კოლოკაცია

განახლებული Aug 31, 2026

რა არის კოლოკაცია?

კოლოკაცია არის პრაქტიკა, რაც გულისხმობს ტრეიდერის სერვერების იმავე მონაცემთა ცენტრში განთავსებას, სადაც მდებარეობს ბირჟის სისტემები, რაც უზრუნველყოფს მონაცემების გაგზავნისა და მიღებისთვის საჭირო დროის შემცირებას.

უფრო ფართო გაგებით, კოლოკაცია (ან colo) ასევე შეიძლება აღნიშნავდეს საზიარო ინფრასტრუქტურას, სადაც ინახება რამდენიმე ფიზიკური პირის ან კომპანიის IT აღჭურვილობა და სპეციალიზებული აპარატურა. ვაჭრობის სფეროში ის მჭიდროდ უკავშირდება მაღალი სიხშირით ვაჭრობას (HFT), სადაც სისწრაფემ შესაძლოა უზრუნველყოს გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობა.

როგორ მუშაობს კოლოკაცია

მაღალი სიხშირით ვაჭრობაში კოლოკაცია გულისხმობს საფონდო ბირჟის კუთვნილ მონაცემთა ცენტრში გამოყოფილ სივრცეს. მისი მთავარი მიზანია მაღალი სიხშირით მოვაჭრე ფირმებისა და ტრეიდერების კუთვნილი კომპიუტერები განთავსდეს ბირჟის თანმხვედრი შეკვეთების მოძიების სერვერებთან ფიზიკურად მაქსიმალურად ახლოს.
რადგან მონაცემების გადაცემა განსაზღვრული სიჩქარით ხორციელდება, მცირე ფიზიკური დაშორება პირდაპირ აისახება დაბალ დაყოვნებაზე. ეს კოლოკაციით მოსარგებლე მონაწილეებს საშუალებას აძლევს სხვებზე ოდნავ ადრე მიიღონ საბაზრო ფასების მონაცემები და შეკვეთები. ეს სხვაობა ხშირად ნანოწამებშიც კი იზომება, თუმცა კომპანიები მზად არიან სოლიდური თანხები გადაიხადონ ამ უპირატესობისთვის, რადგან დიდ სავაჭრო მოცულობებით ვაჭრობის დროს სიჩქარის უმცირეს სხვაობასაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რატომ არის კოლოკაცია მნიშვნელოვანი

ავტომატიზებული ვაჭრობის პოპულარობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მოთხოვნა კოლოკაციაზე. მან ხელი შეუწყო სპეციალიზებული ინდუსტრიის განვითარებას. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ზოგიერთმა ბირჟამ გაცილებით დიდი მონაცემთა ცენტრების შექმნა დაიწყო.

ვაჭრობის კონტექსტის მიღმა, ეს ტერმინი ასევე შეიძლება აღნიშნავდეს სპეციალიზებულ კოლოკაციის ცენტრებს, რომლებსაც ხანდახან „ქერიერ ჰოტელებსაც“ უწოდებენ. ეს ობიექტები აქირავებენ ფართს, პროფესიონალურ აპარატურას, ინტერნეტის გამტარუნარიანობასა და სხვა IT სერვისებს როგორც კომპანიებს, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებს. ხშირად ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვილ დამცავ გალიებს, ღია თაროებსა და პირად სივრცეებს. შედარებით მცირე კომპანიებისთვის კოლოკაცია პრაქტიკული არჩევანია, რადგან ის უზრუნველყოფს წვდომას მძლავრ ინფრასტრუქტურასთან, რაც გამორიცხავს მისი ნულიდან შექმნის საჭიროებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.