Flux (FLUX)

განახლებული Oct 5, 2026

მთავარი დეტალები

  • Flux არის DePIN-ის (ფიზიკური ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული ქსელის) პროტოკოლი, რომელიც გვთავაზობს ქლაუდ-გამოთვლებს, შენახვას და ჯოსტინგს და წარმოადგენს ცენტრალიზებული პროვაიდერების ალტერნატივას.
  • ქსელის მხარდაჭერას უზრუნველყოფს FluxNode-ების გლობალური ქსელი. ეს ნოდები დაყოფილია ოთხ დონედ: Cumulus, Nimbus, Stratus და Typhoon, თითოეული მათგანი იყენებს განსხვავებულ აპარატურას. მათი გაშვებისთვის საჭიროა პროტოკოლში გარკვეული რაოდენობის FLUX-ის განთავსება უზრუნველყოფის სახით.

  • FluxOS არის FluxNode-ების ოპერაციული სისტემა, რომელიც დეველოპერებს აძლევს დეცენტრალიზებული აპლიკაციების ქსელში გაშვების და მასშტაბირების შესაძლებლობას.

  • FLUX ტოკენი გამოიყენება ნოდის უზრუნველყოფის სახით, სერვისის საფასურის გადახდისთვის, მმართველობაში მონაწილეობისთვის პროტოკოლის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება XDAO.

რა არის Flux?

Flux არის ქლაუდ-ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც შექმნილია Web3 აპლიკაციების შემუშავების მხარდასაჭერად. პლატფორმა გვთავაზობს ღია და საჯარო გარემოს, სადაც დეველოპერებს შეუძლიათ დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) შექმნა, გაშვება და მასშტაბირება საზოგადოების მიერ მართული ნოდების გლობალურ ქსელში.

ცენტრალიზებული პროვაიდერების სერვისებით სარგებლობის ნაცვლად, როგორიცაა AWS ან Google Cloud, გამოთვლებისთვის, მონაცემების შენახვისთვის და ჰოსტინგისთვის Flux იყენებს საზოგადოების მიერ მართულ აპარატურას. ეს მოდელი Flux-ს მიაკუთვნებს DePIN-ის (ფიზიკური ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული ქსელების) კატეგორიას, რომელთა რაოდენობა 2023 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა. ეკოსისტემა მოიცავს FluxOS-ს - DApp-ებიისთვის შექმნილ სპეციალიზებულ ოპერაციულ სისტემას, ასევე FluxNode-ებს, რომლებიც ქსელს აწვდიან გამომთვლელ რესურსებს და FLUX ტოკენს, რომელიც წარმოადგენს წახალისებისა და მმართველობის სისტემის ძირითად კომპონენტს.

როგორ მუშაობს Flux?

Flux მუშაობს FluxNode-ების განაწილებული ქსელის მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფს გამომთვლელ სიმძლავრეს, მონაცემების შენახვას და ჰოსტინგ-სერვისებს. დეველოპერებს შეუძლიათ პირდაპირ ამ ნოდებზე გაუშვან DApp-ები, API-ები და სხვა სერვისები. ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია proof-of-work (PoW) კონსენსუსის მექანიზმის მეშვეობით. მონაწილეობისთვის ნოდის ოპერატორებს მოეთხოვებათ უზრუნველყოფის სახით FLUX ტოკენების დაბლოკვა.
ნოდის ოპერატორები FLUX ტოკენებს განათავსებენ სტეიკინგზე უზრუნველყოფის სახით. ნოდების მართვის და რესურსების მიწოდების სანაცვლოდ ისინი გამოიმუშავებენ ჯილდოებს FLUX ტოკენების სახით. FluxNode-ები იყოფა ოთხ დონედ, თითოეული დონისთვის განსაზღვრულია აპარატურის სიმძლავრესთან და უზრუნველყოფასთან დაკავშირებული განსხვავებული მოთხოვნები:
  • Cumulus: საბაზისო დონე, აპარატურასთან დაკავშირებული მოთხოვნები ყველაზე დაბალია

  • Nimbus: საშუალო დონე, საჭიროებს უფრო მაღალი სიმძლავრის მქონე აპარატურას

  • Stratus: მაღალი დონე, საჭიროა უფრო ინტენსიური სამუშაოებისთვის

  • Typhoon: უმაღლესი დონე, რომელიც მხარს უჭერს რესურსების ყველაზე მაღალი მოთხოვნების მქონე სამუშაოებს, მათ შორის GPU გამოთვლებსა და ხელოვნური ინტელექტის პროცესებს.

2025 წლიდან Flux-ის ნოდების ქსელი მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების პროცესებს, რისი წყალობითაც მისი გამოყენება შესაძლებელი გახდა DApp-ების ჰოსტინგისთვის. უფრო მაღალია ნოდის დონე, მით მეტ ჯილდოს იღებს მისი ოპერატორი.

Flux ეკოსისტემა ასევე მოიცავს კროს-ჩეინ ხიდს, სახელწოდებით Fusion, რომელიც იძლევა FLUX ტოკენების სხვადახვა ბლოკჩეინზე გადატანის შესაძლებლობას. მისი წყალობით ეს ტოკენი შეგვიძლია გამოვიყენოთ ორიგინალი ბლოკჩეინის გარეთ. მსგავსი ხიდების მუშაობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას კროს-ჩეინ ხიდები.

