მთავარი
ლექსიკონი
ლიკვიდურობის სტეიკინგი

ლიკვიდურობის სტეიკინგი

რა არის ლიკვიდურობის სტეიკინგი?

ლიკვიდურობის სტეიკინგი გახლავთ სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესი. ეს არის ტრანსფორმაციული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ბლოკჩეინის ეკოსისტემის ფარგლებში და ძირითადად დაკავშირებულია Proof of Stake (PoS) ქსელებთან. სტეიკინგის ტრადიციული მოდელის ფარგლებში მომხმარებლები ბლოკავენ საკუთარ კრიპტო ჰოლდინგებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ბლოკჩეინის ეფექტურად ფუნქციონირების მხარდაჭერის მიზნით. ლიკვიდურობის სტეიკინგის მეშვეობით ეს კონცეფცია განვითარების ახალ დონეზე გადადის, მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოახდინონ საკუთარი სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაცია, რითაც იქმნება უფრო მოქნილი და დინამიური მიდგომა სტეიკინგის ეკოსისტემებში მონაწილეობისთვის.

სტეიკინგის პროცესი

სტეიკინგის სტანდარტული პროცესი მოიცავს მომხმარებელთა მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების დაბლოკვას, რაც ხშირ შემთხვევაში გახლავთ Ethereum ან რაიმე სხვა PoS-ზე დაფუძნებული ტოკენები, ტრანზაქციების ვალიდაციის და ბლოკჩეინის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით. თუმცა ამ პროცესს გააჩნია საკუთარი უარყოფითი მხარეებიც, რადგან სტეიკინგში გამოყენებულ აქტივებს, როგორც წესი, არ გააჩნიათ ლიკვიდურობა სტეიკინგის პერიოდის განმავლობაში.

ლიკვიდურობის სტეიკინგის აღზევება

ლიკვიდურობის სტეიკინგის მეშვეობით ხდება ტრადიციულ სტეიკინგთან დაკავშირებული ლიკვიდურობის პრობლემის აღმოფხვრა. ის გვთავაზობს მექანიზმს, სადაც მომხმარებლები იღებენ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენებს (LST-ებს) მათ მიერ სტეიკინგში გამოყენებული აქტივების სანაცვლოდ. ეს LST-ები წარმოადგენს როგორც სტეიკინგში გამოყენებულ თანხას, ისე სტეიკინგის შესაბამის ჯილდოებს. ტრადიციული სტეიკინგისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი LST-ების მეშვეობით ვაჭრობა, მათი გამოყენება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) აპლიკაციების ფარგლებში, ან უზრუნველყოფის სახით, სტეიკინგის პერიოდის დასრულებისთვის ლოდინის საჭიროების გარეშე.

EigenLayer: დეცენტრალიზებული, განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლი

ლიკვიდურობის სტეიკინგის ინოვაციის წინა პლანზე დგას EigenLayer, დეცენტრალიზებული განმეორებითი სტეიკინგის პროტოკოლი, რომელიც შექმნილია Ethereum-ის ქსელზე. EigenLayer მოქმედებს, როგორც Ethereum-ისა და ბლოკჩეინის სხვა ქსელების დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც მომხმარებლებს აძლევს საკუთარი აქტივების სტეიკინგში და განმეორებით სტეიკინგში გამოყენების საშუალებას. ეს პროტოკოლი უზრუნველყოფს ინოვაციური მიდგომის დანერგვას სტეიკინგის სივრცეში და მომხმარებლებს სთავაზობს გაუმჯობესებულ მოქნილობასა და ხელმისაწვდომობას.

ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგი

ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგი წარმოგვიდგენს ფუნქციების დამატებით დონეს. ამ პროცესის ფარგლებში ხდება მომხმარებლების მიერ ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენების (LST-ები) შეტანა EigenLayer-ის სმარტ-კონტრაქტებში და სანაცვლოდ ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის ტოკენების (LRT-ები) მიღება. LRT-ების მეშვეობით ხდება არამხოლოდ სტეიკინგში გამოყენებული ტოკენების და სტეიკინგის ჯილდოების გაერთიანება, არამედ ხორციელდება EigenLayer-ზე მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობის სანაცვლოდ მიღებული ჯილდოების განმეორებითი სტეიკინგი.

ლიკვიდურობის სტეიკინგი და ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგი

მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდურობის სტეიკინგსა და ლიკვიდურობის განმეორებით სტეიკინგს შორის მსგავსება საკმაოდ დიდია, ასევე დიდია მათ შორის განსხვავებაც. ლიკვიდურობის სტეიკინგი ძირითადად მოიცავს სტეიკინგში გამოყენებული აქტივების ტოკენიზაციის პროცესს, რაც უზრუნველყოფს ლიკვიდურობასა და მოქნილობას სტეიკინგის პერიოდის დასრულების ლოდინის საჭიროების გარეშე. მეორეს მხრივ, ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის მეშვეობით ხდება ამ კონცეფციის ახალ დონეზე აყვანა, რისთვისაც ხდება ჯილდოების მიღება როგორც Ethereum-ის სტეიკინგის, ასევე EigenLayer-ზე მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში, რაც მომხმარებლებს აძლევს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობას.

დასკვნა

ლიკვიდურობის სტეიკინგის მეშვეობით იცვლება მომხმარებლების ბლოკჩეინის ქსელებთან ურთიერთქმედების პრინციპები. EigenLayer-ის და ლიკვიდურობის განმეორებითი სტეიკინგის კონცეფციების დანერგვა ამ ინოვაციურ მიდგომას უფრო მეტ სიღრმეს და ფუნქციონირების შესაძლებლობებს ანიჭებს. ეს მიდგომა მომხმარებლებს სტეიკინგის ეკოსისტემის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში აქტიური მონაწილეობის საშუალებას აძლევს, ლიკვიდურობის დონის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული უპირატესობებით სარგებლობის პარალელურად.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.