მთავარი დეტალები
Smooth Love Potion (SLP) არის Axie Infinity-ის ERC-20 გეიმინგ-ტოკენი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თამაშში Axie-ების, NFT-ზე დაფუძნებული ციფრული არსებების გამრავლება, რომლებით ვაჭრობაც თამაშის სავაჭრო პლატფორმაზეა შესაძლებელი.
SLP-ს არ გააჩნია მარაგის განსაზღვრული ოდენობა და ტოკენების დამზადება თამაშში მონაწილეობის ხარჯზე ხდება. 2026 წლის შუა პერიოდის მონაცემებით მიმოცვლაში გაშვებული ტოკენების რაოდენობა დაახლოებით 36 მილიარდ ტოკენს შეადგენს. ციფრული არსებების გამრავლება სამუდამოდ წვავს პერსონაჟისთვის გამოყენებული SLP-ის ნაწილს, რაც უზრუნველყოფს ინფლაციის თავიდან აცილებას.
Axie Classic-ში (ხელახლა იქნა გაშვებული 2024 წლის შუა ნაწილში ძირითადი play-to-earn რეჟიმის სახით) მოთამაშეებს შეუძლიათ მოიპოვონ SLP თამაშში ყოველდღიური კვესტების შესრულების, Arena-ზე ბრძოლის (PvP) და Adventure რეჟიმში (PvE) თამაშის მეშვეობით. SLP-ის გამოშვება ამოღებულ იქნა Axie Origins-დან, რომელსაც ჯილდოების დარიგების ცალკეული სტრუქტურა აქვს.
Axie Infinity 2021 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად განვითარდა, რაც აისახება SLP-ის წვის გაზრდილ მაჩვენებელში ინფლაციის სამართავად, 2026 წლის დასაწყისში Bonded AXS (bAXS) ტოკენების შემოღებაში და მოსალოდნელ Atia's Legacy MMO-ში, რომელსაც უკვე 17 მილიონზე მეტი წინასწარ დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ SLP Binance-ზე SLP/USDT წყვილის გამოყენებით და გადარიცხოთ ის Ronin Wallet-ში Ronin-ის (RON) ქსელის მეშვეობით, რათა შემდეგ გამოიყენოთ ის თამაშის ფარგლებში.
რა არის Axie Infinity?
Axie Infinity არის ბლოკჩეინის გეიმინგ პროექტი და NFT თამაში, რომელიც შექმნილია Sky Mavis-ის მიერ და გაშვებულია Ronin-ის ქსელში - გეიმინგისთვის ოპტიმიზებულ Ethereum-თან თავსებად ბლოკჩეინზე. მოთამაშეები აგროვებენ, ერთმანეთს აჩხუბებენ და ამრავლებენ ციფრულ არსებებს სახელად Axie-ები, რომელთაგან თითოეული უნიკალური არაჩანაცვლებად ტოკენს (NFT) წარმოადგენს თავისი გამორჩეული კლასით, აგებულებით და პერსონაჟის სტატისტიკით, რასაც გავლენა აქვს თამაშში მის ეფექტურობაზე. შესაძლებელია Axie-ების შენახვა Ronin Wallet-ში, ვაჭრობა ბირჟაზე ან სულაც მათი გამოყენება თამაშის შიდა ჯილდოების მისაღებად.
თამაში პირველი იყო, რომელმაც play-to-earn მოდელი შემოიღო და მოთამაშეებს შესაძლებლობა მისცა გამოემუშავათ კრიპტოვალუტა თამაშით. Axie-ს ეკოსისტემა ახლა ხელმისაწვდომია მრავალი რეჟიმის სახით: Axie Classic (თავდაპირველი earn-as-you-play ფორმატი, რომელიც ხელახლა გაეშვა 2024 წლის შუაში და აქვს SLP ჯილდოების სიტემა), Axie Origins (კონკურენტული, უნარებზე დაფუძნებული რეჟიმი, რომელსაც არ აქვს SLP-ს გამოშვების სისტემა) და მომავალში მოსალოდნელი Atia's Legacy - სრულფასოვანი MMO-ს ჟანრის თამაში, რომელზეც, 2026 წლის აპრილის მონაცემებით, უკვე 17 მილიონზე მეტი მოთამაშეა წინასწარ დარეგისტრირებული. ამ ცვლილებებთან ერთად, Ronin-ის ქსელმა შეამცირა ტრანზაქციის ხარჯები დაახლოებით 95%-ით და დაიწყო გადასვლა Ethereum-ის მე-2 დონეზე, რაც დაწევს შესვლის ბარიერს ახალი მოთამაშეებისთვის.
