Nakamoto Consensus
Nakamoto Consensus არის
ბლოკჩეინის ქსელების პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინის მდგომარეობის შესახებ შეთანხმების მისაღწევად ცენტრალური მართვის რგოლის გარეშე. მისი საშუალებით ქსელის ყველა მონაწილე თანხმდება ბლოკჩეინის ერთი ვერსიის გამოყენებაზე, რითიც ხდება მისი მთლიანობის შენარჩუნება და ისეთი პრობლემების თავიდან აცილება როგორიცაა
ორმაგი ხარჯვა და
51%-ით შეტევა:. ამ კონსენსუსის მექანიზმის სახელი მომდინარეობს
Bitcoin-ის შემქმნელის ფსევდონიმისგან
სატოში ნაკამოტოსგან.
Proof of Work (PoW)
Proof of Work არის Nakamoto Consensus-ის ძირითადი კომპონენტი. ეს მოიცავს რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნას ბლოკჩეინზე ახალი ბლოკების დამატების მიზნით. ამ ამოცანების ამოხსნისთვის,
მაინერები იყენებენ გამომთვლელ სიმძლავრეს, ხოლო პირველი მაინერი, ვინც შეძლებს კონკრეტული ამოცანის ამოხსნას, მიიღებს ბლოჩეინზე შემდეგი ბლოკის დამატების და
ბლოკის ჯილდოს მიღების უფლებას.
ბლოკის სირთულე
ამოსახსნელი მათემატიკური ამოცანების
სირთულის რეგულირება ავტომატურად ხდება. ეს უზრუნველყოფს ახალი ბლოკების დამატების სტაბილურ სიჩქარეს, რაც Bitcoin-ის შემთხვევაში არის ერთი ბლოკი ყოველ 10 წუთში. მაინერების რაოდენობის და შესაბამისად, გამომთვლელი სიმძლავრის (
ჰეშრეიტი) ზრდის შემთვევაში, ასევე იზრდება მათემატიკური ამოცანების სირთულე, რათა შენარჩუნდეს ბლოკების დამატების სტაბილური სიჩქარე.
ბლოკის ჯილდოები და წახალისებები
გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ, მაინერები ჯილდოვდებიან ახლად შექმნილი Bitcoin-ებით და
ტრანზაქციის საკომისიოებით. ეს სტიმულები მაინერებს აძლევს მოტივაციას გამოიყენონ საკუთარი გამომთვლელი სიმძლავრე ქსელის უწყვეტი ფუნქციონირების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
დეცენტრალიზაცია
Nakamoto Consensus მოქმედებს ცენტრალური მართვის რგოლის გარეშე. მისი მუშაობა ეფუძნება მთელს მსოფლიოში განაწილებული მაინერებისა და
ნოდების დეცენტრალიზებულ ქსელს. ეს დეცენტრალიზაცია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბლოკჩეინის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში.
ტრანზაქციის ქსელში გავრცელება: თუ მომხმარებელი გადაწყვეტს ტრანზაქციის განხორციელებას, ის მას აგზავნის ქსელში. შემდეგ კომპიუტერული ნოდები ამუშავებენ ამ ტრანზაქციას და ახორციელებენ მათ ვერიფიკაციას.
ტრანზაქციის ვერიფიკაცია: ნოდები ამოწმებენ, შესრულდა თუ არა ტრანზაქცია ქსელის წესების დაცვით და აქვს თუ არა მომხმარებელს საკმარისი ბალანსი. ვერიფიკაციის შემდეგ შესაძლებელია ამ ტრანზაქციის დამატება ბლოკში.
ბლოკში დამატება: მაინერები აგროვებენ ვერიფიცირებულ ტრანზაქციებს და აერთიანებენ მათ ბლოკებში. შემდეგ ისინი იწყებენ ამ ბლოკთან დაკავშირებული Proof of Work ამოცანების ამოხსნას.
Proof of Work ამოცანების ამოხსნა: მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან მათემატიკური ამოცანის ამოხსნაში (
ჰეშირება). პირველი მაინერი, რომელიც ამოცანას ამოხსნის, მიღებულ შედეგს აგზავნის ქსელში.
ბლოკის დამატება: სხვა ნოდები ამოწმებენ მაინერის მიერ მიღებულ შედეგს. მისი სისწორის დადასტურების შემთხვევაში, ხდება ახალი ბლოკის დამატება ბლოკჩეინზე. ეს ბლოკი ხდება ბლოკჩეინის ბოლო ჩანაწერი და მაინერები იწყებენ მუშაობას შემდეგ ბლოკზე.
ბლოკჩეინის უწყვეტი ზრდა: დროთა განმავლობაში ბლოკჩეინი იზრდება და მისი თითოეული ბლოკი დაკავშირებულია წინა ბლოკთან კრიპტოგრაფიის საშუალებით. ამით იქმნება უსაფრთხო და გაყალბებისგან დაცული ბლოკების ჯაჭვი, ანუ ბლოკჩეინი.
ნდობის საჭიროების არარსებობა: Nakamoto Consensus-ის მეშვეობით, ქსელში მონაწილე მომხმარებლებს შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება ერთმანეთის ან ცენტრალური რგოლის ნდობის საჭიროების გარეშე. პროტოკოლი უზრუნველყოფს მხოლოდ ვალიდური ტრანზაქციების დადასტურებას.
უსაფრთხოება: Proof of Work მექანიზმის, სირთულის კორექტირებისა და დეცენტრალიზაციის კომბინაცია განაპირობებს ქსელის მაღალი დონის დაცვას. ის დაცულია თავდასხმებისგან და მონაცემთა გაყალბებისგან.
გამჭვირვალობა: ბლოკჩეინი არის საჯარო ლეჯერი, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს შეუძლია ყველა ტრანზაქციის ნახვა. ეს გამჭვირვალობა უზრუნველყოფს სისტემის სანდოობას და ნებისმიერ პირს აძლევს ტრანზაქციების ვერიფიკაციის შესაძლებლობას.
ფინანსური ჩართულობა: ქსელში მონაწილეობა შეუძლია ინტერნეტთან კავშირის მქონე ნებისმიერ პირს, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ჩართულობას.
შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ Nakamoto Consensus არის ინოვაციური პროტოკოლი, რომელიც იძლევა უსაფრთხო, დეცენტრალიზებული და ნდობის საჭიროების არმქონე ბლოკჩეინ ქსელების შექმნის შესაძლებლობას. ეს პროტოკილი წარმოადგენს მათემატიკის, კრიპტოგრაფიისა და კომპიუტერული მეცნიერების ბრწყინვალე კომბინაციას. სატოში ნაკამოტომ ის შექმნა დეცენტრალიზებული ფინანსური ქსელებისთვის თანმდევი ორმაგი ხარჯვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით.