როგორ ხდება კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ვერიფიკაცია?

როგორ ხდება კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ვერიფიკაცია?

განახლებული May 6, 2026
7m

მთავარი დეტალები

  • კრიპტოვალუტის ტრანზაქციები იწერება საჯარო ლეჯერზე (ბლოკჩეინი), რაც ყველა ტრანზაქციას გამჭვირვალეს და უცვლელს ხდის.

  • ეს ტრანზაქციები მოწმდება და დასტურდება უამრავი კომპიუტერისგან შემდგარი ქსელის მიერ, რომელიც იყენებს კონსენსუსის მეთოდებს, როგორიცაა Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS).

  • 2022 წლის სექტემბერში Ethereum-მა Proof of Work-იდან Proof of Stake-ზე გადაინაცვლა; ეს ცვლილება ცნობილია როგორც The Merge, რომელმაც მნიშვნელოვნად შეამცირა ქსელის მიერ მოხმარებული რესურსების ოდენობა.

  • ტრანზაქცია დადასტურებამდე mempool-ში ინახება, სადაც ვალიდატორები და მაინერები თანმიმდევრობით ირჩევენ ტრანზაქციებს დამუშავებისთვის. ძირითად შემთხვევაში, პირველ რიგში შედარებით მაღალი საკომისიოების მქონე ტრანზაქციების დამუშავება ხდება.

  • კონსენსუსის მექანიზმები უზრუნველყოფს თაღლითობისა და ორმაგი ხარჯვის რისკების შემცირებას, პროცესებში შუამავალი ორგანიზაციების და ბანკების ჩარევის საჭიროების გარეშე.

Binance Academy-ის კურსების ბანერი

შესავალი

Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტების უმეტესობა ტრადიციული ფულისგან განსხვავებული პრინციპით მუშაობს, რადგან ამ დროს ტრანზაქციების გადასამოწმებლად და დასადასტურებლად არ არის საჭირო ბანკები ან შუამავალი ორგანიზაციები. ვერიფიკაციები საჯარო ლეჯერის - ბლოკჩეინის მეშვეობით ხორციელდება.

ბლოკჩეინი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც გიგანტური, საჯაროდ ხელმისაწვდომი ბლოკნოტი, რომლის დათვალიერება ყველას შეუძლია, თუმცა მასში ცვლილებების შეტანა კონსენსუსს მოითხოვს. ამ სტატიის მიზანია ახსნას, თუ როგორ ხდება კრიპტო ტრანზაქციების შემოწმება და დადასტურება ქსელის მიერ Proof of Work და Proof of Stake კონსენსუსის მექანიზმების გამოყენებით.

რა არის კრიპტოვალუტის ტრანზაქცია?

როდესაც კრიპტოვალუტას ვინმეს უგზავნით, თქვენ ქმნით ტრანზაქციას. ეს ტრანზაქცია აჩვენებს მონეტების გამგზავნი და მიმღები საფულეების მისამართებს, გაგზავნილი მონეტების რაოდენობას და ტრანზაქციის განხორციელების დროს. ტრანზაქცია წარდგენისთანავე იგზავნება ქსელზე, მისი შემოწმების და დადასტურების მიზნით.

როგორ ხდება ბლოკჩეინის ტრანზაქციების ვერიფიკაცია?

გაზიარება და შემოწმება

როდესაც თქვენ ახორციელებთ ტრანზაქციას, თქვენ იყენებთ თქვენს საფულის გასაღებებს ციფრული ხელმოწერის გენერირებისთვის. შემდეგ, თქვენი ტრანზაქციის მონაცემები და ხელმოწერა იგზავნება კომპიუტერების (ნოდების) დეცენტრალიზებულ ქსელში. ეს ნოდები ამოწმებენ თქვენი ხელმოწერის ვალიდურობას, საჭირო თანხების ხელმისაწვდომობას, ტრანზაქციის დეტალების სისწორეს და ქსელის წესებთან შესაბამისობას.

