რა არის Lorenzo Protocol (BANK)?

რა არის Lorenzo Protocol (BANK)?

განახლებული Nov 18, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Lorenzo Protocol არის აქტივების მართვის პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს ტრადიციული ფინანსური სტრატეგიების ბლოკჩეინზე გამოყენების შესაძლებლობას ტოკენიზებული პროდუქტების მეშვეობით.

  • პროტოკოლი მხარს უჭერს On-Chain Traded Fund-ებს (OTF-ები) - ტოკენიზებულ ტრადიციული ფონდის სტრუქტურებს, რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სავაჭრო სტრატეგიებზე წვდომას.

  • Lorenzo იყენებს მარტივ და რთულ საცავებს, რათა დაახარისხოს და გაუშვას კაპიტალი სხვადასხვა სტრატეგიაში, როგორიცაა კვანტური ვაჭრობა, მართვადი ფიუჩერსები, მერყეობის სტრატეგიები და სტრუქტურირებული სარგებლის პროდუქტები.

  • BANK პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენია, რომელიც გამოიყენება მართვისთვის, წახალისების პროგრამებისთვის და vote-escrow სისტემაში (veBANK) მონაწილეობისთვის.

lorenzo cta ბანერი

რა არის Lorenzo Protocol?

Lorenzo Protocol არის აქტივების მართვის პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს ტრადიციული ფინანსური სტრატეგიების ბლოკჩეინზე გამოყენების შესაძლებლობას ტოკენიზებული პროდუქტების მეშვეობით. პროტოკოლი მომხმარებლებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ სტრუქტურირებული შემოსავლის და პორტფოლიოს სტრატეგიები, საკუთარი ფინანსური ინფრასტრუქტურის დამოუკიდებლად შექმნისა და მართვის საჭიროების გარეშე.

სტრატეგიები, როგორიცაა კვანტური ვაჭრობა ან მერყეობაზე დაფუძნებული პორტფოლიოები, როგორც წესი, კონკრეტულ ხელსაწყოებს, მონაცემებს და მუდმივ მართვას საჭიროებს. Lorenzo აუმჯობესებს ამ პროცესს თავისი ფინანსური აბსტრაქციის დონის მეშვეობით, რომელიც კაპიტალის განაწილებას, სტრატეგიების მართვას, ეფექტურობის მონიტორინგს და შემოსავლის გადანაწილებას უზრუნველყოფს აპლიკაციებისა და მომხმარებლების სახელით.

ეს დიზაინი საფულეებს, გადახდის აპლიკაციებსა და რეალური სამყაროს აქტივების (RWA) პლატფორმებს საშუალებას აძლევს შემოგვთავაზონ შემოსავალზე ორიენტირებული ატრიბუტები სტანდარტიზებული გზით და ამასთანავე უზრუნველყოფს პირდაპირ წვდომას ბლოკჩეინის დივერსიფიცირებულ ფინანსურ სტრატეგიებზე.

როგორ მუშაობს Lorenzo Protocol

დეპოზიტები და კაპიტალის განაწილება

Lorenzo მომხმარებელთა დეპოზიტებს მართავს საცავების საშუალებით, რომლებიც წარმოდგენილია სმარტ კონტრაქტების სახით და შექმნილია აქტივების შესანახად და კონკრეტულ ფინანსურ სტრატეგიებზე მათ გადასანაწილებლად. როდესაც მხარდაჭერილ აქტივებს საცავში განათავსებთ, კონტრაქტი ქმნის ლიკვიდურობის პულის (LP) ტოკენებს, რომლებიც საბაზისო სტრატეგიის თქვენს წილს ასახავს.

განაწილებას მართავს ფინანსური აბსტრაქციიი დონე (FAL) — Lorenzo-ს backend სისტემა, რომელიც ახდენს მფლობელობის, სტრატეგიის არჩევისა და კაპიტალის მარშრუტიზაციის კოორდინირებას. საცავის კონფიგურაციის მიხედვით, თქვენი თანხები შეიძლება ერთ სტრატეგიაში ან ერთდროულად რამდენიმე პორტფოლიოს შორის განაწილდეს, რომლებიც წინასწარ დადგენილი განაწილებისა და რისკის გაიდლაინებით მოქმედებენ.