რა არის და როგორ მუშაობს Smooth Love Potion (SLP)?
Smooth Love Potion (SLP) არის Axie Infinity-ის ადგილობრივი ERC-20 utility ტოკენი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიპტო გეიმინგის მონეტა. თავდაპირველად „Small Love Potion-ის“ სახელის მქონე SLP-ს არ გააჩნია მარაგის ფიქსირებული ოდენობა: ტოკენები მუდმივად მზადდება თამაშის პროცესში და ქრება წვის მექანიზმით, რომელიც არსებების გამრავლებისას მოქმედებს. 2024 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, მიმოცვლაში გაშვებული რაოდენობა აჭარბებდა 42 მილიარდ ტოკენს, რაც ასახავს წლების მანძილზე მოთამაშეების აქტივობას თამაშის პირველად 2018 წელს გაშვებიდან მოყოლებული.
SLP ეკოსისტემაში ორ ძირითად როლს ასრულებს. პირველია მისი, როგორც ახალი Axie-ების გამრავლებისთვის საჭირო რესურსის როლი. მეორე - SLP-ით ვაჭრობა შესაძლებელია ბირჟებზე, როგორიცაა Binance. SLP-მ მიაღწია ყველა დროის უმაღლეს ღირებულებას 0,41 აშშ დოლარის ოდენობით 2021 წლის ივლისში, კერძოდ play-to-earn ბუმის პერიოდში. 2026 წლის მონაცემებით, ტოკენით ვაჭრობა დაახლოებით 0,005 აშშ დოლარად მიმდინარეობს, ხოლო ფასი დამოკიდებულია გამრავლების მოთხოვნაზე და Axie Classic-ის სეზონებში დაფიქსირებულ აქტივობაზე. 2026 წლის დასაწყისში, Sky Mavis-მა ასევე შემოიღო Bonded AXS (bAXS), ახალი ჯილდოს ტოკენი მაღალი ეფექტურობის მქონე მოთამაშეებისთვის, რომელიც მიბმულია AXS-ზე 1:1 თანაფარდობით. ეს ასახავს ეკოსისტემის უფრო ვრცელ ცვლილებას მდგრადი, რეპუტაციაზე დაფუძნებული მოგების სისტემისკენ უბრალო earn-and-sell წახალისებების ნაცვლად.
გამრავლება და წვის მექანიზმი
ორი Axie-ის შესაჯვარებლად, მოთამაშეები ხარჯავენ თითოეული Axie-ს ჯიშის ფასის შესაბამის SLP-ის ოდენობას. გამრავლების ხარჯი მატულობს თითოეული წარმატებული თაობის შექმნისას, ხოლო ერთი Axie-ს გამრავლება მაქსიმუმ 7-ჯერ არის შესაძლებელი. თითოეული გამრავლების შემდეგ, გამოყენებული SLP სამუდამოდ იწვება და ქრება მიმოქცევაში გაშვებული მარაგიდან. Axie Classic-ის ხელახალი გაშვების შემდეგ 2024 წელს, გამრავლების წვის წილი პირველ სეზონში 2025-2026 წლებისთვის 50%-დან დაახლოებით 65-70%-მდე გაიზარდა, სუფთა SLP მარაგის ზრდის შემცირების მიზნით. შედეგად მივიღეთ ახალი Axie NFT, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაშში ან გაყიდოთ ბირჟაზე.
როგორ გამოვიმუშაოთ SLP Axie Classic-ში
SLP-ის გამომუშავება კონკრეტულად Axie Classic-თვის არის დამახასიათებელი - ეკოსისტემის play-to-earn რეჟიმისთვის, რომელიც ხელახლა გაიშვა 2024 წლის შუაში. Axie Origins არ უშვებს SLP-ს. Axie Classi-ში SLP-ის გამომუშავების სამი გზა არსებობს:
1. ყოველდღიური კვესტები
ყოველდღიური კვესტების შესრულებით მოთამაშეები იღებენ დამატებით SLP-ებს. კვესტი ძირითად შემთხვევაში მოითხოვს ყოველდღიურ დაჩექინებას თამაშში, Adventure რეჟიმის გარკვეული რაოდენობის დონეების გავლას და Arena-ზე გარკვეული რაოდენობის ბრძოლების მოგებას. მოთამაშის მიერ თამაშში დახარჯული დროის მიუხედავად, არსებობს SLP-ის გაცემის დღიური ლიმიტი.