mempool

საწყისი შემოწმების დასრულების შემდეგ ტრანზაქცია გადადის mempool-ში (ვრცლად, memory pool). ეს გახლავთ ერთგვარი მოსაცდელი სივრცე, სადაც ვალიდური, თუმცა ჯერ დაუდასტურებელი ტრანზაქციები გადადის მოლოდინის რეჟიმში, სანამ მოხდება მათი შემდეგ ბლოკში დამატება. ვალიდატორები და მაინერები ირჩევენ ტრანზაქციებს დამუშავებისთვის. ძირითად შემთხევაში, პირველ რიგში ხდება იმ ტრანზაქციების დამუშავება, რომელთა საკომისიოებიც შედარებით მაღალია. ქსელზე მაღალი აქტივობის პერიოდებში, mempool შესაძლოა გადაიტვირთოს, რაც იწვევს პროცესების დროში შეფერხებას და საკომისიოების ზრდას.

როგორ ხდება ქსელში შეთანხმების მიღწევა

ქსელზე მიმდინარე პროცესებს არ მართავს ერთი, ცენტრალური რგოლი. ნაცვლად ამისა, ნოდები და ვალიდატორები მოქმედებენ საერთო წესების მიხედვით და საერთო შეთანხმების საფუძველზე ადასტურებენ ტრანზაქციებისა და ბლოკების ვალიდურობას. აღნიშნული შეთანხმების მიღწევა კონსენსუსის ალგორითმის მეშვეობით ხდება. აღნიშნული ალგორითმის ორი ყველაზე პოპულარული მაგალითია Proof of Work და Proof of Stake.

Proof of Work (PoW)

Proof of Work მექანიზმის ფარგლებში, მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან კომპლექსური მათემატიკურ ამოცანების ამოხსნაში. პირველი მაინერი, რომელიც ამოხსნის აღნიშნულ ამოცანას, მოიპოვებს ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის დამატების შესაძლებლობას და ბლოკის ჯილდოს. სხვა ნოდების მიერ ხება ტექნოლოგიის შემოწმება მის დადასტურებამდე. ხშირ შემთხევაში, მაინერები ერთობლივად მუშაობენ მაინინგის პულებში, ჯილდოების მოპოვების შანსების გაზრდის მიზნით. Proof of Work უზრუნველყოფს ქსელის დაცვას უმაღლესი დონით, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აღნიშნული მექანიზმი საჭიროებს დიდი ოდენობით ელექტროენერგიისა და გამომთვლელ სიმძლავრეს. მიუხედავად ამისა, Bitcoin დღემდე აღნიშნულ მექანიზმს იყენებს.

Proof of Stake (PoS)

Proof of Stake მექანიზმის ფარგლებში, როგორც წესი, ხდება ვალიდატორების შერჩევა მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული მონეტების რაოდენობის მიხედვით. რაც უფრო მეტია ვალიდატორის მიერ სტეიკინგზე განთავსებული მონეტების რაოდენობა, მით უფრო მეტია ალბათობა, რომ მოხდეს მათ მიერ ბლოკების შემოთავაზება ან ვალიდაცია, ქსელის ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე. ვალიდატორები მორიგეობით ახორციელებენ ბლოკებს შემოთავაზებასა და დადასტურებას. ვალიდატორის მიერ თაღლითური ქმედების განხორციელების მცდელობის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული მონეტების ჩამორთმევა, სლეშინგის მეთოდის გამოყენებით. PoS დღესდღეობით გამოიყენება Ethereum-ის მიერ (2022 წლის სექტემბრიდან, როდესაც განხორციელდა The Merge. აღნიშნულ მოვლენამდე ქსელი PoW მექანიზმს იყენებდა), BNB Chain, Solana და სხვა.

რატომ არის ვერიფიკაცია მნიშვნელოვანი?

ხშირ შემთხვევაში, ციფრული ვალუტების შექმნას ორი მოვლენა ართულებს:

  • ორმაგი ხარჯვა: ერთი და იმავე თანხის ერთდროულად ორი ან მეტი მიმღებისთვის გაგზავნა.

  • პროცესებში მართვის ცენტრალური რგოლების ჩართვის აუცილებლობა: თითოეული ტრანზაქციის ბანკების და სხვა კომპანიების მიერ ჩაწერის და დადასტურების აუცილებლობა.

