პროტო-დანკშარდინგი
Ethereum-ის Cancun-Deneb განახლების განუყოფელი ნაწილი, პროტო-დანკშარდინგი შემუშავებულ იქნა, როგორც მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრისკენ და ტრანზაქციების ეფექტურობის გაუმჯობესებისკენ მიმართული სტრატეგიული საშუალება.
პროტო-დანკშარდინგი გარდამავალი ეტაპია დანკშარდინგის საბოლოო დანერგვამდე, რაც
Ethereum 2.0 (Serenity) განახლების დასკვნით ფაზას წარმოადგენს. ეს ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც შემოთავაზებულ იქნა Ethereum-ის დეველოპერების, პროტოლამბდას და დანკრად ფეისტის მიერ, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს Ethereum-ის ქსელის
მასშტაბირებადობის ოპტიმიზაციაში და ტრანზაქციების ხარჯების შემცირებაში.
1. Blob-ის შემცველი ტრანზაქციები: პროტო-დანკშარდინგის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს „Blob-ის შემცველი ტრანზაქციების“ დანერგვა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტრანზაქციები საშუალებას გვაძლევს უფრო ეფექტურად შევინახოთ და გამოვიყენოთ ტრანზაქციის მონაცემები. Blob-ის შემცველი ტრანზაქციები გულისხმობს დიდი ზომის ბინარული ობიექტების (Blob-ების) შექმნას, რომლებიც შეიცავს 125 კილობაიტის ზომის წინასწარ ჩატვირთულ მონაცემებს. ტრადიციული calldata-სგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად ინახება Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერში (EVM-ში), Blob-ები ინახება კონსენსუსის დონეზე, რაც გვთავაზობს მონაცემთა შენახვის ეკონომიურ ალტერნატივას.
2. KZG პოლინომური ვალდებულებების სქემა: პროტო-დანკშარდინგი გვთავაზობს KZG (Kate, Zaverucha, Goldberg) პოლინომური ვალდებულებების სქემას. ეს კრიპტოგრაფიული მეთოდი იძლევა Blob-ებში არსებული ტრანზაქციის მონაცემების ვერიფიკაციის საშუალებას მისი ინფორმაციის სრულად გამჟღავნების გარეშე. ეს აუმჯობესებს მონაცემთა შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის ასპექტებს.
პროტო-დანკშარდინგი გვთავაზობს რეალურ სარგებელს, რომლის გამოყენება შესაძლებელია დანკშარდინგის სრულად დანერგვამდე. Blob-ის შემცველი ტრანზაქციები მნიშვნელოვნად ამცირებს
როლაფებთან (Ethereum-ს მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიასთან) ასოცირებულ გაზის საკომისიოებს. მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ ტრანზაქციების დამუშავების უფრო იაფი მეთოდით, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს Ethereum-ის ეკოსისტემასთან წვდომას.
როგორც დროებითი ღონისძიება, პროტო-დანკშარდინგი უზრუნველყოფს მასშტაბირებასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემების გადაჭრას და ხელს უწყობს დანკშარდინგის მიერ შემოთავაზებული უფრო სრულყოფილი და პერსპექტიული უპირატესობების დანერგვას. ხარჯების შემცირებით და მონაცემთა შენახვის ეფექტურობის გაუმჯობესებით, პროტო-დანკშარდინგი ხელს უწყობს უფრო მდგრადი და მასშტაბირებადი Ethereum-ის ქსელის შექმნას.
პროტო-დანკშარდინგი გახლავთ Ethereum-ის Cancun-Deneb განახლების მთავარი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილ იქნა Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზების (EIP)
4844 მეშვეობით. ეს შემოთავაზება წარმოადგენს უმნიშვნელოვან ეტაპს ქსელის მოსამზადებლად ქსელის მონაცემების სრული
შარდინგისთვის, რაც ამავდროულად უზრუნველყოფს როლაფების მასშტაბის გაზრდას.
ბლოკჩეინის ინოვაციების დინამიურ სამყაროში, პროტო-დანკშარდინგი წარმოადგენს სტრატეგიულ ღონისძიებას Ethereum-ის მასშტაბირებადობის პრობლემის გადაჭრის გზაზე. Ethereum-ის ენთუზიასტები მოუთმენლად ელიან Ethereum-ის Cancun-Deneb განახლების გაშვებას, პროტო-დანკშარდინგი კი იმის დემონსტრირებაა, რომ Ethereum-ის უწყვეტად ვითარდება.