პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: კონტენტი წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ამ წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
EURI გახლავთ ევროთი მხარდაჭერილი სტეიბლკოინი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის MiCA რეგულაციების მოთხოვნებს.
EURI გამოშვებულია ლუქსემბურგში დაფუძნებული კომპანიის, Banking Circle SA-ს მიერ, ხოლო მისი სმარტ კონტრაქტების აუდიტი ხორციელდება ბლოკჩეინის უსაფრთხოების კომპანიების, მაგალითად PeckShield-ის მიერ.
Eurite მუშაობს Ethereum-ზე და BNB Smart Chain-ზე, რაც უზრუნველყოფს სწრაფი და უსაფრთხო ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას.
რა არის EURI?
Eurite (EURI) არის ევროთი მხარდაჭერილი სტეიბლკოინი. EURI-ს ფასი მიბმულია ევროს ღირებულებაზე 1:1 თანაფარდობით. EURI-ს მსგავსი სტეიბლკოინები განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ ციფრული ტრანზაქციების სწრაფად და მარტივად განხორციელება, ბაზრის და კრიპტოვალუტების მერყეობაზე ფიქრის გარეშე.
EURI გამოშვებულია Banking Circle SA-ის, ლუქსემბურგში დაფუძნებული ფინანსური კომპანიის მიერ. ტოკენი შექმნილია იმისთვის, რომ შეინარჩუნოს 1:1 თანაფარდობა ევროსთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმოქცევაში არსებულ თითოეული EURI-ს უზრუნველყოფისთვის რეზერვში ინახება ექვივალენტური რაოდენობის ევრო. ამ სტეიბლკოინით ხდება სწრაფი, უსაფრთხო და იაფი ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
Eurite-ს (EURI) ძირითადი მახასიათებლები
1. MiCA რეგულაციებთან შესაბამისობა
EURI არის ერთ-ერთი პირველი სტეიბლკოინი, რომელიც აკმაყოფილებს ევროპული MiCA (Markets in Crypto-Assets) რეგულაციების მოთხოვნებს, რომლის მეშვეობითაც იმართება ციფრული აქტივები ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ფარგლებში. ეს გახლავთ წესების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც ხდება პროცესების კანონიერად განხორციელების და EURI-ს და მისი მსგავსი სტეიბლკოინების უსაფრთხოების და სანდოობის უზუნველყოფა.
2. ბლოკჩეინის მხარდაჭერა
Eurite ტოკენი Ethereum-ის ბლოკჩეინზე გაშვებულია ERC-20 ტოკენის სახით, ხოლო BNB Smart Chain-ზე (BSC) BEP-20 ტოკენის სახით. ეს პოპულარული ბლოკჩეინები EURI-ს ვაჭრობაში მარტივად გამოყენების, შენახვის და გადარიცხვის საშუალებას იძლევა. ორივე ბლოკჩეინი იყენებს Proof of Stake (PoS) მექანიზმს, რაც ტრანზაქციების უფრო სწრაფად და ეფექტურად დადასტურების და განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
3. ევროზე მიბმა
EURI მიბმულია ევროსთან 1:1 თანაფარდობით, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარ მიზანს წარმოადგენს მისი ფასის ევროს ფასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პოზიციაზე შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ხდება EURI-ს თითოეული გამოშვებული ერთეულის ექვივალენტური რაოდენობის ევროს შენახვა დაცულ სარეზერვო ანგარიშზე. ამგვარი მიბმით ხდება კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელი მერყეობის შემცირება და მომხმარებელს სთავაზობს სტაბილურ ციფრულ ვალუტას.
4. უსაფრთხოება და აუდიტი
უსაფრთხოების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, EURI-ს სმარტ კონტრაქტების აუდიტი ხორციელდება ბლოკჩეინ უსაფრთხოების კომპანიების, მაგალითად PeckShield-ის მიერ. Banking Circle უზრუნველყოფს EURI ტოკენებისთვის რეზერვში შენახული თანხების რეგულარულ აუდიტს იმის დასადასტურებლად, რომ EURI-ს თითოეული ერთეული სათანადო თანხითაა უზრუნველყოფილი.
როგორ მუშაობს Eurite (EURI)?
ყოველდღიურ მომხმარებლებს შეუძლიათ EURI-ს შეძენა, გაყიდვა ან მისი მეშვეობით ვაჭრობა ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა Binance, სადაც ხელმისაწვდომია ისეთი სავაჭრო წყვილები, როგორიცაა EUR/EURI ან EURI/USDT.