ბლოკჩეინის შემთხვევაში აღნიშნული საჭიროებები არ არსებობს, რადგან ყველა ტრანზაქცია გამჭვირვალე და უცვლელია, რაც გამორიცხავს ერთი და იმავე კრიპტოს ორჯერ დახარჯვის შესაძლებლობას. ამასთან, ნაცლად მიმდინარე პროცესების ერთი კონკრეტული დაწესებულების მიერ კონტოლისა, ტრანზაქციების შესამოწმებლად ათასობით კომპიუტერი ერთობლივად მუშაობს, რაც სისტემას ჰაკერული შეტევებისგან და თაღლითობისგან უფრო დაცულს ხდის.

რა არის ბლოკჩეინის დადასტურება?

დადასტურება დადასტურება ხდება ყოველი ახალი ბლოკის კონკრეტული ტრანზაქციის შემცველ ბლოკჩეინზე დამატებისას. რაც უფრო მეტი დადასტურება აქვს ტრანზაქციას, მით უფრო რთულია მისი გაუქმება.

სხვადასხვა ბლოკჩეინზე დადასტურების სხვადასხვა რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ აღსრულებულად ჩაითვალოს. მაგალითად, Bitcoin-ის შემთხვევაში, იმისათვის, რომ ტრანზაქცია ჩაითვალოს ღირებულად, საჭიროა 3-6 დადასტურება, რადგან, რაც უფრო მეტია ახალი ბლოკების რაოდენობა, მით უფრო რთული ხდება ტრანზაქციის გაუქმება. Ethereum-ზე, კონკრეტული სერვისების შემთხვევაში, საჭიროა ბლოკების კონკრეტული რაოდენობის, ხოლო სხვა სერვისების შემთხვევაში დასრულების ეტაპამდე მიღწევა, რისთვისაც, სტანდარტულ პირობებში, მხოლოდ რამდენიმე წუთია საჭირო.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ხდება Bitcoin-ზე ტრანზაქციების ვერიფიკაცია?

როდესაც Bitcoin-ს აგზავნით, ხდება თქვენი ტრანზაქციის გაშვება ნოდების ქსელზე, თქვენი ციფრული ხელმოწერის და საკმარისი რაოდენობის ფინანსების არსებობის დადასტურების მიზნით. ვალიდური ტრანზაქციები გადაინაცვლებს mempool-ი, სადაც ხდება მაინერების მიერ მათი შერჩევა და ახალ ბლოკში დამატება. მას შემდეგ, რაც მაინერები ამოხსნიან კომპლექსურ მათემატიკურ ამოცანას, ისინი მოიპოვებენ ბლოკჩეინზე ახალი ბლოკის დამატების და ბლოკის ჯილდოს მიღების შესაძლებლობას. პლატფორმების უმეტესობის შემთხვევაში, საჭიროა 6 დადასტურება (რასაც დაახლოებით 1 საათი სჭრიდება), მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევა Bitcoin-ის ტრანზაქცია სრულად აღსრულებულად.

რა არის mempool?

mempool (memory pool) გახლავთ სივრცე, სადაც ხდება ვალიდური, თუმცა ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ტრანზაქციების განთავსება მოლოდინის რეჟიმში, სანამ აღნიშნულ ტრანზაქციას აირჩევს მაინერი ან ვალიდატორი შემდეგ ბლოკში დამატების მიზნით. როგორც წესი, პირველ რიგში ხდება შედარებით მაღალი საკომისიოს მქონე ტრანზაქციების დამუშავება. ქსელზე მაღალი აქტივობის პერიოდებში, mempool-ის გადატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს პროცესების დროში შეფერხება და ტრანზაქციების ზრდა, დროული დადასტურების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

რა განსხვავებაა Proof of Work-სა და Proof of Stake-ს შორის?

