EIP-4844, რომელიც არის „ეთერეუმის გაუმჯობესების შემოთავაზება 4844-ის“ აბრევიატურა, წარმოადგენს Ethereum Cancun-ის განახლების მნიშვნელოვან ნაწილს. EIP-4844 მიზანია ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდა და ღირებულების შემცირება. მოდით დეტალურად განვიხილოთ EIP-4844 და რა სარგებელს მოაქვს მას მომხმარებლებისთვის.
EIP-4844, რომელიც ასევე ცნობილია პროტო-დანკშარდინგის სახელით, წარმოადგენს Ethereum-ის დეველოპერების „ინსტრუმენტების კომპლექტს“, რომელსაც ისინი იყენებენ Ethereum-ის ქსელის გასაუმჯობესებლად. ეს არის შემოთავაზებული განახლება, რომლის მიზანია Ethereum-ის საკომისიოების შემცირება და წამში დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობის გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად, EIP-4844 გვთავაზობს ახალი ტიპის ტრანზაქციას, რომლის მიზანია ეგრეთწოდებულ მონაცემების Blob-ებთან ურთიერთქმედება.
თუ Ethereum არის კომპიუტერი, მაშინ IP-4844 წარმოადგენს განახლების ინსტალაციას კომპიუტერის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ის წარმოგვიდგენს „Blob-ის შემცველ“ ტრანზაქციებს, ანუ ტრანზაქციებს, რომლებიც შეიცავს მონაცემთა დამატებით Blob-ებს. ამ ტრანზაქციების დამუშავება ხდება Ethereum-ის კომპიუტერის ზედმეტად დატვირთვის გარეშე, რაც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ფუნქციონირებას.
მარტივად რომ ვთქვათ, EIP-4844-ის დანიშნულება მდგომარეობს Ethereum-ის ბლოკებზე Blob-ების მიბმაში. Ethereum-ის კონტრიბუტორის, ბენ ეჯინგტონის თანახმად, „EIP-4844 ამაგრებს Blob-ებს ბლოკებზე“. ამით, EIP-4844 ზრდის ბლოკის მიერ დამუშავებული მონაცემების რაოდენობას, რაც ტრანზაქციებს უფრო სწრაფ და ეფექტურს ხდის.
ბევრი სხვა ბლოკჩეინის პლატფორმის მსგავსად, Ethereum-იც აწყდება მასშტაბირებადობის გამოწვევებს მაღალი საკომისიოებისა და ტრანზაქციების დაბალი სიჩქარის გამო – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქსელის ტრაფიკი მაღალია. EIP-4844 მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზაა. მისი გააქტიურების შემდეგ, მომხმარებლები შეამჩნევენ გაუმჯობესებას ორ ძირითად სფეროში:
ხელოვნური ინტელექტი (AI) არის მანქანების ან კომპიუტერული სისტემების ინტელექტი, რომელიც ახდენს ადამიანის მსგ...
opBNB მუშაობს, როგორც მე-2 დონის მასშტაბირებადობის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ხდება ტრანზაქციების დამუშა...
SRC-20 ტოკენები იყენებენ Bitcoin მარკების ტექნოლოგიას Bitcoin-ის ბლოკჩეინის გამოყენების გზების რაოდენობის გ...