პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
Open Network (TON) არის TON ბლოკჩეინის გარშემო შექმნილი დეცენტრალიზებული ეკოსისტემა. TON-ის მიზანს წარმოადგენს ბლოკჩეინ ქსელებთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების აღმოფხვრა, როგორიცაა მასშტაბირებადობა, სიჩქარე და ეფექტურობა.
TON შეიქმნა და გამოყენებაში ჩაეშვა Telegram-ის ჯგუფის მიერ, თუმცა დღესდღეობით მას მართავს და აკონტროლებს ღია კოდის საზოგადოება.
TON-ს გააჩნია თავსებადი არქიტექტურა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისის და DApp-ის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ის ხშირად გამოიყენება კრიპტო საფულეებში, გადახდის სერვისებთან და ბლოკჩეინ ხიდებთან მიმართებაში და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე.
რა არის TON?
TON, რომელიც განიმარტება როგორიც The Open Network, გახლავთ დეცენტრალიზებული ეკოსისტემა, რომლის ძირითად კომპონენტს TON ბლოკჩეინი წარმოადგენს. Telegram ჯგუფის მიერ შექმნილი TON-ის მიზანია აღმოფხვრას არსებული ბლოკჩეინების ისეთი პრობლემები, როგორიცაა მასშტაბირებადობა, სისწრაფე და ეფექტურობა.
TON-ის ისტორია
TON-ის შექმნის პროცესი 2018 წელს დაიწყო, Telegram-ის დამფუძნებლის პაველ დუროვის და მისი ძმის, ნიკოლაი დუროვის ხელმძღვანელობით. საწყის ეტაპზე, პროექტი შეიქმნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის (Gram-ის) Telegram-ის ეკოსისტემაში ინტეგრირების მიზნით, რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა განეხორციელებინათ ტრანზაქციები და მოეპოვებინათ წვდომა დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე (DApp-ებზე) პირდაპირ Telegram აპლიკაციიდან.
მიუხედავად თავდაპირველი ენთუზიაზმისა და ფინანსების მოზიდვის წარმატებული კამპანიისა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) მხრიდან წარმოქმნილმა სამართლებრივმა გამოწვევებმა აიძულა Telegram-ის გუნდი დაეტოვებინათ პროექტი 2020 წელს.
მოგვიანებით პროექტი აღადგინა ღია კოდის საზოგადოებამ, რომელთა მიერაც მოხდა მისი რებრენდირება და მისთვის ახლანდელი სახელწოდების The Open Network (TON) შერჩევა. დღესდღეობით, TON-ს მართავს და აკონტროლებს დეველოპერების და ენთუზიასტების გუნდი.
როგორ მუშაობს TON?
კონსენსუსის მექანიზმი
TON იყენებს Proof of Stake კონსენსუსის მექანიზმს, სადაც ვალიდატორების შერჩევა ხდება მათ მფლობელობაში არსებული და უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული TON ტოკენების რაოდენობის მიხედვით. ვალიდატორების პასუხისმგებლობაა ტრანზაქციების ვერიფიკაცია და მათი ბლოკჩეინზე დამატება. ამის სანაცვლოდ ისინი იღებენ ჯილდოებს TON ტოკენების სახით.
მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე არქიტექტურა
TON იყენებს მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე არქიტექტურას, სადაც TON ბლოკჩეინი გახლავთ masterchain, ხოლო შედარებით მცირე მასშტაბის მქონე ბლოკჩეინები ცნობილია როგორც workchain-ები. TON masterchain მართავს ეკოსისტემის ძირითად მონაცემებს, მათ შორის პროტოკოლის განახლებებს, ბლოკჩეინის ვალიდაციის პროცესებს და სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის განხორციელებულ ოპერაციებს. Workchain-ები კონფიგურირებადი ქსელებია, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად, სხვადასხვა დანიშნულებით და მიზნით მოქმედება.
TON-ის ძირითადი მახასიათებლები
1. მასშტაბირებადობა
TON გამოირჩევა მასშტაბირებადობის მაღალი დონით. მას შეუძლია მილიონამდე ტრანზაქციის დამუშავება წამში, შარდინგის მექანიზმის გამოყენებით, რომლის მეშვეობითაც ქსელი იყოფა შედარებით მცირე, ურთიერთდაკავშირებულ ბლოკჩეინებად - „შარდებად“. თითოეულ შარდს შეუძლია ტრანზაქციების დამოუკიდებლად დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ქსელის საერთო სიმძლავრეს.
2. ურთიერთთავსებადობა
TON-ის კიდევ ერთი მახასიათებელია სხვა ბლოკჩეინებთან და DApp-ებთან თავსებადობა. მას გააჩნია სხვა ბლოკჩეინ ქსელებთან მარტივად ინტეგრირების შესაძლებლობა, რაც მათ შორის აქტივებისა და მონაცემების მარტივად გადატანის საშუალებას იძლევა. ეს მახასიათებელი აუცილებელია ერთიანი, დეცენტრალიზებული ქსელის შესაქმნელად, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბლოკჩეინის ერთად ფუნქციონირება.