Proof of Work მექანიზმის შემთხვევაში საჭიროა მაინერების მიერ შესაბამისი გამომთვლელი სიმძლავრის გამოყენება კომპლექსური მათემატიკური ამოცანების ამოხსნის მიზნით. მაინერი, რომელიც პირველი ამოხსნის აღიშნულ ამოცანას, მოიპოვებს შემდეგი ბლოკის დამატების შესაძლებლობას. Proof of Stake მექანიზმის შემთხვევაში ხდება ვალიდატორების შერჩევა მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული კრიპტოვალუტების რაოდენობის მიხედვით, რაც აქრობს გამოთვლის პროცედურების განხორციელებისა და შესაბამისად, დიდი ოდენობით რესურსების მოხმარების საჭიროებას. როგორც წესი, PoS, ზოგადად მიჩნეულია უფრო სწრაფ და ენერგო-ეფექტურ მექანიზმად, ხოლო PoW უფრო უსაფრთხოდ. Bitcoin იყენებს PoW მექანიზმს, ხოლო Ethereum 2022 წლის სექტემბრიდან გადავიდა PoS-ის გამოყენებაზე.

არის თუ არა განსაზღვრული ტრანზაქციების დადასტურებების აუცილებელი რაოდენობა?

დადასტურებების საჭირო რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბლოკჩეინის მოთხოვნებსა და ტრანზაქციის ღირებულებაზე. როგორც წესი, Bitcoin-ის ტრანზაქციები აღსრულებულად ითვლება 6 დადასტურების შემდეგ (რასაც დაახლოებით 1 საათი სჭირდება. Ethereum-ის შემთხვევაში, რომელიც Proof of Stake მექანიზმს იყენებს, ტრანზაქცია საბოლოოდ აღსრულებულად ითვლება მისი ინიცირებიდან დაახლოებით 12 - 15 წუთის შემდეგ, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს არა დადასტურებების რაოდენობა, არამედ შემოწმების სისტემის პროცესების წარმატებით გავლა თამაშობს. ინდივიდუალური პლატფორმებს მოთხოვნებიდან გამომდინარე, შედარებით მცირე ან დაბალი ღირებულების ტრანზაქციების დამტკიცება შესაძლოა მოხდეს შედარებით დაბალი რაოდენობის დადასტურებებითაც.

შეიძლება თუ არა დადასტურებული კრიპტოვალუტის ტრანზაქციის გაუქმება?

ტრანზაქციის მიერ საკმარისი ოდენობის დადასტურებების მიღების შემდეგ მისი გაუქმება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. რაც უფრო მეტი ბლოკის დამატება ხდება ქსელზე თქვენი ტრანზაქციის შემდეგ, მით უფრო მეტი გამომთვლელი სიმძლავრის (PoW ქსელების შემთხვევაში) ან ფინანსების (PoS ქსელების შემთხვევაში) გამოყენებასთან ასოცირდება ჩანაწერებში ცვლილების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინის ძირეული რეორგანიზაცია თეორიულად შესაძლებელია, პრაქტიკაში ეს თითქმის შეუძლებლად მიიჩნევა ისეთი დამკვიდრებული ქსელებისთვის, როგორებიცაა Bitcoin და Ethereum ნორმალურ პირობებში მუშაობისას.

შეჯამება

ტრანზაქციების ვერიფიკაცია გახლავთ პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს კრიპტოვალუტების სანდოობას, მიმდინარე პროცესებში ცენტრალური მმართველი რგოლის ჩარევის საჭიროების გარეშე. Proof of Work მექანიზმის ფარგლებში მოხმარებული გამომთვლელი სიმძლავრისა თუ Proof of Stake მოდელის ფარგლებში გამოყენებული ფინანსების ხარჯზე, ხდება ქსელის დაცვა თაღლითური სქემებისა და ორმაგი ხარჯვის შემთხვევების ზემოქმედებისგან. ვერიფიკაციის პროცესების მუშაობს პრინციპის, მათ შორის აღნიშნულ პროცესებში mempool-ის, დადასტურების სიღრმის და კონსენსუსის მექანიზმებს შორის არსებული სხვაობების შესწავლით, შეძლებთ უკეთ გაიგოთ რის საფუძველზე ხდება სხვადასხვა საკითხის გადაჭრა და პროცესს აღსრულება სხვადასხვა ბლოკჩეინზე და როგორ მოქმედებს აღნიშნული ტრანზაქციების სიჩქარეზე, ღირებულებასა და უსაფრთხოებაზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ის პირობებს.