა კროს-ჩეინ ტექნოლოგიებთან პარტნიორობის გზით, BounceBit Chain ქმნის აქტივებისა და მონაცემების სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის მარტივად გადატანის შესაძლებლობას. ეს ურთიერთთავსებადობა უზრუნველყოფს მომხმარებლების მიერ აქტივების მართვის და სტრატეგიების რამდენიმე ბლოკჩეინზე დანერგვის შესაძლებლობებს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.

5. დეცენტრალიზებული ანგარიშსწორების შრე

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ანგარიშსწორების დეცენტრალიზებული მოდელის Ceffu-ს მიერ უზრუნველყოფილი ინსტიტუციური დონის მეურვეობასთან გაერთიანებით, BounceBit Chain გვთავაზობს უსაფრთხო და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურას ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისთვის.

გამოყენების გზები

  • DeFi ინსტრუმენტები: ბლოკჩეინს აქვს მრავალი სხვადასხვა დეცენტრალიზებული ფინანსების აპლიკაციის მხარდაჭერა, რაც მოიცავს სტეიკინგს, სესხებს და შემოსავლის ფარმინგს.

  • GameFi და meme მონეტები: BounceBit Chain მხარს უჭერს BounceClub-ის Arcade და Meme Launchpad მოდულებს და გვთავაზობს პლატფორმას on-chain გეიმინგისა და ტოკენების შექმნის შესაძლებლობებით.

  • BTCFi: მომხმარებლებს შეუძლიათ Bitcoin-ის განმეორებითი სტეიკინგის განხორციელება BounceBit Chain-ზე და დამატებითი ჯილდოების მოპოვება, Bitcoin-ის სანდოობის ინტეგრირებით CeDeFi სტრუქტურაში.

BounceClub

BounceClub გახლავთ BounceBit Chain ეკოსისტემის ინტერაქტიული გეითვეი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ შესაძლებლობებს:

  1. Quanto: დეცენტრალიზებული უვადო სმარტ კონტრაქტი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს long და short კონტრაქტების გახსნის საშუალებას არაადგილობრივი აქტივებით ვაჭრობისთვის, რაც მოიცავს საფონდო ინდექსებსაც.

  2. AI Club: იყენებს AI ტექნოლოგიას მომხმარებელთათვის ფინანსური ანალიზების, ავტომატური სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მონაცემების საფუძველზე მიღების ინსტრუმენტების შეთავაზების მიზნით, რაც შედარებით რთული ფინანსური აქტივობების მარტივად განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.

  3. Meme Launchpad: პლატფორმა, სადაც კრეატორებს შეუძლიათ meme მონეტების გაშვება და მათი მეშვეობით ვაჭრობა. Meme Launchpad მომხმარებლებს სთავაზობს ინსტრუმენტებს, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ტოკენების შექმნა, ლიკვიდურობის მართვა და საზოგადოებების ჩამოყალიბება.

  4. Arcade: მოიცავს on-chain თამაშებს, როგორიცაა PvP Showdown და მომხმარებლებს სთავაზობს ჯილდოების მიღების სახალისო და საინტერესო შესაძლებლობებს.

რატომ არის BounceBit უნიკალური?

1. ლიკვიდურობის უზრუნველყოფის ტოკენები (LCT-ები)

BounceBit-ის ინოვაციური LCT-ები მომხმარებლებს CeFi-სა და DeFi-ს უპირატესობებით ერთდროულად სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მათი მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ ინსტიტუციური დონის საპროცენტო სარგებლის მიღება CeFi პლატფორმებისგან და პარალელურად ისეთ DeFi აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა სტეიკინგი და ფარმინგი.

2. ინსტიტუციური დონის სარგებელი

BounceBit ერთმანეთთან აკავშირებს ინსტიტუციური დონის ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საცალო მოვაჭრეებს. ისეთი პროდუქტებით, რომლებიც, როგორც წესი, დამახასიათებელია ტრადიციული ინსტიტუციებისთვის, მომხმარებლებს შეუძლიათ წვდომის მოპოვება მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობებზე, გამჭვირვალე და მარტივად გამოსაყენებელი ინტერფეისის მეშვეობით.

3. CeDeFi ანგარიშსწორების შრე

პლატფორმაზე გაერთიანებულია CeFi-სთვის დამახასიათებელი ლიკვიდურობა და უსაფრთხოება და DeFi-სთვის დამახასიათებელი გამჭვირვალობა და მოქნილობა. ეს კომბინაცია ქმნის უსაფრთხო, ნდობის საჭიროების არმქონე სივრცეს მომხმარებლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ სტრატეგიების დანერგვა და განხორციელება და აქტივების მართვა.

4. რამდენიმე აქტივის მაღალი დონის მხარდაჭერა

ისეთი აქტივების მხარდაჭერით, როგორიცაა BTC, ETH, BNB და SOL, BounceBit მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილობის მაღალ დონეს და საკუთარი პორტფოლიოების სხვადასხვა სტრატეგიის ფარგლებში დივერსიფიკაციის და ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს.