2. Arena (PvP)
Arena რეჟიმი მოთამაშეებს ერთმანეთის წინააღმდეგ აპირისპირებს მატჩმეიკინგის რეიტინგის (MMR) მიხედვით. თითოეულ მოგებაზე იღებთ ჯილდოს SLP-ის სახით, ხოლო ოდენობა მასშტაბირდება მოთამაშის MMR დონის მიხედვით, შესაბამისად უფრო მაღალი დონის მოთამაშეებს მეტის გამომუშავება შეუძლიათ ერთ მოგებაზე. Arena-ზე მატჩებზე გასვლა საჭიროებს ენერგიას: ენერგიის გარეშე, მოთამაშეებს მაინც შეუძლიათ შეეჯიბრონ ერთმანეთს MMR-ის გაუმჯობესების მიზნით, თუმცა ისინი ვერ მიიღებენ SLP ჯილდოებს. ხელმისაწვდომი ენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია მოთამაშის მფლობელობაში მყოფ Axie-ების რაოდენობაზე: მოთამაშეს აქვს 20 ენერგია 3-დან 9-მდე Axie-ს ყოლის შემთხვევაში, 40 ენერგია 10-დან 19-მდე Axie-თვის და 60 ენერგია - 20 ან მეტისთვის.
3. Adventure რეჟიმი (PvE)
Adventure რეჟიმი არის single-player რეჟიმი, რომელიც მოიცავს 36 დონეს მზარდი სირთულითა და SLP ჯილდოებით. მოთამაშეებს შეუძლიათ დღეში მაქსიმუმ 50 SLP გამოიმუშაონ Adventure რეჟიმის დონეებიდან. Arena-სგან განსხვავებით, Adventure რეჟიმში თამაში ენერგიას არ მოითხოვს, თუმცა ენერგია საჭიროა Axie-ებისთვის გამოცდილების ქულების მისაღებად. თითოეული დონის პირველად დახურვა ერთჯერად ბონუს ჯილდოს იძლევა. დონეების ხელახლა თამაში შეიძლება ყოველდღიური კვესტის მოთხოვნების შესასრულებლად, მაგრამ ყოველდღიური ლიმიტის მიღმა ეს დამატებით SLP-ს არ იძლევა.
როგორ შევიძინოთ SLP Binance-ზე
Binance-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ SLP და გადაიტანოთ ის Ronin Wallet-ში Ronin (RON) ქსელის მეშვეობით თამაშში გამოსაყენებლად:
შედით თქვენს Binance-ის ანგარიშში და გადადით [ვაჭრობა]-ზე. აირჩიეთ Classic ან Advanced სავაჭრო რეჟიმი.
საძიებო ველში ჩაწერეთ „SLP“ ხელმისაწვდომი წყვილების სანახავად. SLP/USDT ძირითად წყვილს წარმოადგენს.
[სპოტ]-ის ქვემოთ აირჩიეთ თქვენი შეკვეთის ტიპი და მიუთითეთ სასურველი რაოდენობა. დასადასტურებლად დააჭირეთ ღილაკს [SLP-ის ყიდვა]. თქვენ მიერ შეძენილი SLP თქვენს სპოტ საფულეში გამოჩნდება. მანდვე დააჭირეთ ღილაკს [გატანა] მის გადასაგზავნად თქვენს Ronin Wallet-ში Ronin (RON) ქსელის მეშვეობით.
ხშირად დასმული კითხვები
რისთვის გამოიყენება SLP Axie Infinity-ში?
SLP არის რესურსი, რომელიც გამოიყენება ახალი Axie-ების გასამრავლებლად. თითოეული გამრავლების ოპერაცია მოითხოვს SLP-ს ოდენობას, მშობელი Axie-ების გამრავლების რაოდენობის პროპორციულად, ხოლო დახარჯული SLP სამუდამოდ იწვება. SLP-ის ყიდვა-გაყიდვა ასევე შესაძლებელია ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა Binance.
