მთავარი დეტალები
პროგნოზირების ბაზრები მონაწილეებს საშუალებას აძლევს პოზიციები გახსნან მოვლენების შედეგების პროგნოზირების საფუძველზე. ეს მოვლენები შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვადასხვა სფეროსთან როგორიცაა სპორტი, ფინანსები, პოლიტიკა, კულტურა და კრიპტო.
Binance Wallet-ის პროგნოზირების ბაზრებისთვის გამოიყენება BNB Smart Chain (BSC)-ზე გაშვებული მესამე მხარის დეცენტრალიზებული პროტოკოლი (Predict.fun), რომელზე წვდომაც პირდაპირ Binance-ის აპლიკაციიდან შეგიძლიათ.
მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ „დიახ“ ან „არა“ აქციები, რომელთა ფასი 0,01-დან 0,99 აშშ დოლარამდე მერყეობს. ბაზრის რეზულტატის გამოქვეყნების შემდეგ გამარჯვებული თითოეულ აქციიდან იღებს 1,00 აშშ დოლარს, წაგებულის აქციები კი უფასურდება.
ვაჭრობის დაწყებისას, ავტომატურად იქმნება სპეციალური პროგნოზირების ანგარიში Binance Wallet-ის უგასაღებო ტექნოლოგიის მეშვეობით (საფულის პარამეტრების ხელით კონფიგურაცია არ არის საჭირო).
შესავალი
პროგნოზირების ბაზრები მომხმარებლებს სთავაზობს რეალური სამყაროს მოვლენების პროგნოზირებით მოგების მიღების შესაძლებლობას. ეს ბაზრები სხვადასხვა მოვლენებთან, მაგალითად სპორტული ღონისძიებების შედეგებთან, ეკონომიკურ ინდიკატორებთან და კულტურულ მომენტებთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ აზრს გარდაქმნის სავაჭრო პოზიციებად.
Binance Wallet-ის პროგნოზირების ბაზრები ინტეგრირებულია Binance-ის აპლიკაციაში, რომელიც მომხმარებელ სთავაზობს დეცენტრალიზებულ პროგნოზირების ბაზრებზე წვდომას გაზის საკომისიოების გადახდის ან გარე საფულეების მართვის საჭიროების გარეშე. ამ გზამკვლევში განმარტებულია, თუ რას წარმოადგენს პროგნოზირების ბაზრები, როგორ მუშაობს ისინი Binance-ზე და როგორ დავიწყოთ ამ ბაზრებზე ვაჭრობა.
რა არის პროგნოზირების ბაზრები?
პროგნოზირების ბაზრები წარმოადგენს პლატფორმებს, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ იყიდონ ან გაყიდონ აქციები რომლებიც დაკავშირებულია სამომავლო მოვლენების შედეგებთან. თითოეულ მოვლენას აქვს შედეგის ორი ვარიანტი: დიახ და არა, თითოეული მათგანი წარმოდგენილია აქციის სახით, რომლის ფასი 0,01-დან 0,99 აშშ დოლარამდე მერყეობს.
აქციის ფასი ასახავს საზოგადოების კოლექტიურ ვარაუდს მოვლენის შედეგთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ „დიახ“ აქციის ფასი საკმარისი ლიკვიდურობის მქონე ბაზარზე არის 0,72 აშშ დოლარი, ეს იმაზე მიანშნებს, რომ ამ შედეგის დადგომის მიახლოებითი ალბათობა არის 72%.
მოვლენის დასრულების და ბაზრის რეზულტატის გამოქვეყნების შემდეგ:
მომგებიანი აქციების მფლობელები იღებენ 1,00 აშშ დოლარს თითოეულ აქციაზე.
წამგებიანი აქციების ფასი ხდება 0,00 აშშ დოლარი და ისინი იშლება ანგარიშიდან.
ფაქტიურად, ეს მექანიზმი გვთავაზობს მოვლენის დადგომის ალბათობის შეფასებას ბაზრის მეშვეობით, სადაც ფასები დინამიურად იცვლება მომხმარებლების მიერ საკუთარი პოზიციების გახსნის პარალელურად, მიწოდების და მოთხოვნის საფუძველზე.
როგორ მუშაობს პროგნოზირების ბაზრები Binance-ზე?