თუ ბიზნესის ან ორგანიზაციის წარმომადგენელი ხართ, EURI-ს მიღებას ძალიან მარტივად შეძლებთ. საჭიროა მხოლოდ ევროს შეტანა Banking Circle-ის ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც ისინი დაამზადებენ (შექმნიან) EURI ტოკენების ექვივალენტურ რაოდენობას და მოხდება ამ ერთეულების დამატება თქვენს შესაბამის საფულეში.
EURI ტოკენების გამოყენება შესაძლებელია ვაჭრობისთვის, გადახდებისთვის ან სხვა მიზნით. თუ ტოკენები აღარ დაგჭირდებათ, თავისუფლად შეძლებთ მათ გადაცვლას EUR-ზე, თქვენი Banking Circle ანგარიშის მეშვეობით. ისინი „დაწვავენ“ EURI ტოკენებს და გამოგიგზავნიან ექვივალენტური რაოდენობის ევროს ერთეულებს.
გამოყენების გზები და უპირატესობები
ციფრული აქტივების ტრანზაქციები
EURI უზრუნველყოფს ციფრული აქტივების ტრანზაქციების სწრაფ და ეფექტურ განხორციელებას, რაც მას ბირჟებისთვის და გადახდის პლატფორმებისთვის იდეალურ ვარიანტად აქცევს. EURI-ს გამოყენება ძალიან მარტივადაა შესაძლებელი ისეთ სავაჭრო პლატფორმებზე, როგორიცაა Binance.
იაფი საერთაშორისო გადახდები
დაგღალათ შენელებულმა პროცესებმა და მაღალმა საკომისიოებმა საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელებისას? EURI-ს მეშვეობით შეძლებთ ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ბევრად უფრო იაფად და სწრაფად განახორციელოთ საერთაშორისო ფულადი გზავნილები.
ანგარიშსწორება ნებისმიერ დროს
გსურთ ვაჭრობის შემდგომ ანგარიშსწორების განხორციელება ან თანხის გადარიცხვა გვიან ღამით, როდესაც ყველა ბანკი დაკეტილია? ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს! ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელია EURI-ს ტრანზაქციების განხორციელება ნებისმიერ დროს, 24/7 რეჟიმში, რაც მას მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს ტრადიციულ საბანკო სისტემებთან შედარებით.
დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi)
გარდა ამისა, EURI თავსებადია DeFi აპლიკაციებთანაც. იმ სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, რომლებიც იყენებს EURI-ს, შესაძლებელია ფინანსური ტრანზაქციების, მაგალითად სესხების, ვაჭრობების ან საინვესტიციო სტრატეგიების ავტომატიზაცია შუამავლების ჩარევის საჭიროების გარეშე. ეს ქმნის მისი მრავალი სხვადასხვა გზით გამოყენების შესაძლებლობას, DeFi-ს განვითარების პარალელურად.
რატომ არის EURI მნიშვნელოვანი
EURI და მისი მსგავსი სტეიბლკოინები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს კრიპტოვალუტების ეკოსისტემაში, რადგან ისინი გვთავაზობს სტაბილურობას კრიპტოვალუტების მერყევ ბაზრებზე. მაშინ, როცა Bitcoin-ის და Ether-ის მსგავსი კრიპტოვალუტებისთვის დამახასიათებელია ფასების მკვეთრი ცვალებადობა, სტეიბლკოინები გვთავაზობს უფრო მარტივად პროგნოზირებად ფასებს.
MiCa რეგულაციებით იქმნება ნდობის და მხარდაჭერის დამატებითი შრე. სხვა სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, EURI-ს გააჩნია იურიდიული მხარდაჭერა, რაც მას ევროთი დენომინირებულ სანდო სტეიბლკოინად აქცევს როგორც საცალო მოვაჭრეებისთვის, ასევე ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.
შეჯამება
Eurite (EURI) პერსპექტიული სტეიბლკოინია, რომელიც შექმნილია ტრადიციულ ფიატ ვალუტებსა და ბლოკჩეინ სივრცეს შორის არსებული უფსკრულის გასაქრობად. ევროს ღირებულებასთან მიბმით, სტაბილური მარეგულირებელი ჩარჩოების და მრავალი სხვადასხვა მიზნით გამოყენების შესაძლებლობების წყალობით, EURI გვთავაზობს ციფრული ტრანზაქციების განხორციელების ეფექტურ საშუალებას.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: MiCA-ს მოთხოვნების თანახმად, ევროპის ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები არასანქცირებული სტეიბლკოინების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეტი ინფორმაციისთვის დააწკაპუნეთ აქ.
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.