მთავარი მახასიათებლები

ქლაუდ-ინტერფეისი

CLOUD (FluxCloud) არის მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი Flux Cloud-ისთვის. მისი ინსტრუმენტების პანელის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ წვდომა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა WordPress ჰოსტინგი და FluxDrive - მონაცემების დეცენტრალიზებული შენახვის სერვისი. ინტერფეისს აქვს მისაწვდომობის ფუნქციები და მისი განახლება რეგულარულად, ახალი სერვისების დამატების პარალელურად ხორციელდება.

HOME ინსტრუმენტების პანელი

HOME (FluxCloud) არის დეველოპერებზე ორიენტირებული ინსტრუმენტების პანელი Flux Cloud-ისთვის. ის უზრუნველყოფს წვდომას გაფართოებულ ინსტრუმენტებსა და ინფრასტრუქტურის ფუნქციებზე, ამიტომ განკუთვნილია ტექნიკური მომხმარებლებისთვის და ნოდების ოპერატორებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ საკუთარი სისტემების დეტალური კონტროლი.

რა არის FLUX?

FLUX არის Flux ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენი. მისი ტოკენომიკა მოიცავს სამ ძირითად ფუნქციას: ნოდის ოპერატორების მიერ უზრუნველყოფის განთავსება, ქსელის სერვისების საფასურის გადახდა და მმართველობის პროცესში მონაწილეობა.

რესურსების მიწოდების და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სანაცვლოდ, ნოდის ოპერატორებს და მაინერებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ჯილდოები FLUX ტოკენების სახით. ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობის პროცესში პროტოკოლის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ეწოდება XDAO, რისთვისაც უნდა წარადგინონ და ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებთან, საკომისიოების სტრუქტურის ცვლილებებთან და ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს.

ხშირად დასმული კითხვები

რისთვის გამოიყენება Flux კრიპტო?

FLUX გამოიყენება ნოდის ოპერატორების მიერ უზრუნველყოფის სახით განთავსებისთვის ქსელის ოპერაციებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, FluxCloud-ზე სერვისების საფასურის გადასახდელად და მმართველობაში მონაწილეობის უფლების მისაღებად XDAO დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის მეშვეობით. ნოდის ოპერატორებს და მაინერებს შეუძლიათ გამოიმუშაონ FLUX ტოკენი ქსელის მხარდაჭერის სანაცვლოდ მიღებული ჯილდოების სახით.

როგორ მუშაობს FluxNodes?

FluxNode-ები წარმოადგენს საზოგადოების მიერ მართულ სერვერებს, რომლებიც Flux ქსელს უზრუნველყოფენ გამომთვლელი სიმძლავრით, მონაცემების საცავით და ჰოსტინგ-სერვისით. ოპერატორებმა უზრუნველყოფის სახით ქსელში უნდა დაბლოკონ გარკვეული ოდენობის FLUX. უზრუნველყოფის მოთხოვნები დამოკიდებულია ნოდის დონეზე (Cumulus, Nimbus, Stratus ან Typhoon). სანაცვლოდ ისინი იღებენ FLUX ჯილდოებს, რომლებიც მათი მუშაობის დროის და შეტანილი წვლილის პროპორციულია.

არის Flux DePIN პროექტი?

დიახ. Flux მიეკუთვნება DePIN-ის (ფიზიკური ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული ქსელების) კატეგორიას, რადგან ის გვთავაზობს აპარატურის ოპერატორების წახალისებას, რომლებიც ქსელს უზრუნველყოფენ გამომთვლელი რესურსებით და მონაცემების საცავით, სანაცვლოდ კი იღებენ ჯილდოებს ტოკენის სახით. ეს მოდელი სხვა DePIN პროტოკოლების მსგავსია, რომლებიც გვთავაზობს უსადენო ქსელების, მონაცემთა საცავის ან გამომთვლელი სიმძლავრის დეცენტრალიზაციას.

რომელ ბლოკჩეინებს უჭერს მხარს FLUX?

FLUX წარმოადგენს Flux ბლოკჩეინის ადგილობრივ ტოკენს, თუმცა ის შეიძლება გადატანილ იქნეს სხვა ბლოკჩეინებზე Fusion კროს-ჩეინ ხიდის მეშვეობით. ეს მფლობელებს აძლებს FLUX-ის სხვადასხვა ბლოკჩეინ-ეკოსისტემებში გამოყენების შესაძლებლობას.

შეჯამება

Flux არის ქლაუდ-ინფრასტრუქტურის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელიც გამოთვლების, მონაცემთა შენახვის და ჰოსტინგის პროცესებს ანაწილებს FluxNode-ების გლობალურ ქსელში. FluxOS-ის, ნოდების მრავალდონიანი სტრუქტურის, FLUX ტოკენისა და კროს-ჩეინ ფუნქციონალის მეშვეობით, პლატფორმა მიზნად ისახავს შექმნას საზოგადოების მიერ მართული სისტემა, რომელიც გახდება ცენტრალიზებული ქლაუდ-სერვისების ალტერნატივა. DePIN-ის განვითარების პარალელურად, Flux იკავებს მნიშვნელოვან პოზიციას Web3 ინფრასტრუქტურის სექტორში, თუმცა როგორც ნებისმიერი კრიპტო პროექტის შემთხვევაში, მონაწილეების მიერ მიღებული სარგებელი დამოკიდებულია ქსელის პოპულარობის ზრდასა და ზოგად საბაზრო პირობებზე.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.
პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.