BB ტოკენი

BB გახლავთ BounceBit-ის ადგილობრივი აქტივი. BB მაქსიმალური მარაგია 2,1 მილიარდი აქტივი. ეს რიცხვი შეგნებულად არის არჩეული და დაკავშირებულია Bitcoin-ის საერთო მარაგთან, რომელიც წარმოადგენს 21 მილიონ ერთეულს. 

BB მონეტა BounceBit პლატფორმაზე რამდენიმე მიზნით გამოიყენება:

  • მომხმარებლებს შეუძლიათ BB-ის სტეიკინგის განხორციელება PoS ორმაგი ტოკენის სტეიკინგის მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში ჩართვის მიზნით.

  • მონეტა გამოიყენება ვალიდატორების ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესებში ჩართვის წახალისების მიზნით.

  • BB გახლავთ ტრანზაქციების განხორციელებისთვის და სმარტ კონტრაქტების აღსრულებისთვის გადასახდელი გაზის საკომისიოების დენომინაცია.

  • BB-ს გამოყენება შესაძლებელია on-chain მართვის პროცესებში მონაწილეობის მიზნით (მაგ., პროტოკოლის განახლებებთან დაკავშირებულ ხმის მიცემის პროცესებში მონაწილეობის მისაღებად).

  • ისეთ პროცესებში მონაწილე მომხმარებლებს, როგორიცაა ლიკვიდურობის მაინინგი, სტეიკინგი და სხვა on-chain აქტივობები, BB ტოკენები ჯილდოს სახით გადაეცემათ.

  • BB ტოკენები გამოიყენება მაღალი სარგებლის პროდუქტებთან, არაპრიორიტეტულ თანხებთან, ექსკლუზიურ შესაძლებლობებზე წვდომის ბილეთებთან მიმართებაში და აქტივების მართვის პროცესებში ჩართული პირების წახალისების საშუალებების სახით.

რა ელის BounceBit-ს მომავალში?

BounceBit, რომელიც ამჟამად CeDeFi პლატფორმას წარმოადგენს, გეგმავს გამოიყენოს საკუთარი უნიკალური ინფრასტრუქტურის მახასიათებლები და გარდაიქმნას TradFi პლატფორმად, რაც მომხმარებელს შესთავაზებს რეალური სამყაროს აქტივების (RWA-ების) რეალური დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. პლატფორმის მიზანია ერთმანეთთან დააკავშიროს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებასა და ინტეგრირებას.

1. TradFi და რეალური სამყაროს აქტივები (RWA-ები)

BounceBit მიზნად ისახავს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ფინანსების და ტრადიციული ფინანსური ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირებას, საკუთარ ეკოსისტემაში რეალური სამყაროს აქტივების ინტეგრირების გზით. ეს ქმნის ტოკენიზებულ აქტივებთან მიმართებაში მოქმედების ახალ შესაძლებლობებს საცალო და ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.

2. საერთაშორისო მასშტაბით გავრცელება და ბაზრის გაფართოება

უფრო ფართოდ გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, BounceBit გეგმავს გააძლიეროს პარტნიორული ურთიერთობები მსხვილ ბაზრებზე მოქმედ ფინანსურ დაწესებულებებთან და ტექნოლოგიურ პროვაიდერებთან, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც სულ უფრო იზრდება ბლოკჩეინის, როგორც ალტერნატიული ფინანსური სისტემის პოპულარობა.

3. შემოსავლის მიღების მაღალი დონის სტრატეგიები

პლატფორმა გეგმავს უფრო დახვეწილი ფინანსური პროდუქტების დანერგვას, როგორიცაა სტრუქტურირებული ოფციონები და რისკებზე მორგებული საცავები, მომხმარებელთა მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. ამ შეთავაზებების ფარგლებში მოხდება ავტომატიზაციისა და მაღალი დონის ანალიტიკის გაერთიანება, ოპტიმალური სარგებლის უზრუნველყოფის მიზნით.

4. ორიენტირება ინსტიტუციური და საცალო ვაჭრობის სინერგიაზე

CeDeFi ინფრასტრუქტურის გაფართოებით, BounceBit კიდევ უფრო გაუმარტივებს საცალო მოვაჭრეებს ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომას, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ინსტიტუციურ დონეზე მოქმედი მოთამაშეებისთვის, რაც ქმნის ბევრად უფრო ინკლუზიურ ეკოსისტემას.

შეჯამება

BounceBit იკავებს უნიკალურ პოზიციას და აერთიანებს CeFi-ს, DeFi-სა და ტრადიციული ფინანსური სივრცის მახასიათებლებს. ეფექტურობით გამორჩეული მისი მოდელის ფარგლებში წარმატებითაა ინტეგრირებული CeDeFi და იგეგმება RWA-ს ინტეგრაციაც. ეს გახლავთ დინამიური ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სიახლეების აღმოჩენის, თამაშებში ჩართვის და შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს. 

ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანსების მახასიათებლების გაერთიანებით, BounceBit ცდილობს სამომავლოდ უფრო ინკლუზიური და ინოვაციური ფინანსური სივრცის შექმნას. თუ თქვენ ეძებთ მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობებს ან ხართ ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელსაც სურს უმაღლესი დონის ფინანსური ტექნოლოგიებით სარგებლობა, BounceBit-ის უნივერსალური პლატფორმა შეძლებს თქვენი ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.