პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არაავტორიზებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ. წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Binance Loans გახლავთ პროდუქტი, რომელიც გთავაზობთ მხარდაჭერილი აქტივების ფართო ასორტიმენტს და სესხის მოქნილ პირობებს, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი კრიპტო მომხმარებლებისთვის.
პლატფორმა Binance Loans გთავაზობთ კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს, რომელთა გაანგარიშებაც საათობრივად ხდება. მსესხებლებს აქვთ შესაძლებლობა წინასწარ დაფარონ დავალიანება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე, რაც მინიმუმამდე ამცირებს ხარჯებს.
ლიკვიდაციის თავიდან ასაცილებლად და მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უზრუნველყოფის ცვალებადობასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება და სესხის რეგულარული მონიტორინგი.
რა არის Binance Loans?
Binance Loans მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აიღონ სესხები კრიპტოვალუტებში ან სტეიბლკოინებში მათ მფლობელობაში არსებული აქტივების უზრუნველყოფის სახით გამოყენების მეშვეობით. სერვისი მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებლებზე და სთავაზობს მათ მოქნილ პირობებს, კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს და მხარდაჭერილი აქტივების ფართო ასორტიმენტს, რაც მას ხელმისაწვდომს ხდის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი კრიპტო მომხმარებლებისთვის.
Binance-ის სესხების ტიპები
Binance მომხმარებლებს სთავაზობს სესხის სამი სხვადასხვა ტიპის პროდუქტს: სესხები მოქნილი პირობებით, სესხები ფიქსირებული განაკვეთებით და VIP სესხები. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ პროდუქტთან მიმართებაში მოქმედებს განსხვავებული წესები და პირობები. Binance Crypto Loans-ის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ეთანხმებით Binance Loans-ის წესებსა და პირობებს.
1. სესხები მოქნილი პირობებით
სესხები მოქნილი პირობებით უზრუნველყოფს მომხმარებელთა წვდომას ლიკვიდურობის უფრო მაღალ დონეზე საკუთარი კრიპტო ჰოლდინგებისთვის. უზრუნველყოფის სახით გამოყენებულია Binance Simple Earn მოქნილი აქტივები, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის სესხებისას მომხმარებელს შეუძლია მიიღოს APY ჯილდოები Binance Earn-ისგან, რაც ხელს უწყობს კაპიტალის ეფექტურობის დონის გაუმჯობესებას.
მოქნილი პირობების მქონე სესხების პროდუქტი გახლავთ იზოლირებული, ჭარბად უზრუნველყოფილი სესხი, რომელიც რჩება აქტიური მანამ, სანამ შესაძლებელია საჭირო უზრუნველყოფის შენარჩუნება. ეს ცნობილია, როგორც სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (LTV). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოქნილი პირობების მქონე სესხი დარჩება აქტიური მანამ, სანამ მომხმარებელი შეძლებს სესხის უზრუნველყოფის საჭირო კოეფიციენტის (LTV) შენარჩუნებას.
თქვენი LTV-ის მეტისმეტად გაზრდის შემთხვევაში მიიღებთ მარჟინ ქოლს უზრუნველყოფის გაზრდის ან LTV-ის შესამცირებლად დავალიანების დაფარვის საჭიროებასთან დაკავშირებით. ლიკვიდაციის თავიდან არიდების მიზნით, აუცილებელია LTV კოეფიციენტის მუდმივი მონიტორინგი.
მოქნილი პირობების მქონე სესხების გამოყენება შესაძლებელია Binance-ზე ვაჭრობის განხორციელების, Earn პროდუქტების გამოწერის, აქტივებში ინვესტირების და სხვა მიზნებისთვის. ამ სერვისს აქვს მრავალი სხვადასხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერა, მათ შორისაა ისეთი პოპულარული კრიპტოვალუტები, როგორიცაა bitcoin (BTC), ether (ETH), SOL, BNB და ისეთი სტეიბლკოინები, როგორიცაა USDT და USDC.
2. Binance-ის სესხები ფიქსირებული განაკვეთებით
ფიქსირებული განაკვეთების მქონე სესხები სთავაზობს მომხმარებელს უფრო მრავალფეროვან არჩევანს სტეიბლკოინების სესხებასთან და გასესხებასთან დაკავშირებით ფიქსირებული, პროგნოზირებადი განაკვეთებით. APR რჩება ფიქსირებული შეკვეთის მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ გამოცდილებას მსესხებლებისთვისა და მიმწოდებლებისთვის.
3. Binance-ის VIP სესხები
Binance-ის VIP სესხები გახლავთ ინსტიტუციური დონის სერვისი, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად Binance-ის VIP მომხმარებლებისთვის. VIP სესხებს აქვს როგორც ფიქსირებული, ისე მოქნილი განაკვეთების მხარდაჭერა და უზრუნველყოფს სხვადასხვა ანგარიშზე არსებული აქტივების გამოყენების შესაძლებლობას, კაპიტალის ეფექტურობის დონის გაუმჯობესების მიზნით.
