მეტამონაცემები
მეტამონაცემები წარმოადგენს მონაცემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციას სხვა მონაცემების შესახებ - აღწერს მათ მახასიათებლებს, წარმომავლობასა თუ სტრუქტურას, რაც ამარტივებს მათ მოძიებასა და გამოყენებას.
ყოველდღიურ კომპიუტერულ სისტემებში მეტამონაცემები თითქმის ყველგან გვხვდება. მაგალითად, ფოტოსურათის ფაილი, შესაძლოა, შეიცავდეს მეტამონაცემებს გადაღების თარიღის, კამერის მოდელისა და ფაილის ზომის შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის ასახული უშუალოდ გამოსახულებაზე. კრიპტოვალუტების სივრცეში გამოყენების შემთხვევაში, მეტამონაცემები ძირითადად მოიცავს
ტრანზაქციების დეტალებსა თუ ტოკენის მახასიათებლებს.
ბლოკჩეინზე ტრანზაქციის ჩანაწერი შესაძლოა მოიცავდეს მეტამონაცემებს, მათ შორის, დროის ნიშნულს, ტრანზაქციაში ჩართულ მისამართებს, გადარიცხულ თანხასა და გადახდილ საკომისიოს. ეს ინფორმაცია აღწერს თავად ტრანზაქციას და არ წარმოადგენს უშუალოდ გადარიცხულ თანხას.
მეტამონაცემებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
არაჩანაცვლებადი ტოკენების (NFT-ები) შემთხვევაში. ბლოკჩეინზე განთავსებული NFT, არსებითად, მფლობელობის დამადასტურებელ ჩანაწერს წარმოადგენს. სწორედ მეტამონაცემები ანიჭებს ამ ტოკენს მნიშვნელობას: ის, როგორც წესი, მოიცავს დასახელებას, აღწერას, გამოსახულების ან მედიაფაილის ბმულს და იმ მახასიათებლების ჩამონათვალს, რომლებიც განსაზღვრავს კონკრეტულ ერთეულს. მეტამონაცემების გარეშე NFT მხოლოდ იმას აჩვენებდა, თუ რომელ საფულეს ეკუთვნის ესა თუ ის ტოკენი, თუმცა ვერ ასახავდა, თუ რას წარმოადგენს თავად ეს ტოკენი.
NFT-ის მეტამონაცემები, როგორც წესი, ორიდან ერთ-ერთი გზით ინახება. On-chain მეტამონაცემები უშუალოდ
სმარტ კონტრაქტში იწერება, რაც ტოკენს ავტონომიურს და გარე სერვერებისგან დამოუკიდებელს ხდის. ეს მიდგომა ხასიათდება შედარებით მაღალი მდგრადობით, თუმცა, ამავდროულად, უფრო მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც გამოწვეულია ბლოკჩეინზე მონაცემთა შენახვის ღირებულებით.
Off-chain) მეტამონაცემები ინახება ბლოკჩეინის მიღმა, ხოლო თავად ტოკენი შეიცავს მხოლოდ ბმულს (რომელსაც ხშირად ტოკენის URI-ს უწოდებენ), რომელიც მიუთითებს შესაბამის ფაილზე. აღნიშნული ფაილი შესაძლოა განთავსებული იყოს
ცენტრალიზებულ სერვერზე ან დეცენტრალიზებულ საცავ ქსელში, როგორიცა
IPFS. Off-chain შენახვის მეთოდი შედარებით ნაკლებ ხარჯებთანაა ასოცირებული, თუმცა არსებობს მეტამონაცემებზე წვდომის შეზღუდვის რისკი, თუ მითითებული წყარო გაითიშება. სწორედ ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შენახვის მეთოდის შერჩევა პირდაპირ მოქმედებს NFT-ის სანდოობასა და მდგრადობაზე.
მეტამონაცემთა შენახვისა და სტრუქტურირების პრინციპების გააზრება მომხმარებლებს ეხმარება შეაფასონ, თუ რას წარმოადგენს ტოკენი სინამდვილეში და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ მისი დეტალები დროთა განმავლობაში ხელმისაწვდომი დარჩება.