3. ტრანზაქციების განხორციელების მაღალი სისწრაფე
TON-ის არქიტექტურა შექმნილია მაღალი სიჩქარის უზრუნველსაყოფად. ის იყენებს PoS კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც უფრო სწრაფი და ენერგო-ეფექტურია Bitcoin-ის მიერ გამოყენებულ Proof of Work (PoW) სისტემასთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ TON-ზე ტრანზაქციები თითქმის მყისიერად მუშავდება, რაც მას შესაფერისს ხდის ყოველდღიური გამოყენებისთვის და ისეთი ფინანსური აქტივობებისთვის, როგორიცაა გადახდები, მიკროტრანზაქციები და ა.შ.
4. დეცენტრალიზაცია
TON დეცენტრალიზებული ქსელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იმართება ერთი სუბიექტის ან ორგანიზაციის მიერ. ამის ნაცვლად, მას მართავს მისი მომხმარებლებისგან და დეველოპერებისგან შემდგარი საზოგადოება. სწორედ დეცენტრალიზაციის წყალობით ხდება TON უფრო დაცული პოტენციური თავდასხმებისგან, ინარჩუნებს საჯაროობას და ხელმისაწვდომობას ნებისმიერი მსურველისთვის.
TON-ის გამოყენების გზები
TON-ს გააჩნია თავსებადი არქიტექტურა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისის და DApp-ის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. TON-ის, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებული პროექტის ეკოსისტემის ფარგლებში სულ უფრო მეტი სერვისი იქმნება. ის ხშირად გამოიყენება კრიპტო საფულეებში, გადახდის სერვისებთან და ბლოკჩეინ ხიდებთან მიმართებაში და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე.
1. გადახდები და გადარიცხვები
TON-ის გამოყენება შესაძლებელია სწრაფი და უსაფრთხო ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად. მისი გამტარუნარიანობის მაღალი დონე შესაძლებელს ხდის გადახდების და ტრანზაქციების სწრაფად დამუშავებას, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს peer-to-peer ტრანზაქციებისთვის და ონლაინ შესყიდვებისთვის. გარდა ამისა, მოვაჭრეებს TON-ის გამოყენება კრიპტოვალუტების საკუთარ გადახდის მეთოდებში ინტეგრირებისთვის შეუძლიათ.
2. დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)
DeFi აპლიკაციებს, როგორიცაა სესხების პლატფორმები და დეცენტრალიზებული ბირჟები, შეუძლიათ მიიღონ სარგებელი TON-ის მასშტაბირებადობის და უსაფრთხოების მაღალი დონით. დიდი ოდენობით ტრანზაქციების დამუშავების შესაძლებლობა მას შესაბამის ვარიანტად აქცევს კომპლექსური ფინანსური სერვისებისთვის.
3. კონტენტის გავრცელება
TON-ის არქიტექტურას გააჩნია დეცენტრალიზებული კონტენტის გავრცელების პლატფორმების შექმნის მხარდაჭერა. ეს პლატფორმები გვთავაზობენ ისეთ სერვისებს, როგორიცაა ვიდეო სტრიმინგი და ფაილების გაზიარება და უზრუნველყოფენ კონტენტის სწრაფად უსაფრთხოდ მიწოდებას.
4. გეიმინგი
გეიმინგ ინდუსტრიის ფარგლებში შესაძლებელია TON-ის ისეთი მახასიათებლებით სარგებლობა, როგორიცაა სწრაფი ტრანზაქციები და სმარტ კონტრაქტების შესაძლებლობები, დეცენტრალიზებული თამაშების და თამაშშიდა ეკონომიკის შექმნის მიზნით. ეს გეიმერებს და დეველოპერებს სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
5. სოციალური მედია და კომუნიკაცია
TON-ის ინტეგრირება Telegram პლატფორმაზე ქმნის დეცენტრალიზებული სოციალური მედიის და საკომუნიკაციო აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა უსაფრთხოების მაღალი დონე და წვდომა მრავალ სხვადასხვა ინტეგრირებულ მინი აპლიკაციასა და სერვისზე.
Toncoin (TON)
Toncoin გახლავთ TON ეკოსისტემის ადგილობრივი კრიპტოვალუტა. Toncoin-ის მეშვეობით ხდება ისეთი გადასახადების გადახდა, როგორიცაა მაგალითად გაზის საკომისიოები, დამუშავების საკომისიოები თუ შენახვასთან დაკავშირებული გადასახადები. გარდა ამისა, TON გამოიყენება ბლოკჩეინ ვალიდატორად გახდომის პროცესის დროს.
სტატიის წერის მომენტში, TON-ის მთლიანი მარაგი შედგება 5,11 მილიარდი ტოკენისგან, ხოლო ცირკულირებადი მარაგი 2,5 მილიარდი ტოკენისგან. 2024 წლის აგვისტოში Toncoin (TON) დაემატა Binance-ის სიაში, Seed იარლიყით.
შეჯამება
The Open Network (TON) გვთავაზობს ისეთ უპირატესობებს, როგორიცაა სწრაფი ტრანზაქციები, მასშტაბირებადობა და მოქნილი, მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე არქიტექტურა. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მისი ინტეგრირება Telegram პლატფორმაზე და ეფექტური დიზაინი მტკიცე საფუძველს ქმნის სამომავლო განვითარებისთვის. TON-ს, როგორც საზოგადოებაზე ორიენტირებულ პროექტს გააჩნია განვითარების დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა, გახდეს უფრო დეცენტრალიზებული და ერთიანი ციფრული ეკოსისტემა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.