როგორ გამოვიყენოთ Binance Loans
მაგალითის სახით განვიხილავთ Binance-ის სესხებს მოქნილი პირობებით, თუმცა პროცესი ანალოგიურად მიმდინარეობს სხვა პროდუქტებისთვისაც.
1. გახსენით Binance Loans. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე და გადადით ჩანართებზე [მეტი] - [სესხები].
2. აირჩიეთ სასურველი აქტივი. გამოიყენეთ ეკრანის მარჯვენა მხარეს მოცემული საძიებო ველი იმ აქტივის მოსაძებნად, რომელშიც გსურთ სესხის აღება.
3. აირჩიეთ სესხის ტიპი. აირჩიეთ სესხის ტიპი და მიუთითეთ თანხა. მონიშნეთ შესაბამისი ველი, თუ ეთანხმებით პირობებს და დასადასტურებლად დააწკაპუნეთ ღილაკზე [სესხის გააქტიურება].
გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომი სესხის თანხა განისაზღვრება თქვენ მიერ წარმოდგენილი უზრუნველყოფის ღირებულების საფუძველზე. როგორც წესი, Binance-ზე მოქმედებს პირობა, რომლის მიხედვითაც აუცილებელია, რომ უზრუნველყოფის ღირებულება აღემატებოდეს სესხის სასურველი თანხის ღირებულებას, რაც ქმნის უსაფრთხოების საჭირო დონეს თქვენი უზრუნველყოფის საბაზრო ღირებულების შემცირების შემთხვევაში.
4. მიიღეთ თანხა. Binance ავტომატურად გადარიცხავს ნასესხებ თანხას თქვენი ანგარიშის ბალანსზე. მოქნილი პირობების მქონე სესხების გამოყენება შესაძლებელია Binance-ზე ვაჭრობის განხორციელების, Earn პროდუქტების გამოწერის, აქტივებში ინვესტირების და სხვა მიზნებისთვის.
5. თვალი ადევნეთ თქვენს სესხებს. თქვენი აქტიური სესხების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვას შეძლებთ ჩანართში [მიმდინარე შეკვეთები].
გარდა ამისა, შესაძლებელია LTV კოეფიციენტის რეგულირება უზრუნველყოფის დამატებით ან წაშლით.
6. დაფარეთ სესხის დავალიანება. Binance-ის სესხის დავალიანების დაფარვა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. დასაწყებად საჭიროა ღილაკზე [დავალიანების დაფარვა] დაწკაპუნება.
სესხის დავალიანების დაფარვა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, დაფარვის ვადის დადგომამდეც კი. თუ გსურთ მოქნილი პირობების მქონე სესხით სარგებლობა, შეგიძლიათ შეცვალოთ დასაფარი დავალიანების ოდენობა, ან წინასწარ დაფაროთ დავალიანება ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.
სესხის დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ, თქვენ მიერ წარდგენილი უზრუნველყოფა უკან დაგიბრუნდებათ.
გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებთ უზრუნველყოფის საჭირო დონის შენარჩუნებას (LTV კოეფიციენტი) ან სესხის დავალიანების შესაბამის ვადამდე დაფარვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), Binance მოახდენს თქვენი უზრუნველყოფის ლიკვიდაციას დარჩენილი დავალიანების დაფარვის მიზნით.
როგორ უნდა გამოიყენოთ Binance Loans უსაფრთხოდ
Binance Loans-ის სერვისით სარგებლობის დაწყებამდე აუცილებელია მასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება. შესაძლოა თქვენი უზრუნველყოფის ღირებულება შეიცვალოს და მისი მეტისმეტად შემცირების შემთხვევაში, დაკარგოთ თქვენი აქტივები. ლიკვიდაციის თავიდან არიდების მიზნით აუცილებელია ბაზრის და თქვენი სესხის სტატუსის მუდმივი მონიტორინგი. ასევე, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ თქვენი სესხების LTV კოეფიციენტი.
აუცილებელია მაქსიმალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ Binance Loans-ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფინანსური პროდუქტის გამოყენებისას. სესხის სახით უნდა აიღოთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რომლის დაფარვის შესაძლებლობაც გაქვთ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული თქვენი მთლიანი პორტფოლიოს უზრუნველყოფის სახით გამოყენება. ბაზარზე არსებული პირობების თქვენი საჭიროებების საწინააღმდეგოდ შეცვლით გამოწვეული ზარალის რისკების შესამცირებლად შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი აქტივების დივერსიფიკაცია.
შეჯამება
Binance Loans ეფექტური ინსტრუმენტია კრიპტოვალუტების მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ წვდომა ლიკვიდურობაზე, ან აქვთ საკუთარი აქტივების მეშვეობით კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესების სურვილი. Binance Loans მომხმარებლებს სთავაზობს მოქნილ პირობებს, მხარდაჭერილი აქტივების ფართო ასორტიმენტს და კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთებს, რაც მას უნივერსალურ ინსტრუმენტად აქცევს სხვადასხვა ფინანსური საჭიროებისთვის.
თუმცა, მნიშვნელოვანია გამოიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა Binance Loans-ის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფინანსური პროდუქტის გამოყენებისას და შეისწავლოთ მასთან დაკავშირებული რისკები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვების გვერდები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.