Binance Wallet-ის პროგნოზირების ბაზრებისთვის გამოიყენება მესამე მხარის მიერ მოწოდებული პროგნიზირების ბაზრის დეცენტრალიზებული პროტოკოლი, რომელსაც ეწოდება Predict.fun (გაშვებულია BNB Smart Chain-ზე). Binance წარმოადგენს წვდომის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აერთიანებს ამ ბაზრებს და მომხმარებელს სთავაზობს მათზე წვდომას Binance-ის აპლიკაციის მეშვეობით, თუმცა ის არ ირჩევს მოვლენებს და არ წარმოადგენს შემხვედრ მხარეს ვაჭრობების დროს.
ქვემოთ მოცემულია ამ ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ასპექტები:
ბლოკჩეინზე აღსრულება: ყველა ვაჭრობის აღსრულება ხდება BSC ბლოკჩეინზე Predict.fun პროტოკოლის მეშვეობით.
ვაჭრობა გაზის გარეშე: Binance Wallet იხდის ვაჭრობისთვის და ანგარიშსწორებისთვის საჭირო გაზის საკომისიოებს, ამიტომ მომხმარებელს არ ესაჭიროება, რომ საკუთარ ბალანსზე ჰქონდეს გაზის საკომისიოს გადასახდელად საჭირო BNB.
უგასაღებო საფულის ინფრასტრუქტურა: ვაჭრობების აღსრულება ხდება Binance Wallet-ის MPC (Multi-Party Computation) უგასაღებო ტექნოლოგიის მეშვეობით, რაც გამორიცხავს გასაღების ხელით მართვის საჭიროებას.
სპოტ ანგარიშის ინტეგრაცია: პროგნოზებზე თანხის განთავსებისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საკუთარი არსებული სპოტ ან ფინანსირების ანგარიშის ბალანსი.
ბაზრები სხვადასხვა კატეგორიას მოიცავს, როგორიცაა სპორტი, ეკონომიკა, მსოფლიოს მოვლენები, კულტურა და კრიპტო.
როგორ დავიწყოთ ვაჭრობა (მობილური აპლიკაცია)
Binance Wallet-ის პროგნოზირების ბაზრებზე ვაჭრობის დასაწყებად შეასრულეთ შემდეგი საფეხურები:
განაახლეთ Binance-ის აპლიკაცია უახლეს ვერსიამდე.
გახსენით აპლიკაცია, გაააქტიურეთ ბირჟის ხედი.
შეეხეთ ეკრანის ქვემოთ მოცემულ ღილაკს [ბაზრები]. ხელმისაწვდომი ბაზრების და ალბათობების ფასების სანახავად აირჩიეთ ეკრანის ზედა ნაწილში მოცემული ჩანართი [პროგნოზი].
პირველი შეკვეთის განთავსების დროს ეკრანზე ჩნდება პროგნოზირების ანგარიშის პარამეტრების შეყვანის ინსტრუქციები. ამ დროს იქმნება „უგასაღებო საფულე“, რომელიც უკაშირდება თქვენს ანგარიშს — საფულის პარამეტრების ხელით შეყვანა საჭირო არ არის.
ვაჭრობებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სპოტ და ფინანსირების ანგარიშზე არსებული ბალანსები ან წინასწარ გადარიცხოთ USDT თქვენს პროგნოზირების ანგარიშზე, რისთვისაც უნდა გადახვიდეთ ჩანართში [აქტივები] → [პროგნოზი] → [გადარიცხვა].
გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში პროგნოზირების ბაზრები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი.
როგორ განვათავსოთ პროგნოზირების შეკვეთა
პროგნოზირების ანგარიშის გახსნის შემდეგ შეკვეთის განთავსებისთვის შეასრულეთ შემდეგი საფეხურები:
გადადით ჩანართში [ბაზრები] → [პროგნოზი] და აირჩიეთ მოვლენა.
აირჩიეთ სავარაუდო შედეგი: დიახ ან არა.
აირჩიეთ შეკვეთის ტიპი:
საბაზრო შეკვეთა: სრულდება დაუყოვნებლივ საუკეთესო ხელმისაწვდომ ფასად.
ლიმიტ-შეკვეთა: სრულდება მხოლოდ თქვენს მიერ მითითებულ ან უკეთეს ფასად. შეკვეთის შეუსრულებელი დარჩება ღია და შეიძლება ნაწილობრივ შეივსოს ან გაუქმდეს.
შეიყვანეთ შეკვეთის თანხა (როგორც წესი USDT). პოტენციური მოგება ავტომატურად გამოითვლება.
