ხოლო თუ ბლოკის შექმნას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, სირთულე შემცირდება, რაც გაზრდის სამიზნე მაჩვენებელს. ეს სამიზნე მაჩვენებელი არის რიცხვი, რომლის განახლებაც პერიოდულად ხდება. ბლოკის წარმატებით მაინინგისთვის, მაინერმა უნდა მოძებნოს ჰეში, რომლის მნიშვნელობაც ამ რიცხვზე დაბალი იქნება.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი. დავუშვათ გვაქვს ტერმინი „binance“ და გვსურს შევქმნათ SHA256 ჰეში, რომლის რიცხვობრივი მნიშვნელობა სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება და რომელიც დაახლოებით იმ ჰეშების შესაბამისი იქნება, რომლებიც იწყება გარკვეული რაოდენობის ნულით და მოცემულია თექვსმეტობითი ფორმით.
რეალური მაინინგის დროს, მაინერები ცდილობენ მოძებნონ ჰეშის მნიშვნელობა, რომელიც სამიზნე რიცხვზე დაბალი იქნება, რომელიც არის 256-ბიტიან ფორმატში წარმოდგენილი ძალიან დიდი რიცხვი. ამის ილუსტრაციისთვის შეგვიძლია თანმიმდევრულად დავუმატოთ რიცხვები სტრიქონს „binance“ (მაგალითად, „binance1“, „binance2“, „binance3“) და მოვახდინოთ მათი ჰეშირება, სანამ შედეგი არ დააკმაყოფილებს გამარტივებულ კრიტერიუმს, რაც შეიძლება იყოს მოთხოვნა, რომ ის იწყებოდეს ნულებით.
ეს გვიქმნის წარმოდგენას მაინინგის მუშაობის პრინციპის შესახებ, თუმცა რეალური მაინინგი იმით განსხვავდება, რომ მაინერები ცდილობენ იპოვონ რიცხვი, რომელიც ნაკლებია განსაზღვრულ სამიზნე მნიშვნელობაზე. რაც უფრო დაბალია ეს ზღვარი, მით უფრო რთულია პასუხის პოვნა, სწორედ ამიტომ მოითხოვს Bitcoin დიდ გამომთვლელ რესურსს. ვალიდური ჰეშის მოსაძებნად მაინერებს უწევთ ერთი და იმავე ინფორმაციის განმეორებით ჰეშირება.
Bitcoin მაინინგის სირთულეს აკორექტირებს დაახლოებით ყოველი 2016 ბლოკის შექმნის შემდეგ (დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ), რათა ბლოკის შექმნის დრო 10 წუთის დონეზე შენარჩუნდეს. ეს კორექტირება ეფუძნება ბოლო 2016 ბლოკის შექმნისთვის დახარჯულ დროს. თუ ბლოკების მაინინგი მოსალოდნელზე ნაკლები იყო, იზრდება სირთულის დონე, რათა მაინინგს უფრო მეტი დრო დასჭირდეს; თუ ეს დრო მოსალოდნელზე მეტია, სირთულე მცირდება, რაც ამარტივებს მაინინგს.
მაინინგი გადაიქცა ინდუსტრიული დონის საქმიანობად, სადაც დომინირებენ სპეციალური აპარატურით აღჭურვილი მაინინგ-ფერმები სპეციალიზებული მოწყობილობებით, რაც ასახავს ქსელის კონკურენტულ ბუნებას და მზარდ სირთულეს.
მაინინგის ნოდის (მაინერის) მიერ შექმნილი დროებითი ბლოკი, რომელიც შეიძლება დაემატოს ბლოკჩეინს ბლოკის ჯილდოს ...
სატოში ნაკამოტოს ფსევდონიმით ცნობილი დეველოპერის (დეველოპერების) მიერ შექმნილი კრიპტოვალუტა. ისტორიაში პირვ...
ტრანზაქციების ვერიფიკაცია ბლოკჩეინის ქსელში, რომლის დროსაც ხდება ტრანზაქციების მონაცემების დამატება ბლოკჩეი...