მთავარი დეტალები
Binance-ზე კოპირებით ვაჭრობა მომხმარებლებს აძლევს გამოცდილი ტრეიდერების სავაჭრო ოპერაციების ავტომატურად დაკოპირების საშუალებას, რაც ამარტივებს კრიპტოვალუტის ბაზარზე ვაჭრობის პროცესს დამწყები ტრეიდერებისთვის.
ის ასევე გთავაზობთ მოქნილობას და კონტროლს, რაც მომხმარებლებს აძლევს კოპირებით ვაჭრობის პარამეტრების კორექტირების და რისკის მათვის შესაძლებლობას ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა მაქსიმალური ზარალის ლიმიტები.
Binance-ზე კოპირებით ვაჭრობა ხელმისაწვდომია სპორტ და ფიუჩერსების ბაზრებზე. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს დამწყები ტრეიდერებისთვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ გამოცდილი ტრეიდერებისგან, ან იმ პირებისთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ვაჭრობის უფრო პასიურ მეთოდს.
შესავალი
კრიპტოვალუტით ვაჭრობა რთული და შრომატევადი პროცესია, რაც მოითხოვს გარკვეულ ცოდნას და ბაზრის მუდმივ მონიტორინგს. კოპირებით ვაჭრობა ერთი-ერთი კარგი გამოსავალია იმ პირებისთვის, ვისაც არ აქვს დრო ან გამოცდილება აქტიური ვაჭრობისთვის, თუმცა მაინც სურს ბაზარზე მონაწილეობა. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, თუ რას წარმოადგენს Binance-ის კოპირებით ვაჭრობა, როგორ მუშაობს ის და მოგაწვდით დეტალურ მითითებებს, რაც დაგეხმარებათ ვაჭრობის დაწყებაში.
რა არის Binance-ის კოპირებით ვაჭრობა?
Binance გთავაზობთ კოპირებით ვაჭრობის ფუნქციას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს გამოცდილი ტრეიდერების სავაჭრო ოპერაციების ავტომატურად დაკოპირების საშუალებას, რაც ამარტივებს ბაზარზე ვაჭრობის პროცესს დამწყები ტრეიდერებისთვის. ამ ფუნქციის გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ ავტომატურად აღასრულონ მათ მიერ არჩეული წამყვანი ტრეიდერისგან დაკოპირებული ვაჭრობები, ბაზრის მუდმივი მონიტორინგის საჭიროების გარეშე.
2024 წლის მაისის მდგომარეობით, Binance-ის კოპირებით ვაჭრობა ხელმისაწვდომია ზოგიერთ სპოტ და ფიუჩერსების ბაზრებზე. ეს პროდუქტები შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს დამწყები ტრეიდერებისთვის, რომლებსაც სურთ ისწავლონ გამოცდილი ტრეიდერებისგან, ან იმ პირებისთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ვაჭრობის უფრო პასიურ მეთოდს.
როგორ მუშაობს Binance-ის კოპირებით ვაჭრობა
1. ტრეიდერების შერჩევა
Binance-ზე კოპირებით ვაჭრობის დასაწყებად, პირველ რიგში საჭიროა წამყვანი ტრეიდერის შერჩევა. Binance გთავაზობთ წამყვანი ტრეიდერების სიას, მათი დეტალური პროფილებით, სადაც მოცემულია მათი ვაჭრობის ეფექტურობის შეფასება, სტრატეგიები, რისკის დონე და ისტორიული მონაცემები. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სასურველი ტრეიდერის არჩევის პროცესში უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
2. ავტომატური აღსრულება
წამყვანი ტრეიდერის არჩევის შემდეგ, ამ ტრეიდერის ყველა მომავალი სავაჭრო ოპერაცია ავტომატურად დაკოპირდება მომხმარებლის ანგარიშზე. ეს მოიცავს გახსნისა და დახურვის პოზიციებს, ასევე stop-loss-ის და take-profit-ის დონეებს კორექტირებას. პროცესის ავტომატიზაციის წყალობით, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ტრეიდერის გამოცდილებით, თითოეული ვაჭრობის ინდივიდუალურად აღსრულების გარეშე.
3. კონტროლი და მოქნილობა
Binance-ზე კოპირებით ვაჭრობისას ხდება ვაჭრობის პროცესის ავტომატიზაცია, თუმცა მომხმარებლები კვლავ ინარჩუნებენ კონტროლს თავიანთ ანგარიშებზე. მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალონ კოპირებით ვაჭრობის პარამეტრები, როგორიცაა ვაჭრობისთვის გამოყენებული კაპიტალის ოდენობა, ან შეწყვიტონ წამყვანი ტრეიდერის ვაჭრობების დაკოპირება. მსგავსი მოქნილობის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი რისკისა და ინვესტიციის მართვა საკუთარი პრეფერენციების შესაბამისად.