გაეცანით დეტალებს და შეკვეთის განთავსებისთვის შეეხეთ ღილაკს [დადასტურება].
თქვენს ღია პოზიციებზე და შეკვეთების ისტორიაზე თვალის დევნებისთვის გადადით ჩანართზე [აქტივები] → [პროგნოზი].
ბაზრის ფაზები და რეზულტატი
თითოეული პროგნოზირების ბაზარი სამი ფაზისგან შედგება:
ფაზა 1: ბაზრის მიმდინარეობა (ღიაა ვაჭრობისთვის)
ამ დროს ბაზარი ღიაა და აქტიურად მიმდინარეობს ვაჭრობა. აქციის ფასები იცვლება შეკვეთების წიგნის და ბაზრის განწყობის ცვლილებების შესაბამისად. ამ ფაზაში თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად იყიდოთ ან გაყიდოთ აქციები.
ფაზა 2: ბაზრის დასრულება (მიმდინარეობს ანგარიშსწორება)
შესაბამისი მოვლენა (მაგ., სპორტული მატჩი) დასრულებულია, თუმცა მონაცემების პრობაიდერს არ დაუდასტურებია საბოლოო რეზულტატი. ბაზარი კვლავ ღიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შეგიძლიათ თქვენი პოზიციების კორექტირება.
ფაზა 3: რეზულტატი (საბოლოო შედეგი)
საბოლოო შედეგი განსაზღვრულია და ჩაწერილია ბლოკჩეინზე. ამ დროს ვაჭრობა შეუძლებელია და ბაზარი ოფიციალურადაა დახურული. თუ თქვენ მომგებიან აქციებს ფლობთ, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ პროგნოზირების ანგარიშზე და მოითხოვოთ 1,00 აშშ დოლარი თითოეულ აქციაზე. წამგებიანი აქციები ავტომატურად წაიშლება.
რეზულტატის განსაზღვრისთვის Predict.fun იყენებს on-chain oracle-ების დეცენტრალიზებულ სისტემას. მოვლენის დასრულების შემდეგ ხდება შემოთავაზებული შედეგების წარდგენა. თუ არ მოხდა ამ შედეგების გასაჩივრება, ბაზარი ავტომატურად აფიქსირებს ამ შედეგს. გასაჩივრების შემთხვევაში პროცესში ერთვება საარბიტრაჟო მექანიზმი.
შეგიძლიათ თუ არა აქციის გაყიდვა რეზულტატის გამოქვეყნებამდე?
დიახ, შედეგის განსაზღვრის მომენტამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაყიდოთ აქცია მოგების შენარჩუნების ან ზარალის შემცირების მიზნით. წინა ვაჭრობებიდან მიღებული მოგების რეალიზება მომენტალურად ხდება, მოთხოვნის პროცესის გავლის საჭიროების გარეშე.
მნიშვნელოვანი შენიშვნები
ვაჭრობის საკომისიოები წარმოადგენს Predict.fun-ის მიერ დადგენილ გადასახადს, რომელიც განკუთვნილია სერვისის მომწოდებლებისთვის და ის რეალურ დროში გამოისახება შეკვეთის დადასტურების ეკრანზე. ეს საკომისიოები არ გადაეცემა Binance-ს.
გაზის საკომისიოებს იხდის Binance Wallet, ამგვარად მომხმარებელს არ ეკისრება ბლოკჩეინზე ტრანზაქციის აღსრულების ხარჯები.
Binance არ ქმნის და არ მართავს ბაზრის მოვლენებს და არ წარმოადგენს შემხვედრ მხარეს პროგნოზებით ვაჭრობის დროს.
ნებისმიერი სხვა ტიპის ვაჭრობის მსგავსად, პროგნოზირების ბაზრებიც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირეული. თქვენი აქციების ღირებულება შეიძლება შეიცვალოს და შესაძლოა მთლიანად დაკარგოთ ინვესტირებული თანხა, თუ თქვენი პროგნოზები არ გამართლდება.
შეჯამება
პროგნოზირების ბაზრები უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა Binance Wallet გთავაზობთ ამ ბაზრებზე პირდაპირ წვდომას გაზის საკომისიოების გარეშე, რაც ბლოკჩეინზე დაფუძნებული პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს/ როსლოს გაწევამდე დარწმუნდით, რომ კარგად იცნობთ ამ პროდუქტის მუშაობის პრინციპს და ვაჭრობა განახორციელეთ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.