შეიძლება თუ არა SLP-ს გამომუშავება Axie Origins-ში ?
არა. SLP-ის ემისიები ამოღებულია Axie Origins-იდან, რომელიც ფოკუსირებულია უნარებზე დაფუძნებულ კონკურენტულ თამასის მოდელზე და იყენებს ჯილდოების ცალკე სტრუქტურას. SLP-ის გამომუშავება დამახასიათებელია Axie Classic-ისთვის, რომელიც 2024 წლის შუა პერიოდში ხელახლა გაეშვა, როგორც მთავარი play-to-earn რეჟიმი.
დღეში რამდენი SLP-ის გამომუშავება შეიძლება Axie Classic-ში?
გამომუშავების დღიური დღიური ოდენობა დამოკიდებულია სეზონსა და მოთამაშის აქტივობაზე. SLP-ის მიღება შესაძლებელია Arena-ში (PvP) მოპოვებული გამარჯვებებიდან თქვენი MMR რეიტინგის მიხედვით, Adventure (PvE) რეჟიმში - 50 SLP-მდე დღიური ლიმიტით, და ყოველდღიური კვესტის ბონუსიდან. დღიური ლიმიტი მოქმედებს ყველა აქტივობაზე ჯამურად, თამაშზე დახარჯული დროის მიუხედავად.
რა მოუვიდა Axie Infinity-ს 2021 წლის პიკის შემდეგ?
ეკოსისტემა მნიშვნელოვნად განვითარდა. Sky Mavis-მა 2024 წლის შუა პერიოდში ხელახლა გაუშვა Axie Classic SLP-ის წვის უფრო მაღალი მაჩვენებლებით ინფლაციის დასაძლევად, ამოიღო SLP Axie Origins-იდან კონკურენტულ, უნარებზე დაფუძნებულ თამაშზე ფოკუსირებისთვის და 2026 წლის დასაწყისში შემოიტანა Bonded AXS (bAXS), როგორც მდგრადობაზე ორიენტირებული ჯილდოს ტოკენი. Ronin ქსელმა ტრანზაქციის ხარჯები დაახლოებით 95%-ით შეამცირა და გადადის Ethereum-ის მე-2 დონეზე. შემდეგი მთავარი გამოშვებაა Atia's Legacy - სრულფასოვანი MMO, რომელზეც 2026 წლის აპრილის მდგომარეობით 17 მილიონზე მეტი წინასწარ დარეგისტრირებული ჰყავს.
რომელი ქსელი მჭირდება Axie Infinity-ში SLP-ის გამოსაყენებლად?
Axie Infinity მუშაობს Ronin ქსელზე. Binance-ზე SLP-ის შეძენის შემდეგ, გადმოიტანეთ ის Ronin Wallet-ში Ronin (RON) ქსელის გამოყენებით. თქვენს Ronin Wallet-ში არსებული SLP უკვე მზად არის თამაშში არსებების გამრავლებისთვის გამოსაყენებლად.
შეჯამება
Smooth Love Potion არის ტოკენი, რომელიც გეიმინგისა და კრიპტოეკონომიკის გადაკვეთის წერტილში მდებარეობს. მისი ღირებულება პირდაპირ არის მიბმული Axie Infinity-ში განხორციელებულ აქტივობაზე: როცა მოთამაშეები Axie-ებს ამრავლებენ, SLP იწვება; როცა თამაში ახალ მონაწილეებს იზიდავს, SLP-ზე მოთხოვნა, როგორც წესი, იზრდება.
გამოწვევა, რომელსაც Sky Mavis მუდმივად აწყდებოდა, არის მიწოდება-მოთხოვნის ბალანსის შენარჩუნება და 2021 წლიდან განხორციელებული ცვლილებები მიუთითებს მუდმივ მცდელობაზე გახადონ ეს ეკოსისტემა უფრო მდგრადი. მაღალი წვის მაჩვენებლები, კონკურენციული და earn-as-you-play რეჟიმების ერთმანეთისგან გამოყოფა და bAXS-ის დანერგვა, ყველაფერი ეს მიუთითებს მოდელზე, რომელიც ცდილობს დააჯილდოვოს მდგრადი გრძელვადიანი ჩართულობა და არა მოგების მოკლევადიანი ამოღება.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესაებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.