მთავარი
ლექსიკონი
კანდიდატი ბლოკი

კანდიდატი ბლოკი

მარტივად რომ ვთქვათ, კანდიდატი ბლოკი არის ბლოკი, რომლის მაინინგსაც ცდილობის მაინინგის ნოდი (მაინერი) ბლოკის ჯილდოს მისაღებად. კანდიდატი ბლოკი შეიძლება აღვწეროთ, როგორც დროებითი ბლოკი, რომელიც ან დადასტურდება ან გაუქმდება ქსელის მიერ. მაინერები ერთმანეთს ეჯიბრებიან მომდევნო ბლოკის ვალიდაციისთვის და ბლოკჩეინში დამატებისთვის, თუმცა მაინინგის შეჯიბრში მონაწილეობის მონაწილეობის მისაღებად, მათ ჯერ უნდა შექმნან კანდიდატი ბლოკი.
მაინერები ქმნიან კანდიდატ ბლოკებს, რისთვისაც ისინი memory pool-იდან აგროვებენ და აორგანიზებენ მრავალ დაუდასტურებელ ტრანზაქციას. შემდეგ ხდება ამ ტრანზაქციების ჰეშირება, მერკლის ხის სტრუქტურის მოსამზადებლად, რომელიც საბოლოოდ შექმნის მერკლის ფესვს (ან ფესვის ჰეშს). მერკლის ფესვი არის ერთი ჰეში, რომელიც წარმოადგენს ამ ხის ყველა წინა ჰეშს და შესაბამისად, ამ კონკრეტულ ბლოკში შემავალ ყველა ტრანზაქციას.
ფესვის ჰეში, წინა ბლოკის ჰეში და შემთხვევითობის პრინციპით არჩეული რიცხვი, სახელწოდებით nonce ერთიანდება ბლოკის სათაურში. შემდეგ მაინერი ახორციელებს ბლოკის სათაურის ჰეშირებას, რის შედეგად ის მიიღებს ამ კომპონენტების (ფესვის ჰეში, წინა ბლოკის ჰეში და nonce) შესაბამის გამომავალ მონაცემებს და რამდენიმე სხვა ელემენტს. მიღებული გამომავალი მონაცემები აროს ბლოკის ჰეში და ის იქნება ახლად გენერირებული ბლოკის (კანდიდატი ბლოკის) უნიკალური იდენტიფიკატორი.
დადასტურების მიზნით, გამომავალი მონაცემები (ბლოკის ჰეში) უნდა იწყებოდეს გარკვეული რაოდენობის ნულებით (უნდა იყოს პროტოკოლით განსაზღვრულ სამიზნე მნიშვნელობაზე ნაკლები). ეს ნიშნავს, რომ მაინინგის პროცესი დაფუძნებულია მრავალ მცდელობაზე (ცდა და შეცდომა), ვინაიდან მაინინგ ნოდებმა უნდა შეასრულონ ჰეშირების უამრავი ფუნქცია სხვადასხვა nonce მნიშვნელობებით, სანამ საბოლოოდ არ მიიღებენ ვალიდური ბლოკის ჰეშს. მიღებული ბლოკის ჰეში ადასტურებს მაინერის მიერ შესრულებულ სამუშაოს (შესაბამისად Proof of Work).
მას შემდეგ, რაც მაინერი იპოვის ვალიდური ბლოკის ჰეშს, მოხდება მისი კანდიდატი ბლოკი გაგზავნა ქსელის დანარჩენ ნოდებთან, რომლებიც დაადასტურებენ ჰეშის ავთენტურობას. თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაშინ მოხდება კანდიდატი ბლოკის შეტანა ბლოკჩეინში. ამ ეტაპზე, თითოეული ვალიდირებული ნოდი განაახლებს ბლოკჩეინის მონაცემების საკუთარ ასლს, რათა ასახოს ბოლო მოპოვებული ბლოკი და მაინერი მიიღებს ბლოკის ჯილდოს.