TradFi

განახლებული Sep 18, 2026

რა არის TradFi?

TradFi -„ტრადიციული ფინანსების“ (Traditional Finance) აბრევიატურა - წარმოადგენს ფინანსური სისტემის ტრადიციულ ფორმას, რომლითაც მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღიურად სარგებლობს. ის მოიცავს ლიცენზირებული და რეგულირებული ორგანიზაციების ქსელს - მათ შორის საცალო, საინვესტიციო და კომერციულ ბანკებს, სადაზღვევო კომპანიებსა და საბროკერო ფირმებს, რომლებიც ფინანსურ სერვისებს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ.

TradFi-ს გავრცელებულ პროდუქტებსა და სერვისებს მიეკუთვნება შემნახველი ანგარიშები, იპოთეკები, სამომხმარებლო სესხები, ვალუტის გაცვლის სერვისები, საბროკერო ანგარიშები და საპენსიო ფონდები. აღნიშნულ სერვისებს ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოები და ცენტრალური ბანკები მართავენ, ხოლო მომხმარებლებს მათზე წვდომის მისაღებად, როგორც წესი, იდენტიფიკაციის პროცესის გავლის ვალდებულება ეკისრებათ.

TradFi და DeFi

TradFi-სთან დაკავშირებული მსჯელობა, ხშირ შემთხვევაში, დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) კონტექტსში მიმდინარეობს. ეს გახლავთ ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინი, რომელიც გამოიყენება იმ ფინანსური სერვისების აღნიშვნის მიზნით, ცენტრალიზებული ორგანიზაციების ნაცვლად საჯარო ბლოკჩეინებზე განთავსებული სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ფუნქციონირებს.

მთავარი განსხვავება წვდომისა და კონტროლის მოდელებშია. TradFi, როგორც წესი, ცენტრალიზებულია: ორგანიზაციები მოქმედებენ როგორც შუამავლები, წარმოადგენენ კლიენტთა აქტივების მეურვეებს და ადგენენ კრიტერიუმებს, როგორიცაა საკრედიტო ისტორიის შემოწმება ან ანგარიშზე მინიმალური ბალანსის მოთხოვნა. ამის საპირისპიროდ, DeFi პროტოკოლები, როგორც წესი, ფუნქციონირებს ნებართვის გარეშე. რაც იმას ნიშნავს, რომ თავსებადი კრიპტო საფულისა და საკმარისი ფინანსების მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია მათზე წვდომა და სარგებლობა, პროვაიდერთან რეგისტრაციისა თუ ვინაობის ვერიფიკაციის პროცესის გავლის საჭიროების გარეშე.

TradFi და CeFi

TradFi-ს ასევე ადარებენ CeFi-ს, ანუ ცენტრალიზებულ ფინანსებს. ეს ტერმინი აღნიშნავს კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟებსა და პლატფორმებს, რომლებიც მომხმარებლებს DeFi-ს მსგავს სერვისებს (როგორიცაა გასესხება, ვაჭრობა და სტეიკინგი) სთავაზობს, თუმცა ფუნქციონირებს ცენტრალიზებული კომპანიების მეშვეობით. TradFi-ს მსგავსად, CeFi პლატფორმების შემთხვევაშიც, მომხმარებელთა მხრიდან საჭიროა ანგარიშის შექმნა და პროვაიდერისთვის მათი აქტივების მეურვეობასთან დაკავშირებული უფლებების მინიჭება. ძირითადი განსხვავებაიმაში მდგომარეობს, რომ CeFi კრიპტო ეკოსისტემის ფარგლებში მოქმედებს, ხოლო TradFi ფიატ ვალუტებსა და ტრადიციულ, რეგულირებად ინსტრუმენტებს იყენებს.

TradFi და ბლოკჩეინი

ბოლო წლებში სულ უფრო ფართოდ ხდება TradFi ორგანიზაციების მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ათვისება ანგარიშსწორებისა და აქტივების მართვის სიჩქარისა თუ ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით. ზოგიერთმა ფინანსურმა დაწესებულებამ ჩაატარა ექსპერიმენტები ნებართვებზე დაფუძნებულ ბლოკჩეინ ქსელებზე ბანკთაშორისი ანგარიშსწორებისა და ისეთი რეალური სამყაროს აქტივების ტოკენიზაციისთვის, როგორიცაა სახელმწიფო ობლიგაციები და კერძო კრედიტები. აღნიშნულმა ინიციატივებმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეამციროს ფუნქციონირების პრინციპთან დაკავშირებული განსხვავებები TradFi-სა და ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გარკვეულ სისტემებს შორის, თუმცა მათ შორის მარეგულირებელი და სტრუქტურული ზღვარი კვლავ არსებითი რჩება.
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.