რისკის მართვა
Binance გთავაზობთ სხვადასხვა რისკის მართვის ინსტრუმენტებს, რაც მომხმარებლებს ეხმარება მათი ინვესტიციების დაცვაში. ეს ინსტრუმენტები მოიცავს მაქსიმალური ზარალის ლიმიტების დაწესების და კოპირებით ვაჭრობისთვის მთლიანი კაპიტალის გარკვეულ ნაწილის გამოყენების საშუალებას. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებლებს შეუძლიათ რისკის შემცირება და თავიანთი აქტივების დაცვა მნიშვნელოვანი დანაკარგებისგან.
თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა სახის ვაჭრობა შეიცავს გარკვეულ რისკებს. თქვენ მიერ არჩეული სტრატეგიის წარუმატებლობის შემთხვევაში, თქვენ შეიძლება განიცადოთ გარკვეული ზარალი. ყოველთვის ჩაატარეთ დეტალური მოკვლევა და გამოიყენეთ მხოლოდ ის სახსრები, რომელთა დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.
Binance-ზე კოპირებით ვაჭრობის უპირატესობები
1. წვდომა გამოცდილი ტრეიდერების აქტივობებთან
გამოცდილი ტრეიდერების ვაჭრობების დაკოპირებით, მომხმარებლები იღებენ წვდომას გამოცდილი პროფესიონალების ცოდნასა და სტრატეგიებზე. ეს მათ ეხმარება მეტი გაიგონ სავაჭრო მეთოდების და ბაზრის ანალიზის შესახებ და გაიუმჯობესონ საკუთარი სავაჭრო უნარები.
2. დროის დაზოგვა
კოპირებით ვაჭრობის დროს აღარ არის საჭირო ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ვაჭრობის ხელით აღსრულება. ეს შეიძლება განსაკუთრებით მომგებიანი იყოს იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პარალელურად სხვა საქმიანობასაც ეწევიან და არ შეუძლიათ ვაჭრობისთვის დიდი დროის დათმობა.
3. დივერსიფიკაცია
მომხმარებლებს შეუძლიათ თავიანთი ინვესტიციების დივერსიფიკაცია სხვადასხვა სტრატეგიისა და რისკის პროფილების მქონე ტრეიდერების სავაჭრო ოპერაციების კოპირებით. ეს ხელს შეუწყობს რისკების განაწილებას და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზრდის სტაბილური შემოსავლის მიღების შანსებს.
Binance-ზე კოპირებით ვაჭრობის დაწყება
საფეხური 1: დაარეგისტრირეთ Binance-ის ანგარიში
თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ Binance-ის ანგარიში, შექმენით ის. გადადით Binance-ის ვებსაიტზე და მის მთავარ გვერდზე დააწკაპუნეთ ღილაკზე „რეგისტრაცია“. რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის პროცესის დასასრულებლად მიჰყევით ინსტრუქციებს, რაც მოიცავს თქვენი ელ. ფოსტის მისამართისა და პირადობის ვერიფიკაციას.
საფეხური 2: შეიტანეთ თანხა
თქვენი ანგარიშის შექმნის შემდეგ, თქვენ უნდა შეიტანოთ თანხა თქვენს Binance-ის ანგარიშზე. გადადით განყოფილებაში „საფულე“ და აირჩიეთ „დეპოზიტი“. აირჩიეთ სასურველი კრიპტოვალუტა დეპოზიტისთვის და მიჰყევით თქვენი გარე საფულედან თქვენს Binance-ის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის ინსტრუქციებს.
საფეხური 3: შედით Binance-ის კოპირებით ვაჭრობის პლატფორმაზე
თანხების ჩარიცხვის შემდეგ გადადით ზემოთ არსებულ მენიუში [ვაჭრობა] და პლატფორმაზე შესასვლელად დააწკაპუნეთ ჩანართზე [კოპირებით ვაჭრობა].