სტრატეგიის და ეფექტურობის მონიტორინგი

როგორც კი კაპიტალი განაწილდება, შემოსავლის გენერირება off-chain სავაჭრო სტრატეგიების მეშვეობით ხდება, რომელთაც, თავის მხრივ, ავტორიზებული მენეჯერები ან ავტომატიზებული სისტემები მართავენ. ეს გუნდები შესაძლოა აწარმოებდნენ ისეთ აქტივობებს, როგორიცაა არბიტრაჟი, ბაზრის ფორმირება ან მერყეობაზე დაფუძნებული სტრატეგიები, რომლებიც იყენებენ კასტოდიალურ საფულეებს და ბირჟების ქვე-ანგარიშებს კონტროლირებადი ნებართვის უფლებებით.

სტრატეგიების მიერ შედეგების დადებისას, ეფექტურობის მონაცემები პერიოდულად on-chain-ზე იგზავნება. სმარტ კონტრაქტები ანახლებენ საცავის სუფთა აქტივის ვალუტას (NAV), პორტფოლიოს სტრუქტურას და თქვენს ინდივიდუალურ მოგებას, რაც გვთავაზობს გამჭვირვალე და დადასტურებად ცპდნას სტრატეგიის ეფექტურობის შესახებ.

შემოსავლის განაწილება და გამოტანა

შემოსავლის განაწილება დამოკიდებულია საცავის ან პროდუქტის დიზაინზე, რომელსაც ირჩევთ. ზოგიერთი საცავი პირდაპირ On-Chain Traded Funds-ში (OTF-ები) გადადის, რაც ტოკენიზებულ ინვესტიციურ პროდუქტებს წარმოადგენს, რომლებიც ტრადიციულ ETF-ებს ჰგავს, თუმცა მთლიანად ბლოკჩეინზე ფუნქციონირებს. სტრუქტურის მიხედვით, თქვენი მოგება შეიძლება NAV-ის გაზრდის, ასაღები ჯილდოების ან ფიქსირებული ვადის მქონე გადახდის გზით გადმოგეცეთ.

როდესაც გამოტანას ითხოვთ, თქვენი LP ტოკენი იწვება და საცავიდან ხდება შესაბამისი აქტივების გამოტანა. off-chain სტრატეგიებისთვის, ანგარიშსწორება კასტოდიალური პარტნიორების მეშვეობით ხდება მანამ, სანამ აქტივები უკან საცავის კონტრაქტში გადაიგზავნება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებთ თავდაპირველ დეპოზიტს დაგროვილ შემოსავალთან ერთად.

ძირითადი ფუნქციები

Lorenzo გვთავაზობს OTF-ის რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც საბაზისო სტრატეგიის პორტფოლიოებს აერთიანებს on-chain-ის ტოკენებად, რომლებიც შეგიძლიათ დააგროვოთ, გამოიყენოთ ვაჭრობისას ან ზოგადად ეკოსისტემაში.

stBTC

stBTC არის Lorenzo-ს ლიკვიდური სტეიკინგის ტოკენი (LST) მომხმარებლებისთვის რომლებიც ასტეიკებენ bitcoin-ს Babylon-ის პროტოკოლის მეშვეობით. ის ასახავს თქვენ მიერ სტეიკინგზე განთავსებულ BTC-ს და უფლებას გაძლევთ მიიღოთ შემოსავალი თქვენი აქტივების ლიკვიდურად დატოვებისას. stBTC შეიძლება გადაიცვალოს BTC-ზე 1:1 თანაფარდობით, ხოლო დამატებითი ჯილდოები შესაძლოა Yield Accruing Token-ების (YAT) მეშვეობით მიიღოთ.

enzoBTC

enzoBTC არის Lorenzo-ს მიერ გამოშვებული შეფუთული bitcoin-ის ტოკენი, რომელიც უზრუნველყოფილია 1:1 BTC-ით. ის გვთავაზობს bitcoin-ის DeFi სისტემებში გამოყენების ალტერნატიულ მიდგომას და ამავდროულად ინარჩუნებს ღირებულებას BTC-თან მიმართებაში. ასევე შეგიძლიათ enzoBTC-ის Lorenzo Babylon Yield საცავში დეპონირება, რათა მიიღოთ სტეიკინგის ჯილდოები არაპირდაპირი გზით, კერძოდ გვთავაზობს ადგილობრივი BTC-ის პირდაპირ პროტოკოლის ნმეშვეობით სტეიკინგის ალტერნატიულ გზას.

