როდესაც მომხმარებელი ყიდულობს TUSD-ს, მისი საბაზისო სმარტ-კონტრაქტი ავტომატურად ქმნის და უშვებს TUSD-ის ეკვივალენტურ რაოდენობას, რომელიც შემდეგ ემატება ტოკენების ცირკულირებად რაოდენობას.
მეორეს მხრივ, როდესაც მომხმარებელი გადაცვლის საკუთარ TUSD-ს USD-ზე, სმარტ კონტრაქტი მომენტალურად „დაწვავს“ ამ ტოკენებს, შესაბამისად შემცირდება TUSD-ის ცირკულირებადი მარაგი. ამავდროულად, პლატფორმა ამ მომხმარებელს გადაურიცხავს გატანილი TUSD-ის ოდენობის ეკვივალენტურ თანხას აშშ დოლარში.
TUSD-ის გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ შეძენის ან გატანის ტრანზაქციებისთვის საკომისიოები არ გეკისრებათ. კომპანია მოგებას იღებს მის ანგარიშზე განთავსებულ აშშ დოლარებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სახით.
TUSD თავსებადია მრავალ ბლოკჩეინის ქსელთან, რომელთა შორისაა Ethereum, BNB Chain, Aurora, Optimism, და TRON. ეს კროს-ჩეინ თავსებადობა მომხმარებელს აძლევს TUSD-ის სხვადასხვა პლატფორმაზე უპრობლემოდ გადარიცხვის და გამოყენების შესაძლებლობას, რაც აუმჯობესებს მათი გამოყენების პოტენციალს და მათზე წვდომას.
კრიპტოვალუტა, რომელიც წარმოადგენს Bitcoin-ის ალტერნატივას. ტერმინი გამოიყენება Bitcoin-ის გარდა სხვა კრიპტო...
ვალუტა, რომლის ღირებულება მიბმულია სხვა ვალუტის, საქონლის ან ვალუტების კალათის ღირებულებასთან.