საფეხური 4: დაათვალიერეთ და აირჩიეთ წამყვანი ტრეიდერი
კოპირებით ვაჭრობის პლატფორმაზე თქვენ იხილავთ ხელმისაწვდომ წამყვან ტრეიდერთა სიას. თითოეული ტრეიდერის პროფილი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა მათი ვაჭრობის ეფექტურობის შეფასება, სტრატეგიები, რისკის დონე და ისტორიულ მონაცემები. დეტალურად გაეცანით ამ ინფორმაციას და შეარჩიეთ ისეთი ტრეიდერი, რომელიც შეესაბამება თქვენს საინვესტიციო მიზნებსა და მისაღები რისკის დონეს.
ნაბიჯი 5: გამოყავით თანხა კოპირებით ვაჭრობისთვის
ტრეიდერის არჩევის შემდეგ, თქვენ უნდა გამოყოთ გარკვეული თანხა მათი სავაჭრო ოპერაციების კოპირების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ Binance-ზე კოპირებით ვაჭრობისთვის განკუთვნილი ანგარიშის ბალანსი განსხვავდება თქვენი ჩვეულებრივი Binance-ის ანგარიშისგან.
მეთოდის ასარჩევად დააწკაპუნეთ ღილაკზე [კოპირება] და შემდეგ მიუთითეთ იმ კაპიტალის ოდენობა, რომლის გამოყენებაც გსურთ კოპირებით ვაჭრობისთვის.
Binance გთავაზობთ კოპირებით ვაჭრობის ორ მეთოდს: ფიქსირებული თანხა და ფიქსირებული თანაფარდობა.
ფიქსირებული თანხა განსაზღვრავს ფიქსირებულ ღირებულებას თითო შეკვეთაზე, სანამ არ ამოიწურება კოპირებისთვის გამოყოფილი თანხა. ეს გაძლევთ ინვესტიციის მოცულობის კონტროლის შესაძლებლობას. თქვენ ასევე შეგიძლიათ განსაზღვროთ ჯამური Stop Loss, რათა ზარალის შემთხვევაში დაიცვათ თქვენი სახსრების გარკვეული პროცენტი.
ფიქსირებული თანაფარდობის მეთოდით კი შეგიძლიათ გახსნათ შეკვეთები წამყვანი ტრეიდერის პოზიციის ზომისა და თქვენი ხელმისაწვდომი ბალანსის პროპორციულად.
მაგალითად, თუ თქვენს წამყვან ტრეიდერს აქვს 10 000 დოლარიანი პორტფოლიო და განათავსებს 1 000 (10%) დოლარის ღირებულების შეკვეთას, თქვენი შეკვეთა გაიხსნება იგივე 10%-იანი თანაფარდობით. 1 000 დოლარის ინვესტიციის შემთხვევაში, თქვენი შეკვეთის ღირებულება იქნება 100 (10%) დოლარი.
[დამატებითი პარამეტრების] ჩანართში შეგიძლიათ ისეთი დამატებითი პარამეტრების დაყენება, როგორიცაა მარჟის რეჟიმი, ლევერიჯი და პოზიციის რისკი.
ნაბიჯი 6: მონიტორინგი და კორექტირება
მიუხედავად იმისა, რომ კოპირებით ვაჭრობა ახდენს ვაჭრობის პროცესის ავტომატიზებას, მაინც მნიშვნელოვანია თქვენი ანგარიშის რეგულარული მონიტორინგი. თვალი ადევნეთ კოპირებული სავაჭრო შეკვეთების ეფექტურობის დონესა და ბაზრის ზოგად მდგომარეობას. საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ თქვენი კოპირებით ვაჭრობის პარამეტრები ან შეწყვიტეთ იმ ტრეიდერის კოპირება, რომლის ეფექტურობის დონე არ შეესაბამება თქვენს მოლოდინს.
შეჯამება
Binance-ის კოპირებით ვაჭრობა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ პირებისთვის, ვისაც სურს მონაწილეობა კრიპტოვალუტის ბაზარზე, თუმცა არ აქვთ, პროცესების საფუძვლიანი ცოდნა ან დრო უწყვეტი მონიტორინგისთვის. როდესაც მომხმარებლებს შეუძლიათ გამოცდილი ტრეიდერების სავაჭრო ოპერაციების კოპირება, ეს მათ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ სხვისი პროფესიული გამოცდილებით და დაზოგონ საკუთარი დრო და ძალისხმევა.
ყოველთვის ჩაატარეთ საფუძვლიანი მოკვლევა, გამოიყენეთ რისკის მართვის ინსტრუმენტები და იყავით ინფორმირებულნი ბაზრის მდგომარეობის შესახებ, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ Binance-ზე კოპირებით ვაჭრობის შესაძლებლობები.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნას აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის, ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.