რა არის PayPay?

რა არის PayPay?

განახლებული Apr 17, 2026
6m

მთავარი დეტალები

  • PayPay არის უნაღდო გადახდების იაპონური სერვისი, რომელიც გთავაზობთ ციფრული გადახდების, გადარიცხვების და საფულის ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას.

  • Binance Japan-თან პარტნიორობის წყალობით, ის, მომხმარებელს აძლევს ტრადიციული ფინანსების კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის გამოყენების საშუალებას.

  • მომხმარებელს შეუძლია PayPay-ს და Binance Japan-ს შორის ტრანზაქციების განხორციელება PayPay Money სერვისის გამოყენებით, რაც მოიცავს ვალუტის ყიდვას, გაყიდვას, დეპონირებას და გატანას.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

PayPay წარმოადგენს ციფრული გადახდების პლატფორმას, რომლის სათაო ოფისი იაპონიაში მდებარეობს. ის მომხმარებელს სთავაზობს გადახდების, თანხის გადარიცხვის და ციფრული აქტივების შენახვის სერვისზე საკუთარი სმარტფონებიდან წვდომის შესაძლებლობას.

ახლახან PayPay-მა გააფორმა Binance Japan-თან პარტნიორობის ხელშეკრულება, რისი წყალობითაც მის მიერ შემოთავაზებული მომსახურებები მხოლოდ ყოველდღიური გადახდებით აღარ შემოიფარგლება. ამ თანამშრომლობის მიზანია ტრადიციული ფინანსების კრიპტოვალუტის სამყაროსთან დაკავშირება, რაც მომხმარებელს სთავაზობს ციფრულ აქტივებთან ურთიერთქმედების ახალ გზებს.

რა არის PayPay?

PayPay არის SoftBank Corp. group-ის მიერ შექმნილი მობილური გადახდების და ციფრული საფულის პლატფორმა. მისი მთავარი სერვისი, PayPay, მომხმარებელს აძლევს თანხების ციფრულ საფულეში შენახვის საშუალებას, რომელსაც ეწოდება „PayPay Money“. ის სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება:

  • ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში გადახდებისთვის

  • თანხის სხვა მომხმარებლისთვის გასაგზავნად

  • პირადი ფინანსების მართვისთვის ნაღდი ფულის გამოყენების საჭიროების გარეშე

Binance Japan-თან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების წყალობით, PayPay უკვე ციფრულ აქტივებზე წვდომის შესაძლებლობასაც გთავაზობთ. ეს თანამშრომლობა PayPay-ს დიდ მომხმარებელთა ბაზას და გადახდების ინფრასტრუქტურას აერთიანებს Binance-ის გამოცდილებასთან ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის სფეროში. ამ შეთანხმების მიზანია Web3 და კრიპტოვალუტის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

ამ ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ახლა უკვე მომხმარებელს შეუძლია:

  • კრიპტოვალუტის შეძენა PayPay Money-ს გამოყენებით

  • კრიპტოთი ვაჭრობიდან მიღებული მოგების პირდაპირ PayPay-ზე გადატანა

  • თანხების მარტივად გადატანა კრიპტო ბირჟასა და ციფრულ საფულეს შორის

ეს წარმოადგენს უნაღდო ანგარიშსწორების და ციფრული აქტივების გაერთიანებული სტრუქტურის იაპონიის ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს.

PayPay-ს გამოყენების დაწყება

PayPay-ს Binance Japan პლატფორმაში გამოყენებამდე მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს, რომ მისი აპლიკაციების და ანგარიშების პარამეტრები სწორადაა დაყენებული. ქვემოთ მოცემულია დეტალური ინსტრუქციები, რაც დაგეხმარებათ ამ პროცესის შესრულებაში.

წინაპირობები (დაწყებამდე):

  • განაახლეთ თქვენი Binance -ის აპლიკაცია 3.6.2 ან უფრო ახალ ვერსიამდე (iOS) ან 3.6.4 ან უფრო ახალ ვერსიამდე(Android)

  • დარწმუნდით, რომ PayPay-ს ანგარიში შექმნილი და ვერიფიცირებულია

  • დააკავშირეთ თქვენი PayPay-ს ანგარიში Binance Japan აპლიკაციასთან

  • გაითვალისწინეთ, რომ თანხის დეპონირების ან გატანის თითოეულ ტრანზაქციაზე დაგეკისრებათ საკომისიო 110 JPY-ს ოდენობით. დეპონირების დღიური ლიმიტი: 300 000 JPY; 30-დღიანი ლიმიტი: 1 000 000 JPY.

საფეხური 1: Binance-ის აპლიკაციაში გახსენით PayPay

გაიარეთ ავტორიზაცია Binance-ის აპლიკაციაში. მთავარ ეკრანზე შეეხეთ ღილაკს [ვაჭრობა], შემდეგ აირჩიეთ [PayPay]. ამის შემდეგ თქვენ გადამისამართდებით PayPay-ს ტრანზაქციების ეკრანზე.

Binance-ის აპლიკაციის მთავარი გვერდი, ჩანართი „ვაჭრობა“

საფეხური 2: აირჩიეთ გასაყიდი კრიპტოვალუტა

ჩანართში [გაყიდვა]:

  • აირჩიეთ კრიპტოვალუტა, რომლის გაყიდვაც გსურთ

  • შეიყვანეთ თანხა

  • გასაგრძელებლად შეეხეთ ღილაკს [შემოწმება და გაყიდვა]

კრიპტოს ვერიფიკაცია და გაყიდვა, PayPay მიღების მეთოდი, Binance-ის აპლიკაციაში

ეს საფეხური საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ტრანზაქციის დეტალებს თანხის მიღების ვარიანტის არჩევამდე.

