რადგან ბლოკის ჯილდო თითქმის მთლიანად ბლოკის სუბსიდიისგან შედგება, ამიტომ როდესაც ბლოკის ჯილდოზე საუბრობენ, უმეტეს შემთხვევაში ბლოკის სუბსიდიას გულისხმობენ. ამგვარად, თუ პოპულარულ ტერმინოლოგიას დავეყრდნობით, „ბლოკის ჯილდოში“ საკომისიოები არ იგულისხმება.
ახლად გენერირებული მონეტების გამოშვება ხდება სპეციალური ტიპის ტრანზაქციის მეშვეობით, რომელსაც coinbase ტრანზაქცია ეწოდება. ჩვეულებრივ, coinbase ტრანზაქცია წარმოადგენს პირველ ტრანზაქციას, რომელიც ბლოკში იწერება. ამ დროს მონეტები ფაქტობრივად არაფრისგან იქმნება, რადგან მისი გენერირება ცარიელი ჩანაწერის მეშვეობით ხდება.
მაინინგის ნოდის (მაინერის) მიერ შექმნილი დროებითი ბლოკი, რომელიც შეიძლება დაემატოს ბლოკჩეინს ბლოკის ჯილდოს ...
ჰალვინგი არის PoW მექანიზმზე დაფუძნებული ბლოკჩეინების, მაგალითად Bitcoin-ის (BTC) ბლოკის ჯილდოების განახევრ...