USD1+ და sUSD1+

USD1+ და sUSD1+ არის სტეიბლკოინზე დაფუძნებული პროდუქტები, რომლებიც შექმნილია USD1-ზე, რაც თავის მხრივ, World Liberty Financial Inc.-ის (WLFI) მიერ გამოშვებულ სინთეტიკურ დოლარს წარმოადგენს. USD1+ არის რებაზირების ტოკენი, რომელიც ზრდის თქვენს ბალანსს შემოსავლის დაგროვების პარალელურად, ხოლო sUSD1+ ღირებულების დაგროვების ტოკენია, რომელიც ასახავს შემოსავალს NAV-ის ზრდის მეშვეობით. ორივე უზრუნველყოფს სტეიბლკოინის მფლობელებისთვის პასიურ, მრავალსტრატეგიულ შემოსავალს გამარტივებული on-chain სტრუქტურის ფარგლებში.

BNB+

BNB+ არის Hash Global BNB Fund-ის (BNBA) ტოკენიზებული ვერსია, რომელსაც ორგანიზაციული BNB-ის შემოსავლის სტრატეგიები on-chain-ზე გადმოაქვს. თითოეული ტოკენი ასახავს ფონდის წმინდა აქტივის ღირებულების (NAV) წილს, რომელიც იზრდება BNB-ის სტეიკინგით, ნოდების ოპერაციებით და ეკოსისტემის წახალისებებით. შემოსავლები მიწოდებულია NAV-ის ზრდის სახით, რაც უზრუნველყოფს ალტერნატიულ გზას პროფესიონალურად მართულ BNB-ზე წვდომის მისაღებად.

BANK ტოკენი

BANK Lorenzo პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენია, რომლის მთლიანი მარაგი შეადგენს 2,1 მილიარდ ტოკენს. ის გაშვებულია BNB Smart Chain-ზე (BSC) და შესაძლებელია მისი დაბლოკვა, რათა veBANK შეიქმნას, რომელიც ააქტიურებს დამატებით სარგებელს ეკოსისტემის ფარგლებში. Bank მრავალი დანიშნულებით გამოიყენება:

  • სტეიკინგი: მომხმარებლებს შეუძლიათ სტეიკინგზე განათავსონ BANK, რათა მოიპოვონ პროტოკოლის გარკვეულ პრივილეგიებზე წვდომა, როგორიცაა ხმის მიცემის უფლება, ფუქნციებზე წვდომა და წახალისებების განაწილების მექანიზმებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

  • მართვა: BANK ასრულებს პროტოკოლის მმართველობის ტოკენის ფუნქციას. მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროდუქტების განახლებებს, საკომისიოების კორექტირებას, ეკოსისტემის განვითარების ფონდის გამოყენებასა და მომავალი ემისიის ცვლილებებს.

  • ჯილდოები: პროტოკოლის აქტიურმა მომხმარებლებმა შეიძლება მიიღონ BANK-ის ჯილდოები. პროტოკოლის მიმდინარე შემოსავლების ნაწილი აფინანსებს სტაბილური ჯილდოების პულს მომხმარებლებისთვის, ვინც პლატფორმას იყენებს, აძლევს ხმას ან სხვა საზოგადოების აქტივობებში მონაწილეობს.

2025 წლის ნოემბერში განხორციელდა Lorenzo Protocol-ის (BANK) ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით.

შეჯამება

Lorenzo გვთავაზობს on-chain სტრუქუტრას, შემოსავლის სტრუქტურირებული სტრატეგიების გასაგები და გამჭვირვალე სისტემის მეშვეობით. საცავების, ფინანსური აბსტრაქციის დონის და OTF პროდუქტების კომბინირების წყალობით, შეგიძლიათ განახორციეოთ სტეიკინგი, კვანტური ვაჭრობა და გამოიყენოთ მრავალსტრატეგიული პორტფოლიოები საბაზისო ინფრასტრუქტურის მართვის გარეშე. ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა stBTC, enzoBTC, sUSD1+ და BNB+, პროტოკოლი უზრუნველყოფს შემოსავალზე წვდომის სხვადასხვა ფორმას და ამავდროულად ინარჩუნებს ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას ბლოკჩეინზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.