საფეხური 3: გადახდის მეთოდად აირჩიეთ PayPay

განყოფილებაში [გადახდის მეთოდი] აირჩიეთ [PayPay], შემდეგ შეეხეთ ღილაკს [შეკვეთის შემოწმება].

გაითვალისწინეთ, რომ თუ თანხის მიღების მეთოდად აირჩევთ „JPY-ს ბალანსს“, მიღებული თანხა დარჩება თქვენს Binance-იუს ანგარიშის ბალანსზე და არ მოხდება მისი გადატანა PayPay-ზე.

თუ PayPay-ს პირველად ხსნით Binance Japan პლატფორმიდან, ამ საფეხურის დროს გამოჩნდება შეტყობინება თქვენი ანგარიშის დაკავშირების მოთხოვნით. ამ გზამკვლევში მოცემულია თქვენი ანგარიშის დაკავშირების საფეხურები. 

საფეხური 4: დაადასტურეთ ტრანზაქცია

PayPay-ს ანგარიშის დაკავშირების შემდეგ:

  • ყურადღებით გადაამოწმეთ ტრანზაქციის დეტალები

  • გაყიდვის შეკვეთის დასასრულებლად შეეხეთ ღილაკს [დადასტურება]

შეკვეთის დადასტურების გვერდი, PayPay-ის არჩევა Binance-ის აპლიკაციაში

გაითვალისწინეთ, რომ PayPay-ს საფულის ბალანსის მაქსიმალური ლიმიტია 1 მილიონი იენი. თუ თქვენი ტრანზაქციის ზომა აჭარბებს ამ ლიმიტს, გამოჩნდება შეცდომის შეტყობინება „ლიმიტი გადაჭარბებულია“ და მოგიწევთ თანხის შეცვლა.

საფეხური 5: გაიარეთ უსაფრთხოების ვერიფიკაციის პროცესი

უსაფრთხოების მიზნით თქვენ უნდა გაიაროთ დამატებითი ვერიფიკაციის საფეხურები, მათ შორის -ორფაქტორიანი ვერიციკაცია (2FA). ეს უზრუნველყოფს თქვენი ტრანზაქციის ავთენტურობის შემოწმებას და უსაფრთხოებას.

უსაფრთხოების ვერიფიკაციის გვერდი Binance-ის აპლიკაციაში

საფეხური 6: დაელოდეთ ტრანზაქციის დამუშავების დასრულებას

დადასტურების შემდეგ:

  • სისტემა დაამუშავებს თქვენს ტრანზაქციას

  • დასრულების შემდეგ შესაბამისი ოდენობის იაპონური იენი (JPY) პირდაპირ თქვენს PayPay-ს ანგარიშზე დაირიცხება

დამუშავების დასრულების დადასტურებას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს, ამიტომ დაელოდეთ მოთმინებით.

Binance Japan-ისა და PayPay-ს მიერ შეთავაზებული სხვა ფუნქციები

PayPay-ს და Binance Japan-ის ინტეგრაცია გთავაზობთ დამატებით ფუნქციებს, რაც უზრუნველყოფს სერვისის მოქნილობის და პრაქტიკულობის გაუმჯობესებას.

1. Binance-ის ანგარიშის ბალანსის წინასწარი შევსება

ადრე, PayPay-ის გამოყენება მხოლოდ კრიპტოს ტრანზაქციების დროს იყო შესაძლებელი. განახლებული ფუნქციების წყალობით, მომხმარებელს შეუძლია PayPay Money-დან Binance Japan-ის ანგარიშზე თანხის წინასწარ გადატანა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ბალანსი წინასწარ შეავსოს და მომენტალურად განახორციელოს ვაჭრობა ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე.

2. ვაჭრობა პლატფორმებს შორის

PayPay-ით შეტანილი თანხები შეგიძლიათ გამოიყენოთ სპოტ ვაჭრობისთვის შემდეგ პლატფორმებზე:

  • საბროკერო სერვისები (გამარტივებული სავაჭრო ინტერფეისი)

  • სავაჭრო ბირჟის სერვისები (უფრო მაღალი დონის სავაჭრო ფუნქციები)

ეს ნიშნავს, რომ სპოტ ბაზრებზე ვაჭრობა შეუძლია როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ ტრეიდერებს.

3. მომენტალური გატანა PayPay-ზე

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიტანოს JPY Binance Japan-ის პლატფორმიდან და დააბრუნოს PayPay-ს ანგარიშზე. ეს ტრანზაქცია თითქმის მომენტალურად აისახება PayPay-ს აპლიკაციაში, მიღებული თანხა კი შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ გადახდებისთვის ან გადარიცხვებისთვის.

შეჯამება

PayPay-ს და Binance Japan-ის პარტნიორობის წყალობით, მომხმარებლებს შეუძლიათ მარტივად გამოიყენონ როგორც ფიატ-ვალუტა, ასევე ციფრული აქტივები და ისარგებლონ დეპონირების, გატანის და ვაჭრობის ფუნქციებით. PayPay-ს და Binance Japan-ის თანამშრომლობა ხაზს უსვამს გაერთიანებული ფინანსური ეკოსისტემის განვითარების და მომხმარებლის გამოცდილების პრიორიტიზების მნიშვნელობას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევების მისაღებად თავად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.